TITUS
Author: Rust.
Šota Rustaveli
Text: Vepx.
Vepxisṭq̇aosani
The Old Georgian Poem
on The Knight in The Panther's Skin
On the basis of the editions by
Aḳaḳi Šaniʒe (S),
Tbilisi 1975
and
A. Baramiʒe / Ḳ. Ḳeḳeliʒe / A. Šaniʒe (K),
Tbilisi 1957
edited by Jost Gippert and Vaxṭang Imnaišvili,
Frankfurt a/M, 31.1.1996;
TITUS version by Jost Gippert,
Frankfurt a/M, 5.11.1997 / 13.10.1998 / 1.9.1999
Chapter: 1
დასაწყისი
Strophe: S1/K1
Verse: a
რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
Verse: b
ზეგარდმოთ არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,
Verse: c
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი^ ფერითა,
Verse: d
და მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.
Strophe: S2/K2
Verse: a
ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა,
Verse: b
შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა,
Verse: c
მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა,
Verse: d
და ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა.
Strophe: S3/K3
Verse: a
ვის ჰშვენის, - ლომსა, - ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,
Verse: b
- მეფისა მზის @თამარისა, ღაწვ-ბადახშ, თმა-გიშერისა, -
Verse: c
მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შე-, რისა,
Verse: d
და მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ, მი-, შერისა.
Strophe: S4/K4
Verse: a
@თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ-დათხეული,
Verse: b
ვთქვენი ქებანი ვისნი მე არ-ავად გამორჩეული.
Verse: c
მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული,
Verse: d
და ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული.
Strophe: S5/K5
Verse: a
მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა,
Verse: b
ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა,
Verse: c
ბროლ-ბადახშისა თლილისა, მის მიჯრით მიწყობილისა.
Verse: d
და გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა.
Strophe: S6/K6
Verse: a
აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება, -
Verse: b
ძალი მომეც და შეწევნა შენგნით მაქვს, მივსცე გონება;
Verse: c
მით შევეწივნეთ @ტარიელს, ტურფადცა უნდა ხსენება,
Verse: d
და მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება.
Strophe: S7/K7
Verse: a
მო, დავსხდეთ, @ტარიელისთვის ცრემლი გვდის შეუშრობილი;
Verse: b
მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი!
Verse: c
დავჯე, @რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულს ლახვარ-სობილი,
Verse: d
და აქამდის ამბვად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი.
Strophe: S8/K8
Verse: a
მე, @რუსთველი ხელობითა, ვიქმ საქმესა ამა დარი:
Verse: b
ვის ჰმორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი;
Verse: c
დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი,
Verse: d
და ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი.
Strophe: S9/K9
Verse: a
ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები,
Verse: b
ვით მარგალიტი ობოლი, ხელით-ხელ საგოგმანები,
Verse: c
ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები,
Verse: d
და ჩემმან ხელ-მქმნელმან დამმართოს^ ლაღმან და ლამაზმან ნები.
Strophe: S10/K10
Verse: a
თვალთა, მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა;
Verse: b
აჰა, გული გამიჯნურდა, მიჰხვდომია ველთა რბენა!
Verse: c
მიაჯეთ ვინ, ხორცთა დაწვა კმარის, მისცეს სულთა ლხენა.
Verse: d
და სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ვლენა.
Strophe: S11/K11
Verse: a
რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს:
Verse: b
მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს;
Verse: c
კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს,
Verse: d
და არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვასა უწუნობდეს.
Strophe: S12/K12
Verse: a
შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,
Verse: b
- საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი,
Verse: c
კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი;
Verse: d
და გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.
Strophe: S13/K13
Verse: a
ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა,
Verse: b
მობურთალსა - მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა,
Verse: c
მართ აგრევე მელექსესა - საუბართა ტკბილთა ფრქვევა.
Verse: d
და რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა,
Strophe: S14/K14
Verse: a
მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა,
Verse: b
რა ვეღარ მიჰხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა,
Verse: c
არ შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყვა-მცირობა,
Verse: d
და ხელ-მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა.
