TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT
Part No. 181
Previous part

Chapter: 7  
თავი 7


Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   Page of ms. P: 248v   და ჰრქუა უფალმან ესაიას: განვედ და მიეგებვოდე შენ აქაზს, მეფესა იუდაჲსსა, შენ და იასუბ, ძჱ შენი, საბანელსა მას ზემო გზისასა აგარაკსა მურკველისასა.
Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მას: ეკრძალე დადუმებად და ნუ გეშინინ, და ნუცა გული შენი მოუძრულდებინ ორთა მათგან შეშათა მუგუზთა მკულვარეთა; რამეთუ ოდეს რისხვაჲ გულისა ჩემისაჲ იყოს, კუალად ლხინება ვყო.
Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ძემან რომელისმან და ძემან არამისმან, რომელი ზრახეს ზრახვაჲ ბოროტი შენთჳს, და თქუეს:

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
Page of ms. P: 249r   აღვიდეთ ჰურიასტნად და თანავეტყოდით მათ, მოვაქცინეთ იგინი ჩუენდად და მეფე ვყოთ მის ზედა ძჱ ტაბელისი.
Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი საბაოთ: არა დაადგრეს ზრახვაჲ ეგე თქუენი, არცა იყოს,
Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
არამედ თავ არამისა დამასკე, და თავ დამასკისა რასენ და მერმეღა სამეოც და ხუთი წელი და მოაკლდეს მეფობაჲ ეფრემისი ერისაგან.
Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თავ ეფრემისა სომორონ, [და თავ სომორონისი] ძჱ ჰრომელისი. და უკუეთუ არა გრწმენეს, არა გულისხმა-ჰყოთ.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
Page of ms. P: _   Page of ms. L: 5R   და შესძინა უფალმან სიტყუაჲ აქაზისა და ჰრქუა:
Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ისწავე თავისა შენისა სასწაული უფლისა მიერ ღმრთისა შენისა Page of ms. L: 5V   სიღრმედ ანუ სიმაღლედ.
Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თქუა აქაზ: არა ვითხოო და განვცადო უფალი.
Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა ესაია: ისმინე, სახლო დავითისო! ნუ მცირე არსა თქუენდა კაცისა ღუაწლისა შემთხუევაჲ. და ვითარმე უფალსა შეამთხუევთ ღუაწლსა?
Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს მიგცეს თქუენ თავადმან უფალმან სასწაული: აჰა, ესერა, ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ და უწოდიან სახელი მისი ევმანუელ.
Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ერბოსა და თაფლსა ჭამდეს, ვიდრე ცნობამდე მისა და გამორჩევად მისა ბოროტისა გამოირჩიოს მან კეთილი.
Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ, ვიდრე ცნობამდე ყრმისა მის კეთილისა, გინა ბოროტისა, შეურაცხ-ყოს ბოროტი და გამოირჩიოს მან კეთილი. დაშთეს ქუეყანაჲ, რომლისათჳს შენ გეშინის პირისაგან ორთა მეფეთაჲსა.
Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
არამედ მოავლინოს შენ ზედა უფალმან და ერსა შენსა ზედა და სახლსა ზედა მამისა შენისასა დღენი, რომელნი არღა წევნულ არიან, ვინაჲთ დღითგან მიუღო ეფრემ იუდაჲსგან, მეფჱ იგი ასურასტანელთაჲ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.