TITUS
Biblia Iberica: Psalterium et Odae
Part No. 90
Previous part

Chapter: 90 
Verse: 1  Link to mcat Link to sept Link to armat   რომელი დამკჳდრებიულ არს შეწევნასა მაღლისასა, საფარველსა ღმრთისასა ზეცას განისუენოს.

Verse: 2  Link to mcat Link to sept Link to armat   
ჰრქუას უფალსა: ჴელის ამპყრობელი ჩემი ხარი შენ, შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.

Verse: 3  Link to mcat Link to sept Link to armat   
რამეთუ მან მიჴსნა მე საბრჴისა მისგან მონადირეთაჲსა და სიტყჳსა მის[გან] განსაკრთომელისა.

Verse: 4  Link to mcat Link to sept Link to armat   
ბეჭთ-საშუალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; ვითარცა საჭურველი, გარე-მოგადგეს შენ ჭეშმარიტებაჲ მისი.

Verse: 5  Link to mcat Link to sept Link to armat   
არა გეშინოდის შენ შიშისაგან ღამისა, არცა ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი;

Verse: 6  Link to mcat Link to sept Link to armat   
ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა, შემთხუევისაგან ეშმაკისა შუა დღესა.

Verse: 7  Link to mcat Link to sept Link to armat   
დაეცნენ მარცხენით შენსა ათასნი და ბევრნი - მარჯუენით შენსა, და შენ არა მოგეახლნენ.

Verse: 8  Link to mcat Link to sept Link to armat   
ხოლო შენ თუალითა შენითა ხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთაჲ იხილო.

Verse: 9  Link to mcat Link to sept Link to armat   
რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასოჲ ჩემი; მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად ჩემდა.

Verse: 10  Link to mcat Link to sept Link to armat   
არა შევიდეს შენდა ძჳრი, და გუემაჲ არა მიეახლოს საყოფელთა შენთა.

Verse: 11  Link to mcat Link to sept Link to armat   
რამეთუ ანგელოზთა მისთა უბრძანებიეს დაცვად შენთჳს ყოველთა გზათა შენთა.

Verse: 12  Link to mcat Link to sept Link to armat   
მკლავითა მათითა აღგიპყრან შენ, რაჲთა არა წასცე ქვასა ფერჴი შენი,

Verse: 13  Link to mcat Link to sept Link to armat   
ასპიტსა და იქედნესა ზედა ხჳდოდი შენ, დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი.

Verse: 14  Link to mcat Link to sept Link to armat   
რამეთუ მე მესავს, ვიჴსნა იგი და მფარველ ვეყო მას, რამეთუ მან იცნა სახელი ჩემი,

Verse: 15  Link to mcat Link to sept Link to armat   
ჴმა-ყოს ჩემდამო, მე ვისმინო მისი, მის თანა ვიყო ჭირსა.

Verse: 16  Link to mcat Link to sept Link to armat   
ვიჴსნა და ვადიდო იგი დღეგრძელებით, განვაძღო და უჩუენო მას მაცხოვარებაჲ ჩემი.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Iberica: Psalterium et Odae.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.