TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae NT
Part No. 38
Previous part

Chapter: 13  
თავი 13


Verse: 3   Link to adisnt Link to cinant Link to giornt Link to mcnt Link to gnt   Page of ms. L: _   Page of ms. P: 315V   და დაჯდა იგი მთასა ზეთის-ხილთასა წინაშე ტაძარსა მას, ჰკითხვიდეს მას თჳსაგან პეტრე, იაკობ, იოვანე და ანდრეა:
Verse: 4   Link to adisnt Link to cinant Link to giornt Link to mcnt Link to gnt   
მითხარ ჩუენ, ოდეს ყოფად არს ესე, და რაჲ იყვნენ სასწაულნი, ოდეს-ესე აღესრულნენ?
Verse: 5   Link to adisnt Link to cinant Link to giornt Link to mcnt Link to gnt   
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ.
Verse: 6   Link to adisnt Link to cinant Link to giornt Link to mcnt Link to gnt   
რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ ქრისტე, და მრავალთა აცთუნებდენ.
Verse: 7   Link to adisnt Link to cinant Link to giornt Link to mcnt Link to gnt   
რამეთუ რაჟამს გესმოდიან ბრძოლანი და ამბავნი ბრძოლათანი, ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ყოფად, არამედ არღარა არს აღსასრული.
Verse: 8   Link to adisnt Link to cinant Link to giornt Link to mcnt Link to gnt   
რამეთუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა. Page of ms. P: 286R   და იყვნენ ძრვანი ადგილ-ადგილ და იყვნენ სიყმილნი და სრვანი. ესე ყოველი დასაბამი სალმობათაჲ არს.
Verse: 9   Link to adisnt Link to cinant Link to giornt Link to mcnt Link to gnt   
და მიგცემდენ თქუენ შესაკრებელსა და კრებულსა შორის გტანჯვიდენ თქუენ, და წინაშე მეფეთა და მთავართა წარგადგინებდენ ჩემთჳს საწამებელად მათა და ყოველთა წარმართთა.
Verse: 10   Link to adisnt Link to cinant Link to giornt Link to mcnt Link to gnt   
ხოლო პირველად ჯერ-არს ქადაგებაჲ ესე.
Verse: 11   Link to adisnt Link to cinant Link to giornt Link to mcnt Link to gnt   
და რაჟამს მიგიყვანებდენ თქუენ მიცემად მათა, ნუ წინაჲწარ ჰზრუნავთ, რასა იტყოდით, არამედ რაჲ-იგი მოგცეს თქუენ მას ჟამსა შინა, მას იტყოდეთ, რამეთუ არა თქუენ ხართ მეტყუელნი, არამედ სული წმიდაჲ.
Verse: 12   Link to adisnt Link to cinant Link to giornt Link to mcnt Link to gnt   
რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდიდ და მამამმან -- შვილი, და აღდგენ შვილნი მამა-დედათა მათთა ზედა და მოჰკლვიდენ მათ.
Verse: 13   Link to adisnt Link to cinant Link to giornt Link to mcnt Link to gnt   
და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. ხოლო რომელმან დაითმინოს იგი სრულიად, ცხონდეს.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae NT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.