TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae NT
Part No. 146
Previous part

Book: Gal.  
გალატელთა მიმართ ეპისტოლე

Chapter: 1  
თავი 1


Verse: 11   Link to pavleni Link to gnt   Page of ms. P: 383V   გაუწყებ თქუენ, ძმანო, სახარებასა მას, რომელი გეხარა თქუენ ჩემ მიერ, რამეთუ არა არს კაცობრივი,
Verse: 12   Link to pavleni Link to gnt   
არცა მე კაცისაგან მოვიღე გინა თუ ვისწავე, არამედ გამოცხადებითა ქრისტჱსითა.
Verse: 13   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ გესმინა სლვაჲ ჩემი ოდესმე ჰურიაებასა შინა, რამეთუ გარდარეულად ვსდევნიდ მე ეკლესიათა ღმრთისათა და ვსტყუენევდი მათ.
Verse: 14   Link to pavleni Link to gnt   
და წარვემატებოდე ჰურიაებასა შინა უფროჲს მრავალთა ასაკის სწორთა ჩემთა, უმეტჱს მოშურნე ვიყავ მამულისათჳს შჯულისა ჩემისა.
Verse: 15   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო რაჟამს სათნო-იყო ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე დედისმუცლით ჩემითგან,
Verse: 16   Link to pavleni Link to gnt   
რაჲთა ვახარო იგი წარმართთა შორის, მუნთქუესვე არა ვაუწყე ჴორცითა და სისხლითა,
Verse: 17   Link to pavleni Link to gnt   
არცა აღვედ იერუსალჱმდ მათ თანა, რომელნი იყვნეს უწინარჱს ჩემსა მოციქულნი, არამედ მივედ არაბიად და კუალად მოვიქეც დამასკეს.
Verse: 18   Link to pavleni Link to gnt   
და მერმე შემდგომად სამისა წლისა აღვედ იერუსალჱმდ ხილვად პეტრჱსა და ვიყავ მის თანა ათხუთმეტ დღე.
Verse: 19   Link to pavleni Link to gnt   
სხუაჲ მოციქულთაგანი არავინ ვიხილე, გარნა იაკობ, ძმაჲ უფლისაჲ.
Verse: 20   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო რომელსა-ესე ვიტყჳ წინაშე უფლისა, რამეთუ არა ვტყუი.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae NT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.