TITUS
Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva)
Part No. 45
Previous part

Chapter: 2 
Verse: 1  Link to ntkpl   და იყო მათ დღეთა შინა გამოჴდა ბრძანება აგჳსტოს კეისრისაგან აღწერად ყოვლისა სოფლისა;

Verse: 2  Link to ntkpl   
ესე აღწერა პირველი იყო მთავრობასა ასურეთს კჳრინესსა.

Verse: 3  Link to ntkpl   
და წარვიდოდეს ყოველნი აღწერად კაცად-კაცადი თჳსსა ქალაქსა.

Verse: 4  Link to ntkpl   
აღმოვიდა იოსებცა გალილეათ, ქალაქით ნაზარეთით, ჰურიასტანად ქალაქად დავითისა, რომელსა ჰრქჳან ბეთლემ, რამეთუ იყო იგი სახლისაგან და ტომისა დავითისა.

Verse: 5  Link to ntkpl   
აღწერად მარიამის თანა, რომელი მითხოვილ იყო მისა, და იყო იგი მიდგომილ.

Verse: 6  Link to ntkpl   
და იყო ვიდრე იყვნესღა იგინი მუნ, აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი.

Verse: 7  Link to ntkpl   
და შვა ძე იგი მისი პირმშო და შეხჳა იგი სახუევლითა და მიაწვინა იგი ბაგასა, რამეთუ არა იყო მათა ადგილ სავანესა მას.

Verse: 8  Link to ntkpl   
და მწყემსნი იყვნეს მასვე სოფელსა, ველთა დგებოდეს და ჴუმილვიდეს ჴუმილვასა ღამისასა სამწყსოსა მათსა.

Verse: 9  Link to ntkpl   
და აჰა ანგელოზი უფლისა დაადგრა მათ ზედა, და დიდება უფლისა გამოუბრწყინდა მათ, და შეეშინა მათ შიშითა დიდითა.

Verse: 10  Link to ntkpl   
და ჰრქუა მათ ანგელოზმან მან უფლისამან: ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა.

Verse: 11  Link to ntkpl   
რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა.

Verse: 12  Link to ntkpl   
და ესე იყოს თქუენდა სასწაულად: ჰპოოთ ყრმა იგი შეხუეული ღა მწოლარე ბაგასა.

Verse: 13  Link to ntkpl   
და მეყსეულად იყო ანგელოზისა მის თანა სიმრავლე ერთა ცისათა, აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს:

Verse: 14  Link to ntkpl   
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობა, და კაცთა შორის სათნოება.

Verse: 15  Link to ntkpl   
და იყო ვითარცა აღვიდეს ანგელოზნი იგი ზეცად, მწყემსთა მათ თქუეს ურთიერთას: განვიდეთ ჩუენ ვიდრე ბეთლემადმდე და ვიხილოთ სიტყვა ესე, რომელი იყო ჩუენდა მომართ, რომელი იგი უფალმან მაუწყა ჩუენ.

Verse: 16  Link to ntkpl   
და მოვიდეს მსწრაფლ და პოეს მარიამ და იოსებ და ყრმა იგი მწოლარე ბაგასა.

Verse: 17  Link to ntkpl   
და ვითარცა იხილეს, გულისხმა-ყვეს სიტყუა იგი, რომელი ითქუა მათა მიმართ ყრმისა მისთჳს.

Verse: 18  Link to ntkpl   
და ყოველთა რომელთა ესმოდა, უკჳრდა სიტყუა იგი მწყემსთა მათ მათდა მიმართ.

Verse: 19  Link to ntkpl   
ხოლო მარიამს დაემარხნეს სიტყუანი ესე და დაედვა გულსა თჳსსა.

Verse: 20  Link to ntkpl   
და მიიქცეს და წარვიდეს მწყემსნი იგი, ადიდებდეს და აქებდეს ღმერთსა ამას ყოველსა ზედა, რომელი ესმა და იხილეს, ვითარცა-იგი ითქუნეს მათდა მიმართ.

Verse: 21  Link to ntkpl   
და ვითარცა აღესრულნეს დღენი იგი რვანი წინადაცუეთისა მისისანი, და უწოდეს სახელი მისი იესო, რომელ-იგი ეწოდა ანგელოზისა მისგან ვიდრე ყოფადმდე მისა მუცელსა დედისა თჳსისასა.

Verse: 22  Link to ntkpl   
და რაჟამს აღესრულნეს დღენი იგი განწმენდისა მათისანი შჯულისა მისაებრ მოსესისა, აღმოიყვანეს ყრმა იგი იერუსალჱმად წარდგინებად წინაშე უფლისა.

Verse: 23  Link to ntkpl   
ვითარცა წერილ არს შჯულსა უფლისასა, რამეთუ: ყოველმან წულმან რომელმან განაღოს საშო, წმიდა უფლისა იწოდოს;

Verse: 24  Link to ntkpl   
და მიცემად შესაწირავი, ვითარცა თქმულ არს შჯულსა უფლისასა, ორნი გურიტნი ანუ ორნი მართუენი ტრედისანი.

Verse: 25  Link to ntkpl   
და აჰა იყო კაცი იერუსალჱმს, რომლისა სახელი სჳმეონ. და კაცი ესე მართალი იყო და მოშიში უფლისაჲ და მოელოდა ნუგეშინის-ცემასა ისრაჱლისასა; და სული წმიდაჲ იყო მის ზედა.

