TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 430
Previous part

Chapter: 2  
Verse: 1   Link to septLink to mcat Link to sept   მეორესა წელსა მეფობასა ჩუენებაჲ იხილა ნაბუქოდონოსორ მეფემან, და განჰკრთა სული მისი ჩუენებისა მისთჳს, და ძილი მისი განეშოვრა მისგან.

Verse: 2   Link to septLink to mcat Link to sept   
და ჰრქუა მეფემან მოწოდებაჲ მოგუთაჲ და მსახრვალთაჲ და გრძნეულთაჲ, რაჲთა უთხრან მეფესა ჩუენებაჲ მისი, და მოვიდეს და დადგეს წინაშე მეფისა.

Verse: 3   Link to septLink to mcat Link to sept   
და ჰრქუა მათ მეფემან; მეჩუენა მე ჩუენებაჲ, და განმიკრთა მე სული ჩემი ცნობად ჩუენებისა მის.

Verse: 4   Link to septLink to mcat Link to sept   
მაშინ ეტყოდეს ქალდეველთა იგი მეფესა ასურ-ებრ, მეფეო უკუნისამდე ცხონდი, შენ გჳთხარ ჩუენებაჲ შენი მონათა შენთა, და შეტყუებაჲ მისი ჩუენ გითხრათ.

Verse: 5   Link to septLink to mcat Link to sept   
მიუგო მეფემან ქალდეველთა მათ და ჰრქუა; სიტყუაჲ იგი განმეშორა ჩემგან. უკუეთუ არა მაუწყოთ ჩუენებაჲ ჩემი, და შეტყუებაჲ მისი მითხრათ მე, წარსაწყმედელად მიეცნეთ და სახლ<ნ>ი თქუენ<ნ>ი იავარის-ყოფად.

Verse: 6   Link to septLink to mcat Link to sept   
უკუეთუ ჩუენებაჲ ჩემი და შეტყუებაჲ მისი მითხრათ მე, ნიჭი და პატივი და მისაცემელი ფრიად მიიღოთ ჩემგან, გარნა ჩუენებაჲ ჩემი და შეტყუებაჲ მისი მითხრათ მე.

Verse: 7   Link to septLink to mcat Link to sept   
მიუგეს მათ მეფესა მეორედ; მეფემან უთხრას ჩუენებაჲ მისი მონათა თჳსთა, და შეტყუებაჲ მისი გით<ხ>რათ.

Verse: 8   Link to septLink to mcat Link to sept   
მიუგო მეფემან და ჰრქუა მათ; ჭეშმარიტად ვიცი რამეთუ ჟამსა თქუენ გამოჰფრდით ამისთჳს, რამეთუ იხილეთ ვითარმედ სიტყუაჲ იგი განმეშორა ჩემგან;

Verse: 9   Link to septLink to mcat Link to sept   
უკუეთუ ჩუენებაჲ Page of ms. J: B118v  იგი არა მითხრათ მე, ვიცი ვითარმედ სიტყუაჲ ტყუვილისაჲ,/ და განხრწნილი გიზრახავს სიტყუად წინაშე ჩემსა; ვიდრემდე ჟამი წარჴდეს, ჩუენებაჲ ჩემი მითხრათ მე, და მაშინ ვცნა რამეთუ შეტყუებაჲცა მისი მითხრათ მე.

Verse: 10   Link to septLink to mcat Link to sept   
მიუგეს მერმე ქალდეველთა მათ წინაშე მეფისა; არა ვინ არს კაცი ქუეყანასა ზედა, რომელმან შეუძლოს სიტყუაჲ ეგე თხრობად მეფისა, რამეთუ ყოველი მეფჱ დიდი და მთავარი სიტყუასა ესე-ვითარსა არა იკითხავნ ყოვლისაგან მისნისა მოგჳსა და ქალდეველისა.

Verse: 11   Link to septLink to mcat Link to sept   
სიტყუასა რომელსა მეფჱ იკითხავს მძიმე არს, და სხუაჲ არა არს რომელმან უთხრას იგი წინაშე მეფისა, გარნა ღმერთთაჲ რომელთაჲ მკჳდრობაჲ არა არს ყოვლისა თანა ჴორციელისა.

Verse: 12   Link to septLink to mcat Link to sept   
მაშინ მეფემან გულის-წყრომით და რისხვით ბრძანა წარწყმედაჲ ყოველთა ბრძენთა ბაბილონისათაჲ.

