TITUS
Biblia Iberica: Psalterium et Odae
Part No. 79
Previous part

Chapter: 79 
Verse: 2  Link to mcat Link to sept Link to armat   რომელი ჰმწყსი ისრაელსა, მოიხილე, რომელი უძღჳ ვითარცა ცხოვარსა იოსებსა, რომელი ჰზი ზედა ქერობინთა, განცხადენ

Verse: 3  Link to mcat Link to sept Link to armat   
წინაშე ეფრემ, ბენიამენისსა და მანასესსა აღადგინე ძალი შენი და მოვედ ცხორებად ჩუენდა.

Verse: 4  Link to mcat Link to sept Link to armat   
ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ, გამოაჩინე პირი შენი ჩუენ ზედა, და ვცხონდეთ.

Verse: 5  Link to mcat Link to sept Link to armat   
უფალო ღმერთო ძალთაო, ვიდრემდის განჰრისხნე ლოცვასა ზედა მონისა შენისასა?

Verse: 6  Link to mcat Link to sept Link to armat   
მაჭამებ ჩუენ პურსა ცრემლით და მასუამ ჩუენ ცრემლთა საწყაულითა;

Verse: 7  Link to mcat Link to sept Link to armat   
მყვენ ჩუენ საყუედრელ გარემოთა ჩუენთა, და მტერნი ჩუენნი მეკიცხევდეს ჩუენ.

Verse: 8  Link to mcat Link to sept Link to armat   
უფალო ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ, გამოაჩინე პირი შენი ჩუენ ზედა, და ვცხონდეთ.

Verse: 9  Link to mcat Link to sept Link to armat   
ვენაჴი ეგჳპტით სცვალე, განასხენ წარმართნი და დაასხ იგი.

Verse: 10  Link to mcat Link to sept Link to armat   
წარუძეღუ მას, დაამტკიცენ ძირნი მისნი, და აღავსო ქუეყანაჲ.

Verse: 11  Link to mcat Link to sept Link to armat   
დაფარნა მთანი გრილმან მისმან და ბაბილოთა მისთა - ნაძუნი ღმრთისანი.

Verse: 12  Link to mcat Link to sept Link to armat   
მისწუადნა რქანი მისნი ზღუამდე და მდინარემდე - მწუერვალნი მისნი.

Verse: 13  Link to mcat Link to sept Link to armat   
აწ რად მოჰჴადე ზღუდე მისი, და მოჰყურძნიან მას ყოველნი თანა-წარმავალნი გზისანი?

Verse: 14  Link to mcat Link to sept Link to armat   
განრყუნა ეშუმან მაღნარისამან, და ბრანგუმან მძუინვარემან მოძოა იგი.

Verse: 15  Link to mcat Link to sept Link to armat   
ღმერთო ძალთაო, მოიქეც აწ, გარდამოიხილე ზეცით და იგულე, მოხედე ვენაჴსა ამას.

Verse: 16  Link to mcat Link to sept Link to armat   
დაამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯუენემან შენმან, ძესა ზედა კაცისასა, რომელ განაძლიერე შენდად.

Verse: 17  Link to mcat Link to sept Link to armat   
მომწუარი ცეცხლითა და მოოჴრებული რისხვითა პირისა შენისაჲთა წარწყმდეს.

Verse: 18  Link to mcat Link to sept Link to armat   
იყავნ ჴელი შენი კაცსა ზედა და მარჯუენე შენი ძესა ზედა კაცისასა, რომელ განაძლიერე შენდად.

Verse: 19  Link to mcat Link to sept Link to armat   
არა განგეშორენით ჩუენ შენგან, არამედ შენ მაცხოვნენ ჩუენ, და სახელსა შენსა, უფალო, ვხადით.

Verse: 20  Link to mcat Link to sept Link to armat   
უფალო ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ, გამოაჩინე პირი შენი ჩუენ ზედა, და ვცხონდე[თ].


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Iberica: Psalterium et Odae.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.