TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 12
Previous part

Chapter: 12 

Section: (a) 
Verse: 1   Link to sept   და ჰრქუა უფალმან აბრაჰამს: გამოვედ ქუეყანისაგან შენისა, და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელიცა გიჩუენო შენ.

Verse: 2   Link to sept   
და გყო შენ ნათესავად დიდად, და გაკურთხო შენ, და განვადიდო სახელი შენი და იყო კურთხეულ.

Verse: 3   Link to sept   
და ვაკურთხნე მაკურთხეველნი შენნი და მწყევარნი შენნი ვწყევნე. * და იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქუეყანისანი.

Verse: 4   Link to sept   
და გამოვიდა აბრაამ, ვითარცა ამცნო მას უფალმან, და ჰყუა მის თანა ლოთ, ხოლო აბრაამ იყო წლისა სამეოცდაათხუთმეტისა, რაჟამს გამოვიდა ხარანით.


Section: (b) 
Verse: 5   Link to sept   
და მიიყუანა აბრაამ სარა, ცოლი თჳსი, და ლოთ ძე, ძმისა თჳსისა, და ყოველი საქონელი მათი, რაოდენი მოიგეს. და ყოველი სული, რომელი მოიგეს ხარანს, და ** გამოვიდეს წარსლვად ქუეყანად ქანანისა და მოვიდეს ქუეყანად ქანანისა.

Verse: 6   Link to sept   
და განვლო აბრაამ ქუეყანაჲ იგი სიგრძედ მიმართ მისა ვიდრე ადგიდმდე სჳქემისა, მუხასა თანა მაღალსა, ხოლო ქანანელნი მკჳდრ იყვნეს მაშინ მას ქუეყანასა.

Verse: 7   Link to sept   
და გამოუჩნდა უფალი აბრაამს და ჰრქუა მას: *** თესლსა შენსა მივსცე ქუეყანა ესე და აღუშენა მუნ აბრაამ საკურთხეველი უფალსა გამოჩინებულსა მისდა.

Verse: 8   Link to oskijerLink to sept   
წარიტრა მუნ მთად მიმართ აღმოსავალით კერძო ბეთელს და აღდგა მუნ კარავი თჳსი ბეთელს შინა ზღჳთ კერძო და ანგეთ, აღმოსავლით კერძო. და აღუშენა მუნ საკურთხეველი უფალსა და ხადოდა სახელსა ზედა უფლისასა:


Section: (g) 
Verse: 9   Link to oskijerLink to sept   
და აღიტრა აბრაამ და წარსლვით ილაშქრა უდაბნოსა შინა.

Verse: 10   Link to oskijerLink to sept   
და იქმნა სიყმილი ქუეყანასა ზედა და შთავიდა აბრაამ შთასლვად ეგჳპტეს მსხემობად მუნ, რამეთუ განძლიერდა სიყმილი ქუეყანასა ზედა.

Verse: 11   Link to oskijerLink to sept   
ხოლო იყო, რაჟამს მიეახლა აბრაამ შთასლვად ეგჳპტედ, ჰრქუა აბრაამ სარას, ცოლსა თჳსსა: უწყი, რამეთუ დედაკაცი პირკეთილი ხარ შენ;

Verse: 12   Link to oskijerLink to sept   
იყოს უკუე, ვითარცა გიხილონ შენ მეგჳპტელთა, თქუან, ვითარმედ: ცოლი მისი არს ისი და მომკლან მე, ხოლო შენ გიგულონ.

Verse: 13   Link to oskijerLink to sept   
**** თქუ, უკუე ვითარმედ: დაჲ მისი ვარ, რათა კეთილი მეყოს შენ მიერ და ცხონდეს სული ჩემი შენ ძლით.

Verse: 14   Link to oskijerLink to sept   
და იყო, რაჟამს შევიდა აბრაამ ეგჳპტედ, იხილეს მეგჳპტელთა დედაკაცი იგი, რამეთუ შუენიერ იყო ფრიად.

Verse: 15   Link to oskijerLink to sept   
და მხილველთა მისთა მთავართა ფარაოჲსთა აქეს იგი წინაშე ფარაოსა, და შეიყუანეს იგი სახლსა ფარაოსსა.


Section: (d) 
Verse: 16   Link to oskijerLink to sept   
და აბრაამს კეთილსა უყოფდეს მის ძლით და იქმნნეს მისსა ცხოვარი და ზროხები და ვირნი და მონანი და მჴევალნი, კერძოვირნი და აქლემნი.

Verse: 17   Link to oskijerLink to sept   
და განცადა უფალმან ფარაოჲ განცდითა დიდ-დიდებითა და ბოროტებითა და სახლი მისი სარრასთჳს, ცოლისა აბრაამისისა.

Verse: 18   Link to oskijerLink to sept   
და მოუწოდა ფარაო აბრაამს და ჰრქუა მას: რაჲ ესე მიყავ მე? რამეთუ არა მითხარ მე, ვითარმედ ცოლი ჩემი არს.

Verse: 19   Link to oskijerLink to sept   
რად თქუ, დაჲ ჩემი არს, და მოვიყუანე თავისა ჩემისა ცოლად? და აჰა ცოლი შენი წინაშე შენსა, მიიყუანე და განისწრაფე.

Verse: 20   Link to oskijerLink to sept   
ჰრქუა ფარაო კაცთა აბრაამისთა თანა განვლინებად მისსა ცოლი-ცა მისი და ყოველნი, რაოდენნი იყუნეს მისნი, და ლოთ მის თანა.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.