Verse: 13   Link to septLink to mcat Link to sept   
და ბრძანებაჲ იგი გამოჴდა, და ბრძენნი იგი მოწყდებოდეს, და ეგულვა დანიელისა და მეგობართა მათ მისთაჲ მოკლვაჲ.

Verse: 14   Link to septLink to mcat Link to sept   
მაშინ დანიელ მიუგო ზრახვაჲ და ცნობაჲ არიოქს მთავარსა საჭურისსა მეფისასა, რომელი იგი გამოვიდა მოწყუედად ბრძენთა ბაბილონისათა,

Verse: 15   Link to septLink to mcat Link to sept   
ჰკითხვიდა მას და ჰრქუა, მთავარო მეფისაო რაჲსათჳს გამოვიდა ბრძანებაჲ ესე ბოროტი პირისაგან მეფისა. მაშინ სიტყუაჲ იგი აუწყა არიოქ დანიელს.

Verse: 16   Link to septLink to mcat Link to sept   
და დანიელ შევიდა და ევედრა მეფესა რაჲთა ჟამი დროჲსაჲ მოსცეს მას, და შეტყუებაჲ ჩუენებისაჲ მის უთხრას მეფესა.

Verse: 17   Link to septLink to mcat Link to sept   
და შევიდა დანიელ სახლსა თჳსსა, და ანანიას და აზარიას და მისაელს მეგობართა თჳსთა სიტყუაჲ იგი აუწყა.

Verse: 18   Link to septLink to mcat Link to sept   
და წყალობასა ითხოვდეს ღმრთისაგან ცათაჲსა საიდუმლოჲსა ამისთჳს, რაჲთა არა წარწყმდენ დანიელ და მეგობარნი მისნი სხუათა თანა ბრძენთა ბაბილოვნისათა.

Verse: 19   Link to septLink to mcat Link to sept   
მაშინ დანიელს ჩუენებასა ღამისასა საიდუმლოჲ ესე გამოეცხადა, და აკურთხა ღმერთი ზეცათაჲ დანიელ,

Verse: 20   Link to septLink to mcat Link to sept   
<და> თქუა; იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდჱ, რამეთუ Page of ms. J: B119r  სიბრძნე და გულის-ჴმის-ყოფაჲ/ მისი არს,

Verse: 21   Link to septLink to mcat Link to sept   
და რამეთუ იგი სცვალებს ჟამთა და წელთა, და ადგინებს მეფეთა და გარდაადგინებს. მოსცის სიბრძნჱ ბრძენთა და გონიერებაჲ რომელთა იციან გულის-ჴმის-ყოფაჲ.

Verse: 22   Link to septLink to mcat Link to sept   
მან გამოაცხადნის სიღრმენი, და დაფარულნი იცნის ბნელსა შინა, და ნათელი მის თანა არს,

Verse: 23   Link to septLink to mcat Link to sept   
შენ ღმერთო მამათა ჩუენთაო აგიარებ და გაქებ, რამეთუ სიბრძნჱ და ძალი მომეც მე, და გამომიცხადე მე, რომელსა ვილოცევდ შენგან, და ჩუენებაჲ იგი მეფისაჲ მაუწყე მე.

Verse: 24   Link to septLink to mcat Link to sept   
და მოვიდა დანიელ არიოქისა, რომელი იგი დაადგინა მეფემან წარწყმედად ბრძენთა მათ ბაბილონისათა, და ჰრქუა მას; ბრძენთა ბაბილონისათა ნუ წარწყმედ, არამედ შემიყვანე მე წინაშე მეფისა, და შეტყუებაჲ იგი ჩუენებისაჲ უთხრა მეფესა.

Verse: 25   Link to septLink to mcat Link to sept   
მაშინ არიოქ წრაფით მიიყვანა დანიელ წინაშე მეფისა, და ჰრქუა მას; ვპოვე კაცი ნატყუენავისაგან ძეთა ისრაჱლისათაჲ ჰურიასტანით, რომელმან შეტყუებაჲ იგი ჩუენებათაჲ უთხრას მეფესა.

