TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT
Part No. 53
Previous part

Chapter: 14  
თავი 14


Verse: 1   Link to mcat Link to sept   ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და მოიქცენ და განეწყვენ იგინი წინაშე ღელესა მას შორის მაგდალოსა და შორის ზღუასა მას პირისპირ ბელფესონსა. და წინაშე მათსა განეწყოს ზღუად კერძო.
Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა ფარაო ერსა თჳსსა: შესცთეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანასა მას, რამეთუ შეეყენნეს იგინი უდაბნოსა მას.
Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ხოლო მე განვაფიცხო გული ფარაოჲსი და დევნა-უყოს კუალსა მათსა.
Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და ვიდიდო მე ფარაოჲს ზედა და ყოველსა ზედა ერსა მისსა და გულისხმა-ყონ მეგჳპტელთა, რამეთუ მე ვარ ღმერთი. Page of ms. S: 231R  და ყვეს ეგრე.
Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და უთხრეს მეფესა მეგჳპტელთასა, ვითარმედ: ივლტოდა ერთი იგი და გარდაიქცა გული ფარაოჲსი და მსახურთა მისთაჲ ერისა მისთჳს და თქუეს. რაჲ ვყავთ ესე, რამეთუ განუტევენით ძენი ისრაჱლისანი? რად არა გუმონებდეს ჩუენ იგინი?
Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და აღაგო ფარაო ეტლები თჳსი და ყოველი ერი წარიყვანა მის თანა. და აღიგო ექუსასი ეტლები რჩეული და ყოველი ცხენები ეგჳპტისაჲ და ერისთავები ყოველსა ზედა.
Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და განაფიცხა უფალმან გული ფარაოჲსი, მეფისა მის მეგჳპტელთაჲსაჲ, და მსახურთა მისთაჲ და სდევნიდა ძეთა ისრაჱლისათა, ხოლო ძენი ისრაჱლისანი განვიდეს Page of ms. S: 231V  მკლავითა მაღლითა და ჴელითა მტკიცითა.
Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და დევნა-უყვეს მეგჳპტელთა მათ შემდგომად მათსა და პოვნეს იგინი დაბანაკებულნი ზღუასა მას ზედა, და ყოველი ეტლები და ჰუნეები ფარაოჲსი და მჴედრები და ყოველი ერი მისი წინაშე ღელესა მას პირისპირ ბელფესონსა.
Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და ფარაო მოვიდოდა. აიხილნეს თუალნი მათნი ძეთა ისრაჱლისათა და იხილნეს, მეგჳპტელნი იგი განწყობილ იყვნეს უკუანაკერძო მთასა, შეეშინა ფრიად.
Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ღაღადებდეს ძენი ისრაჱლისანი უფლისა მიმართ. და ჰრქუეს მოსეს, ვითარმედ: არა იყოა ეგჳპტეს საფლავები და გამომიყვანენ ჩუენ მოსიკუდიდ Page of ms. S: 232R  უდაბნოსა ამას ზედა? რაჲ ესე მიყავ ჩუენ და გამომიყვანენ ჩუენ ეგჳპტით?
Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ანუ არა ესე სიტყუაჲ არსა, რომელსა გეტყოდეთ შენ ეგჳპტეს და გარქუთ, ვითარმედ: მაცადე ჩუენ, და ვჰმონებდეთ მეგჳპტელთა, ვიდრე მოსრვასა ჩუენსა უდაბნოსა ამას ზედა?
Verse: 13   Link to exak Link to mcat Link to sept   
ჰრქუა მოსე ერსა მას: ნუ გეშინინ, დეგით და ხედევდით ჴმასა უფლისა მიერ, რომელი იყოს დღეს ჩუენთჳს. ვითარცა იხილნეთ დღეს მეგჳპტელნი ესე, არღარა შესძინოთ მერმე ხილვაჲ მათი უკუნისამდე ჟამთა.
Verse: 14   Link to exak Link to mcat Link to sept   
უფალი ჰბრძოდის თქუენ წილ და თქუენ სდუმნეთ.
Verse: 15   Link to exak Link to mcat Link to sept   
ჰრქუა უფალმან მოსეს: რა\სა Page of ms. S: 232V  ჰღაღადებ ჩემდა მიმართ? ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა, და აღდგენ.
Verse: 16   Link to exak Link to mcat Link to sept   
და შენ აღიღე კუერთხი ეგე შენი და განირათხ ჴელი შენი ზღუასა ზედა, და განიპოს ეგე და შევიდენ ძენი ისრაჱლისანი შორის ზღუასა მას, [ვითარცა] ჴმელით.
Verse: 17   Link to exak Link to mcat Link to sept   
და მე განვაფიცხო გული ფარაოჲსი და ყოველთა მეგჳპტელთაჲ და შევიდენ შემდგომად თქუენსა. და ვიდიიდო მე ფარაოჲს ზედა და ყოველსა ერსა მისსა და ჰუნეებსა მისსა ზედა,
Verse: 18   Link to exak Link to mcat Link to sept   
და გულისხმა-ყონ ყოველთა მეგჳპტელთა, რამეთუ მე ვარ ღმერთი, რომელი ვიდიდე ფარაოჲს ზედა და ეტლებსა Page of ms. S: 233R  და მხედრებსა მისსა ზედა.
Verse: 19   Link to exak Link to mcat Link to sept   
აღიმაღლა ანგელოზმან მან უფლისამან, რომელი უძღოდა ბანაკსა ძეთა ისრაჱლისათა, და დგა ზურგით კერძო მათსა. და აღიძრა სუეტი იგი ღრუბლისაჲ წინაშე პირისაგან მათისა და დადგა ზურგით მათსა,
Verse: 20   Link to exak Link to mcat Link to sept   
და შევიდა შორის ბანაკსა მას მეგჳპტელთასა და [შორის] ბანაკსა ძეთა ისრაჱლისათა, დაადგრა, და იყო ბნელი წყუდიადი. გარდაჴდა ღამჱ იგი, და არა აღიძრნეს ღამესა მას ურთიერთას.
Verse: 21   Link to exak Link to mcat Link to sept   
განირთხა მოსე ჴელი თჳსი ზღუასა მას ზედა: და მოავლინა უფალმან ქარი სასტიკი ზღუასა მას ზედა სამხრით ღამე ყოველ Page of ms. S: 233V  და განჴმა ზღუაჲ იგი.
Verse: 22   Link to exak Link to mcat Link to sept   
და შევიდეს ძენი ისრაჱლისანი ზღუასა მას ჴმელსა, და წყალი იგი იყო ზღუდე მარჯუენით და ზღუდე მარცხენით მათსა.
Verse: 23   Link to exak Link to mcat Link to sept   
და სდევნიდეს მეგჳპტელნი იგი და შევიდეს კუალსა მათსა ყოველი ჰუნეები ფარაოჲსი და ეტლები მისი და მჴედრები შუვა ზღუასა მას.

