TITUS
Biblia Iberica: Psalterium et Odae
Part No. 134
Previous part

Chapter: 134 
Verse: 1  Link to mcat Link to sept Link to armat   აქებდით სახელსა უფლისასა, აქებდით მონანი უფლისანი უფალსა,

Verse: 2  Link to mcat Link to sept Link to armat   
რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა.

Verse: 3  Link to mcat Link to sept Link to armat   
აქებდით უფალსა, რამეთუ სახიერ არს უფალი, უგალობდით სახელსა მისსა, რამეთუ კეთილ;

Verse: 4  Link to mcat Link to sept Link to armat   
რამეთუ იაკობი თჳსად გამოირჩია უფალმან და ისრაელი - საბრძანებელად თჳსა.

Verse: 5  Link to mcat Link to sept Link to armat   
მე გულისხმა-ვყავ, რამეთუ დიდ არს უფალი და ღმერთი ჩუენი ყოველთა უდიდჱს კერპთა;

Verse: 6  Link to mcat Link to sept Link to armat   
ყოველივე, რაჲცა უნდა უფალსა, და ქმნა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ზღუათა და ყოველთა უფსკრულთა;

Verse: 7  Link to mcat Link to sept Link to armat   
აღმოიყვანნის ღრუბელნი კიდით ქუეყანისაჲთ და ელვანი წჳმად გარდააქცინის, რომელმან გამოიყვანნის ქარნი საუნჯეთაგან თჳსთა;

Verse: 8  Link to mcat Link to sept Link to armat   
რომელმან დასცნა პირმშონი ეგჳპტისანი კაცითგან მიპირუტყუადმდე;

Verse: 9  Link to mcat Link to sept Link to armat   
გამოავლინნის სასწაულნი მისნი და ნიშნი მისნი შორის შენსა, ეგჳპტე, ფარაოჲს ზედა და ყოველთა მონათა მისთა;

Verse: 10  Link to mcat Link to sept Link to armat   
რომელმან დასცა თესლები მრავალი და მოწყჳდნა მეფენი ძლიერნი,

Verse: 11  Link to mcat Link to sept Link to armat   
სეონ, მეფჱ ამორეველთაჲ, ოგ, მეფჱ ბასანისაჲ და ყოველნი მეფენი ქანანელთანი;

Verse: 12  Link to mcat Link to sept Link to armat   
მისცა ქუეყანაჲ მათი სამკჳდრებელად, სამკჳდრებელად ისრაელსა, მონასა თჳსსა.

Verse: 13  Link to mcat Link to sept Link to armat   
უფალო, სახელი შენი უკუნისამდე, უფალო, საჴსენებელი შენი თესლითი თესლადმდე.

Verse: 14  Link to mcat Link to sept Link to armat   
რამეთუ განიკითხოს უფალმან ერი თჳსი და მონათა თჳსთა ნუგეშინის-სცეს.

Verse: 15  Link to mcat Link to sept Link to armat   
კერპნი წარმართთანი ოქროჲსანი და ვეცხლისანი, ქმნულნი ჴელთა კაცთანი;

Verse: 16  Link to mcat Link to sept Link to armat   
პირ ადგს და არა იტყჳან, თუალ ასხენ და არა ჰხედვენ,

Verse: 17  Link to mcat Link to sept Link to armat   
ყურ ასხენ და არა ესმის, რამეთუ არა არს სულ პირსა მათსა.

Verse: 18  Link to mcat Link to sept Link to armat   
ემსგავსნედ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვიდენ მათ.

Verse: 19  Link to mcat Link to sept Link to armat   
სახლი ისრაელისაჲ აკურთხევდინ უფალსა, სახლი აჰრონისი აკურთხევდინ უფალსა,

Verse: 20  Link to mcat Link to sept Link to armat   
სახლი ლევისი აკურთხევდინ უფალსა, მოშიშნი უფლისანი აკურთხევდით უფალსა.

Verse: 21  Link to mcat Link to sept Link to armat   
კურთხეულ არს უფალი სიონით გამო, რომელი დამკჳდრებულ არს იერუსალემს.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Iberica: Psalterium et Odae.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.