TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 91
Previous part

Book: Lev. 
წიგნი მესამე ლევიტელთა

Text edited by Jost Gippert
in cooperation with Sopiko Sarjveladze and Darejan Tvaltvadze, 2005



Chapter: 1 
Verse: 1  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   და უწოდდა ღმერთი მოსეს. და ეტყოდა მას უფალი კარვისა მისგან საწამებელისა და ჰრქუა: ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ:

Verse: 2  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
კაცი თქუენგანი უკეთუ შემოსწირვიდეს შესაწირავსა მსხუერპლად ღმრთისა, საცხოვართაგან და ზროხათაგან და ცხოვართაგან შეწირეთ მსხუერპლი თქუენი.

Verse: 3  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
უკუეთუ მრგულიად მწუარი იყოს მსხუერპლი იგი მისი: ჴარი ჴბოჲ უბიწოჲ ზროხათაგან, მოიბას იგი კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა და შეწიროს იგი სათნოდ წინაშე უფლისა.

Verse: 4  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და დასდვას ჴელი მისი თავსა ზედა მის შესაწირავისასა სათნოდ მისა და სალხინებელად მისთჳს.

Verse: 5  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და დაკლან ჴბოჲ იგი წინაშე უფლისა. და შეწირონ ძეთა აჰრონისთა მღდელთა სისხლი იგი მისი და მოაპკურონ სისხლი იგი მისი გარემოს საკურთხეველსა მას, რომელ-იგი არს კართა მათ თანა კარვისა საწამებელისათა.

Verse: 6  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და განჰჴადოს მრგულიად შესაწირავი იგი, და განაგონ იგი ასოდ-ასოდ.

Verse: 7  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და დადგან ძეთა აჰრონისთა მღდელთა ცეცხლი საკურთხეველსა მას ზედა და დაასხან შეშაჲ ცეცხლსა მას ზედა.

Verse: 8  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და დააგონ ძეთა აჰრონისთა მღდელთა დრონეული იგი, და თავი და ცმელი შეშასა მას ზედა, რომელი იყო საკურთხეველსა მას ზედა.

Verse: 9  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ხოლო ნაწლევნი და ფერჴნი განჰრცხნე წყლითა და დააგოს მღდელმან მან ყოველი ესე საკურთხეველსა ზედა, ნაყოფი არს ესე შესაწირავი სული სულნელებისაჲ უფლისა.

Verse: 10  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
უკუეთუ ცხოვართაგანი იყოს შესაწირავი იგი მისი ღმრთისა კრავთაგან და თიკანთაგან მრგულიად მწუარად, ვერძი უბიწოჲ მოიბას იგი.

Verse: 11  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და დასდვან ჴელი მისი თავსა მისსა ზედა და დაკლან იგი გუერდით საკურთხეველსა მას, ბღუარით კერძო წინაშე უფლისა და მოაპკურონ მღდელთა, ძეთა აჰრონისთა, სისხლი მისი გარემო საკურთხეველსა მას.

Verse: 12  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და განყონ იგი ასოდ-ასოდ, თავი და ცმელი დააგონ მღდელთა მათ შეშასა მას ზედა.

Verse: 13  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ხოლო ნაწლევნი და ფერჴნი განრცხნეს წყლითა, შეწიროს მღდელმან მან ყოველი ესე და დადგას საკურთხეველსა მას ზედა, ნაყოფი არს შესაწირავი სული სულნელებისა უფლისა.

Verse: 14  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
უკუეთუ მფრინველთაგან ნაყოფი მსხუერპლად შეწიროს ღმრთისა, და შეწიროს გურიტთაგან, ანუ მართუეთაგან ტრედთაჲსა შესაწირავი მისი.

Verse: 15  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მოიღოს მღდელმან მან საკურთხეველსა თანა და წარჰკუეთოს მღდელმან მან თავი და დადვას საკურთხვველსა ზედა და დასწრიდოს სისხლი მისი ხარისხსა მას საკურთხეველისასა.

Verse: 16  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და წარჰკუეთნეს შეწებულად ფრთითურთ და გამოიხუნეს იგი საკურთხეველისაგან აღმოსავალად ადგილსა მსხუერპლისასა.

Verse: 17  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მოსტეხნეს იგი ფრთეთა მათგან, და არა განყოს და დასდვას იგი მღდელმან მან საკურთხეველსა მას ზედა შეშასა მას და ცეცხლსა. ნაყოფი არს შესაწირავი სული სულნელებისა ღმრთისა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.