TITUS
Biblia Iberica: Psalterium et Odae
Part No. 131
Previous part

Chapter: 131 
Verse: 1  Link to mcat Link to sept Link to armat   მოიჴსენე, უფალო, დავიდ და ყოველი სიმშჳდჱ მისი,

Verse: 2  Link to mcat Link to sept Link to armat   
ვითარ-იგი ეფუცა უფალსა და აღუთქუა ღმერთსა იაკობისსა.

Verse: 3  Link to mcat Link to sept Link to armat   
არა შევიდე საყოფელსა სახლისა ჩემისასა, არცა აღვჴდე საგებელსა ცხედრისა ჩემისასა,

Verse: 4  Link to mcat Link to sept Link to armat   
არა ვსცე ძილ თუალსა ჩემსა, არცა რულილ წამთა ჩემთა, არცა განსუენებაჲ ჴორცთა ჩემთა,

Verse: 5  Link to mcat Link to sept Link to armat   
ვიდრემდე ვპოვო მე ადგილი უფლისაჲ და საყოფელი ღმრთისა იაკობისი.

Verse: 6  Link to mcat Link to sept Link to armat   
ესერა გუესმა მისი ევფრათით, და ვპოვეთ იგი ველსა მას მაღნართასა.

Verse: 7  Link to mcat Link to sept Link to armat   
შევიდეთ საყოფელთა მისთა და თაყუანის-ვსცეთ ადგილსა მას, რომელსა დადგეს ფერჴნი მისნი.

Verse: 8  Link to mcat Link to sept Link to armat   
აღდეგ, უფალო, განსასუენებელად შენდა, შენ და კიდობანი სიწმიდისა შენისაჲ.

Verse: 9  Link to mcat Link to sept Link to armat   
მღდელნი შენნი შეიმოსნენ სიმართლითა, და წმიდანი შენნი სიხარულით იხარებდენ.

Verse: 10  Link to mcat Link to sept Link to armat   
დავითისთჳს, მონისა შენისა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ცხებულისაგან შენისა.

Verse: 11  Link to mcat Link to sept Link to armat   
ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა თჳსითა და არა ეცრუვოს მას, ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსუა იგი საყდართა შენთა.

Verse: 12  Link to mcat Link to sept Link to armat   
და-თუ-იმარხონ შვილთა შენთა შჯული ჩემი და წანებანი ჩემნი, რომელ ვასწავნე მათ, ნაშობნი მათნი დასხდენ უკუნითი უკუნისამდე საყდართა შენთა.

Verse: 13  Link to mcat Link to sept Link to armat   
რამეთუ სათნო-იყო უფალმან სიონი და გამოირჩია დამკჳდრებად იგი,

Verse: 14  Link to mcat Link to sept Link to armat   
ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნისამდე; ამას დავემკჳდრო, რამეთუ მთნავს ესე.

Verse: 15  Link to mcat Link to sept Link to armat   
ნადირნი მისნი კურთხევით ვაკურთხვნე და გლახაკნი მისნი განვაძღნე პურითა.

Verse: 16  Link to mcat Link to sept Link to armat   
მღდელნი მისნი შევმოსნე ცხორებითა, და წმიდანი მისნი სიხარულით იხარებდენ.

Verse: 17  Link to mcat Link to sept Link to armat   
მუნ აღმოუცენო რქაჲ დავითს და განუმზადო სანთელი ცხებულსა ჩემსა.

Verse: 18  Link to mcat Link to sept Link to armat   
მტერნი მისნი შევმოსნე სირცხჳლითა, ხოლო მის ზედა გამობრწყინდეს სიწმიდე ჩემი.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Iberica: Psalterium et Odae.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.