TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 338
Previous part

Chapter: 23  
Verse: 1   Link to mcat Link to sept    მწყემსნო, რომელნი განაბნევთ და წარსწყმედთ ცხოვართა საძოვრისაგან ჩემისა, თქუა უფალმან;

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ მწყემსთა ზედა <ერისა ჩემისათა>. თქუენ განაბნიენით ცხოვარნი ჩემნი, და განაშორენ<ი>თ იგინი, და უგულებელ-ჰყვენ<ი>თ იგინი, აჰა ესერა მე შური ვიძიო თქუენგან მსგავსად უკეთურებისა სლვისა თქუენისა, თქუა უფალმან.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და მე შევიწყნარნე ნეშტნი ერისა ჩემისანი ყოვლისაგან ქუეყანისა, სადაცა განვიშოვრენ მე იგინი მუნ, და დავადგინნე იგინი საძოვარსა ზედა მათსა, და აღორძნდენ და განმრავლდენ.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და აღუდგინნე მათ მწყემსნი, რომელნი მწყსიდენ მათ, და არღარა ეშინოდის მერმე არცა შეძრწუნდენ, იტყჳს უფალი.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და აღუდგინო დავითს აღმოსავალი მართალი, და მეუფებდეს მეუფჱ მართალი; <და> ცნას და ყოს განკითხვაჲ, და სიმართლჱ ქუეყანასა ზედა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
დღეთა მისთა ცხოვნდეს იუდაჲ, და ისრაჱლმან დაიმკჳდროს სასოებით; Page of ms. J: A122v  და ესე სახ<ე>ლები მათი, რომელ დასდვ/ას მათ უფალმან, იოსედეკიმ იგი, წინაწარმეტყუელთა შორის.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და არღარა თქუან; ცხოველ არს უფალი, რომელმან აღმოიყვანნა ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
არამედ ცხოველ არს უფალი, რომელმან აღმომ იყვანა და მოიყვანა ნათესავი სახლისა ისრაჱლისაჲ ქუეყანით ჩრდილოჲთ, და ყოველთაგან სოფელთა, სადაცა განვაბნიენ იგინი. და კუალად ვაგნე იგინი, და დაეშჱნნენ ქუეყანასა მათსა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
წინაწარმეტყუელთათჳს. განტყდა გული ჩემი ჩემ თანა, და შეიძრნეს ყოველნი ძუალნი ჩემნი, ვიქმენ მე ვითარცა მამაკაცი განკაფული, და ვითარცა კაცი შეპყრობილი ღჳნითა პირისაგან უფლისა და პირისაგან შუენიერებისა დიდებისა მისისა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მრუშებითა აღივსო ქუეყანაჲ, და პირისაგან მათისა იგლოვდა ქუეყანაჲ. განჴმეს საძოვარნი უდაბნოჲს<ა>ნი, და იყოს სრბაჲ მათი უკეთურ და ძლიერებაჲ მათი არა რაჲ.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მღდელნი და წინაწარმეტყუელნი შეიბილწნეს, და სახლსა შინა ჩემსა ვიხილე უკეთურებაჲ მათი, თქუა უფალმან.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ექმენინ მათ გზაჲ მათი საძრომელ ნისლსა შინა, და შეუბრკუმენ, და დაეცნედ მას შინა, რამეთუ მოვავლინო მათ ზედა ძჳრი წელსა მას მოძიებისა მათისასა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და შორის წინაწარმეტყუელთა სამარიაჲსათა ვიხილენ უშჯულოებანი; წინაწარმეტყუელებდეს სახელად ჩემდა ბაალის გამო, და აცთუნეს ერი ჩემი ისრაჱლი.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და შორის წინაწარმეტყუელთა იჱრუსალემისათა ვიხილე საზარელი, მრუშებდეს და ვიდოდეს სიცრუვით, და შეეწეოდეს ჴელთა ბოროტთა, რაჲთამცა არა მოაქცია კაცად-კაცადმან გზისაგან თჳსისა უკეთურისა, და მექმნ<ნ>ეს მე ყოველნი ვითარცა სოდომეთი, და მკჳდრნი მისნი ვითარცა გომორთაჲ.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ წინაწარმეტყუელთა ზედა, ესე<რა> ვაჭამო მათ სალმობაჲ, და ვასუა მათ წყალი მწარჱ, რამეთუ წინაწარმეტყუელთაგან იჱრუსალემისათა გამოჴდა სიბილწე ყოველსა ქუეყანასა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, ნუ ისმენთ სიტყუათა წინაწარმეტყუელთასა, რომელნი იგი წინაწარმეტყუელებენ ცუდსა, ხილვასა Page of ms. J: A123r  გულისა მათისა უკეთუ/რისასა იტყჳან, და არა პირისაგან უფლისა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ეტყჳან განშორებელთა სიტყუათა უფლისა გან; მშჳდობა იყოს <თქუენდა, და ყოველთა მავალთა ნებათა შინა მათთა ყოველთა მავალთა> საცთურითა გულისა თჳსისაჲთა ჰრქუეს, არა მოვიდეს თქუენ ზედა ბოროტი.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ვინ დადგა სამყაროსა უფლისასა, და იხილვიდა სიტყუასა მისსა, ანუ ვინ მიეახლა, და ესმა ყურთა მისთა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა ძრვაჲ უფლისა მიერ და რისხვაჲ გამოვალს შესაძრველად; ერთბამად მოვიდეს უღმრთოთა ზედა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და არა მიიქცეს რისხვაჲ უფლისაჲ, ვიდრემდის ყოს და ვიდრემდის დაამტკიცნეს მან ყოველნი მოსრულნი გულისა თჳსისანი. აღსასრულსა დღეთასა გულის-ჴმა-ყვნენ იგინი.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
არა მივავლინებდ წინაწარმეტყუელთა, და იგინი რბიოდეს, არა ვეტყოდე მათ, და იგინი წინაწარმეტყუელებდეს.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და თუმცა დადგეს ქუეშჱ სამყაროსა ჩემსა, და ესმეს სიტყუანი ჩემნი, ასწავებდესმცა ერსა ჩემსა, და მოაქცევდეს მათ გზისაგან მათისა ბოროტისა და უკეთურისაგან სლვისა მათისა,

