TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 258
Previous part

Chapter: 9  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ესე პირველად იყოს ადრე. სოფელი ზაბულონისი ქუეყანაჲ ნეფთალემისი, და სხუანი რომელნი ზღჳს-კიდესა არიან, და წიაღ იორდანესა ადგილი გალილეაჲსაჲ წარმართთაჲ.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ერი რომელი ვიდოდა ბნელსა იხილა ნათელი დიდი: რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს სოფელსა აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი გამობრწყინდა თქუენ ზედა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
უმრავლესი ერისაჲ რომელი შთაიყვანენ სიხარულითა შენითა, და იხარებდენ წინაშე შენსა, ვითარცა რომელნი იგი იხარებდეს სალეწავსა ზედა, და ვითარცა რომელნი განიყოფედ ნატყუენავსა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მოღებულ არს უღელი, რომელი დადებულ იყო მათ ზედა, და კუერთხი Page of ms. J: A43r  რომელი იყო ქედსა ზედა/ მათსა. რამეთუ კუერთხი იგი ურჩთაჲ განაქარვა, ვითარცა დღე იგი მადიამისაჲ.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ყოველი სამოსელი ზაკუვით შეკრებული და სამკაული ცვალებით მიუზღონ, და ინებონ უკუეთუმცა იყვნეს ცეცხლითა შემწუარ.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ყრმაჲ იშვა ჩუენდა ძჱ, და მოგუეცა რომლისა მთავრობაჲ იყო მჴართა მისთა. და ჰრქჳან სახელი მისი დიდისა ზრახვისა ანგელოზ. საკჳრველ თანა-მზრახვალ, ღმერთი ძლიერი, ჴელმწიფჱ, მთავარი მშჳდობისაჲ, მამაჲ მერმისა საუკუნისაჲ, რამეთუ მოვაწიო მშჳდობაჲ მთავართა ზედა მშჳდობაჲ და სიცოცხლჱ მისა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
დიდ არს მთავრობაჲ მისი, და მშჳდობისა მისისა არა არს საზღვარ. საყდარსა მას დავითისსა დაჯდეს, და სუფევაჲ მისი განუმარჯოს მას, და განაძლიეროს იგი სიმართლითა, და ჯეროვანებითა ამიერითგან და მი-უკუნისამდე. შურმან უფლისა საბაოთისმან ყო ესე ყოველი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
სიკუდილი მიავლინა უფალმან იაკობისსა ზედა. და მიიწია ისრაჱლსა,

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და ცნას ყოველმან ერმან ეფრამისმან, და რომელნი სხენან სამარიას, გინებით და მაღლითა გულითა იტყჳან.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ალიზნი დაცემულ არიან, არამედ მოვედით და გამოვჰკუეთოთ ქვები და მოვჰკაფოთ ლეღუსულელი და ნაძჳ და ვიშჱნოთ თავისა ჩუენისა გოდოლი.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და დასცნეს ღმერთმან რომელნი აღდგომილ არიან მთასა ზედა, სიონსა და იჱრუსალემს, და მტერნი იუდაჲსნი განაქარვნეს.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ასურნი მზის-აღმოსავალით და იონნი მზის-დასავალით, რომელნი შეშჭამენ ერსა ჩემსა ყოვლითა პირითა, ამას ყოველსა ზედა არა მოიქცა გულის-წყრომაჲ მისი, არამედ მერმეცა ჴელი მისი მაღალვე არს.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და ერი იგი არავე მოიქცა ვიდრემდე იწყლა: და უფალი არა გამოიძიეს,

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და მოუსპო უფალმან ისრაჱლისაგან თავი და Page of ms. J: A43v  ბოლოჲ. დიდი და მცირე ერთსა შინა დღესა, მოხუცებული და /თუალ-საგებელი. ესე არს დასაბამი.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და წინაწარმეტყუელი, რომელი ასწავებს უშჯულოებასა, ესე არს ბოლოჲ.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და იყვნენ რომელნი ჰნატრიდენ ერსა ამას სცთებოდიან, და აცთუნებდენ რაჲთა შთანთქნენ იგინი.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ჭაბუკთა მათთა ზედა არა იხარებდეს ღმერთი. და ობოლნი მათნი არა შეიწყალნეს, რამეთუ ყოველნი უშჯულო და უკეთურ არიან. ყოველი პირი იტყჳს სიცრუვესა. ამას ყოველსა ზედა არა მოიქცა გულის-წყრომაჲ მისი, არამედ მერმეცა ჴელი მისი მაღალვე არს.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და ეგზებოდის ვითარცა ცეცხლი უშჯულოებაჲ, და ვითარცა კლერტი ჴმელი შეიჭამოს ცეცხლისა გან: და აღატყდებოდის მაღნარსა შინა ტყეთასა, და თანად შეჭამოს გარემო ბორცუთა ყოველი.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
გულის-წყრომითა რისხვისა უფლისაჲთა თანა-დაიწუეს ქუეყანაჲ ყოველი. და იყოს ერი ვითარცა ცეცხლითა შემწუარ, კაცმან ძმაჲ თჳსი არა შეიწყალოს,

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
არამედ მიაქციოს მარჯუენით, რამეთუ ჰმშიოდის და შეშჭამდეს მარცხენითთაგან, და ვერ განძღეს კაცი ჭამითა ჴორცისა მკლავისა თჳსისაჲთა.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ჭამდეს ეფრემ მანასესსა, და მანასე ეფრემისსა, რამეთუ ერთბამად მოიცვენ იუდაჲ.

Verse: 22   Link to sept   
ამას ყოველსა ზედა არა მოიქცა გულის-წყრომაჲ მისი, არამედ მერმეცა ჴელი მისი მაღალვე არს.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.