TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 446
Previous part

Chapter: 5  
Verse: 1     და იყო ოდეს აღვასრულენ სიტყუანი ესე, გამომეცხადა მე ანგელოზი იგი, რომელი მოივლინა ჩემდა პირველსა მას ღამესა,

Verse: 2     
და მრქუა მე: აღდეგ, ეზრა, და ისმინენ სიტყუანი, Page of ms. O: 490r   რომლისა/თჳს Page of ms. J: 205r  mosrul var siṭq̇uad šenda.

Verse: 3     
და ვთქუ: იტყოდე, უფალო ჩემო. მომიგო და მრქუა მე: უკუეთუ ზღუაჲ იდვას ვრცელსა ადგილსა, და იყოს იგი ვრცელ და დიდ;

Verse: 4     
და შესავალი იწროსა ადგილსა იყოს, ვიდრე მდინარისა ოდენ,

Verse: 5     
უკუეთუ ვინმე ზრახვით იზრახოს შესლვად ზღუასა მას და ხილვად მისა, ანუ თუ უფლებად მისა, უკუეთუ არა განვლოს იწროჲ იგი, ფართოდ ვერ უძლონ შესლვად?

Verse: 6     
ანუ თუ ქალაქი შენებულ იყოს; და დგეს ადგილსა ველსა და სავსე იყოს ყოვლითა კეთილითა;

Verse: 7     
ხოლო შესავალი მის ქალაქისაჲ იწრო და მყაფარ იყოს, და იყოს მარჯუენით კერძო მისსა ცეცხლი და მარცხენით -- წყალი ღრმაჲ.

Verse: 8     
და მათ ორთავე შორის ცეცხლსა და წყალსა გზაჲ ერთი იყოს, ვერ დასატევნელ ალაგთა, გარნა ფერჴისა დასადგმელ ოდენ კაცისა.

Verse: 9     
და თუ მოცემით მოეცეს ქალაქი იგი სამკჳდრებელად ვისმე კაცსა, უკუეთუ არა მკჳდრმან მან პირველად განვლოს იწროჲ იგი და საშინელი, ვითარ-მე დაიპყრას სამკჳდრებელი იგი?

Verse: 10     
და ვთქუ: ეგრე არს, უფალო. და მრქუა მე: ეგრეცა ისრაელისა თანა ნაწილი არს.

Verse: 11     
ნანდჳლ მათთჳს შევქმენ სოფელი ესე: და ოდეს გარდაჰჴდა ადამი მცნებათა ჩემთა, განისწავლა ქმნული იგი.

Verse: 12     
Page of ms. J: 205v  და იქმნნეს შემოსავალნი ამის სოფლისანი სალმობა და შრომა; ბოროტ, მცირე და მრავლითა ურვითა სავსე და ჭირითა დიდითა განმრავლებულ და შრომითა დატენილ.

Verse: 13     
ხოლო მერმისა მის სოფლისა შემოსავალნი უზრუნველ და და ფართო და ნაყოფისა უზრუნველისა გამომღებელ.

Verse: 14     
უკუეთუ არა განვლონ ცხოველთა იწროჲ იგი და ჭირი, ვერ უძლონ მიღებად, რომელ-იგი წინა-უც კეთილი.

Verse: 15     
ხოლო აწ შენ, რად შეძრწუნებელ ხარ, მოკუდაო?

Verse: 16     
ანუ რად არა გულსა მოგიჴდა ცხოვრებისაჲ მის მერმისაჲ მის სოფლისაჲ?

Verse: 17     
მიუგე და ვარქუ: უფალო ღმერთო, სთქუ რაჲმე შჯულსა შინა, ვითარმედ მართალთა დაიმკჳდრონ ესე, ხოლო უღმრთონი წარწყმდენ.

Verse: 18     
რამეთუ მართალთა კეთილად დაუთმონ ჭირსა და ესვიდენ ლხინებასა, ხოლო უღმრთოთა იწროებასა ვერ დაუთმონ და ვერცა ფართოდ მიიწინენ.

