TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 273
Previous part

Chapter: 5 
Verse: 1  Link to sept   და მოვიდეს და მოკრბეს ყოველნივე ნათესავნი ისრაჱლისანი დავითისა ქებრონად და ჰრქუეს მას: ** აჰა, ესერა, ჩვენ ძვალნი ძვალთა შენთაგანნი და ჴორცნი ჴორცთა შენთაგანნი!

Verse: 2  Link to sept   
რამეთუ პირველცა, ვიდრე საულ მეფე იყო ჩუენ ზედა, შენვე იყავ წინამძღუარ და მბრძანებელ ისრაჱლისა, რამეთუ შენ გრქვა უფალმან, ვითარმედ: შენ *** დამწყსო ერი ჩემი ისრაჱლი!

Verse: 3  Link to sept   
და მოვიდეს და მოკრბეს ყოველნი მოხუცებულნი ისრაჱლისანი ქებრონად მეფისა თანა. დადვა აღთქმა მათ თანა დავით ქებრონს წინაშე უფლისა, და სცხეს დავითს მეფედ ყოველსა ზედა ისრაჱლსა.

Verse: 4  Link to sept   
**** რამეთუ ოცდაათ წლისა იყო დავით, რაჟამს სცხეს მას მეფედ, და ორმეოც წელ მეფობდა იგი.

Verse: 5  Link to sept   
შჳდ წელ და ექუს თუე მეფობდა ქებრონს იუდასა ზედა; ოცდაათსამეტსა წელსა მეფობდა ყოველსა ისრაჱლსა ზედა და იუდასა ზედა იერუსალჱმს.

Verse: 6  Link to sept   
და წარვიდა დავით მეფე და ყოველი ერი მის თანა იერუსალჱმად იებუსელისა მის, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო ყოველსა მას ქუეყანასა. ეუწყა დავითს, რამეთუ იტყოდეს იებუსელნი იგი, ვითა: არა შემოვიდეს დავით აქა, რამეთუ მჴდომად აღუდგეს ბრმანი და მკელობელნი! და იტყოდეს, ვითარმედ: ყოვლადვე ნუ შემოვალნ აქა დავით!

Verse: 7  Link to sept   
და მოვიდა დავით და დაიპყრა ციხისციხე იგი სიონისი, ესე არს ქალაქი დავითისი.

Verse: 8  Link to sept   
და უბრძანა დავით მას დღესა შინა: ყოველმან, რომელმან დასცეს იებუსელი, მახჳლი აღიღენ ბრმათა ზედან და მკელობელთა და მოსრენ იგინი, რომელთა სძულდა სული დავითისი! რამეთუ ამის გამო თქჳან სიტყჳსა ჯერად, ვითარმედ: ბრმანი და მკელობელნი ნუ შევლენ ტაზრად უფლისა.

Verse: 9  Link to sept   
და დაემკჳდრა დავით ციხისციხესა მას და ერქვა მას ქალაქი დავითისი. და აღაშენა ქალაქი გარემოს ბორცუსა მას, და მასვე შინა აღქმნა ტაზარი თჳსი.

Verse: 10  Link to sept   
და გამდიდრდებოდა დავით და უფალი ყოვლისა მპყრობელი იყო მის თანა.

Verse: 11  Link to sept   
* მაშინ მიუვლინნა მოციქულნი ქიარამ, მეფემან ტჳროსისამან, და მიუძღვნა მას ძელი ნაძჳსა და ფიჭჳსა, და მოუვლინნა მას ხურონი ძელისანი, მოქმედნი ქვისანი და აუშენეს მუნ ტაზარი დავითისა.

Verse: 12  Link to sept   
და გულისხმა-ყო დავით, რამეთუ წარუმართა უფალმან მეფობა მისი ყოველსა ზედა ისრაჱლსა და აღიმაღლა მეფობა მისი ერისათჳს მისისა ისრაჱლისა.

Verse: 13  Link to sept   
** და ისხნა დავით სხუანი ცოლნი და ხარჭანი იერუსალემს შემდგომად მოსლვისა მისისა ქებრონით, და ესხნეს მას სხუანიცა ძეებ და ასულებ.

Verse: 14  Link to sept   
და ესე სახელები არს შვილთა მისთა, რომელნი იშუნეს იერუსალჱმსა: სამაათ, ესებაჲ, ნათან, გალამან,

Verse: 15  Link to sept   
იებარ, თუმუსუს, ელფალატ, ნაგეთ, ნაფეკ.

Verse: 16  Link to sept   
ენნათ, ელსამის, ბალიდად, ელიფალეთ.

Verse: 17  Link to sept   
*** და აგრძნეს უცხოთესლთა მათ, ვითარმედ სცხეს დავითს მეფედ ისრაჱლსა ზედან. და გამოვიდეს ყოველნი უცხოთესლნი მოძიებად დავითისა. და ვითარცა ესმა დავითს, ვითარმედ ეძიებენ მას უცხოთესლნი იგი, მოვიდა დავით ადგილსა მას ძნელოვანსა.

Verse: 18  Link to sept   
და მივიდეს უცხოთესლნი იგი და განეზავეს უბესა მას ტიტანელთასა.

Verse: 19  Link to sept   
და იკითხა დავით უფლისა მიერ და თქუა: უკუეთუ ჯერ-არს ჩემდა ზედამისლვად უცხოთესლთა მათ და მომცნე იგინი ჴელთა ჩემთა? და ჰრქვა უფალმან დავითს: მივედ, რამეთუ მიმიცემიან იგინი ჴელთა შენთა!

Section: (d) 
Verse: 20   Link to sept   
**** და მოვიდა დავით და დაესხა უცხოთესლთა და მოსრნა იგინი და თქუა დავით: მოსრნა უფალმან მტერნი ჩემნი და უცხოთესლნი წინაშე ჩემსა, ვითარცა განიყვნიან და განიჭრიან წყალნი მრავალნი, რამეთუ ამის გამო ერქუმის ადგილსა მას ადგილი მოსასრველი.

Verse: 21   Link to sept   
და დაყარნეს უცხოთესლთა მათ სივლტოლასა მათსა კერპნი იგი მათნი. და აღიხუნა იგინი დავით და ერმან მისმან.

Verse: 22   Link to sept   
მერმე შე-ღავე-სძინეს უცხოთესლთა მათ გამოსლვად კრებულად ჴშირად უბესა მას ტიტანელთასა.

Verse: 23   Link to sept   
და იკითხა დავით უფლისაგან: უკუეთუ მივიდე უცხოთესლთა ზედა, მომცნე იგინი ჴელთა ჩემთა? და ჰრქუა უფალმან დავითს: ნუ განხვალ მათდა, არამედ გარემოიქეც და მახლობელად მათსა დაემალე ღელესა მას გლოისასა!

Verse: 24   Link to sept   
და რაჟამს გესმეს შენ ჴმაჲ ძრვისა მაღნარისა ადგილსა მას გლოისასა, მაშინ მივედ მათ ზედა, რამეთუ მაშინღა გამოვიდეს უფალი წინაშე შენსა ბრძოლად და დაცემად უცხოთესლთა მათ.

Verse: 25   Link to sept   
და ყო დავით, ვითარცა უბრძანა მას უფალმან. დასცნა უცხოთესლნი იგი გაბაონითგან გაზერადამდე.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.