Verse: 26   Link to septLink to mcat Link to sept   
მიუგო მეფემან დანიელს და ჰრქუა; რომლისა სახელი ბალტასარ. უკუეთუ ძალ-გიც თხრობად ჩუენებაჲ რომელ ვიხილე და შეტყუებაჲ მისი.

Verse: 27   Link to septLink to mcat Link to sept   
მიუგო დანიელ წინაშე მეფისა და თქუა; საიდუმლოსა მას, რომელსა მეფჱ იკითხავს არა არს ბრძენთაჲ და მოგუთაჲ და მისანთაჲ და გაზარინელთაჲ თხრობად მეფესა,

Verse: 28   Link to septLink to mcat Link to sept   
არამედ არს ღმერთი ცათა შინა რომელი გამოუცხადებს საიდუმლოთა, და გამოუცხადნა ნაბუქოდონოსორს მეფესა, რომელი ჯერ არს ყოფად უკუანაჲსკნელთა დღეთა.

Verse: 29   Link to septLink to mcat Link to sept   
ჩუენებაჲ შენი და ხილვაჲ თავისა შენისაჲ საწოლთა შენთა ზედა ესე არს მეფჱ. გულის-ზრახვანი შენნი მოგიჴდეს სარეცელთა შენთა ზედა ვითარმედ რაჲ მე ყოფად არს ამისა შემდგომად, და რომელი საიდუმლოთა გამომაცხადებელი არს, გაუწყა შენ რომელ იგი ყოფად არს.

Verse: 30   Link to septLink to mcat Link to sept   
და მე არა სიბრძნითა რომელ არს ჩემ თანა უფროჲს ყოველთა ცხოველთა საიდუმლოჲ ესე გამომეცხადა, არამედ ამისთჳს რაჲთა შეტყუებაჲ იგი ჩუენებათაჲ მეფესა ეუწყოს, რაჲთა სცნნე გულის-სიტყუანი გულისა შენისანი./ Page of ms. J: B119v 

Verse: 31   Link to septLink to mcat Link to sept   
შენ მეფჱ ჰხედვედ, და აჰა ესერა ხატი ერთი დიდი, და ხატი იგი და პირი მისი უფროჲსად იქცევის; დადგა წინაშე შენსა და ხილვაჲ მისი საშინელ.

Verse: 32   Link to septLink to mcat Link to sept   
ხატი რომლისა თავი მისი ოქროჲსა წმიდისაჲ; ჴელნი და მკერდი და მკლავნი მისნი ვეცხლისანი, მუცელი და ბარკალნი რვალისანი,

Verse: 33   Link to septLink to mcat Link to sept   
და წჳენი რკინისანი. ფერჴნი რომელი მე ზოგ-რკინისაჲ და ზოგ-კეცისაჲ.

Verse: 34   Link to septLink to mcat Link to sept   
ჰხედევდ ვიდრემდე გამოსთქდა ლოდი მთისაგან თჳნიერ ჴელთა; დაეცა ხატსა მას ფერჴთა მათ რკინისათა და კეცისათა, და დაამწული<ლ>ნა იგინი სრულიად.

Verse: 35   Link to septLink to mcat Link to sept   
და მაშინ დამწულილდეს იგინი ერთად რკინაჲ იგი და კეცი და რვალი და ვეცხლი და ოქროჲ, და იქმნნეს იგინი ვითარცა მტუერი კალოჲსაჲ ზაფხულისაჲ, და აღიღო იგი სიმძაფრემან ქარისამან, და ყოველი ადგილი არა ეპოვა მათ, და ლოდი იგი რომელი დაეცა ხატსა მას იქმნა მთა დიდ, და აღავსო ყოველი ქუეყანაჲ.

Verse: 36   Link to septLink to mcat Link to sept   
ესე არს ჩუენებაჲ იგი და შეტყუებაჲცა მისი ვთქუათ წინაშე მეფისა.

Verse: 37   Link to septLink to mcat Link to sept   
შენ მეფჱ მეფეთაჲ. რომელი ღმერთმან ცათამან მეფობაჲ ძლიერი და მტკიცჱ და პატიოსანი მოგცა შენ.

Verse: 38   Link to septLink to mcat Link to sept   
ყოველსა ადგილსა სადაცა დამკჳდრებულ არიან ძენი კაცთანი, მჴეცნი ველისანი და მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღჳსანი მოსცნა ჴელსა შენსა. და დაგადგინა შენ უფლად ყოველთა. შენ ხარ თავი იგი ოქროჲსაჲ.