Strophe: S15/K15
Verse: a
მოშაირე არა ჰქვიან, თუ ვინმე თქვას ერთი, ორი;
Verse: b
თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი;
Verse: c
განაღა თქვას ერთი, ორი, უმსგავსო და შორი-შორი,
Verse: d
და მაგრა იტყვის: " ჩემი სჯობსო", უცილობლობს ვითა ჯორი.
Strophe: S16/K16
Verse: a
მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა,
Verse: b
არ ძალ-უც სრულ-ქმნა სიტყვათა, გულისა გასაგმირეთა,
Verse: c
ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა:
Verse: d
და დიდსა ვერ მოჰკლვენ, ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა.
Strophe: S17/K17
Verse: a
მესამე ლექსი კარგი არს სანადიმოდ, სამღერელად,
Verse: b
სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად;
Verse: c
ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად.
Verse: d
და მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად.
Strophe: S18/K18
Verse: a
ხამს, მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს,
Verse: b
ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს,
Verse: c
ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს, მას აქებდეს, მას ამკობდეს,
Verse: d
და მისგან კიდე ნურა უნდა, მისთვის ენა მუსიკობდეს.
Strophe: S19/K19
Verse: a
ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია;
Verse: b
ესე მიჩს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია!
Verse: c
იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია;
Verse: d
და მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია.
Strophe: S20/K20
Verse: a
ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა,
Verse: b
ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა;
Verse: c
იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;
Verse: d
და ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.
Strophe: S21/K21
Verse: a
მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან,
Verse: b
ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან;
Verse: c
ვთქვნე ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ჰხვდებიან;
Verse: d
და მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდენ არ სიძვენ, შორით ბნდებიან.
Strophe: S22/K22
Verse: a
მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა,
Verse: b
მით რომე შმაგობს მისისა ვერ-მიხვდომისა წყენითა;
Verse: c
ზოგთა აქვს საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა,
Verse: d
და კვლა ზოგთა ქვე უც ბუნება კეკლუცთა ზედა ფრფენითა.
Strophe: S23/K23
Verse: a
მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს მართ ვითა მზეობა,
Verse: b
სიბრძნე, სიუხვე, სიმდიდრე, სიყმე და მოცალეობა,
Verse: c
ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა.
Verse: d
და ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.
Strophe: S24/K24
Verse: a
მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;
Verse: b
მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი:
Verse: c
იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი,
Verse: d
და ნუვინ გაჰრევთ ერთმანერთსა, გესმას^ ჩემი ნაუბარი!
Strophe: S25/K25
Verse: a
ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში,
Verse: b
რა მოჰშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში,
Verse: c
გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიჰხვდეს, თუნდა ქუში;
Verse: d
და მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაში-მტლუში.
Strophe: K26
Verse: a
მას ცოცხალი ნუ ელევის, რაცა პირველ შეუყვარდეს,
Verse: b
ნუცა ლხინსა აუზვავდეს, ნუცა ჭირსა შეუზარდეს:
Verse: c
მისთვის დათმოს ყველაკაი, მისთვის ველთა გამოვარდეს,
Verse: d
და ნურა გაჰვა, სოფელიცა მისი კერძი გარდაქარდეს
Strophe: S26/K27
Verse: a
ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა:
Verse: b
დღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა;
Verse: c
ესე მღერასა ბედითსა ჰგავს, ვაჟთა ყმაწვილობასა.
Verse: d
და კარგი მიჯნური იგია, ვინ იქმს სოფლისა თმობასა.
Strophe: S27/K28
Verse: a
არს პირველი მიჯნურობა არ-დაჩენა ჭირთა, მალვა,
Verse: b
თავის-წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა,
Verse: c
შორით ბნედა, შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით ალვა,
Verse: d
და დათმოს^ წყრომა მოყვრისაგან, მისი ჰქონდეს შიში, კრძალვა.
Strophe: S28/K29
Verse: a
ხამს, თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს,
Verse: b
არ ბედითად "ჰაჲ-ჰაჲ"-ს ზმიდეს, მოყვარესა აყივნებდეს,
Verse: c
არსით აჩნდეს მიჯნურობა, არასადა იფერებდეს,
Verse: d
და მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს.
