TITUS
Epistulae Pauli georgice (CD)
Part No. 44
Previous part

Chapter: 12  
12


Verse: 1   Link to pavleni Link to gnt   უკუეთუ სიქადული ჯერ-არს, შე-არა-ჰგავს ჩემდა, ხოლო მოვიდე ხილვასა და გამოცხადებასა უფლისასა.


Verse: 2   Link to pavleni Link to gnt   
ვიცი კაცი ქრისტეს მიერ უწინარეს ათოთხმეტისა წლისა, გინა თუ ჴორცითა, არა ვიცი, გინა თუ თჳნიერ ჴორცთაჲსა, არა ვიცი, ღმერთმან იცის, აღიტაცა ესევითარი კაცი ვიდრე მესამედ ცადმდე.

Verse: 2V     
ვიცი (1) ] უწყი T, ცამდე TIK.


Verse: 3   Link to pavleni Link to gnt   
და ვიცი ესევითარი კაცი, გინა თუ ჴორცითა, გინა თუ გარეშე ჴორცთაჲსა, არა ვიცი, ღმერთმან იცის,


Verse: 4   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ მიიტაცა სამოთხედ და ესმნეს უთქუმელნი სიტყუანი, რომელ არა ჯერ-არიან კაცთა სიტყუად.

Verse: 4V     
ესმნეს ] ესმენეს V.


Verse: 5   Link to pavleni Link to gnt   
ესევითარისათჳს ვიქადი; ხოლო თავისა ჩემისათჳს არა ვიქადი, გარნა უძლურებათა შინა ჩემთა.


Verse: 6   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო უკუეთუ მინდეს სიქადულის, არა ვიყო უგუნურ, რამეთუ ჭეშმარიტი ვთქუა; ხოლო ვერიდები, ნუ ვინმე ჩემდა შეჰრაცხოს, რომლისათჳს-ესე მხედავს მე, გინა თუ ესმის რაჲმე ჩემგან.

Verse: 6V     
ჩემდად T.


Verse: 7   Link to pavleni Link to gnt   
და გარდარეულებითა ამით გამოცხადებათაჲთა რაჲთა არა აღვიმაღლო, მომეცა მე საწერტელი ჴორცთაჲ -- ანგელოზ სატან,1 რაჲთა დამქენჯნიდეს მე, რაჲთა არა აღვიმაღლო.

Verse: 7V     
ამით ] მით TIK. ანგელოზ ] + მჴდომი TI, სატან + მჴდომ K.

Verse: 7-1N     
აშიაზე "სატან" სიტყვის განმარტებადაა: მჴდომი VZ.


Verse: 8   Link to pavleni Link to gnt   
და ამისთჳს სამგზის ვევედრე უფალსა, რაჲთა განმაშოროს ჩემგან.

Verse: 8V     
განმეშოროს VT.


Verse: 9   Link to pavleni Link to gnt   
და მრქუა მე: კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების, უმჯობესღა უკუე და უფროჲს ვიქადი უძლურებათა შინა ჩემთა, რაჲთა დაიმკჳდროს ჩემ თანა ძალმან ქრისტესმან.

Verse: 9V     
უძლურებათა T.


Verse: 10   Link to pavleni Link to gnt   
ამისთჳს სათნო-მიჩნს უძლურებათა შინა, გინებათა, ჭირთა, დევნულებათა და იწროებათა ქრისტესთჳს, რამეთუ რაჟამს მოუძლურდე, მაშინ განვძლიერდები.

Verse: 10V     
შინა ] + ჩემთა T, ჭირთა ] + და TIK.


Verse: 11   Link to pavleni Link to gnt   
ვიქმენ უგუნურ სიქადულისათჳს, რამეთუ თქუენ მაიძულეთ მე. რამეთუ ჯერ-იყო ჩემდა, რაჲთამცა თქუენ მეწამენით მე, რამეთუ არარაჲ დავაკლდი ფრიად მოციქულთა მათ, დაღათუ არარაჲ ვარ.

Verse: 11V     
მაჲძულეთ V, ჩემდა ] -- TIK, მე (2) ] -- F, არარაჲ... მოციქულთა მათ ] არცა ერთითა რაჲთ დავაკლდი ზეშთა სრულთა მათ მოციქულთაგან TIK, უუნჯებენ.