Verse: 19     
მომიგო და მრქუა მე: შენ არა მსაჯულ ხარ მის მხოლოჲსა გარეშე, არცაღა უმეცნიერეს ხარ უფროჲს მაღლისა.

Verse: 20     
წარწყმდედ მრავალნი ამის სოფლისანი, რამეთუ შეურაცხ-ყვეს შჯული ღმრთისაჲ.

Verse: 21     
რამეთუ მცნებით ამცნო ღმერთმან მამათა მათ წინაშე მისა, რაჲთამცა ყვეს და ცხონდეს, ანუ რაჲთამცა დაიცვეს და არა ისაჯნეს.

Verse: 22     
ხოლო იგინი ურწმუნო იქმნნეს Page of ms. J: 206r  და მაცილობელ, და მოიპოვნეს თავით თჳსით გულის-სიტყუანი უკეთურნი.

Verse: 23     
და მოიძინეს მეცნიერებანი ცოდვათანი, და ამას ყოველსა ზედა მაღალი ვერ იცნეს, და გზათა მისთა გარდააქციეს,

Verse: 24     
და შჯული მისი უგულებელს-ყვეს, და მცნებანი მისნი შეურაცხ-ყვნეს, და შჯულსა მისსა არა ერწმუნნეს, და საქმენი მისნი დაამცირნეს.

Verse: 25     
და ამისთჳს ცუდი-ცუდთა და სავსე-სავსეთა.

Verse: 26     
და აჰა ესერა ჟამი მოვალს, და ოდეს გამოჩნდეს სასწაული იგი, რომელ პირველად გარქუ შენ, და გამოცხადნეს, რომელ-ეგე აწ ჩანს ქალაქი, და გამოჩნდეს, რომელ-ეგე განზომილ არს იატაკი.

Verse: 27     
და ყოველნი რომელნი იჴსენნეს პირველთა მათგან საქმეთა უკეთურებისათა, მან იხილნეს საკჳრველებანი ჩემნი.

Verse: 28     
რამეთუ გამოცხადებად არს რჩეული ცხებული ჩემი და მისთანანი, და ახაროს განრინებულთა მათ ნეშტთა ოთხას წელ.

Verse: 29     
და შემდგომად მათ წელთა აღესრულოს რჩეული ცხებული ჩემი და ყოველნი სულიერნი კაცნი.

Verse: 30     
და მიეცეს სოფელი ესე დასაბამსა მასვე დუმილსა შჳდ დღე, ვითარცა პირველთა მათ დასაბამთა, ვიდრე ოდენ არარაჲ დაშთეს.

Verse: 31     
და იყოს შჳდთა მათ დღეთა შემდგომად განიღჳძოს მან სოფელმან, რომელი აქა ოდენ არა განღჳძებულ არს, წარჴდეს ჴრწნილებაჲ.

Verse: 32     
და გამოსცეს, რომელნი დაძინებულ არიან მას ზედა, ერნი, Page of ms. J: 206v  რომელნი დაყუდებულ არიან მას ზედა, და შემდგომად ამისა მოსცნეს სულნი იგი მივედრებულნი მათ ზედა.

Verse: 33     
და გამოცხადნეს მაღალი საყდართა ზედა დიდებისათა, და წყალობაჲ წარჴდეს, და მოწყალებათა მიაქციონ, და სულგრძელებაჲ შეკრბეს.

Verse: 34     
საშჯელი ხოლო დაშთეს მის წინაშე, და ჭეშმარიტებაჲ მის თანა წარმოდგეს, სარწმუნოებაჲ აღმოსცენდეს.

Verse: 35     
და თითოეულად საქმენი მისდევდენ, და მისაგებელი სასყიდლისა გამოჩნდეს, და სამართალთა განიღჳძონ, და უშჯულოებათა არა დაიძინონ.

Verse: 35-01     
და განეღოს მღჳმე საშჯელისაჲ და ესე წინაშე ადგილსა მას განსასუენებელისასა. და გამოჩნდეს საჴუმილი იგი გეჰენიაჲსაჲ და ესე წინაშე სამოთხესა მას ფუფუნებისასა.

