TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 260
Previous part

Chapter: 11  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და გამოვიდეს კუერთხი ძირისაგან იესესისა, და ყუავილი ძირისა მისისაგან აღმოჴდეს,

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და განისუენოს მის ზედა სულმან ღმრთისამან, სულმან სიბრძნისამან, და გულის-ჴმის-ყოფისამან, სულმან ზრახვისამან, და ძლიერებისამან, სულმან მეცნიერებისამან და ღმრთის-მსახურებისამან.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და სულმან შიშისა ღმერთისამან აღავსოს იგი. არა დიდებისა-ებრ შჯიდეს, არცა სიტყჳსა-ებრ ამხილებდეს,

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
არამედ შჯიდეს სიმართლისა საშჯელსა: და ამხილებდეს დიდებულთა ქუეყანისათა, და მოსრას ქუეყანაჲ სიტყჳთა პირისა მისისაჲთა, და სულითა ბაგეთაჲთა აჴოცოს უღმრთოჲ.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და იყვნენ სიმართლით მორტყმულ წელნი მისნი, და ჭეშმარიტებითა შეხუეულ გუერდნი მისნი. Page of ms. J: A45v 

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
მაშინ ძოვდეს მგელი კრავთა თანა, და ვეფხი განისუენებდეს/ თიკანთა თანა, და ჴბოჲ და ლომი და ზუარაკი ერთად ძოვდენ: და ყრმამან ნინველმან შემოკრიბნეს იგინი.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ჴარი და დათჳ ზობად ძოვდენ, და მართუენი მათნი აღრეულად იქცეოდიან: და ლომი ვითარცა ჴარი ბზესა ჭამდეს:

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და ყრმამან მცირემან ჴურელსა ასპიტისასა, და საწოლსა ნაშობთა ასპიტთასა ჴელი დასდვას და არა რაჲ ავნონ.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და არცა უძლონ წარწყმედად არა ვის მთასა წმიდასა ჩემსა, რამეთუ აღივსო ყოველი ქუეყანაჲ მეცნიერებითა უფლისაჲთა, ვითარცა წყალმან მრავალმან დაფარის ზღუაჲ.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და იყოს მას დღესა შინა ძირი იესესი, და რომელი იგი აღდგომად არს მთავრად წარმართთა, და მას წარმართნი ესვიდენ, და იყოს განსუენებაჲ მისი პატივით.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და იყოს მას დ<ღ>ესა შინა შესძინოს უფალმან ჩუენებად ჴელი მისი, შურობად და მოძიებად დაშთომილისა მის ნეშტისა ერისა, რომელი იგი დაუშთეს ასურასტანელთა მათ, და ეგჳპტით და ბაბილონით, და ეთიოპიაჲთ, და ელამიტელთა და მზისა აღმოსავალით, და არაბიაჲთ.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და აღიღოს სასწაული წარმართთა მიმართ, და შეკრიბნეს წარწყმედულნი იგი ისრაჱლისანი, და განთესულნი იგი იუდაჲსნი შეკრიბნეს ოთხთაგან ფრთეთა ქუეყანისათა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და მოეღოს შური ეფრემისი, და მტერნი იუდაჲსნი წარწყმდენ. ეფრემ არღარა ეშურობდეს იუდას, და იუდა არღარა ეშურობდეს ეფრემს,

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და ფრინვიდენ ნავებითა უცხოთაჲთა, ზღუასა ერთბამად წარმოსტყუენვიდენ მზის-აღმოსავალისათა და იდუმეაჲ: მოაბსა ზედა პირველად ჴელნი დაასხნეს, ხოლო ძენი ედომისნი პირველვე ერჩდეს.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და მოაოჴროს უფალმან ზღუაჲ იგი ეგჳპტისაჲ, და დასდვას Page of ms. J: A46r  ჴელი მისი მდინარესა ზედა, ქარითა სასტიკითა, და განყოს იგი/ შჳდად ჴევად, რაჲთა წიაღ-სავალი იყოს ჴამიერისაჲ.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და იყოს იგი განსავალ ნაშტისა მის ერისა ჩემისა ეგჳპტეს შინა, და იყოს ისრაჱლისა ვითარცა დღესა მას, რაჟამს გამოვიდოდა იგი ქუეყანით ეგჳპტით.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.