TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 772
Previous part

Chapter: 40 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept   ნუგეშინის-სცემდით, ნუგეშინის-სცემდით ერსა ჩემსა, - იტყჳს უფალი.

Verse: 2  Link to oskijer Link to sept   
მღდელნი ეტყოდეთ გულსა იერუსალემისასა: ნუგეშინის-ეცით მას, რამეთუ აღივსო სიმდაბლე მისი, რამეთუ დაჴსნილ არს ცოდვა მისი, რამეთუ შეიწყნარნა ჴელისაგან უფლისა მრჩობლნი ცოდვანი მისნი.

Verse: 3  Link to oskijer Link to sept   
ჴმაჲ მღაღადებელისა უდაბნოსა შინა: განჰმზადეთ გზა უფლისაჲ, წრფელ-ყვენით ალაგნი ღმრთისა თქუენისანი.

Verse: 4  Link to oskijer Link to sept   
ყოველი ჴევი აღივსოს და ყოველი მთა და ბორცვი დამდაბლდეს, და იყვნენ ყოველნი გულარძნილნი წრფელად და ღირღოანნი გზებად ვაკებად.

Verse: 5  Link to oskijer Link to sept   
და გამოჩნდეს დიდება უფლისაჲ და იხილოს ყოველმან ჴორცმან მაცხოვარება ღმრთისაჲ, რამეთუ უფალი იტყოდა:

Verse: 6  Link to oskijer Link to sept   
ჴმამან მღაღადებელისამან ჴმა-ყავ და თქუ: რაჲ ჴმა-ვყო? ყოველი ჴორცი თივა და ყოველი დიდებაჲ კაცისა, ვითარცა ყუავილი თივისა.

Verse: 7  Link to oskijer Link to sept   
განჴმა თივა და ყუავილი დამოსცჳვა, რამეთუ სულმან უფლისამან განვლო მის შორის, რამეთუ მართლიად თივა არს ერი ესე.

Verse: 8  Link to oskijer Link to sept   
განჴმა თივა და ყუავილი დამოცჳვა, ხოლო სიტყვა ღმრთისა ჩუენისა ჰგიეს უკუნისამდე.

Verse: 9  Link to oskijer Link to sept   
მთასა ზედა მაღალსა აღვედ მახარებელი სიონისა, აღიმაღლე ძალითა ჴმაჲ შენი მახარებელმან იერუსალიმისამან. აღამაღლეთ, ნუ შეშინდებით მეტყუელნი ქალაქთა იუდაჲსთანი.

Verse: 10  Link to oskijer Link to sept   
აჰა, ღმერთი ჩუენი. აჰა, უფალი, უფალი ძალისა თანა მოვალს და მკლავი უფლებისა თანა. აჰა, სასყიდელი მისი მის თანა და საქმე წინაშე მისსა,

Verse: 11  Link to oskijer Link to sept   
ვითარცა მწყემსი მწყსიდეს სასამწყსოსა მისსა და მკლავითა მისითა შეკრიბნეს კრავნი. და მუცელქმნულთა ნუგეშინის-სცეს.

Verse: 12  Link to oskijer Link to sept   
ვინ აღწყო ჴელითა წყალი და ცაჲ მტკავლითა და ყოველი ქუეყანა მჯიღითა? ვინ აწონნა მთანი სასწორითა და ბორცუნი უღლითა?

Verse: 13  Link to oskijer Link to sept   
ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ, ანუ ვინ თანამზრახვალ მისსა იქმნა, რომელმანცა მოზავებულ-ყო იგი?

Verse: 14  Link to oskijer Link to sept   
ანუ რასამე მიმართ განაზრახა და მოაზავა იგი, ანუ ვინ უჩუენა მას მშჯავრი, ანუ გზაჲ გულისხმის-ყოფისა ვინ უჩუენა მას? ანუ ვინ წინაწარ მისცა მას, და ნაცვლად მიეგოს მას?

Verse: 15  Link to oskijer Link to sept   
უკეთუ ყოველნი წარმართნი, ვითარცა ნაწუეთნი კარდალისაგან, და, ვითარცა წამი სასწორისა, შეირაცხნეს და, ვითარცა ნერწყუა, შეირაცხნენ.