Strophe: S29/K30
Verse: a
მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გაამჩივნოს?
Verse: b
ამის მეტი რამცა ირგო: მას ავნოს და თვითცა ივნოს.
Verse: c
რათამე-ღა ასახელოს, რა სიტყვითა მოაყივნოს?
Verse: d
და რა ჰგავა^, თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკივნოს^!
Strophe: S30/K31
Verse: a
მიკვირს, კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა:
Verse: b
ვინცა უყვარს, რად აყივნებს მისთვის მკვდარი მისთვის წყლულსა?
Verse: c
თუ არ უყვარს, რად არა სძულს? რად აყივნებს, რაც არ სძულსა?!
Verse: d
და ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.
Strophe: S31/K32
Verse: a
თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს, ტირილსა ემართლების;
Verse: b
სიარული, მარტოობა ჰშვენის, გაჭრად დაეთვლების; .
Verse: c
იგონებდეს, მისგან კიდე ნურად ოდეს მოეცლების,
Verse: d
და არ დააჩნდეს მიჯნურობა, სჯობს, თუ კაცთა ეახლების.
Chapter: 2
ამბავი @როსტევან არაბთა მეფისა
Strophe: S32/K33
Verse: a
იყო @არაბეთს @როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,
Verse: b
მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი,
Verse: c
მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი,
Verse: d
და თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.
Strophe: S33/K34
Verse: a
სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო^ ასული,
Verse: b
სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული;
Verse: c
მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული,
Verse: d
და ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული.
Strophe: S34/K35
Verse: a
მისი სახელი - თინათინ, არს ესე საცოდნარია!
Verse: b
რა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია.
Verse: c
მეფემან იხმნა^ ვაზირნი, თვით ზის ლაღი და წყნარია,
Verse: d
და გვერდსა დაისხნა, დაუწყო მათ ამო საუბნარია.
Strophe: S35/K356
Verse: a
უბრძანა: "გკითხავ საქმესა, ერთგან სასაუბნაროსა:
Verse: b
რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,
Verse: c
იგი წახდების, სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა;
Verse: d
და მზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვსჭვრეტთ ღამესა ჩვენ უმთვაროსა^.
Strophe: S36/K37
Verse: a
მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია,
Verse: b
დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია;
Verse: c
რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?!
Verse: d
და ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია."
Strophe: S37/K38
Verse: a
ვაზირთა ჰკადრეს: "მეფეო, რად ჰბრძანეთ თქვენი ბერობა?
Verse: b
ვარდი თუ გახმეს, ეგრეცა გვმართებს მისივე ჯერობა:
Verse: c
მისივე ჰმეტობს ყოველსა სული და ტურფა ფერობა.
Verse: d
და მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან ვითამცა ჰკადრა მტერობა?!
Strophe: S38/K39
Verse: a
"მაგას ნუ ჰბრძანებთ, მეფეო, ჯერთ ვარდი არ დაგჭნობია,
Verse: b
თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია;
Verse: c
ხმდა განაღამცა საქმნელად, რაცა თქვენ გულსა გლმობია:
Verse: d
და სჯობს და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფლობია.
Strophe: S39/K40
Verse: a
თუცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია;
Verse: b
არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია;
Verse: c
შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია.
Verse: d
და ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია".
Strophe: S40/K41
Verse: a
@ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირ-სპასალარისა,
Verse: b
საროსა მჯობი ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა,
Verse: c
ჯერთ უწვერული, სადარო ბროლ-მინა საცნობარისა;
Verse: d
და მას თინათინის შვენება ჰკლვიდის წამწამთა ჯარისა.
Strophe: S41/K42
Verse: a
გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად; .
Verse: b
რა მოჰშორდის, ვერ-მჭვრეტელმან ვარდი შექმნის ფერ-ნაკლულად;
Verse: c
ნახის, ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდის უფრო წყლულად.
Verse: d
და საბრალოა სიყვარული, კაცსა შეიქმს გულ-მოკლულად!
