TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 289
Previous part

Chapter: 40  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ნუგეშინის-სცემდით, ნუგეშინის-სცემდით ერსა ჩემსა, თქუა უფალმან.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
მღდელნი ეტყოდეთ გულსა იჱრუსალემისასა, ნუგეშინის-ეცით მას, რამეთუ აღივსო სიმდაბლითა მისითა, და განჰჴსნდეს ცოდვანი მისნი, რამეთუ მოიღო ჴელისაგან უფლისა მრჩობლი მისაგებელი ცოდვათა თჳსთათჳს./

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
Page of ms. J: A72r  ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა: განჰმზადენით გზანი უფლისანი, და წრფელ ყვენით ალაგნი უფლისა ღმრთისა ჩემისანი.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ყოველი ჴევნები აღმოივსოს, და ყოველნი მთანი მაღალნი და ბორცუნი დამდაბლდენ, და ძნელოვანნი ყოველნი ადვილად გარდაიქცენ, და იყოს ღჳრღუარები ველებად.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და გამოჩნდეს დიდებაჲ უფლისაჲ, და იხილოს ყოველმან ჴორციელმან მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ უფალი იტყოდა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ჴმაჲ რომელი იტყოდა: ღაღად-ყავ, და ვთქუ: რასა ვღაღადებდე. ყოველი ჴორციელი თივა არს, და ყოველი დიდებაჲ კაცისაჲ ვითარცა ყუავილი თივისაჲ.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
განჴმა თივაჲ იგი, და ყუავილი მისი დასცჳვა,

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ხოლო სიტყუაჲ უფლისაჲ ჰგიეს უკუნისამდე.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
აღვედ მთასა მაღალსა, მახარებელი ეგე სიონისაჲ, აღიმაღლე ძლიერად ჴმაჲ შენი, მახარებელმან მაგან იჱრუსალემისამან. აღიმა<ღ>ლეთ: ნუ გეშინინ, არქუთ ქალაქთა იუდაჲსთა: აჰა ესერა ღმერთი ჩუენი,

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა უფალი ძლიერებით მოვალს, და მკლავი მისი უფლებით: აჰა ესერა სასყიდელი მისი მის თანა, და საქმენი წინაშე მისსა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ვითარცა მწყემსი ჰმწყსიდეს სამწყსოსა თჳსსა, და მკლავითა თჳსითა შეიკრიბნეს კრავნი, და მუცლად-ღებულთა მათ ნუგეშინის-სცეს.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ვინ აღწყნა პევშითა თჳსითა წყალნი, და ცაჲ მტკავლითა თჳსითა, და ყოველი ქუეყანაჲ ციდითა თჳსითა. ვინ აღწონნა მთანი სასწორითა და ბორცუნი უღლითა სასწრისაჲთა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ვინ მე უკუე ცნა გონებაჲ უფლისაჲ, ანუ ვინ თანა-მზრახვალ ეყო მას, რომელმანცა კუალს ადგინა იგი. ანუ ვინ აზრახა, და მან აცნობა მას,

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
ანუ ვინ უჩუენა მას საშჯელი, ანუ გზაჲ გულის-ჴმის-ყოფისაჲ ვინ აუწყა მას.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ ყოველნი წარმართნი ვითარცა ნაწუეთნი კარდლისანი, და ვითარცა წამი სასწორისაჲ შეირაცხნეს, და ვითარცა ნერწყუაჲ პირისაჲ შეირაცხნეს./ Page of ms. J: A72v 

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ხოლო ლიბანი ვერ კმა არს საგზებელად, და ყოველნი ოთხფერჴნი ვერ კმა არიან საკუერთხად.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და ყოველნი წარმართნი ვითარცა არა რაჲ არიან, და არცა რად შერაცხილ არიან.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
აწ ვის ამსგავსეთ უფალი, ანუ რომელსა მე მსგავსებასა ამსგავსეთ იგი.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
ნუ უკუჱ ხატად შექმნა იგი ხურომან, ანუ ოქროჲს-მჭედელმან ნუ ბრძმედთა შინა შებერა ოქროჲ, და მსგავსად ხატისა სახედ აღმოდგმით გამოწერა იგი მეცნიერებითა სიჴელოვნისა თჳსისაჲთა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
ძელი სამე ულპოლველი გამოარჩიის ხურომან ტყისაგან, და სიბრძნითა მით სიჴელოვნისა თჳსისაჲთა აღჰმართის იგი კერპად. პირად-პირადსა ზაკუვასა იძმაცავნ, რაჲთამცა არა შეიძრა.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
აწ არა გესმის, და არა გულის-ჴმა-გიყოფიეს: არა მიგეთხრა თქუენ დასაბამითგან. იცით მეა, ვინ დაამტკიცნა საფუძველნი ქუეყანისანი,

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ანუ რომელსა უპყრიეს სიმრგულე ქუეყანისაჲ და დამკჳდრებულნი მას ზედა ვითარცა მკალნი, რომელმან აღჰმართნა ცანი ვითარცა კამარანი, და გარდაართხნა ვითარცა კარავნი, საყოფელნი, და დაამტკიცა ქუეყანაჲ მკჳდრობად მას ზედა,

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და დაამდაბლნა მთავარნი ვითარცა არარანი სამთავროჲთ მათით, და ქუეყანაჲ არარასა ზედა შექმნა,

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
რამეთუ არცა სთესვიდენ, არცა ასხმიდენ ნერგსა, არცა დაიბნენ ქუეყანასა ზედა ძირნი მათნი. ანქრევდეს მათ ზედა ქარი, და განჴმენ, და ნიავქარმან ვითარცა ქარქუეტნი შეკრიბნეს იგინი.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
აწ რომელსა მსგავსებასა მამსგავსეთ მე, და აღვმაღლდე, იტყჳს მაღალი იგი.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
აღიხილენით სიმაღლესა თუალნი თქუენნი, და იხილეთ ვინ დაამტკიცა Page of ms. J: A73r  ყოველი ესე. ვის უტჳრთ/ავს თითოეულად რიცხჳ ამის სოფლისაჲ, და ყოველთა სახელით უწესს, და დიდძალითა დიდებითა, ძლიერებითა მით მკლავისა მისისაჲთა, ერთიცა მათგანი შენგან არა დაფარულ არს.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
ნუ იტყჳ ამას, იაკობ, ანუ რასა ეგე იტყჳ, ისრაჱლ. ვინ უწყის, სთქუა ვითარმედ დაეფარნეს გზანი ჩემნი ღმრთისაგან. და დმერთმან ჩემმან თანა-წარმცოდა სამართალი ჩემი ჩემგან.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
ხოლო შენ აწმცა არა უწყოდე, არა თუმცა გესმინა ვითარმედ მარადის საუკუნე არს. უფალმან რომელმან დაამტკიცნა კიდენი ქუეყანისანი, არა ჰმშიოდის, არცა დაშურეს, და ვერ შესაძლებელ არს გამოძიებაჲ მეცნიერებისა მისისაჲ.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
ჰსცის ძალი მშიერთა, და მიჰფინის გულის-სიტყუაჲ გულის-თქუმისაჲ უსნოთა.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
ჰმშიოდის ჭაბუკთა, და დაშურენ ძლიერნი, და რჩეულნი მათნი უძლურ იქმნნენ.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
ხოლო რომელთა დაუთმონ უფალსა, იგინი განახლდენ ძლიერებითა მათითა, და აღიმკვნენ ახლითა ნაბრდღუენითა ვითარცა ორბნი, რბიოდიან და არა დაშურენ, ვიდოდიან და არა ჰმშიოდის.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.