TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 203
Previous part

Chapter: 4  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ამას იტყჳს უფალი, ისმინენ<ი>თ სიტყუანი ესე დიაკეულთა ბასანისათა, რომელნი ხართ მთასა სამარიაჲსასა, რომელნი ჰმძლავრობთ გლახაკთა, და დასთრგუნავთ დავრდომილთა, რომელნი იტყჳედ უფალთა მათთა; მომეცით ჩუენ ღჳნოჲ, რაჲთა ვსუათ.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ფუცავს უფალი უფალი წმიდათა მისთა, რამეთუ ესერა დღენი მოვლენან თქუენ ზედა, და მოგიყვანნე თქუენ საჭურველებითა, და თქუენთანანი იგი სიავებად ქუეშე შესაგზებელად დაასხნენ.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და შეგიყვანნენ Page of ms. J: B8r  თქუენ შიშუელნი წინაშე ერთი ერთისა, და განსცჳვეთ თქუენ/ მთასა მას რემანისასა, იტყჳს უფალი.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
რამეთუ შეხუედით ბეთელდ, და უშჯულოჲ ჰქმენით, და გალგალას განამრავლეთ უღმრთოებაჲ, და მოიღეთ განთიად მსხუერპლი თქუენი მესამესა დღესა ათეული თქუენი.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და აღმოიკითხეს გარეშე შჯული, და აუწ<ყ>ოდეს აღსაარებასა; მიუთხართ, რამეთუ ესე შეიყუარეს ძეთა ისრაჱლისათა, იტყჳს უფალი ღმერთი.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და მე მოგცე თქუენ მოლბობაჲ კბილთაჲ ყოველთა შინა ქალაქთა თქუენთა, და ნაკლულევანებაჲ პურისაჲ და ყოველთა ადგილთა თქუენთა, და არა მოიქეცით ჩემდა, იტყჳს უფალი.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და მე დავაყენე თქუენგან წჳმაჲ უწინარჱს სამისა თჳსა სდულისაჲსა, და ვაწჳმო ერთსა ზედა ქალაქსა, და ერთსა ზედა ქალაქსა არა ვაწჳმო. ნაწილი ერთი დილტოდის, და ნაწილსა ზედა, რომელსა <არა> ვაწჳმო, განჴმეს.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და შეკრბენ ორნი და სამნი ერთსა ქალაქსა სუმად წყლისა, და ვერ განძღენ, და არა მოიქეცით ჩემდა, იტყჳს უფალი.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
დაგც<ნ>ე თქუენ მჴურვალებითა და გუინითა. განამრავლეთ მტილები თქუენი და ვენაჴები თქუენი, და ლეღოვანი თქუენი და ზეთის-ხილოვანი თქუენი შეჭამა ჭიამან, და არცა ესრეთ მოიქეცით ჩემდა, იტყჳს უფალი.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
მოვავლინე თქუენდა სიკუდილი გზასა მას ეგჳპტისასა, მოვსრენ მახჳლითა ჭაბუკნი თქუენნი, ტყუენვით ცხენები თქუენი, და აღმოვიყვანე ცეცხლითა ბანაკი თქუენი რისხვითა თქუენითა, და არცა ესრჱთ მოიქეცით ჩემდა, იტყჳს უფალი.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
დაგაქციენ თქუენ, ვითარცა დააქცია ღმერთმან სოდომაჲ და გომორაჲ, და იქმნენით ვითარცა მუგუზნი გამოტაცებულნი ცეცხლისაგან, და არცა ესრეთ მოიქეცით ჩემდა, იტყჳს უფალი.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ესრეთ გიყო შენ ისრაჱლ, გარნა Page of ms. J: B8v  რამეთუ ესრეთ გიყო შენ; განემზადე ხადიდ/ ღმრთისა შენისა ისრაჱლ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მე ესერა განვამტკიცო ქუხილი, და დავჰბადო სული, და მიუთხრა კაცთა ცხებული მისი. შევქმენ ცისკარი და ნისლი და შევიდე სიმაღლესა ქუეყანისასა, უფალი ღმერთი ყოვლისა-მპყრობელი სახელი მისი.:

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.