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
ღმერთი მახლობელი მე ვარ, იტყჳს უფალი, და არა ღმერთი შორიელი.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
ანუ და-მე-იმალოს კაცი სამარხველსა, და მე არა ვიხილო, თქუა უფალმან; ანუ არა ცაჲ და ქუეყანაჲ მე აღმივსიეს, თქუა უფალმან.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
მესმა რასა იტყჳან წინაწარმეტყუელნი, რომელსა წინაწარმეტყუელებენ სახელად ჩემდა ცრუდ, და იტყჳან, მეჩუენა მე ჩუენებაჲ.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
ვიდრემდე იყოს გულსა წინაწარმეტყუელთასა, რომელნი წინაწარმეტყუელებენ სიცრუვესა, და წინაწარმეტყუელებასა მათსა ნებასა გულისა მათისასა

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
რომელნი ზრახვენ დავიწყებად ერისა ჩემისა შჯულსა ჩემსა ჩუენებითა მათითა, რომელსა მიუთხრობს კაცად-კაცადი მოყუასსა თჳსსა, ვითარცა დაივიწყეს მამათა მათთა სახელი ჩემი ბაალისგან.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
წინაწარმეტყუელი, რომლისა თანა არს ჩუენებაჲ, წართქუნ ჩუენებაჲ თჳსი; და რომლისა თანა სიტყუაჲ ჩემი არს, წართქუნ სიტყუაჲ ჩემი ჭეშმარიტად. რაჲ არს ბზჱ იფქლისა თანა, ეგრეცა სიტყუანი ჩემნი, თქუა უფალმან.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა სიტყუანი ჩემნი ვითარცა ცეცხლი მოტყინარჱ, იტყჳს უფალი, და ვითარცა წერაქჳ, რომელმან განკუეთის კლდჱ,