Verse: 35-02     
და ჰრქუას მაშინ მაღალმან განღჳძებულთა მათ ნათესავთა: იხილეთ და იცანთ, რომელი-იგი უვარ-ჰყავთ, ანუ რომელსა-იგი არა ჰმონეთ, ანუ რომლისაჲ მცნებანი ჭეშმარიტნი შეურაცხ-ჰყვენით.

Verse: 35-03     
იხილეთ: წინაშე თქუენსა ამიერ -- ფუფუნებაჲ და განსასუენებელი და მიერ -- ცეცხლი და სატანჯველი. ამას ეტყოდის მათ დღესა მას საშჯელისასა.

Verse: 35-04     
ხოლო დღე იგი საშჯელისაჲ ესე არს: არცა მზე იყოს, არცა მთოვარე,

Verse: 35-05     
არცა ვარსკულავნი, არცა ღრუბელნი,

Verse: 35-06     
არცა ელვაჲ, Page of ms. J: 207r  არცა ქუხილი, არცა ქარნი, არცა წყალნი, არცა აერნი,

Verse: 35-07     
არცა ბნელი, არცა მწუხრი, არცა დილაჲ,

Verse: 35-08     
არცა ზაფხულ, არცა სთუელ, არცა ზამთარ, არცა არე,

Verse: 35-09     
არცა ცხელ, არცა მყინვარ, არცა ყინელ,

Verse: 35-10     
არცა სეტყუა,

Verse: 35-11     
..

Verse: 35-12     
არცა წჳმა, არცა ცუარ,

Verse: 35-13     
არცა დღჱ, არცა ღამე, არცა განთიად, არცა სამხარ,

Verse: 35-14     
არცა ბრწყინვალებაჲ, არცა ნათელი,

Verse: 35-15     
..

Verse: 35-16     
არამედ ბრწყინვალებანი იგი ხოლო დიდებისა მაღლისანი, და რაჲთა ყოველნი ხედვიდენ წინაშე მათსა, და განიგრძოს მოსლვაჲ ვიდრე შჳდად წლად ოდენ, რომელ არს შჳდი დარი.

Verse: 35-17     
ესე არს საშჯელი ჩემი და განკითხვანი მისნი, არამედ შენ ხოლო გაუწყე ესე.

Verse: 35-18     
მიუგე და ვარქუ: უფალო, აწცა ვთქუა-ვე, ნეტარ არიან ამის სოფლისანი, რომელთა დაიმარხეს შჯული შენი.

Verse: 35-19     
არამედ რომლისათჳს არს ლოცვაჲ ჩემი: ვინ-მე არს ამას სთუელსა, რომელმანმცა არა შეგცოდა, ანუ ვინ-მე შობილ არს, რომელიმცა არა გარდაჰჴდა შჯულსა შენსა?

Verse: 35-20     
ხოლო აწ ვითარ ვხედავ, მცირედთათჳს ყოფად არს სიხარული იგი მის სოფლისაჲ და მრავალთათჳს -- სასჯელი

Verse: 35-21     
რამეთუ დაიდვა ჩუენ შორის გული უკეთური, რომელმან მაცთუნნა წუენ და მიმიძღუა განსაჴრწნელად და გზანი სიკუდილისანი და წარსაწყმედელისანი გჳჩუენნა

Verse: 35-22     
და განმაშორნა Page of ms. J: 207v  ჩუენ ცხორებისაგან.

Verse: 35-23     
და ესე არა თუ მცირედნი, არამედ ეგრე რაჲმე, ვითარცა ყოველნივე შემქმნნა.

Verse: 35-24     
მომიგო და მრქუა მე: ისმინე ჩემი და გითხრა, და მაშინღა გულისხმა-ჰყო შენ:

Verse: 35-25     
ამისთჳს არა შექმნა მაღალმან ერთი ხოლო ესე სოფელი, არამედ ორი: და რამეთუ შენ სთქუ, ვითარმედ არამრავალ ყოფად არიან მართალნი, არამედ მცირედ უფროჲს სხუათა.

