TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 415
Previous part

Chapter: 36  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   იდომელთა ზედა. და შენ, ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ მთათა მიმართ ისრაჱლისათა, და არქუ მთათა მათ ისრაჱლისათა; ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი უფალი; ამისთჳს რამეთუ თქუა მტერმან შენ ზედა, ვაშა, ოჴერ საუკუნე სამკჳდრებელ ჩუენდა იქმნა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს წინაწარმეტყუელებდ და თქუ; ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; ამისთჳს რამეთუ შეურაცხ-იქმნენით თქუენ, და საძულელ გარემოთაგან თქუენთა, რაჲთამცა იყვენით თქუენ საბრძანებელ ნეშტთა მათ წარმართთა, და იქმნენით სასიტყუელ ენათა და საყუედრელ წარმართთა, ამისთჳს, მთანო ისრაჱლისანო, ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი მთათა და ბორცუთა და ღელეთა და ჴევთა და მოოჴრებულთა და განრყუნილთა და ქალაქთა მაგათ დატევებულთა, რომელნი იქმნნეს წარტყუენულ და სათრგუნველ ყოველთაგან ნეშტთა მათ წარმართთა გარემოთა მათთა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; უკუეთუ არაჲ ცეცხლითა გულის-წყრომისა ჩემისაჲთა ვეტყოდე ნეშტთა მათ წარმართთასა და იდუმიასა ზედა ყოველსა, რამეთუ დაიპყრეს ქუეყანაჲ ჩემი თავისა თჳსისა სამკჳდრებელად მოცხრომით, შეურაცხ-ყვნეს სულნი განრყუნად ტყუენვითა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს წინაწარმეტყუელებდ ქუეყანისა მიმართ ისრაჱლისა, და არქუ მთათა და ბორცუთა და ღელეთა და ჴევთა. ამას იტყჳს უფალი, აჰა ეგერა მე შურითა ჩემითა და გულის-წყრომითა ჩემითა ვიტყოდე ყუედრებისა მის წილ წარმართთაჲსა, რომელ მიიღეთ თქუენ.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს აღვიღო ჴელი ჩემი წარმართთა ზედა, რომელნი არიან გარემო თქუენსა, და მიიღონ მათ შეურაცხებაჲ თჳსი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ხოლო თქუენ, მთანო ისრაჱლისანო, ყურძენი თქუენი და ნაყოფი თქუენი შეჭამოს ერმან ჩემმან, რამეთუ მოახლებულ არიან მოსლვად;/

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
Page of ms. J: B97r  რამეთუ აჰა ესერა მე თქუენ ზედა, რამეთუ მოხედვა <ვ>ყო თქუენ ზედა, <და> მოიქმნნეთ.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და განვამრავლნე თქუენ ზედა კაცნი, ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ სრულიად, და დაეშჱნნენ ქალაქნი და მოოჴრებულნი იგი აღეშჱნნენ.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და განვამრავლნე თქუენ ზედა კაცნი და საცხოვარნი, და დაგამკჳდრნე თქუენ ვითარცა იგი პირველ იყვენით, და კეთილსა გიყოფდე თქუენ ვითარცა იგი უწინარჱს და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი,

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და ვშვნე თქუენ ზედა კაცნი, ერი ჩემი ისრაჱლი, და დაგიმკჳდრნენ თქუენ, და იყვნეთ თქუენ მათა სამკჳდრებელად, და არღარა იყვნეთ თქუენ უშვილო მათგან.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; ამისთჳს რამეთუ გრქუეს შენ, შემჭამელი კაცთაჲ ხარ შენ, და უშვილო იქმენ შენ თესლებისაგან,

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს კაცთა არღარა შჭამდე შენ, და ნათესავნი არა უშვილო ჰყვნე და მერმე, იტყჳს უფალი უფალი.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ვითარმედ არღარა ისმეს თქუენ ზედა მერმე შეურაცხებაჲ წარმართთაჲ, და ყუედრებაჲ ერთაჲ არღარა მოიღოთ, იტყჳს ადონაჲ უფალი.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, სახლი ისრაჱლისაჲ დაემკჳდრა ქუეყანასა მათსა, და შეაბინეს იგი გზითა მათითა, და კერპებითა მათითა, და არა-წმიდებითა მათითა, და არა-წმიდებისა-ებრ დედაკაცისა გამოჯდომილისა იქმნა გზაჲ მათი წინაშე ჩემსა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და მივავლინე გულის-წყრომაჲ ჩემი მათ ზედა,

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და განვსთესენ იგინი წარმართთა შორის, და განვაქრიენ იგინი სოფლებსა შორის, და გზისა მათისა-ებრ და ცოდვისა მათისა-ებრ ვსაჯნე იგინი.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და შევიდეს იგინი წარმართთა შორის, ვიდრე იგი შევიდეს, და შეაგინეს სახელი წმიდაჲ ჩემი. ამისთჳს რამეთუ ერქუა მათ ერი უფლისაჲ ესე. და გამოვიდეს იგინი ქუეყანით მათით,