Verse: 24   Link to exak Link to mcat Link to sept   
Page of ms. S: _  Page of ms. L: 315V   და იყო, საჴუმილავსა მას ოდენ განთიადისასა მოხედა უფალმან ბანაკსა მას მეგუიპტელთასა სუეტითა ცეცხლისაჲთა და ღრუბლისაჲთა და შეაძრწუნა ბანაკი მეგუიპტელთაჲ.
Verse: 25   Link to exak Link to mcat Link to sept   
და შეუკრა ეტლისთუალები მათი და მოჰყვანდეს იგინი ძლით. და თქუეს მეგუიპტელთა მათ: ვილტოდით პირისაგან ისრაჱლისა, რამეთუ უფალი ჰბრძავს მათ წილ მეგუიპტელთა მათ.
Verse: 26   Link to exak Link to mcat Link to sept   
და არქუა უფალმან მოსეს: განირთხ ჴელი შენი ზღუასა მას და კუალად მოაგენ წყალნი ეგე, და დაფარნეს მეგუიპტელნი, ეტლები და მჴედრები მათი.
Verse: 27   Link to exak Link to mcat Link to sept   
და განირთხა Page of ms. L: 316R   ჴელითა თჳსითა კუერთხი იგი ზღუასა მას ზედა და კუალად-მოეგნეს წყალნი ეგე ადგილობანს, ხოლო მეგუიპტელნი იგი დაეფარნეს.
Verse: 28   Link to exak Link to mcat Link to sept   
მოაქცინა და დაფარნა იგინი წყალმან მეწამულისა ზღუისამან ყოველი ეტლები და მჴედრები მათი. ყოველი ერი ფარაოისი, რომელი შთასრულ იყო ზღუასა მას შინა.
Verse: 29   Link to exak Link to mcat Link to sept   
ხოლო ძენი ისრაჱლისანი ვიდოდეს შუა ზღუასა, ვითარცა ჴმელსა, ხოლო წყალი იყო მათა ზღუდე მარჯუენით და მარცხენით.
Verse: 30   Link to exak Link to mcat Link to sept   
და იჴსნა ისრაჱლი უფალმან ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა.
Verse: 31   Link to exak Link to mcat Link to sept   
და იხილა ყოველმან ისრაჱლმან ჴელი იგი ძლიერი, Page of ms. L: _   Page of ms. K: 250R   რომელი უყო უფალმან მეგჳპტელთა მათ. შეეშინა ერსა მას უფლისა და ჰრწმენა ღმრთისაჲ და მოსჱსი, მსახურისა მისისაჲ.
Verse: 32   Link to exak Link to mcat Link to sept   
მას ჟამსა აქებდეს მოსე და ძენი ისრაჱლისანი უფალსა გალობითა ამით, იტყოდეს და თქუეს. {1}



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.