Verse: 26  Link to ntkpl   
და იყო მისა უწყებულ სულისაგან წმიდისა არა ხილვად სიკუდილი, ვიდრემდე იხილოს ცხებული უფლისაჲ.

Verse: 27  Link to ntkpl   
და მოვიდა სულითა წმიდითა ტაძრად უფლისა და შეყვანებასა მას მამა დედისა მიერ ყრმისა მის იესოსა ყოფად მათა მსგავსად ჩვეულებისა მისებრ შჯულისა მისა მიმართ,

Verse: 28  Link to ntkpl   
და მან მიიქუა იგი მკლავთა თჳსთა ზედა და აკურთხევდა ღმერთსა და თქუა:

Verse: 29  Link to ntkpl   
აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა მშჳდობით,

Verse: 30  Link to ntkpl   
რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარება შენი,

Verse: 31  Link to ntkpl   
რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა,

Verse: 32  Link to ntkpl   
ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაილისა.

Verse: 33  Link to ntkpl   
და იყვნეს იოსებ და დედა მისი დაკჳრვებულ სიტყუათა მათ ზედა მისთჳს.

Verse: 34  Link to ntkpl   
და აკურთხნა იგინი სჳმეონ და ჰრქუა მარიამს, დედასა მისსა: აჰა ესერა იესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაჱლსა შორის და სასწაულად სიტყჳს საგებელად.

Verse: 35  Link to ntkpl   
და თჳთ შენსაცა სულსა განვიდეს მახჳლი, რაჲთა განცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი.

Verse: 36  Link to ntkpl   
და იყო ანნა წინაწარმეტყუელი, ასული ფანოელისი, ტომისაგან ასერისა. ესე გარდასრულ იყო დღეთა მრავალთა და ცხოვრებულ იყო ქმრისა თანა შჳდ წელ სიქალწულითგან თჳსით.

Verse: 37  Link to ntkpl   
და ესე იყო ქურივ ვითარ ოთხმეოცდაოთხის წლის, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან. მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე.

Verse: 38  Link to ntkpl   
ესე მასვე ჟამსა შინა მოიწია და აუვარებდა ღმერთსა და ეტყოდა მისთჳს ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოჴსნასა იერუსალჱმს შინა.

Verse: 39  Link to ntkpl   
და ვითარცა აღასრულეს მის ზედა ყოველივე მსგავსად შჯულისა უფლისა, მოიქცეს და წარვიდეს გალილეად, ქალაქად თჳსა -- ნაზარეთად.

Verse: 40  Link to ntkpl   
ხოლო ყრმა იგი აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა სულითა და აღივსებოდა სიბრძნითა და მადლი ღმრთისაჲ იყო მის ზედა.

Verse: 41  Link to ntkpl   
და აღმოვიდიან მამა დედანი მისნი წლითი წლად იერუსალჱმდ დღესასწაულსა მას პასექისასა.

Verse: 42  Link to ntkpl   
და იყო რაჲ იგი ათორმეტის წლის, აღმოვიდეს იგინი იერუსალჱმად, ვითარცა ჩუეულ იყვნეს დღესასწაულსა მას.

Verse: 43  Link to ntkpl   
და აღასრულნეს დღენი იგი, და წარსლვასა მას მათსა დაშთა იესო ყრმა იერუსალჱმს, და არა უწყოდეს იოსებ და დედამან მისმან.

Verse: 44  Link to ntkpl   
ჰგონებდეს მისა, ვითარმედ მოგზაურთა თანა არს იგი. და მოვიდეს დღისა ერთისა გზასა და ეძიებდეს მას ნათესავთა შორის და მეცნიერთა.

Verse: 45  Link to ntkpl   
და არა პოეს იგი. და მოიქცეს იგინი იერუსალჱმდვე და ეძიებდენ მას.

Verse: 46  Link to ntkpl   
და იყო შემდგომად სამისა დღისა პოეს იგი ტაძარსა მას შინა მჯდომარე შორის მოძღუართა, ისმენდა მათსა და ჰკითხვიდა მათ.

Verse: 47  Link to ntkpl   
განუკჳრდებოდა მათ ყოველთა, რომელთა ესმოდა მისი გულისხმის-ყოფა იგი და სიტყჳს მიგება მისი.

Verse: 48  Link to ntkpl   
და იხილეს იგი და განუკჳრდა. ჰრქუა მას დედამან მისმან: შვილო, რაჲ ესე მიყავ ჩუენ ესრეთ? აჰა ესერა მე და მამა შენი ვრონინებთ და გეძიებთ შენ.

Verse: 49  Link to ntkpl   
და მან ჰრქუა მათ: და რასა მეძიებთ მე? არა უწყითა, რამეთუ მამისა ჩემისა თანა ჯერ-არს ჩემი ყოფა?

Verse: 50  Link to ntkpl   
და მათ ვერ გულისჴმა-ყვეს სიტყუა იგი, რომელი ჰრქუა მათ.

Verse: 51  Link to ntkpl   
და წარვიდა მათ თანა და მოვიდა ნაზარეთად და იყო დამორჩილებულ მათდა. ხოლო დედასა მისსა დაემარხნეს ყოველნი ესე სიტყუანი გულსა თჳსსა.

Verse: 52  Link to ntkpl   
და იესო წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა წინაშე ღმრთისა და კაცთა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 20.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.