TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 708
Previous part

Chapter: 2 
Verse: 1  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   ვთქუ მე გულსა ჩემსა: მოვედ აწ და გამოგცადო შენ სიხარულითა. და ვიხილე კეთილთა შინა, და ესეცა ამაოვე

Verse: 2  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
სიცილსა ვარქუ: მიმოგანყოფილ, სიხარულსა - რასა ეგე ჰზამ

Verse: 3  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
და განვიზრახევდ გულსა ჩემსა მოზიდვად; ვითარცა ღჳნო გული ჩემი და გული ჩემი მიძღოდა სიბრძნესა დაპყრობად მხიარულებასა ზედა, ვიდრემდე ვიხილო, რომელი კეთილ არს ძეთა კაცთათჳს მზესა ამას ქუეშეთ, რიცხჳ ცხორებისაჲ დღეთა მათთა

Verse: 4  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
განვადიდენ საქმენი ჩემნი; ვიშენე მე სახლებ, დავჰნერგენ მე სავენაჴენი

Verse: 5  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
ვიქმენ მე მტილები და სამოთხეები და დავნერგენ ხენი მას შინა, ყოველი ნაყოფიერნი

Verse: 6  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
და ვიქმენ მე ავაზანნი და საბანელნი წყალთანი რწყვად მათგან მაღნარნი მცენარეთანი

Verse: 7  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
მოვიგე მონები და მჴევლები, და სახლისა ნაშობნი მესხნეს მე, დამონაგებნი ველთანი და მროწეულთაჲ ფრიადი იყო ჩემი უფროს ყოველთა, რაოდენი იყვნეს უწინარეს ჩემსა იერუსალიმს

Verse: 8  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
შევკრიბე მე ოქროცა და ვეცხლიცა უფროს მეფეთა და სოფელთა, და ვყვენ ჩემდა შემასხმელნი მამანი და დედანი საშუებელად ძეთა თანა კაცთასა, და ვყვენ ჩემდა მწდენი მამანი და დედანი

Verse: 9  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
განვდიდენ და შევსძინე უფროს ყოველთა, რომელნი იყვნეს უწინარეს ჩემსა იერუსალჱმს და სიბრძნე დამადგრა მე

Verse: 10  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
და ყოველი, რომელი ითხოვეს თუალთა ჩემთა, არა დავაყენე მათგან და არა დავაყენე გული ჩემი ყოვლისაგან სიხარულისა, რამეთუ გულმან ჩემმან იხარა ყოველსა ზედა შრომასა ჩემსა, და ესე მეყო მე ნაწილ ჩემდა ყოვლისაგან ნაშრომისა ჩემისა

Verse: 11  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
და ვიხილე მე ყოველსა ზედა ნაქმარსა ჩემსა, რომელნი ქმნნეს ჴელთა ჩემთა და რუდუნებულსა მას ჩემსა, რავდენი ვრუდუნე, ყოფა. და, აჰა, ესერა, ყოველივე ამაო და ჴდომა სულისა და არა უმეტეს მზესა ქუეშე

Verse: 12  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
და მოვხედენ მე ხილვად სიბრძნისა და განცხრომისა და სიხარულისა (და ვინმე იყოს კაცი, რომელი მოვიდეს შემდგომად კუალსა გულისზრახვისა თჳსისასა ყოველი, რომელი-იგი ქმნა?)

Verse: 13  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
და რამეთუ არს უმეტეს სიბრძნე უფროჲს უგუნურებისა, ვითარცა უმეტეს არს ნათელი ბნელისა

Verse: 14  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
* ბრძნისა თუალნი თავსა მისსა და უგუნური ბნელსა შინა ვალს. და ვცან ესეცა, რამეთუ შემთხუევაჲ ერთი შეემთხჳოს მათ ყოველთა

Verse: 15  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
და ვთქუ მე გულსა ჩემსა, ვითარცა იგი შემთხუევაჲ შეემთხჳოსა? და რაჲსათჳს უმეტეს განვბრძნდი მე? ვიტყოდი მე გულსა ჩემსა, ვითარმედ: ესეცა ამაოვე არს, რამეთუ უგუნური ნამეტნავისაგან გულისა იტყჳნ

Verse: 16  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
და რამეთუ არა არს ჴსენება ბრძნისაჲ უგუნურისა თანა უკუნისამდე, რამეთუ მიერვე დღეთა მათ მომავალთა ყოველი დაივიწყა და ვითარმე მოკუდეს ბრძენი უგუნურსა თანა

Verse: 17  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
და მოვიძულე ყოვლითურთ ცხორება ჩემი და ბოროტ არს ჩემ ზედა ქმნილი იგი, რომელი იქმნების მზესა ქუეშე, რამეთუ ყოველივე ამაო და გამორჩევა სულის

Verse: 18  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
და მოვიძულე ყოვლითურთ რუდუნებაჲ ჩემი, რომელსა ვრუდუნებდი მზესა ქუეშე, რამეთუ დაუტეო იგი კაცსა, რომელი იყოს ჩემსა შემდგომად

Verse: 19  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
და ვინ იცის, გინა ბრძენ იყოს, გინა უგუნურ და ჴელმწიფებდეს ყოველსა ზედა ნაშრომსა ჩემსა, რაოდენ ვშუერ და რაოდენ განვბრძნდი მზესა ამას ქუეშე და ესეცა ამაო

Verse: 20  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
და მოვიქეც ჯმნად გულითა ჩემითა ყოვლისა მისგან შრომისა ჩემისა, რავდენსა ვშურებოდე მზესა ამას ქვეშე

Verse: 21  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
რამეთუ არს კაცი და შრომაჲ მისი სიმართლითა და სიბრძნით არს, და მეცნიერებით, და სიმჴნით; და კაცი, რომელი არა შურა მას შინა, მოსცეს მას ნაწილი მისი, და ესეცა ამაო და სიბოროტე დიდად

Verse: 22  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
რამეთუ რა სარგებელ ეყვინ ესე კაცსა ყოველსა შრომასა შინა მისსა და გამორჩევითა გულისა მისისაჲთა, რომელსა-იგი შურების მზესა ამას ქუეშე

Verse: 23  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
რამეთუ ყოველნი დღენი მისნი სალმობით და გულისწყრომით, ზრუნვითა მიმოტაცებისაჲთა და ღამეცა არა დაიძინის გულმან მისმან და ესეცა ამაოვე არს

Verse: 24  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
არა რაჲ არს კეთილი კაცისაჲ ყოველსა შინა შრომასა მისსა, გარნა რაჲ-იგი ჭამოს და სუას და უჩუენოს კეთილი სულსა თჳსსა კეთილი შრომასა თჳსსა, და ესეცა ვიხილე, რამეთუ ჴელისაგან ღმრთისა არს

Verse: 25  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
ვინმე უკუე ჭამოს და სუას თჳნიერ მისსა

Verse: 26  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
რამეთუ კაცსა კეთილსა წინაშე პირსა მოსცა სიბრძნე და მეცნიერება და სიხარული, და ცოდვილსა მას მოსცა მიმოტაცებაჲ შეძინებად და შეკრებად და მიცემად კეთილსა მას წინაშე პირსა ღმრთისასა. და რამეთუ ესეცა ამაო და ჴდომა სულისა

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.