TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 911
Previous part

Chapter: 2 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept Link to sept   წელსა შინა მეორესა მეფობისა ნაბუქოდონოსორისსა იძილისშორისა ნაბუქოდონოსორმან ძილისშორისი და განჰკრთა სული მისი და ძილი მისი განიქმნა მისგან.

Verse: 2  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და თქუა მეფემან მოწოდებაჲ მსახრვალთა და მოგუთა და მეწამლეთა და ქალდეველთაჲ მითხრობად მეფისა ძილისშორისი მისი, და მოვიდეს და დადგეს წინაშე მეფისა.

Verse: 3  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ჰრქუა მათ მეფემან: ძილისშორისი ვიძილისშორისე და განჰკრთა სული ჩემი ცნობად ძილისშორისსა.

Verse: 4  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ჰრქვეს ქალდეველთა მეფესა ასურებრ: მეფე, საუკუნეთამი ცოცხლებდ! შენ უთხარ ძილისშორისი ყრმათა შენთა და თანშეტყუება მისი მიგითხრათ.

Verse: 5  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მიუგო მეფემან და ჰრქუა ქალდეველთა: სიტყუა განმეყენა ჩემგან. უკუეთუ უკუე არა მაუწყოთ მე ძილისშორისი და თანშეტყუება მისი, წარსაწყმედელად იყუნეთ და სახლნი თქუენნი იავარ-იქმნენ.

Verse: 6  Link to oskijer Link to sept Link to sept   
ხოლო უკუეთუ ძილისშორისი და შეტყუება მისი მაუწყოთ მე, საცემელნი და ნიჭნი და მრავალი პატივი მიიღოთ ჩემგან, გარნა ძილისშორისი და თანაშეტყუება მისი მომითხართ მე.

Verse: 7  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მიუგეს მეორედ და თქუეს: მეფემან უთხარნ ძილისშორისი ყრმათა მისთა და თანშეტყუება მისი მიუთხრათ.

Verse: 8  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მიუგო მეფემან და ჰრქუა: ჭეშმარიტებისა თანა უწყი მე, ვითარმედ ჟამი თქვენი მოწევნულ არს, ვითარცა უწყით, რამეთუ განმეყენა ჩემგან სიტყუაჲ.

Verse: 9  Link to oskijer Link to sept Link to sept   
უკეთუ უკუე ძილისშორისი არა მომითხრათ მე, და უწყი, ვითარმედ სიტყვა მტყუარი და განხრწნილი თანდასდევით თქუმად წინაშე ჩემსა, ვიდრემდის არა ჟამი წარჴდეს, ძილისშორისი ჩემი მითხართ მე, და ვცნა, ვითარმედ თანშეტყუებასაცა მისსა მომითხრობთ მე.

Verse: 10  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მიუგეს კუალად ქალდეველთა წინაშე მეფისა და თქუეს: არა არს კაცი ჴმელსა ზედა, რომელი სიტყჳსა უწყებად მეფისა შემძლებელ იქმნეს, ვინაჲთგან ყოველი მეფე დიდი და მთავარი სიტყუასა ეგევითარსა არა ჰკითხავს ყოველსა მსახრვალსა, მოგუსა ქალდეველსა,

Verse: 11  Link to oskijer Link to sept Link to sept   
რამეთუ სიტყვა, რომელსა მეფე იკითხავს, მძიმე არს, და სხუა არა არს, რომელმან მიუთხრას იგი წინაშე მეფისა, გარნა თუ ღმერთნი, რომელთაჲ არა არს მკჳდრობაჲ ყოვლისა თანა ჴორცისა, ვინაჲცა არ ეგების ქმნაჲ, ვითარ ჰგონებ.

Verse: 12  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მაშინ მეფემან გულისწყრომისა მიერ და რისხვისა მრავლისა თქუა წარწყმედა ყოველთა ბრძენთა ბაბილონისათა,

Verse: 13  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და რწმენაჲ გამოვიდა და ბრძენნი მოიკლვოდეს, და იძინეს დანიილ და მოყუასნი მისნი სიკუდილად.

Verse: 14  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მაშინ დანიილმან მიუგო განზრახვაჲ და ჯერ-ჩინებაჲ არიოქს, მთავარმზარაულსა მეფისასა, რომელი გამოვიდა მოწყუედად ბრძენთა ბაბილონისათა, და ჰკითხვიდა მას მეტყუელი: მთავარო მეფისაო,

Verse: 15  Link to oskijer Link to sept Link to sept   
რაჲსათჳს გამოვიდა ჯერ-ჩინებაჲ ესე უსახური პირისაგან მეფისა? მაშინ აუწყა სიტყვა არიოქმან დანიილს.

Verse: 16  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და დანიილი შევიდა და ევედრა მეფესა, რჲთა ჟამი მისცეს მას და თანშეტყვება მისი მიუთხრას მეფესა.