Verse: 35-26     
შე-ღა-ზავე კეცი და ბრპენი ჭურჭრად.

Verse: 35-27     
და ვთქუ: ეგე ვერ უძლო, უფალო.

Verse: 35-28     
და მრქუა მე: არა თუ ეგე ხოლო. არამედ ჰკითხე ქუეყანასა და გითხრას შენ; ზრახევდ მას და გაუწყოს შენ. ჰრქუა მას, ვითარმედ: ოქროჲ ჰშვი და ვეცხლი და რვალი და რკინაჲ და ბრპენი და კეცი

Verse: 35-29     
..

Verse: 35-30     
რამეთუ უმრავლეს არს ვეცხლისა რკინაჲ,

Verse: 35-31     
და უმრავლეს რვალისა -- ბრპენი და უმრავლეს რკინისა -- კეცი.

Verse: 35-32     
განწონე შენ, რომელი უპატიოსნეს და საწადელ არს: უმრავლესი იგი, ანუ რომელი იაჰრავად იპოვების?

Verse: 35-33     
და ვთქუ: უფალო, რომელი-იგი უფროჲს იპოვის, უადვილად იყიდებინ, ხოლო რომელი-იგი იაჰრავად იპოვის, იგი დიდის პატივის არნ.

Verse: 35-34     
მომიგო და მრქუა მე: შენ თჳთ აღწონე, რამეთუ, რომელ-ეგე გულისხმა-ჰყავ, რამეთუ რომელ-იგი იაჰრავად იპოვის, უფროჲს უხარინ, რომელსა-იგი უცნ ფრიად.

Verse: 35-35     
ეგრეცა ჩემმიერი აღთქუმული დაბადებული, რამეთუ უფროჲს ...

Verse: 35-36     
...

Verse: 35-50     
... გაუწყო შენ ესეცა. ხოლო შენ ნუ შეჰრაცხ თავსა შენსა მათ თანა, რომელთა შეურაცხ-მყვეს მე ნუცა შეირაცხები მათ თანა, რომელნი ტანჯვად არიან, რამეთუ იპოების ფასი საქმეთა შენთაჲ წინაშე მაღლისა და გამოგიცხადნეს შენ იგი უკუანაჲსკნელსა მას ჟამსა

Verse: 35-51     
ხოლო სიკუდილსათჳს, ესე არს სიტყუაჲ: ოდეს გამოვიდეს მაღლისაგან ბრძანებაჲ იგი ჟამთაჲ ... სიკუდილი კაცისაჲ და მოსპოლვაჲ ჴორცთაჲ სულისაგან, რაჲთა მიქცეს სული იგი მომავლინებელისა

Verse: 35-52     
თაყუანის-ცემად დიდებასა მაღლისასა.

Verse: 35-53     
უკუეთუ იყოს მათგანი, რომელთა შეურაცხ-მყვეს მე და გზანი მაღლისანი არა დაიცვნეს და შჯული მისი შეურაცხ-ყვეს და შიშთა მისთა არა ემსგავსნეს,

Verse: 35-54     
იგი და სულნი მათნი საუნჯედ არა შევიდენ:

Verse: 35-55     
არამედ სუმიდენ ამიერითვე ტანჯვასა ურვიელნი და ჭუვნიერნი შჳდთა გზათათჳს.

Verse: 35-56     
პირველი გზაჲ: რამეთუ შეურაცხ-ყვნეს გზანი მაღლისანი.

Verse: 35-57     
მეორჱ: რამეთუ ვერღარა უძლეს მაქცევად და კეთილისა საქმედ, რაჲთა ცხონდენ.

Verse: 35-58     
მესამჱ გზაჲ: რამეთუ ჰხედვიდენ მათ წინაშე მოსაგებელსა მას კეთილსა, რამეთუ ერწმუნნეს აღთქუმათა მათ მაღლისათა.