Verse: 16  Link to oskijer Link to sept   
ხოლო ლიბანე ვერ კმა არს საგზებელად და ყოველნი ოთხფერჴნი ვერ კმა ყოვლად დასაწუველად.

Verse: 17  Link to oskijer Link to sept   
და ყოველნი წარმართნი, ვითარცა არარაჲ არიან და არარა სადმე შეირაცხნეს.

Verse: 18  Link to oskijer Link to sept   
ვის მიამსგავსეთ უფალი და რასა მსგავსებასა ამსგავსეთ იგი?

Verse: 19  Link to oskijer Link to sept   
ნუ ხატი შექმნა ხურომან? ანუ ოქრომჭედელმან, გამომდნობელმან ოქროსამან, მოოქროვილ-ყო იგი? მსგავსება შეჰმზადა იგი,

Verse: 20  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ ულპოლველსა ხესა გამოარჩევს ხუროჲ და სიბრძნით ეძიებს, ვითარ აღჰმართოს მისი ხატი? და რაჲთა არა იძრვოდის,

Verse: 21  Link to oskijer Link to sept   
არა სცანთა, არა გესმაყე, არა მიგეთხრა დასაბამითგან თქუენ, არა სცნეთ საფუძველნი ქუეყანისანი?

Verse: 22  Link to oskijer Link to sept   
რომელსა უპყრიეს სიმრგულე ქუეყანისანი და დამკჳდრებულნი მას ზედა, ვითარცა მკალნი, რომელმან დაადგინა, ვითარცა კამარა, ცაჲ და გადაართხნა, ვითარცა კარავი დამკჳდრებად,

Verse: 23  Link to oskijer Link to sept   
რომელმან მისცნა მთავარნი არარასა მიმართ მთავრობად, ხოლო ქუეყანა, ვითარცა არარაჲ, შექმნა,

Verse: 24  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ არა ნუ სთესვიდენ, არცა არ დაჰნერგონ, არცა არ განძირნეს ქუეყანად ძირი მათი. მოჰბეროს მათ ზედა და განჴმეს, და ნიავქარმან, ვითარცა ქარქუეტნი, აღიხუნეს იგინი.

Verse: 25  Link to oskijer Link to sept   
აწ უკუე რასა მამსგავსეთ მე? და ავმაღლდე, იტყჳს წმიდაჲ,

Verse: 26  Link to oskijer Link to sept   
აღიხილენით სიმაღლედ მიმართ თვალნი თქუენნი, და იხილეთ, ვინ აჩუენნა ესე ყოველნი, გამომყვანებელმან რიცხჳსაებრ სოფლისა თჳსისამან. ყოველთა სახელით უწოდის მრავლისაგან დიდებისა და სიმტკიცისა ძლიერებისასა, არარა შეგცილდა შენ,

Verse: 27  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ ნუ იტყჳ, იაკობ, და რაჲ იზრახე, ისრაილ? დაეფარა გზა ჩემი ღმრთისაგან. და ღმერთმან ჩემმან მშჯავრი ჩემი მიმიღო და განმეშორა.

Verse: 28  Link to oskijer Link to sept   
და აწ არა სცნა, არა თუმცა გესმა ღმერთი საუკუნე, ღმერთმან, რომელმან შეჰმზადნა კიდენი ქუეყანისანი, არ მოემშიოს, არცა დაშურეს, არცა არს მოპოვნება ცნობიერებისა მისისა,

Verse: 29  Link to oskijer Link to sept   
მიმცემელი მშიერთა ძალსა და არლმობილთა მწუხარებასა,

Verse: 30  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ მშიერ იქმნენ ჭაბუკნი, და დაშურენ ჭაბუკანი, და რჩეულნი უძალო იყვნენ,

Verse: 31  Link to oskijer Link to sept   
ხოლო მოთმინეთა ღმრთისათა იცვალონ ძალი, ფრთეცენებულ იქმნენ, ვითარცა არწივნი; რბიოდიან და არა დაშურენ, ვიდოდიან და არ შეემშიოს.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.