Verse: 12   Link to pavleni Link to gnt   
არამედ სასწაული იგი მოციქულისაჲვე იქმნა თქუენ შორის ყოვლითა მოთმინებითა, სასწაულებითა და ნიშებითა და ძალითა.


Verse: 13   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ რაჲ არს, რომლითა-იგი იძლიენით უფროჲს სხუათა მათ ეკლესიათა, გარნა თუ, რამეთუ მე თჳთ არარაჲ დაგამძიმე თქუენ? მომმადლეთ მე შეცოდებაჲ ესე.


Verse: 14   Link to pavleni Link to gnt   
აჰა, ესერა, მესამედ განმზადებულ ვარ მისლვად თქუენდა და არა არაჲვე დაგიმძიმო თქუენ, რამეთუ არა ვეძიებ თქუენსა, არამედ თქუენ. რამეთუ არა შვილნი მამა-დედათა უუნჯებედ, არამედ მამა-დედანი შვილთა.

Verse: 14V     
უუნჯებენ T.


Verse: 15   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო მე ჯეროვნად განვილიო და განვკფდე სულთა თქუენთათჳს; რაოდენმე უფროჲს მიყუართ თქუენ, უმცირეს გიყუარ მე.

Verse: 15V     
რავდენ ZF.


Verse: 16   Link to pavleni Link to gnt   
იყავნ უკუე, რამეთუ მე თჳთ არაჲ დაგიმძიმე თქუენ; არამედ ვიყავ მეცნიერ და ზაკუვით მოგიყვანენ თქუენ.

Verse: 16V     
არაჲ ] არარაჲ TIK, არამედ ] რამეთუ TIK.


Verse: 17   Link to pavleni Link to gnt   
ნუუკუე რომელი-იგი მივავლინე თქუენდა, მის მიერ მო-მე რაჲ-გაანგაჰრე თქუენ?

Verse: 17V     
-განგაჰრე V, მო-რაჲმე-გაანგაჰრე TIK.


Verse: 18   Link to pavleni Link to gnt   
ვჰლოცევდ ტიტეს და თანამივაყვანე ძმაჲ; მო-მე-რაჲ-გხუეჭა-ა ტიტე? ანუ არა მითვე სულითა ვიდოდეთა? ანუ არა მათვე კუალთა შეუდეგითა?

Verse: 18V     
თანა-მივიყვანე T, მო-რაჲ-მე-გხუეჭა T.


Verse: 19   Link to pavleni Link to gnt   
კუალად გგონიეს, ვითარმედ თქუენ სიტყუა-გიგებთ. წინაშე ღმრთისა ქრისტეს მიერ ვიტყჳთ, ხოლო ყოველივე, საყუარელნო, თქუენისა აღშენებისათჳს არს.

Verse: 19V     
ვიტყჳ TIK.


Verse: 20   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ მეშინის, ნუუკუე მოვიდე და არა ვითარ-იგი მე მნებავს გპოვნე თქუენ, და მე გეპოო თქუენ, ვითარ-იგი თქუენ არა გნებავს, ნუუკუე იყვნენ თქუენ შორის ჴდომაჲ და შური, გულისწყრომანი, ძჳრისზრახვანი, წვალებანი, ცუნდრუკებანი, განლაღებანი, შფოთებანი.

Verse: 20V     
მე მნებავს T, თქუენ (1) ] -- TIK, გეპოვო T, გულის წრომანი V.


Verse: 21   Link to pavleni Link to gnt   
ნუ კუალად, მო-რაჲ-ვიდე, დამამდაბლოს მე ღმერთმან ჩემმან თქუენდა მიმართ, და ვიგლოვდე მრავალთა, წინაჲსწარ შეცოდებულთა მათ და არაშენანებულთა არაწმიდებასა მათსა ზედა, სიძვასა და სიბილწესა, რომელ ქმნეს.

Verse: 21V     
მიმართ ] მომართ T, მრავალთა ] + მათ V, ზედა ] -- T.



Next part



This text is part of the TITUS edition of Epistulae Pauli georgice (CD).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.