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა მე წინაწარმეტყუელთა მიმართ, იტყჳს უფალი, რომელნი Page of ms. J: A123v  იპარვენ სიტყუათა/ ჩემთა თითოეულად მოყუსისა თჳსისაგან.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა მე წინაწარმეტყუელთა მიმართ, თქუა უფალმან, რომელნი გამოიღებენ წინაწარმეტყუელებასა ენათასა, და შეიქმან ტყუვილით საუცრებასა, და ჰრულის რული მათი.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა მე წინაწარმეტყუელთა მიმართ, რომელნი წინაწარმეტყუელებდეს ჩუენებათა ცრუთა, თქუა უფალმან, და უთხრობდეს მათ, და აცთუნეს ერი ჩემი ტყუვილითა მათითა და სიცრუვითა მათითა, და მე არა მივავლინენ იგინი არცა ვამცენ მათ, და სარგებელი <ა>რაჲ არგონ ერსა ამას, თქუა უფალმან.

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
და თუ გკითხოს შენ ერმან ანუ მღდელმან ანუ წინაწარმეტყუელმან, რაჲ არს იგავი უფლისაჲ, და ჰრქუა მათ; თქუენ ხართ იგავნი უფლისანი, და დაგამჴუნე თქუენ, თქუა უფალმან.

Verse: 34   Link to mcat Link to sept   
წინაწარმეტყუელმან და მღდელმან და ერმან, რომელთაცა თქუან იგავი ესე უფლისაჲ, ვიძიო შური მის კაცისაგან და სახლისაგან მისისა.

Verse: 35   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ჰრქჳს კაცად-კაცადმან მოყუასსა თჳსსა და კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა, რაჲ მოგიგო უფალმან, და რაჲ თქუა უფალმან.

Verse: 36   Link to mcat Link to sept   
და იგავსა უფლისასა ნუ სახელს-დებთ, რამეთუ იგავად უფლისად ექმნეს მას კაცსა სიტყუაჲ თჳსი, და გარდააქციენ<ი>თ სიტყუანი ღმრთისა ცხოვ, ელისანი უფლისა ძალთაჲსაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ.

Verse: 37   Link to mcat Link to sept   
ესრეთ ჰრქუათ წინაწარმეტყუელთა; რაჲ მოგიგო უფალმან, და რაჲ გრქუა უფალმან; და იგავად უფლისა ნუ იტყჳთ,

Verse: 38   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი; რამეთუ სთქჳთ სიტყუაჲ ესე, იგავი უფლისაჲ, მივავლინე თქუენდა, და ვთქუ; არა სთქუათ იგავად უფლისად,

Verse: 39   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ესერა მე მოგიხუნე თქუენ იგავითა, და დაგამჴუნე თქუენ, და ქალაქი რომელ მოგეც თქუენ და მამათა თქუენთა პირისაგან ჩემისა.

Verse: 40   Link to mcat Link to sept   
და მოვავლინო თქუენ ზედა ყუედრებაჲ საუკუნოჲ, და გინებაჲ საუკუნე, რომელ არა დაივიწყოს.

Verse: 7   Link to sept   
[!] ამისთჳს ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და არღარა თქუან მერმე, ვითარმედ ცხოველ არს უფალი, რომელმან აღმოიყვანნა ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით,

Verse: 8   Link to sept   
[!] არამედ ცხოველ არს უფალი, რომელმან აღმოიყვანა და შეკრიბა ყოველი ნათესავი ისრაჱლისაჲ ქუეყანით ჩრდილოჲთ, Page of ms. J: A124r  და ყოველთაგან სოფელთა, სადაცა განიშოვრნა იგინი მუნ;/ და კუალად აგნა იგინი ქუეყანასა მათსა.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.