TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 339
Previous part

Chapter: 24  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   მიჩუენა მე უფალმან ორი კიშტჱ ლეღჳ მდგომარენი წინაშე ტაძარსა უფლისასა, შემდგომად წარტყუენვისა ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილოვნისაჲსა, იექონია, ძჱ იოაკიმისი, მეფჱ იუდაჲსი, და მთავარნი იუდაჲსნი, და ჴელო<ვ>ანნი, და შემწირველნი, და მდიდარნი, რომელ წარტყუენნა იჱრუსალემით, და მიიყვანნა იგინი ბაბილონდ.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
კიშტჱ ერთი ლეღჳთა ტკბილითა ფრიად ვითარცა ლეღჳ მსთუაჲ, და კიშტჱ ერთი ლეღჳთა ჯერკულითა ფრიად, რომელი ვერ საჭმელ იყო სიმწარითა თჳსითა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე უფალმან; რასა ჰხედავ შენ, იერემია. და ვთქუ; ლეღუსა და ლეღუსა ტკბილსა ფრიად და ლეღუსა ჯერკუალსა ფრიად, რომელი არა იჭამოს სიჯერკულისაგან თჳსისა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო, და მრქუა;

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაჱლისაჲ, ვითარცა ლეღჳ ესე ტკბილი, ეგრე ვიცნნე წარტყუენულნი იგი იუდაჲსნი, რომელ განვავლინენ ამის ადგილისაგან ქუეყანად ქალდეველთა <კეთილისად>.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და დავამტკიცნე მათ ზედა თუალნი ჩემნი კეთილობით, და უკუ-მოვაგნე იგინი ამას ქუეყანასა, აღვაშჱნნე იგინი და არა დავარღჳნე, <და> დავჰნერგნე იგინი, და არა აღვფხურნე.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და ვსცე მათ გული, რომლითა მიცნან მე, რამეთუ მე ვარ უფალი; და იყვნენ იგინი ჩემდა ერად, და მე ვიყო მათდა ღმრთად, რამეთუ მოიქცენ ჩემდამო ყოვლითა გულითა მათითა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და ვითარცა ლეღჳ ჯერკუალი, რომელი ვერ იჭამოს სიჯერკულისაგან თჳსისა, ესრე იტყჳს უფალი; ეგრე მივსცე სედეკია, მეფჱ იუდაჲსი, და მდიდარნი მისნი და ნეშტნი იჱრუსალემისანი, რომელ დაშთომილ არიან ქუეყანასა ამას, და დამკჳდრებულნი ეგჳპტისანი.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და მივსცნე იგინი განსაბნეველად ყოველთა მეუფებათა ქუეყანისათა, და საყუედრელად და იგავად და საძულელად და საწყეველად ყოველსა ადგილსა, სადაცა განვიშოვრნე იგინი.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და მივავლინო მათ ზედა სიყმილი და სიკუდილი და მახჳლი, ვიდრემდის მოაკლდენ ქუეყანისაგან, რომელ მივეც მათ და მამათა მათთა . ;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.