Verse: 35-59     
მეოთხჱ გზაჲ: რომელ ჰხედვიდენ საუკუნეთა მათ სატანჯველთა მათთა. Page of ms. O: 490ვ  

Verse: 35-60     
მეხუთჱ გზაჲ: რომელ ჰხედვიდენ სხუათა მათ სულთა, ანგელოზთა მიერ დაცვულთა.

Verse: 35-61     
მეექუსჱ გზაჲ: რომელ ჰხედვიდენ აწვე მომავალსა მას სატანჯველსა.

Verse: 35-62     
მეშჳდჱ გზაჲ, რომელ არს უფროჲს ყოველთა მათ თქუმულთა გზათა: რამეთუ დადნებოდიან სირცხჳლითა და განკფდებოდიან კდემითა და დადნებოდიან შიშითა, რამეთუ ჰხედვიდენ დიდებასა მაღლისასა წინაშე აწვე ცხორებასა მაასა შესცოდეს და რომლისა წინაშე უკუანაჲსკნელსა მას ჟამსა დაშჯად არიან.

Verse: 35-63     
ხოლო რომელთა დაიცვნეს გზანი მაღლისანი, ესე არს განახლებაჲ, განწესებად არიან ჭურთა მათგან ჴრწნილებისათა, რამეთუ რაოდენ ჟამ დაადგრენ ამას სოფელსა, ჰმონებდეს მაღალსა. შრომით ყოველსა ჟამსა ღუაწლსა დაუთმეს, რაჲთა დაიცვენ მომცემელისა მათისა შჯული.

Verse: 35-64     
ამისთჳს ესე არს სიტყუაჲ მასაგებელისა მათისაჲ შჳდთა დაწესებათა მათ:

Verse: 35-65     
პირველი წესი მათი ესე არს: რამეთუ შრომითა მათითა იღუაწეს, რაჲთა სძლონ, რომელნი-იგი მათ თანა შექმნულ არიან გულის-სიტყუანი ბოროტნი, რაჲთა აცთუნნენ იგინი ცხორებისაგან სიკუდიდ.

Verse: 35-66     
მეორჱ წესი ესე: რამეთუ ხედვიდენ სამართლესა მას სულთა უღმრთოთასა და სამყაროსა მას -- სატანჯველსა მათსა.

Verse: 35-67     
მესამჱ წესი მათი: რამეთუ ესმოდის წამებაჲ შემოქმედისა მათისაჲ, რამეთუ ცხორებასა მათსა დაიმარხეს შჯული, Page of ms. O: 491r   რომელსა ერწმუნნეს.

Verse: 35-68     
მეოთხჱ წესი: რაჲთა გულისხმა-ყონ განსასუენებელი, რომელ-იგი აწ საუნჯ/ეთა Page of ms. J: 208r  მათთა შეკრებულ არიან და განისუენებდენ ყუდროებითა დიდითა, ანგელოზთა მიერ დაცვულნი, და უკუანაჲსკნელსა მას მას დიდებასა ელოდიან.

Verse: 35-69     
მეხუთჱ წესი: უხაროდის, რაჲთამცა ჴრწნილებისა მისგან წინანდელისა განერნეს და უჴრწნელი რაჲთამცა დაიმკჳდრეს,

Verse: 35-70     
რამეთუ ჰხედვიდეს იწროებასა მას და სავსებასა ღრთმისა მათისსა, რამეთუ იწროჲსა მისგან განთავისუფლებად არიან და ფართოებისა მის სიხარული მიიღონ და იყვნენ უკუდავ.

Verse: 35-71     
მეექუსჱ წესი: ოდეს ეჩუენოს მათ, ვითარ გამობრწყინვებად არიან პირნი მათნი, ვითარცა მზჱ და ვითარ ვარსკულავთა მსგავსებად არს ნათელი მათი უჴრწნელებისა.

Verse: 35-72     
მეშჳდე წესი, რომელ არს უფროჲს ყოველთა თქუმულთა; რამეთუ იქადოდიან განცხადებულად და ნუგეშინისცემულ იყვნენ ულმობელობითა და იხარებდენ უკდემელებითა, რამეთუ იწრაფდენ ხილვად პირსა მისსა, რომელსაცა ჰმონეს ცხორებასა მათსა, რომლისა მიერ იდიდნენ და სასყიდელი მოიღონ.

