TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT
Part No. 73
Previous part

Chapter: 4  
თავი 4


Verse: 4   Link to mcat Link to sept   Page of ms. L: _   Page of ms. P: 363R   და მოუწოდა ისუ ათორმეტთა მათ კაცთა, მთავართა ძეთა ისრაჱლისათა, ერთსა თითოჲსაგან ნათესავსა.
Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მათ ისუ: წარვედით ჩემ თანა წინაშე უფლისა შორის იორდანესა და გამოირჩიედ კაცად-კაცადმან და აღიღენ ლოდი ერთი მჴართა თჳსთა ზედა მსგავსად რიცხჳსა მის ტომისა ისრაჱლისა,
Verse: 6   Link to mcat Link to sept   
რაჲთა ისხნენ იგინი თქუენდა საწამებლად საუკუნოდ, რაჲთა, რაჟამს გკითხვიდეს შენ ძჱ შენი ხვალე და გრქუას: რაჲ არიან ლოდნი ესე?
Verse: 7   Link to mcat Link to sept   
შენ უთხრა ძესა შენსა და ჰრქუა, რამეთუ მოაკლდა იორდანე პირისაგან კიდობნისა შჯულისა უფლისა ყოვლისა ქუეყანისა, რაჟამს წიაღმოვიდეს იგინი მას ზედა; და იყვნენ ლოდნი იგი თქუენდა საჴსენებელად საუკუნოდ ძეთა შორის ისრაჱლისათა.
Verse: 8   Link to mcat Link to sept   
[და ყვეს ეგრჱთ ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა უბრძანა უფალმან ისუს, და აღიხუნეს ათორმეტნი ლოდნი საშუვალ იორდანესა], ვითარცა უთხრნა უფალმან ისუს დასასრულსა მას წიაღმოსლვისა ძეთა ისრაჱლისათა. და მოიხუნეს მათ თანა ბანაკად და დასხნეს იგინი მუნ.
Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ხოლო აჰმართნა ისუ სხუანიცა ათორმეტნი ლოდნი მუნვე იორდანესა შინა, რაჟამს წიაღმოვიდოდეს იგინი იორდანესა, რამეთუ მათ ზედა დგეს ფერჴნი მღდელთანი, რომელთა მოაქუნდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისაჲ. და არიან იგინი მუნ ვიდრე დღენდელად დღედმდე.
Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და დადგეს მღდელნი იგი, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისაჲ იორდანესა შინა, ვიდრე აღასრულნა ისუ ყოველნი სიტყუანი, რომელ ამცნნა უფალმან ისუს თხრობად ერისა მის, და ისწრაფა ერმან და წიაღმოჴდეს. Page of ms. P: 363V  
Verse: 11   Link to mcat Link to sept   
[და იყო, ვითარცა] წიაღმოესრულა ერი იგი წიაღმოსლვად (!), წიაღმოჴდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისაჲ, და ლოდნი იგი მოაქუნდეს წინაშე მათსა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.