TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 61
Previous part

Chapter: 11 
Verse: 1  Link to oskijerLink to exakLink to sept   და ჰრქუა უფალმან მოსეს: ერთიღა გუემაჲ მივავლინო მე. ფარაოს ზედა და ეგჳპტელთა მაგათ, და მაშინღა თუ გამოგავლინნეს თქუენ, არამედ რაჟამს გამოგავლინებდეს თქუენ, ყოვლითურთ გამოგასხნეს თქუენ მაგიერ.

Verse: 2  Link to oskijerLink to exakLink to sept   
* ეტყოდე შენ ფარულად ყურთა ერისათა, რათა მივიდენ და სამკაული შესასხმელად მოითხოვონ ეგჳპტელთა მათგან მამაკაცმან მოძმისაგან თჳსისა და ეგრეთვე დედაკაცმან მახლობელისაგან თჳსისა ჭურჭელი ოქროჲსა და ვერცხლისა და სამოსელი პატიოსანი.

Verse: 3  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და უფალმან მისცა მადლი ერსა თჳსსა წინაშე ეგჳპტელია მათ და განუჴსნა გული მათი მოცემად მათდა სამკაული იგი შესხმად, ვითარცა-რას ითხოვდეს იგინი მათგან. ** და კაცი იგი მოსე განდიდნა და ამაღლდა დიდად ფრიად წინაშე მეგჳპტელთა მათ და წინაშე ფარაოჲსა და ყოვლისა ერისა მისისა.

Verse: 4  Link to oskijerLink to exakLink to sept   
სიტყუად იწყო მოსე და თქუა: ამას იტყჳს უფალი: შუაღამესა ოდენ მე მოვიდე და შევიდე შორის ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა.

Verse: 5  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ვგუემო და მოვსპო ყოველი პირმშოჲ ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა კაცითგან მიპირუტყუადმდე, პირმშოჲთგან ფარაოჲსით, რომელი ზის სასთაულთა საერკოლოტოთა მიპირმშოდმდე მჴევლისა, რომელი-იგი გამოჰკრავს ფქჳლთა მათ,

Verse: 6  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და იყოს ღაღადება დიდ ყოველსა ზედა ეგჳპტესა, რომელ ეგევითარი ღაღადებაჲ არა სადა ყოფილ იყოს შორის მათსა, არცაღა მერმე ყოფად არს მიაღსასრულადმდე ჟამთა.

Verse: 7  Link to oskijerLink to exakLink to sept   
გარნა შორის ძეთა მათ ისრაჱლისათა ლეკჳსაცა ერთისა ჭუმინვაჲ არცა იყოს კაცითგან მიპირუტყუადმდე, რამეთუ არა ვის ევნებოდის, რათა განცხადნეს, ვითარ იდიდოს უფალი ღმერთი შორის მეგჳპტელთა მაგათ და შორის ისრაჱლთა.

Verse: 8  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და მოვიდენ ყოველნი ეგე მონანი შენნი ჩემდა და თაყუანის-მცენ მე და თქუან: განვედ შენ და ყოველი ეგე ერი შენი, რომელსა შენ უძღჳ! და მაშინღა წარვიდე. ესე თქუა მოსე.

Verse: 9  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და გამოვიდა პირისაგან ფარაოსა სავსე გულისწყრომითა და ჰრქუა უფალმან მოსეს: არა ყოფად არს, არა ისმინოს შენი ფარაო, არა თუ აღვავსო და აღვასრულო ყოველივე იგი ნიშები ჩემი და სასწაულები ქუეყანასა მას ზედა ეგჳპტელთასა.

Verse: 10  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ყვეს მოსე და აჰრონ ყოველივე სასწაულები და ნიშები ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა წინაშე ფარაოსა; ხოლო უფალმან განაფიცხა გული ფარაოსი, და არავე გამოუტევებდა ძეთა ისრაჱლისათა ქუეყანისაგან ეგჳპტელთასა.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.