Verse: 17  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და შევიდა დანიილი სახიდ თჳსა, და ანანიას და მისაილს და აზარიას აცნობა სიტყუა,

Verse: 18  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და წყალობათა ეძიებდა ღმრთისაგან ცისაჲსა საიდუმლოჲსა ამისთჳს, რათა არ წარწყმდენ დანიილი და მეგობარნი მისნი ნეშტთა თანა ბრძენთა ბაბილონისათა.

Verse: 19  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მაშინ დანიილსა ჩუენებასა შინა ღამისასა საიდუმლოჲ გამოეცხადა და აკურთხა ღმერთი ცისაჲ დანიილმან.

Verse: 20  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და თქუა: იყავნ სახლი ღმრთისაჲ კურთხეულ საუკუნითგან და ვიდრე საუკუნომდე, რამეთუ სიბრძნე და გულისხმის-ყოფაჲ და ძალი მისი არს

Verse: 21  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და იგი სცვალებს წამთა და ჟამთა, დაადგენს მეფეთა და გარდაადგენს, მისცემს სიბრძნესა ბრძენთა და ცნობასა მეცნიერთა გულისხმის-ყოფისათა,

Verse: 22  Link to oskijer Link to sept Link to sept   
იგი გამოაცხადებს ღრმათა და დაფარულთა, მეცნიერი ბნელისშინათაჲ, და ნათელი მის თანა არს.

Verse: 23  Link to oskijer Link to sept Link to sept   
შენ, ღმერთსა მამათა ჩემთასა, აღგიარებ და გაქებ, რამეთუ სიძრძნე, ძალი მომეც მე და მაუწყენ მე, რომელნი ვითხოენით შენგან და სიტყუაჲ მეფისაჲ მაუწყე მე.

Verse: 24  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მოვიდა დანიილ არიოქის მიმართ, რომელი დაადგინა მეფემან წარწყმედად ბრძენთა ბაბილონისათა, და ჰრქუა მას: ბრძენთა მათ ბაბილონისათა ნუ წარსწყმედ, ხოლო შემიყვანე მე წინაშე მეფისა და თანშეტყუებაჲ ჩუენებისაჲ მიუთხრა მეფესა.

Verse: 25  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მაშინ არიოქმან სწრაფისა თანა შეიყვანა დანიილ წინაშე მეფისა და ჰრქუა მას: ვპოე მამაკაცი ძეთა შორის ტყუეობისა იუდაჲსთა, რომელმანცა თანშეტყუებაჲ მიუთხრას მეფესა.

Verse: 26  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მიუგო მეფემან და ჰრქუა დანიილსა, რომლისა სახელი ვალტასარ: უკუეთუ ძალ-გიც თხრობად ჩემდა ძილისშორისი, რომელი ვიხილე, და თანშეტყუება მისი?

Verse: 27  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მიუგო დანიილმან წინაშე მეფისა და თქუა: საიდუმლოჲ, რომელსა მეფე იკითხავს, არა არს ბრძენთა, მოგუთა, მსახრვალთა, ზაღარინელთაჲ მითხრობად მეფისა.

Verse: 28  Link to oskijer Link to sept Link to sept   
არამედ არს ღმერთი ცისა შორის გამომაცხადებელი საიდუმლოჲსაჲ. და აუწყნა მეფესა ნაბუქოდონოსორს, რომელნი ჯერ-არიან ქმნად უკუანაჲსკნელთა დღეთასა, ძილისშორისი შენი და ხილვაჲ თავისა შენისა საწოლსა ზედა შენსა, ესე არს, მეფე,

Verse: 29  Link to oskijer Link to sept Link to sept   
გულისზრახვანი შენნი საწოლსა შენსა ზედა აღვიდეს, რაჲ ჯერ-არს ქმნად ამათსა შემდგომად და გამომაცხადებელმან საიდუმლოთამან მაუწყნა მე, რომელთაჲ ჯერ-არს ქმნაჲ.

Verse: 30  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მე არა სიბრძნისა მიერ მყოფისა ჩემ შორის უფროს ყოველთა ცოცხალთასა საიდმლოჲ ესე გამომიცხადა, არამედ თანშეტყუებასა უწყებისათჳს მეფესა, რაჲთა გულისზრახვანი გულისა შენისანი სცნნე.

Verse: 31  Link to oskijer Link to sept Link to sept   
შენ, მეფე, ჰხედევდ, და, აჰა, ხატი ერთი დიდი. და ხატი იგი და შესახედავი მისი საშინელ მდგომარე წინაშე პირსა შენსა, და ხილვაჲ მისი საშინელ, ხატი,

Verse: 32  Link to oskijer Link to sept Link to sept   
რომლისა თავი ოქროჲსა წმიდისა, ჴელნი და მკერდი და მკლავნი მისნი ვეცხლნი, მუცელი და თეძონი რვალისა,

Verse: 33  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ბარკალნი რკინანი, ფერჴნი კერძოჲთა, რომლითამე უკუე რკინისანი, და კერძოჲთა კეცისანი.

Verse: 34  Link to oskijer Link to sept Link to sept   
ჰხედევდ, ვიდრე არა გამოეკუეთა ლოდი მთისაგან თჳნიერ ჴელთასა, და დაეკუეთა ხატსა ფერჴთა ზედა რკინისათა და კეცისათა, და დააწულილნა იგინი სრულიად.