Verse: 35-73     
ესე არიან დაწესებანი სულთა მართალთანი, რომელთა აწვე ხარებულ არს,

Verse: 35-74     
ხოლო პირველისა მის გზისანი იგუემებოდიან და ივნებოდიან, რომელთა შეურაცხ-ყვეს სამართალი.

Verse: 35-75     
მიუგე და ვარქუ: უკუეთუ მიცემულ არიან Page of ms. J: 208v  ჟამნი სულთა, რომელ-იგი Page of ms. O: 491v   გამოვლენან ჴორცთაგან, იხილონ ესე ყოველი, რომელ სთქუ?

Verse: 35-76     
მომიგო და მრქუა: შჳდ დღჱ თავისუფალ არიან, რაჲთა იხილონ შჳდთა მათ დღეთა პირველ-თქუმულნი იგი სიტყუანი, და მაშინღა შეკრბენ საუნჯეთა მათთა.

Verse: 35-77     
მიუგე და ვარქუ: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე თუალთა შენთა, მაუწყე ესეცა მონასა შენსა: დღესა მას საშჯელისასა მართალთა უძლონ-მეა ვითარ ოხად უღმრთოთა მათთჳს წინაშე მაღლისა, ანუ თუ მამათა შვილთათჳს, ანუ თუ შვილთა მამა-დედათათჳს, ანუ თუ ძმათა ძმათათჳს, ანუ თუ მახლობელთა მახლობელთათჳს, ანუ თუ მეცნიერთა საყუარელთათჳს?

Verse: 35-78     
მომიგო და მრქუა მე: რამეთუ ჰპოე მადლი წინაშე თუალთა ჩემთა, და ესეცა გაუწყო შენ: დღჱ იგი საშჯელისაჲ მკუეთრ არს და ბეჭედი ჭეშმარიტებისაჲ უჩუენოს.

Verse: 35-79     
რამეთუ ვითარცა-ესე აწ სახჱ არს: ვერ წარავლინოს მამამან შვილი,

Verse: 35-80     
ანუ შვილმან მამაჲ, ანუ უფალმან მონაჲ, ანუ მეგობარმან საყუარელი, რაჲთამცა მის წილ ელმოდა, ანუმცა მოკუდა, ანუმცა ჭამა, ანუმცა მის წილ იდიდა,

Verse: 35-81     
ეგრეცა მერმე მისთჳს ვერვინ ევედროს,

Verse: 35-82     
არცაღა ვინ ავნოს,

Verse: 35-83     
რამეთუ მაშინ თითოეულად თჳსი სამართალი ზე აქუნდეს.

Verse: 36     
მიუგე და ვარქუ: და ვითარ იპოვნიეს წერილი, რამეთუ ევედრა პირველად აბრაჰამი სოდომელთათჳს; და მოსე -- ერისათჳს, რომელ Page of ms. O: 492r   შესცოდეს უდაბნოსა ზედა;

Verse: 37     
და ისო ნავჱსი -- ისრაელისთჳს; და სამოელ საულის (!) დღეთა მათ ზედა;

Verse: 38     
დავით -- წყუედისა მისთჳს ერისაჲსა; და სოლომონი -- სიწმიდისათჳს;

Verse: 39     
და ელია -- წჳმისათჳს და მკუდრისა აღდგინებისათჳს;

Verse: 40     
და ეზეკია -- ქალაქისათჳს და ერისა დღეთა მათ სენაქერიმისთა; და მრავალნი მრავალთათჳს ევედრნეს.

Verse: 41     
უკუე აწ ოდეს ჴრწნილებაჲ ესე აღმოსცენდების, ევედრნეს მართალნი უღმრთოთათჳს, რადმე არა მერმეცა იყოს ეგრევე?

Verse: 42     
მომიგო და მრქუა მე: რამეთუ სოფლისა ამისთჳს აღსასრული არღა არს, არცაღა საუკუნოჲ დიდებაჲ ღმრთისაჲ წარმოდგომილ არს, მისთჳს ევედრნეს ძლიერნი უღმრთოთათჳს.

