TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 291
Previous part

Chapter: 42  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   იაკობს მონასა ჩემსა შევეწიო მას, და ისრაჱლ რჩეული ჩემი შეიწყნარა იგი სულმან ჩემმან. მივსცე სული ჩემი მის ზედა და სამართალი წარმართთაჲ გამოიღოს:

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
მან არა ჴდებოდის, არცა ღაღადებდეს, არცა განისმეს უბანთა ზედა ჴმაჲ მისი.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ლერწამი დაჩხერილი არა განტეხოს, და პატრუკი მბდვინვარე არა დაშრიტოს. ვიდრემდე გამოიღოს სამართალი და მშჯავრი სიმართლისაჲ.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
გამობრწყინდეს და არა შეიმუსროს, ვიდრემდე დადვას ქუეყანასა ზედა Page of ms. J: A75r  მშჯავრი, და სახელსა მისსა წარმართნი ესვიდენ./

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, რომელმან შექმნნა ცანი, და დაამტკიცნა იგინი, რომელმან დაჰბადა ქუეყანაჲ, და ყოველი რაჲ არს მას შინა, და მისცა საშუმინველი <ერსა თჳსსა>, რომელნი არიან მას ზედა, და სული ყოველთაჲ რომელნი ვლენან მას ზედა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
მე ვარ უფალი ღმერთი, რომელმან გიწოდე შენ სიმართლედ, და გიპყარ ჴელი მარჯუენე შენი, და განგაძლიერე შენ, და მიგეც შენ აღნათქუემად ნათესავთა, და ნათლად წარმართთა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
აღხილვად თუალთა ბრმათასა, და გამოყვანებად პყრობილებისაგან კრულთა, და სახლისაგან საჴყრობილისა რომელნი სხენან ბნელსა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
მე ვარ უფალი ღმერთი, და ესე არს სახელი ჩემი, და დიდებაჲ ჩემი სხუასა არა მივსცე, და არცა სათნოებაჲ ესე ჩემი გამოქანდაკებულთა,

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
რომელ იგი დასაბამითგან იყო თხრობად, იგი ესერა მოვიდა, და მოიწია, და ახალსა თუ რას მე გეტყჳ თქუენ, იგიცა გითხრა თქუენ. და ვიდრე არღა თხრობილ იყო, წინაწარგეუწყა თქუენ.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, რამეთუ დასაბამი მისი, მაღალთა შინა იდიდების, და სახელი მისი დიდებულ არს კიდითგან კიდედმდე ქუეყანისა, რომელნი შთავლენან ზღუასა ნავითა, და ვლენან მას ზედა, ჭალაკნი და მკჳდრნი მისნი.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
იხარებდ უდაბნოჲ და მყოფნი მისნი, უხაროდენ სავანებსა მას და ბანაკებსა კედარისასა, უხაროდენ მკჳდრთა კლდისათა: წუერთაგან მთისათა იმუღრო<ო>ბდენ.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
მისცენ დიდებაჲ ღმერთსა, და სიმჴნესა მისსა ჭალაკთა მიუთხრობდენ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
უფალსა ღმერთსა ძალთასა მოუმართავს, და მოვალს განღჳძებად ბრძოლისა, აღდგინებად შურისა, ნესტჳსა დაბერვად: ზახებად და მისლვად ზედა მტერთა თჳსთა ძალითა მრავალითა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
დავიდუმე დასაბამითგან, აწცა ნუ Page of ms. J: A75v  დავდუმნეა./ აწ არღარა დავდუმნე, და თავს-ვიდვა, დაღათუ ვითმინე ვითარცა შობადმან. აწ განვაცხადო და ვაკჳრვო ყოველივე ერთბამად.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
განვაჴმო ბორცუნი და ვამჴუნე. და ყოველი თივაჲ მათი ერთბამად განვაჴმო. ჭალაკი ჭალაკსა თანა დავადგინა მდინარეთა მათთაჲ, და ყოველნი მქანარებანი მისნი განვაჴმნე .

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და უძღოდი ბრმათა გზასა, რომელი იგი მათ არა იცოდიან, და ალაგნი რომელ არა უწყოდიან ვავლინნე იგინი. უყო მათ ბნელი იგი ნათლად, და ძნელი იგი ქუეყანაჲ ადგილად წრფელად. ესე სიტყუანი აღვასრულნე მათ თანა, და არა დავსთხინე იგინი.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ხოლო იგინი უკუნ-იქცეს კუალსავე მათსა. ჰრცხუენოდენ სირცხჳლითა დიდითა რომელნი იგი ესვენ კერპთა, რომელთა იგი ჰრქჳან ჭედილთა მათთა, ვითარმედ თქუენ ხართ ღმერთნი ჩუენნი.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
ვაჲ ყრუნო ისმინეთ, და ბრმანო აღიხილენ<ი>თ თუალნი თქუენნი.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
აწ უკუე ვინ მე არს ბრმაჲ იგი, არა თუ ერი იგი ჩემი. ანუ ვინ არიან ყრუნი იგი, არა თუ იგინი არიან რომელნი უფლებენ მათ ზედა. და დაბრმეს მონანი იგი ღმრთისანი.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
იხილეთ თქუენ მრავალ-გზის, და <არა> ვკრძალენით, განღებულ იყვნეს ყურნი თქუენნი, და თქუენ არა ისმინეთ.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
უფალმან ღმერთმან ჩუენმან იზრახა ზრახვაჲ, რაჲთამცა თქუენ განჰმართლდით, და აღამაღლებდით ქებასა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
მიხედა და იხილა ვითარ იყო ერი იგი წარტყუენულ და მიმოდატაცებულ: რამეთუ ყოველთა საუნჯეთა მახე განმზადებულ იყო, და ყოველი ტაძრები ე<რ>თბამად სავსე იყო საცთურითა. და ექმნა მათ სატაცებელ და არა ვინ იყო განმარინებელ. ტყუენვად მიეცენით. და არა ვინ იყო ვინმცა თქუა: გამომეცით.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
ვინ მე არს თქუენ შორის, რომელმან Page of ms. J: A76r  გულის-ჴმა-ყოს ესე, და ისმინოს მერმე მომავალი იგი.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
ვინ/ მისცა მიმოსატაცებელად იაკობი, და ისრაჱლი წარსატყუენველად, ანუ არა თავადმან ღმერთმან, რომელსაცა იგი შესცოდეს. რამეთუ არა უნდა სლვაჲ გზათა მისთაჲ, არცა სმენად შჯულისა მისისა.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და მოავლინა, და მოაწია მათ ზედა რისხვაჲ გულის-წყრომისა მისისაჲ, და სძლო მათ ბრძოლითა, და გარემო მათსა მოდგომილ იყვნეს მომწუველნი, და არა უწყოდეს, და არა იცნეს ურთიერთას, და არცა დაიდვეს ესე გულსა მათსა, და აღატყდა შორის მათსა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.