TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 218
Previous part

Chapter: 5  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   აწ შეეყენოს/ ასული შეყენებით; შეყენებაჲ განაწესა თქუენ ზედა, კუერთხითა სცემდენ ღაწუსა ტომსა ისრაჱლისასა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და შენ ბეთლემ, სახლი ეგე ეფრათაჲსი, მცირედ ხარ ათასეულთა შორის იუდაჲსთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს ჩემდა მთავარი ისრაჱლსა ზედა, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი, და გამოსავალნი მისნი დასაბამითგან დღეთა საუკუნეთა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს მოსცეს მათ ჟამადმდე შობისა; შვეს და ნეშტნი იგი ძმათა მისთანი მიიქცენ ძეთა ისრაჱლისათა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და დადგეს, და იხილოს, და მწყსიდეს სამწყსოსა თჳსსა ძლიერებით უფალი, და დიდებითა <სახელისა> უფლისა ღმრთისა მათისაჲთა იყვნენ, რამეთუ აწ განდიდნენ ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და იყოს ესე მშჳდობაჲ; ასურასტანალი იგი, რაჟამს მოვიდეს ქუეყანასა თქუენსა, და რაჟამს მოიწიოს სოფელსა თქუენსა, და აღდგენ მის ზედა შჳდნი მწყემსნი და რვანი წყლულებანი კაცთანი .

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და მწყსიდენ ასურსა მას მახჳლითა, და ქუეყანაჲ იგი ნებროდისაჲ პატნეზსა მისსა, და გიჴსნეს შენ ასურისა მისგან, ოდეს მოვიდეს ქუეყანასა თქუენსა, და რაჟამს <შე>მოვიდეს საზღვართა თქუენთა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და იყოს ნეშტი იგი იაკობისი წარმართთა შორის, და შორის ერსა მრავალსა, ვითარცა ცუარი უფლისა მიერ გარდამომავალი, და ვითარცა კრავნი მწუანვილსა ზედა, რაჲთა ნა ვინ შეკრბენ, Page of ms. J: A8v  ნუცა დადგენ ძეთა შორის კაცთასა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და იყოს ნეშტი იგი/ იაკობისი წარმართთა შორის, და ერსა შორის მრავალსა, ვითარცა ლომნა საცხოვართა შორის მაღნარსა შინა, და ვითარცა ლეკუნი ლომისანი შორის სამწყსოსა ცხოვართასა, ვითარცა სახედ რაჟამს შევარდის, და განაბნიის, და აღიტაცის, და არა ვინ არნ განმარინებელ.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
აღმაღლდეს ჴელი შენი მაჭირვებელთა შენთა ზედა, და ყოველნი მტერნი შენნი მოისრნენ.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და იყოს მას დღესა შინა, იტყჳს უფალი, მოვსრა ცხენები შორის შენსა, და წარვწყმიდო ეტლები შენი.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და მოვსრა ქალაქები ქუეყანისა შენისაჲ, და აღვიღო ყოველი ძნელოვანა შენი.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და აღვჴოცო წამლობაჲ შენი ჴელისაგან შენისა, და გამომეტყუელნი არა იყვნენ შენდა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და მოვსრნე ყოველნი გამოქანდაკებულნი შენნი, და ძეგლები შენი შორის შენსა, და არღარა თაყუანის-სცემდე ქმნულსა ჴელთა შენთასა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და მოვჰკაფო სერტყები იგი შორის შენსა და განვრყუნნე ქალაქნი შენნი.

Verse: 15   Link to sept   
და ვყო რისხვით და გულის-წყრომით შურის-გებაჲ წარმართთა შმრის ამისთჳს, რამეთუ არა ისმინას.: .: .:

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.