TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 256
Previous part

Chapter: 7  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იყო დღეთა აქაზისთა ძისა იოათამისთა ძისა ოზიაჲსა მეფისა იუდაჲსსა აღმოვიდა რაასინ მეფჱ არამისაჲ, და ფაკეჱ ძჱ რომელისა მეფისა ისრაჱლისაჲსა იჱრუსალემდ ბრძოლად მისა. და ვერ უძლეს გარე-მოდგომად მისა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და უთხრეს სახლსა დავითისსა, და ჰრქუეს, შეითქუნეს არამ, და ეფრემ თანად. და განკრთა სული მისი, <და სული ერისა მისისაჲ>, ვითარცა იგი შეიძრის მაღნარსა შინა ხჱ ქარისაგან.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა უფალმან ესაიას, განვედ შენ შემთხუევად აქაზისა მეფისა იუდაჲსა, შენ და ნეშტი იგი იასობ ძჱ შენი საბანელსა მას ზემო კერძო გზისასა აგარაკისა მის მურკნველისაჲსა:

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და არქუ მას, ეკრძალე დადუმებად, და ნუ გეშინინ, და ნუცა გული შენი მოუძლურდებინ ორთა ამათგან შეშათა მუგუზთა, რომელნი იგი კუმანან, რამეთუ ოდეს რისხვაჲ გულის-წყრომისა Page of ms. J: A41r  ჩემისაჲ იყოს კუალად ლხინება ვყო./

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და ძემან რომელისმან, და ძემან არამისმან იზრახეს ზრახვაჲ ბოროტი შენთჳს და თქუეს.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
აღვიდეთ ჰურიასტანდ და ვეტყოდით მათ <თანა> და მოვაქცინნეთ იგინი ჩუენდა, და მეფჱ ვყოთ მის ზედა ძჱ ტაბეელისი.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი საბაოთ: არა დაადგეს ზრახვაჲ ეგე, არცა იყოს.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
არამედ თავ არამისსა დამასკჱ, და თავ დამასკესა რაასინ, და მერმე სამეოც და ხუთისა წლისა შემდგომად მოაკლდეს მეფობაჲ იგი ეფრემისგან.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და თავი ეფრემისი სომორონ <და თავ სომორონ> ძჱ რომელისი. და უკუეთუ არა გრწმენეს, არცა გულის-ჴმა-ჰყოთ.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
შესძინა უფალმან სიტყუად აქაზისა და ჰრქუა:

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ითხოვე თავისა შენისა სასწაული უფლისა მიერ ღმრთისა შენისა, სიღრმედ ანუ სიმაღლედ.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და თქუა აქაზ: არა ვითხოო არცა განვცადო უფალი.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და თქუა ესაია, ისმინეთ აწ სახლო დავითისო, ნუ მცირე არს თქუენდა ღუაწლისა შემთხუევად კაცთა, და ვითარ ღუაწლსა შეამთხუევთ უფალსა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს მოგცეს თქუენ თავადმან უფალმან სასწაული. აჰა ესერა ქალწულმან მუცლად-იღოს, და შვეს ძჱ, და უწოდოს სახელი მისი ენმანოელ.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ერბოსა და თაფლსა ჭამდეს ვიდრე ცნობადმდე მისა, გინა გამორჩევადმდე მისა, შეურაცხ-ყოს ბოროტი და გამოირჩიოს კეთილი.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ვიდრე ცნობადმდე ყრმისა მის კეთილისა გინა ბოროტისა, შეურაცხ-ყოს ბოროტი და გამოირჩიოს კეთილი. და დაშთეს ქუეყანაჲ რომლისათჳს შენ გეშინის წინაშე ორთა მათ მეფეთა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
არამედ მოაწიოს შენ ზედა, და ერსა შენსა ზედა, და სახლსა ზედა მამისა შენისასა, დღენი რომელ არღა მოსრულ არიან, ვინაჲ<თ> დღითგან მოუღოს ეფრემ იუდაჲსგან მეფჱ იგი ასურასტანელთაჲ.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და იყო<ს> მას დღესა შინა, გამოავლინოს უფალმან მწერი, რომელნი უფლებდენ ზოგსა მდინარესა ეგჳპტისასა. და ფუტკარი რომელ არს სოფელსა Page of ms. J: A41v  ასურასტანისასა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და მო/ვიდენ და განისუენონ ყოველსა ჴევნებსა სოფლებისასა, და ჴურელებსა კლდეთასა და ქუაბებსა და ყოველსა ნაპრალებსა, და ყოველთა ხეთა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
მას დღესა შინა დაჰყჳნოს უფალმან საყჳნაელითა მით დამთრვალითა წიაღ მდინარესა მას. მეფისა ასურასტანელთაჲსა თავი და თმაჲ ფერჴთაჲ და წუერი დაჰყჳნოს.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და იყოს მას დღესა შინა განზარდოს კაცმან დიაკეული ზროხათაჲ და ორნი ცხოვარნი.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და იყოს მრავლად ყოფისა მისგან სძისა, ერბოსა ჭამდენ ყოველნი დაშთომილნი ქუეყანასა ზედა.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და იყოს მას დღესა შინა ყოველი ადგილი, სადა იგი იყვნენ ათასნი ვენაჴნი ათასისა სიკლისაჲ, ოჴერ იყვნენ და ეკალ.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
ისრითა და მშჳლდითა შევიდენ მუნ, რამეთუ ოჴერ და ეკალ იყოს ყოველი ქუეყანაჲ.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და ყოველი მთაჲ ჴნვით მოიჴნას, და არა მოვიდეს მუნ შიში, რამეთუ იყოს ოჴრებისაგან, და ეკლისა საძოვარ ცხოვართა, და დასათრგუნველ ზროხათა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.