TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 172
Previous part

Chapter: 2 
თავი II


Verse: 1  Link to mcatLink to bakaratLink to sept   ვთქუ მე გულსა ჩემსა: "მოვედ აწ და გამოგცადო შენ სიხარულითა და იხილე კეთილსა შინა". და ესეცა ამაოვე.

Verse: 2  Link to mcatLink to bakaratLink to sept   
სიცილსა ვარქუ: "მიმოგანყოფილ", სიხარულსა -- "რასა ეგე ჰზამ?"

Verse: 3  Link to mcatLink to bakaratLink to sept   
და განვიზრახე გულსა ჩემსა მოზიდვად, ვითარცა ღჳნოჲ, გული ჩემი და გული ჩემი მიძღოდა სიბრძნესა და დაპყრობად მხიარულებასა ზედა, ვიდრე ვიხილო, რომელძი კეთილ არს ძეთათჳს კაცთაჲსა, რომელი-იგი ყონ მზესა ამას ქუეშე რიცხჳ ცხოვრებისაჲ დღეთა მათთაჲ.

Verse: 4  Link to mcatLink to bakaratLink to sept   
განვადიდენ საქმენი ჩემნი, ვიშენე მე სახლებ და დავჰნერგენ მე სავენაჴენი.

Verse: 5  Link to mcatLink to bakaratLink to sept   
ვიქმენ მე მტილები და სამოთხები, და დავჰნერგენ მას შინა ხენი ყოველნი ნაყოფიერნი.

Verse: 6  Link to mcatLink to bakaratLink to sept   
და ვქმენ მე საბანელნი წყალთანი რწყვად მათგან მაღნარნი მცენარეთანი.

Verse: 7  Link to mcatLink to bakaratLink to sept   
მოვიგე მონები და მჴევლები და სახლისა ნაშობნი მესხნეს მე და მონაგები მროწეულთაჲ და სამწყსოთაჲ ფრიად იყო ჩემი, უფროჲს ყოველთა, რომელნი იყვნეს უწინარეს ჩემსა იერუსალჱმს.

Verse: 8  Link to mcatLink to bakaratLink to sept   
შევკრიბე მე ოქროჲცა და ვეცხლიცა და ძალი მეფეთაჲ და სოფელთაჲ და ვყვენ ჩემდა შემასხმელნი მამანი და დედანი საშუებლად ძეთათჳს კაცთაჲსა, მწდენი მამანი და დედანი.

Verse: 9  Link to mcatLink to bakaratLink to sept   
და განვდიდენ და შევსძინე უფროჲს ყოველთა, რომელნი იყვნეს უწინარჱს ჩემსა იერუსალჱმს, და სიბრძნჱ დამადგრა მე.

Verse: 10  Link to mcatLink to bakaratLink to sept   
და ყოველი, რომელი ითხოვს თუალთა ჩემთა, არა დავაყენე მათგან, არა დავაყენე გული ჩემი ყოვლისაგან სიხარულისა, რამეთუ გულმან ჩემმან იხარა ყოველსა ზედა შრომასა ჩემსა, და ესე მეყო მე ნაწილ ჩემდა ყოვლისაგან ნაშრომისა ჩემისა,

Verse: 11  Link to mcatLink to bakaratLink to sept   
და მივიხილე ყოველსა ზედა, ქმნულსა ჩემსა, რომელნი ქმნნეს ჴელთა ჩემთა, და რუდუნებულსა მას ჩემსა, რავდენი ვრუდუნე ყოფად. და, აჰა, ესერა, ყოველივე ამაო და ჴდომა სულისა, და არარაჲ უმეტეს მზესა ქუეშე.

Verse: 12  Link to mcatLink to bakaratLink to sept   
და მოვხედენ მე სიბრძნისა და განცხრომისა და სიხარულისა, და ვინმე იყოს კაცი, რომელი მოვიდეს შემდგომად კუალსა ზრახვისა თჳსისასა, ყოველი, რომელი-იგი ქმნა.

Verse: 13  Link to mcatLink to bakaratLink to sept   
და ვიხილე მე, რამეთუ არს უმეტჱს სიბრძნჱ უფროჲს უგუნურებისა, ვითარცა უმეტეს არს ნათელი ბნელისა.

Verse: 14  Link to mcatLink to bakaratLink to sept   
ბრძნისა თუალნი თავსა მისსა და უგუნური ბნელსა შინა ვალს. და ვცან ესეცა, რამეთუ შემთხუევაჲ ერთი შეემთხუევის მათ ყოველთა.

Verse: 15  Link to mcatLink to bakaratLink to sept   
და ვთქუ მე გულსა ჩემსა: "ვითარცა-იგი შემთხუევაჲ* უგუნურისაჲ, მეცა იგივე შემთხუევაჲ შემემთხჳოსა და რაჲსათჳს უმეტეს განვბრძნდი?" ვიტყოდე მე გულსა ჩემსა ფრიად: "ესეცა ამავოა", რამეთუ უგუნური ნამეტავისაგან გულისა იტყჳნ.

Verse: 16  Link to mcatLink to bakaratLink to sept   
რამეთუ არა არს ჴსენებაჲ ბრძნისაჲ უგუნურისა თანა უკუნისამდე, რამეთუ მიერვე დღეთა მათ მომავალთა ყოველივე დაავიწყდა და ვითარმე მოკუდეს ბრძენი უგუნურისა თანა?

Verse: 17  Link to mcatLink to bakaratLink to sept   
და მოვიძულე ყოვლითურთ ცხოვრებაჲ ჩემი, რამეთუ ბოროტ არს ჩემ ზედა ქმნული იგი, რომელი იქმნების მზესა ამას ქუეშე, რამეთუ ყოველივე ამაო და გამორჩევა სულის.

