TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 757
Previous part

Chapter: 25 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept   უფალო ღმერთო ჩემო, გადიდო შენ. საგალობელ-ვყო სახელი შენი, რამეთუ ჰქმნენ საკჳრველნი საქმენი, განზრახვა დასაწყისისა ჭეშმარიტი,

Verse: 2  Link to oskijer Link to sept   
იყავნ, უფალო, რამეთუ დასხენ ქალაქნი მიწად, ქალაქნი ძლიერნი დაცემად საფარველნი მათნი, ქალაქი უთნოთაჲ საუკუნოდ არ აღეშენოს.

Verse: 3  Link to oskijer Link to sept   
ამისთჳს გაკურთხოს შენ ერმან გლახაკმან, და ქალაქნი კაცთა მიმძლავრებულთა მოშიშთა შენთანი გაკურთხევდენ შენ,

Verse: 4  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ ექმენ ყოველსა ქალაქსა მდაბალსა შემწე და შეურვებულთა ნაკლულევანებისათჳს საფარველ. კაცთაგან უკეთურთა იჴსნი მათ,

Verse: 5  Link to oskijer Link to sept   
საფარველი წყურიელთა და სული კაცთა მიმძლავრებულთა, ვითარცა კაცნი სულკნინნი წყურიელნი სიონს შინა, რამეთუ იჴსნის მათ კაცთაგან უთნოთა, რომელთაცა მიმცენ ჩუენ. სიცხე საფარველსა შორის ღრუბლისასა, ნერგი ძლიერი დაამდაბლოს.

Verse: 6  Link to oskijer Link to sept   
და უყოს უფალმან საბაოთ მთასა ამას ზედა ყოველთა ნათესავთა სასუმელი ჴმანელობათა, სასუმელი თხლეთა; სუმიდენ მხიარულებით, სუმიდენ ღჳნოსა, იცხებდენ მირონთა,

Verse: 7  Link to oskijer Link to sept   
და მოეცნენ მთასა ამას შორის განცემასა; მიეც ესე ყოველთა წარმართთა, რამეთუ ზრახვა ესე ყოველთა მიმართ წარმართთა

Verse: 8  Link to oskijer Link to sept   
შთანთქნა სიკუდილმან და შეუძლო და კუალად ღმერთმან მოსპო ყოველი ცრემლი ყოვლისაგან პირისა; ყუედრება ერისა მისისა მოსპო ყოვლისაგან ქუეყანისა, რამეთუ პირი უფლისაჲ იტყოდა ამათ.

Verse: 9  Link to oskijer Link to sept   
და თქუა უფალმან მას დღესა: აჰა, უფალი, ღმერთი ჩვენი, რომლისა მიმართ მოსავ ვართ. და მხიარულ ვართ მაცხოვარებისა ჩუენისა ზედა, რამეთუ ესე არს უფალი, რომლისა არს მოლოდება. ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ მაცხოვარებასა ჩუენსა.

Verse: 10  Link to oskijer Link to sept   
და ვიშუებთ, რამეთუ განსუენება მოსცეს ღმერთმან მთისა ამის ზედა; და დაითრგუნოს მოაბელაჲ ადგილსა შინა თჳსსა, ვითარსახედ დასთრგუნვენ კალოსა ურემთა ზედა.

Verse: 11  Link to oskijer Link to sept   
და აღიხუნეს ჴელნი თჳსნი, ვითარ განჰმარტებს მბანელი საცურავად. ვითარსახედ მანცა დაამდაბლა წარსაწყმედელად, ეგრეთ დამდაბლდეს და დაამდაბლოს გინება მისი, რომელთა ზედა მიყვნა ჴელნი.

Verse: 12  Link to oskijer Link to sept   
და სიმაღლე მისალტოლველისა სახლისა შენისასა დაამდაბლოს და შთავიდეს ვიდრე იატაკადმდე, ვიდრვ მტუერამდე.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.