Verse: 39   Link to septLink to mcat Link to sept   
და შენსა შემდგომად აღდგეს მეფობაჲ სხუაჲ უდარესი შენსა, და მეფობაჲ მესამჱ, რომელ არს რვალი, რომელი უფლებდეს ყოველსა ქუეყანასა.

Verse: 40   Link to septLink to mcat Link to sept   
და მეფობაჲ მეოთხჱ იყოს ძლიერ ვითარცა რკინაჲ, და ვითარცა იგი რკინამან დაამწულილის და დაამწყსის ყოველი ქუეყანასა ზედა, ეგრეთ ყოველნი დაამწულილნეს და დაამწყ<ს>ნეს.

Verse: 41   Link to septLink to mcat Link to sept   
და რამეთუ იხილენ ფერჴნი და თითნი, ზოგი რავდენი მე რკინისაჲ და რავდენი მე კეცისაჲ. მეფობაჲ განყოფილ იყოს და ძირისა მისგან რკინისა იყოს Page of ms. J: B120r  მას შინა, ვითარცა იგი იხილე რკინაჲ აღრეული კეცსა./

Verse: 42   Link to septLink to mcat Link to sept   
და თითნი იგი ფერჴთანი ზოგი რომელი მე რკინისაჲ და რომელი მე კეცისაჲ. ზოგი რაჲ <მე> მეფობისა მის იყოს ძლიერ, და მისგანი კუალად შემუსრვილ,

Verse: 43   Link to septLink to mcat Link to sept   
რამეთუ იხილე რკინაჲ აღრეული კეცსა, შერეულ იყვნენ თესლითა კაცთაჲთა, და არა იყვნენ შეყოფილ ერთი ერთისა თანა, ვითარცა იგი არა შეერთის რკინაჲ კეცისა თანა.

Verse: 44   Link to septLink to mcat Link to sept   
და დღეთა მათ ოდენ მათ მეფეთასა აღადგინოს ღმერთმან ცათამან მეუფებაჲ, რომელი საუკუნეთამდე არა განჴრწნეს, და მეუფებაჲ მისი ერსა სხუასა არა დაემორჩილოს, და დაამწულილოს და განაქრიოს ყოველი მეუფებაჲ ქუეყანისაჲ, და იგი აღდგეს საუკუნედ.

Verse: 45   Link to septLink to mcat Link to sept   
ვითარცა იხილე რამეთუ მთისაგან გამოეკუეთა ლოდი თჳნიერ ჴელისა, და დაამწულილა კეცი იგი და რკინაჲ იგი და რვალი იგი და ვეცხლი იგი და ოქროჲ იგი, ღმერთმან დიდმან გამოუცხადა მეფესა რომელი იგი ყოფად არს მერმე, და ჭეშმარიტ არს ჩუენებაჲ, და სარწმუნო არს შეტყუებაჲ მისი.

Verse: 46   Link to septLink to mcat Link to sept   
მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფჱ დავარდა პირსა თჳსსა ზედა, და თაყუანის-სცა დანიელს, და შესაწირავი და საკუმეველი შეწირა მისსა.

Verse: 47   Link to septLink to mcat Link to sept   
და მიუგო მეფემან და ჰრქუა დანიელს, ჭეშმარიტად ღმერთი თქუენი იგი თავადი არს ღმერთი ღმერთთაჲ და უფალი უფლებათაჲ და მეუფჱ მეუფებათაჲ. გამოუცხადებს საიდუმლოთა, რამეთუ შეუძლე უწყებად ჩემდა საიდუმლოჲ ესე.

Verse: 48   Link to septLink to mcat Link to sept   
და განადიდა მეფემან დანიელ და ნიჭი დიდძალი და მრავალი მისცა მას, და დაადგინა იგი ყოველსა <ზედა> სოფელსა ბაბილონისასა და მთავრად ნახპეტთა და ყოველთა ზედა ბრძენთა ბაბილონისათა დაადგინა იგი.

Verse: 49   Link to septLink to mcat Link to sept   
და დანიელ გამოითხოვნა მეფისაგან სედრაქ მისაქ და აბედნაგო, და დაადგინნა საქმესა მას სოფლისა ბაბილონისასა, და დანიელ იყოფოდა ეზოსა მეფისასა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.