Verse: 18  Link to mcatLink to bakaratLink to sept   
და მოვიძულე ყოვლითურთ რუდუნებაჲ ჩემი, რომელსა ვშურები მზესა ამას ქუეშე, რამეთუ დაუტეო იგი კაცსა, რომელი იყოს ჩემდა შემდგომად.

Verse: 19  Link to mcatLink to bakaratLink to sept   
და ვინ იცის, გინა ბრძენ იყოს, გინა უგუნურ და ჴელმწიფებდეს ყოველსა ზედა ნაშრომსა ჩემსა, რავდენსა ვშუერ და რავდენსა განვბრძნდი მზესა ამას ქუეშე, და ესეცა ამაო.

Verse: 20  Link to mcatLink to bakaratLink to sept   
და მოვიქეც ჯმნად გულითა ჩემითა ყოვლისა მისგან შრომისა ჩემისა, რავდენსა ვშურებოდე მზესა ამას ქუეშე.

Verse: 21  Link to mcatLink to bakaratLink to sept   
რამეთუ არს კაცი, და შრომაჲ მისი სიბრძნით და მეცნიერებით და სიმჴნით და კაცი, რომელი არა შურა მას შინა, მოსცეს მას ნაწილი მისი, და ესეცა ამაო და სიბოროტე დიდ.

Verse: 22  Link to mcatLink to bakaratLink to sept   
რამეთუ რაჲ ეყვინ ესე კაცსა ყოველსა შინა შრომასა მისსა და გამორჩევითა გულისა მისისაჲთა, რომელსა-იგი შურების მზესა ამას ქუეშე?

Verse: 23  Link to mcatLink to bakaratLink to sept   
რამეთუ ყოველნი დღენი მისნი სალმობით და გულისწყრომით, ზრუნვითა მიმოტაცებისაჲთა და ღამჱცა არა დაიძინის გულმან მისმან, და ესეცა ამაოვე არს.

Verse: 24  Link to mcatLink to bakaratLink to sept   
არა რაჲ არს კაცისაჲ კეთილ ყოველსა შინა შრომასა მისსა,

Verse: 25  Link to mcatLink to bakaratLink to sept   
გარნა რაჲ-იგი ჭამოს და სუას და უჩუენოს კეთილი სულსა თჳსსა, კეთილი შრომასა თჳსსა, და ესეცა ვიხილე, რამეთუ ჴელისაგან ღმრთისა არს, -- ვინმე უკუე ჭამოს და სუას თჳნიერ მისა?

Verse: 26  Link to mcatLink to bakaratLink to sept   
რამეთუ კაცსა წინაშე პირსა მოსცა სიბრძნჱ და მეცნიერებაჲ, და ცოდვილსა მას მოსცა მიმოტაცებაჲ შეძინებად და მიცემად კეთილსა მას წინაშე პირსა ღმრთისასა, და რამეთუ ესეცა ამაო და ჴდომა სულის.



Verse: 1V    
ვიხილე SS1.
Verse: 2V    
ზამ JSS1.
Verse: 3V    
განვიზრახევდ JSS1. და (2) -- JSS1. სიბრძნისასა JSS1. და (3) -- JSS1. ვიდრემდე JSS1. რომელი JSS1. ძეთა კაცთათჳს JSS1. რომელი-იგი ყონ -- JSS1. ქუეშეთ SS1.
Verse: 5V    
და ... ნაყოფიერნი -- JO.
Verse: 6V    
ვიქმენ JSS1. მე + ავაზანნი SS1.
Verse: 7V    
მონაგები + ველთანი და SS1. და სამწყსოთაჲ -- SS1. ფრიადი SS1. რომელნი ] რაოდენი JSS1.
Verse: 8V    
და ძალი ] დიდძალი უფროს SS1. ძეთა თანა JSS1. კაცთაჲსა + და ვყვენ ჩემდა SS1.
Verse: 9V    
უწინარეს JSS1. სიბრძნე JSS1.
Verse: 10V    
დავაყენ (1) O; ჩემმან -- O. * აქ წყდება J.
Verse: 11V    
ვიხილე SS1. და ... ჩემსა -- O. ყოფა SS1. სულის JSS1.
Verse: 12V    
მოვხედენ ] მოვხადე O. სიბრძნესა O; გულისზრახვისა SS1. ქმნას SS1.
Verse: 13V    
ვიხილე -- S1. მე -- SS1.
Verse: 15V    
ფრიად ] ვითარმედ SS1. ამავოა ] ამაოვე არს SS1. ნამეტნავისაგან SS1.
Verse: 16V    
ყოველი SS1.
Verse: 17V    
ცხორებაჲ SS1. რამეთუ ] და SS1. ამას -- SS1 სულისა S.
Verse: 18V    
და + და SS1. ვშურები ] ვრუდუნებდი SS1. ამას -- SS1. დაოტეო O. ჩემსა SS1.
Verse: 19V    
რაოდენ SS1. არაოდენ SS1.
Verse: 20V    
სიმართლითა და სიბრძნით SS1. სიბოროტჱ O; დიდად SS1.
Verse: 22V    
რაჲ -- O. რაჲ სარგებელ SS1. შრომასა + შინა SS1.
Verse: 23V    
ღამეცა SS1.
Verse: 24Ⴅ    კეთილი კაცისა
SS1.
Verse: 25Ⴅ    ჰშჭამოს
S. და უჩუენოს .... სუას -- O. უჩუჱნოს SS1. უკუჱ SS1. 26. მოჰსცა OS1. სულისა S.





Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.