Verse: 35  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მაშინ დამწულილდეს ერთბამად კეცი, რკინაჲ, რვალი, ვეცხლი, ოქროჲ, და იქმნეს, ვითარცა მტუერი კალოჲსაგან ზაფხულისაჲსა, და აღიღო იგი სიმრავლემან სულისამან, და ყოველი ადგილი არა იპოვა მათი, და ლოღი დაკუეთებული ხატისაჲ იქმნა მთა დიდ, და აღავსო ყოველი ქუეყანა.

Verse: 36  Link to oskijer Link to sept Link to sept   
ესე არს ძილისშორისი და თანშეტყუებაჲ მისი ვთქუათ წინაშე მეფისა.

Verse: 37  Link to oskijer Link to sept Link to sept   
შენ, მეფე, მეფეჲ მეფეთაჲ, რომელსა ღმერთმან ცისამან მეფობაჲ ძლიერი და მტკიცე და პატიოსანი მოგცა შენ.

Verse: 38  Link to oskijer Link to sept Link to sept   
ყოველსა შორის ადგილსა, სადა მკჳდრ არიან ძენი კაცთანი, მჴეცნი ველისანი, მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღჳსანი, მოგცნა ჴელსა შინა შენსა, და დაგადგინა შენ უფლად ყოველთა; შენ ხარ თავი ოქროჲსაჲ.

Verse: 39  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და შემდგომად შენსა აღდგეს მეფობაჲ სხუაჲ, უდარესი შენი, და მეფობაჲ მესამე, რომელ არს რვალი, რომელი ეუფლოს ყოველსა ქუეყანასა,

Verse: 40  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მეფობაჲ მეოთხე იყოს ძლიერ, ვითარცა რკინაჲ, რამეთუ, ვითარსახედ რკინაჲ დაამწულილებს და დაჰმწყსის ყოველთა, ეგრეთ დაამწულილნეს და დამწყსნეს ყოველნი.

Verse: 41  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და რამეთუ იხილენ ფერჴნი და თითნი კერძოდ უკუე რკინისანი და კერძოდ კეცისანი - მეფობა განწვალებული იყო და ძირისაგან რკინისა იყო მის შორის, ვითარსახედ იხილე რკინაჲ, აღრეული კეცსა თიჴისასა,

Verse: 42  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და თითნი ფერჴთანი, ზოგნი უკუე რკინისანი, ხოლო ზოგნი კეცისანი, და ზოგი მეფობისაჲ იყოს ძლიერ, და მისგან იყოს შემუსრვილი.

Verse: 43  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და რამეთუ იხილე რკინა, აღრეული კეცსა თიჴისასა, თანაღრეულნი იყუნენ თესლთა შორის კაცთასა და არა იყვნენ თანაღწებულნი, ესრეთსახედ მათსა, ვითარ-იგი რკინა არ თანაღეზავების კეცსა.

Verse: 44  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და დღეთა შინა მათ მეფესათასა აღადგინოს ღმერთმან ცისამან მეფობა, რომელი საუკუნეთადმი არა განიხრწნას, და მეფობაჲ მისი ერსა სხუასა არა დაუშთეს და დააწულილნეს და განფიწლნეს მეფობანი ყოველნი, და იგი აღდგეს საუკუნეთადმი.

Verse: 45  Link to oskijer Link to sept Link to sept   
ვითარგუარად იხილეს, რამეთუ მთისაგან გამოეკუეთა ლოდი თჳნიერ ჴელთასა, და დააწულილა კეცი, რკინაჲ, რვალი, ვეცხლი, ოქროჲ, - ღმერთმან დიდმან აუწყა მეფესა, რომელთა ჯერ-არს ქმნა ამათი, და ჭეშმარიტი ძილისშორისი და სარწმუნო თანშეტყუებაჲ მისი.

Verse: 46  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მაშინ მეფე ნაბუქოდონოსორ დავარდა პირსა ზედა და დანიელსა თაყუანი-სცა და მანანაჲ და სულნელნი შეწირნა მისსა.

Verse: 47  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მიმგებელმან მეფემან ჰრქვა მას: ჭეშმარიტებით ღმერთი თქუენი იგი არს ღმერთ ღმერთთა, და უფალი უფალთა, და მეუფე მეფეთა და გამომაცხადებელ საიდუმლოთა, რამეთუ შეუძლე გამოცხადებად საიდუმლოჲ ესე.

Verse: 48  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და განადიდა მეფემან დანიილ და საცემელნი დიდნი და მრავალნი მისცნა მას. და დაადგინა იგი ყოველსა ზედა სოფელსა ბაბილონისასა და მთავრად სატრაპესთა და ყოველთა ზედა ბრძენთა ბაბილონისათა.

Verse: 49  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და დანიილმან ითხოვა მეფისაგან და დაადგინნა საქმეთა ზედა სოფლისა ბაბილონისათა სედრაქ, მისაქ და აბედნაქო. და დანიილ იყო ეზოსა შინა მეფისა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.