Verse: 43     
ხოლო დღესა მას საშჯელისასა რამეთუ აღსასრული არს ჟამთაჲ ამათ და დასაბამი მერმისა მის სოფლისაჲ -- უკუდავებისაჲ ჟამთაჲ, რომლისაგან წარჴდა ჴრწნილებაჲ,

Verse: 44     
და დაირღუა ცოდვაჲ და განქარდა სიცრუვჱ, განცხადნა სიმართლჱ და აღმოსცენდა ჭეშმარიტებაჲ. Page of ms. J: 209r  და ჩუენი პირი უფროჲს ბნელისა დაშავნეს.

Verse: 56     
და რაჲ სარგებელ არს ცხორებაჲ ესე ჩუენი, რამეთუ ვცოდეთ და არა უწყით, რაჲ ვნებად არს ჩუენდა.

Verse: 57     
მომიგო და მრქუა მე: ეგე არიან გულის-სიტყუანი ამის სოფლისანი, რამეთუ მარადის იღუაწოს, რომელ შობილ არს ქუეყანასა ზედა.

Verse: 58     
და თუ იძლიოს, ევნოს, რომელიცა ვთქუ: უკუეთუ სძლოს, მიიღოს, რომელცა აღუთქუ.

Verse: 59     
რამეთუ ესე იგი გზაჲ არს, რომლისაჲ მოსჱ ასწავა, ვიდრე ცხოველღა იყო, და ჰრქუა ერსა: "გამოირჩიეთ ცხოვრებაჲ, რაჲთა სცხოვნდეთ".

Verse: 60     
ხოლო იგინი ურწმუნო ექმნნეს მას, შემდგომად მისა წინაწარმეტყუელთა და მომავლინებელსა წინაწარმეტყუელთასა;

Verse: 61     
ამისთჳს არა შეჭუვნეს წარწყმედასა მათსა, ვითარცა იხარებდეს ცხოვრებასა მას ზედა მორწმუნეთა თჳსთასა.

Verse: 62     
მიუგე და ვარქუ: უწყი, უფალო, რამეთუ მა...ვე მოწყალედ წოდებულ არს მათ თანა, რომელნი-იგი საუკუნითგან მოი... ...სრულ არიან სოფლად,

Verse: 63     
და მწყალობელ შეწყალებად მათთჳს, რომელთა მოაქციონ შჯულსა მისსა.

Verse: 64     
და სულგრძელებად შეცოდებულთა მათ ზედა, ვითარცა თჳსთა საქმეთა მიმმადლებელ.

Verse: 65     
რამეთუ მიტევებაჲ ეგულების პირველთა მათ საქმეთა,

Verse: 66     
და დიდად მოწყალე, რამეთუ უფროჲს განამრავლნეს წყალობანი მისნი სოფელსა მასვე ზედა, და მათთჳსცა, რომელნი ურჩ ექმნნეს Page of ms. J: 209v  და მათ ზედაცა, რომელნი ჰმადლობდენ.

Verse: 67     
უკუეთუმცა არა განამრავლნა წყალობანი მისნი, არა[მცა] ცხომდა ს[ოფელი] და მკჳდრნი .....სნი.

Verse: 68     
დამიმნიჭებელ არს; უკუეთუმცა არა მიანიჭა თჳსითა ქველის-საქმითა და არამცა აღუმცირნა უშჯულოებისა მოქმედთა უშჯულოებანი მათნი, ვიდრემცა უძლო ბევრმან ნათესავმან კაცთამან ცხოვრებად.

Verse: 69     
და მართლის-მსაჯულ არს, უკუეთუმცა იგი არა ულხენდა დაბადებულთა სიტყჳთა მისითა, და აღ-მცა-ჰჴოცდა სიმრავლესა ამას უძლურებასა ცოდვილთასა,

Verse: 70     
არამცა დაშთა ურიცხუთა მათ სიმრავლეთაგანი არცა ერთი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.