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და ვერიდე მათ სახელისა ჩემისათჳს წმიდისა, რომელი შეაგინა სახლმან ისრაჱლისამან წარმართთა შორის, ვიდრე იგი შევიდეს მუნ.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს არქუ სახლსა ისრაჱლისასა, ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; არა თქუენთჳს ვყო Page of ms. J: B97v  მე, სახლო ისრაჱლისაო,/ არამედ სახელისა ჩემისათჳს წმიდისა, რომელი შეაგინეთ წარმართთა შორის, ვიდრე იგი შეხუედით მუნ.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და წმიდა ვყო სახელი ჩემი დიდი, რომელი შეიგინა წარმართთა შორის, და ცნან წარმართთა რამეთუ მე ვარ უფალი, რაჟამს განვწმიდნე მე თქუენ შორის წინაშე თუალთა მათთა.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და მოგიყვანნე თქუენ წარმართთაგან, და შეგკრიბნე თქუენ ყოვლისაგან ქუეყანისა, და შეგიყვანნე თქუენ ქუეყანასა თქუენსა.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და გასხურო თქუენ წყალი წმიდაჲ, და განსწმიდნეთ თქუენ ყოველთაგან არა-წმიდებათა თქუენთა, და ყოველთაგან კერპთა თქუენთა, და განგწმიდნე თქუენ.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და მოგცე თქუენ გული ახალი, და სული ახალი მოგცე თქუენ; და მოგიღო გული ქვისაჲ ჴორცისაგან თქუენისა, და მოგცე თქუენ გული ჴორციელი.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და მოგცე თქუენ ზედა სული ჩემი, და ვყო რაჲთა ბრძანებათა ჩემთა ხჳდოდით, და სამართალთა ჩემთა იმარხვიდეთ, და ჰყოფდეთ მათ.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და დაემკჳდრნეთ ქუეყანასა მას, რომელი მივეც მამათა თქუენთა, და იყვნეთ თქუენ ჩემდა ერად, და მე ვიყო თქუენდა ღმრთად.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
და განგარინნე თქუენ ყოველთაგან არა-წმიდებათა თქუენთა, და მოუწოდი იფქლსა, და განვამრავლო იგი, და არა მოგცე თქუენ ზედა სიყმილი.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
და განვამრავლო ხილი ხეთაჲ და ნაყოფი ველთაჲ, რაჲთა არღარა მოიღოთ მერმე ყუედრებაჲ სიყმილისაჲ წარმართთა შორის.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
და მოიჴსენნეთ გზანი თქუენნი ბოროტნი, და სლვანი თქუენნი არა-კეთილნი, და მოიწყინოთ წინაშე პირსა მათსა უშჯულოებათა შინა თქუენთა.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
არა თქუენთჳს ვყო მე, იტყჳს ადონაჲ უფალი. ცხად იყავნ თქუენდა, შეირცხჳნეთ და შეიკდიმეთ გზათაგან თქუენთა, სახლო ისრაჱლისაო.

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს ადონა<ჲ> უფალი დღესა მას, რომელსა განგწმიდნე თქუენ ყოველთაგან უშჯულოებათა, და დავაშჱნნე ქალაქნი, და აღეშჱნნენ ოჴერნი.

Verse: 34   Link to mcat Link to sept   
და ქუეყანაჲ Page of ms. J: B98r  განრყუნილი მოიქმნეს, ამისთჳს რამეთუ იყო იგი/ განრყუნილ წინაშე თუალთა ყოველთა თანა-წარმავალთასა, და თქჳან.

Verse: 35   Link to mcat Link to sept   
ქუეყანაჲ იგი განრყუნილი იქმნა ვითარცა მტილი საშუებელი, და ქალაქნი იგი ოჴერნი და განრყუნილ<ნ>ი და დარღუეულნი მოძნელებულ და მტკიცედ დაემკჳდრნეს.

Verse: 36   Link to mcat Link to sept   
და ცნან წარმართთა მათ, რაოდენნი დაშთომილ იყვნენ გარემო თქუენსა, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელმან აღვაშჱნენ დარღუეულნი, და დავჰნერგენ განრყუნილნი, მე უფალი ვიტყოდე და ვყავ.

Verse: 37   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; ესე და საძიებელ ვიყო სახლსა ისრაჱლისასა ყოფად მათა; განვამრავლნე მათ შორის ვითარცა ცხოვარნი კაცნი,

Verse: 38   Link to mcat Link to sept   
ვითარცა ცხოვარნი წმიდანი, ვითარცა ცხოვარნი იჱრუსალემისანი დღესასწაულთა მისთაჲ, ესრჱთ იყვნენ ქალაქნი იგი ოჴერნი, სავსე ვითარცა ცხოვრითა კაცთაჲთა, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.