Strophe: S42/K43
Verse: a
რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა,
Verse: b
@ავთანდილს მიჰხვდა სიამე, ვსება სჭირს მის სოქ-ალისა;
Verse: c
თქვა: "ზედას-ზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისა,
Verse: d
და ნუთუ მით ვპოვო წამალი მე ჩემი, ფერ-გამქრქალისა!
Strophe: S43/K44
Verse: a
@არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან:
Verse: b
"თინათინ ჩემი ხელმწიფედ დავსვი მე, მისმან მშობელმან,
Verse: c
მან განანათლნეს ყოველნი, ვით მზემან მანათობელმან^.
Verse: d
და მოდით და ნახეთ ყოველმან, შემსხმელმან, შემამკობელმან!
Strophe: S44/K45
Verse: a
მოვიდეს სრულნი არაბნი, ჯარი განმრავლდა ხასისა:
Verse: b
@ავთანდილ პირ-მზე, სპასპეტი ლაშქრისა ბევრ-ათასისა,
Verse: c
ვაზირი @სოგრატ, მოახლე მეფისა დასთა დასისა;
Verse: d
და მათ რომე დადგეს საჯდომი, თქვეს: "უთქმელია ფასისა!"
Strophe: S45/K46
Verse: a
თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა,
Verse: b
დასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ხელითა,
Verse: c
მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა.
Verse: d
და ქალი მზეებრ სჭვრეტს ყოველთა ცნობითა ბრძნად მხედველითა.
Strophe: S46/K47
Verse: a
უკუდგეს და თაყვანის-სცეს მეფემან და მისთა სპათა,
Verse: b
დალოცეს და მეფედ დასვეს, ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა,
Verse: c
ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ხმათა.
Verse: d
და ქალი ტირს და ცრემლთა აფრქვევს, ჰხრის ყორნისა ბოლო-ფრთათა.
Strophe: S47/K48
Verse: a
მამისა ტახტსა საჯდომად^ თავი არ ეღირსებოდა,
Verse: b
ამად ტირს, ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა;
Verse: c
მეფე სწვრთის: "მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა,
Verse: d
და ამისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა".
Strophe: S48/K49
Verse: a
უბრძანა: "ნუ სტირ, ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი:
Verse: b
დღეს შენ ხარ მეფე @არაბეთს, ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი,
Verse: c
აქათგან ესე სამეფო შენია მართ მონდობილი.
Verse: d
და ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი!
Strophe: S49/K50
Verse: a
ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
Verse: b
დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების!
Verse: c
უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.
Verse: d
და უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.
Strophe: S50/K51
Verse: a
მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია;
Verse: b
უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია;
Verse: c
სმა-ჭამა - დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?!
Verse: d
და რასაცა გასცემ, შენია; რას^ არა, დაკარგულია!"
Strophe: S51/K52
Verse: a
ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა,
Verse: b
ყურსა უპყრობდა, ისმენდა, წვრთასა არ მოიწყინებდა;
Verse: c
მეფე სმასა და მღერასა იქმს, მეტად მოილხინებდა;
Verse: d
და თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა.
Strophe: S52/K53
Verse: a
მოიხმო მისი გამზრდელი, ერთგული, ნაერთგულევი,
Verse: b
უბრძანა: "ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი,
Verse: c
მომართვი ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი".
Verse: d
და მოართვეს, გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი.
Strophe: S53/K54
Verse: a
მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა,
Verse: b
რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა.
Verse: c
მერმე ბრძანა: "ვიქმ საქმესა, მამისაგან სწავლებულსა,
Verse: d
და ჩემსა ნუვინ ნუ დაჰმალავთ საჭურჭლესა დადებულსა".
Strophe: S54/K55
Verse: a
უბრძანა: "წადით, გახსენით, რაცა სად საჭურჭლენია!
Verse: b
ამილახორო, მოასხი რემა, ჯოგი და ცხენია!"
Verse: c
მოიღეს.გასცა უზომო, სიუხვე არ მოსწყენია.
Verse: d
და ლარსა ჰხვეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია.
Strophe: S55/K56
Verse: a
ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა, ვითა ნათურქალსა,
Verse: b
მას ტაიჭსა არაბულსა, ქვე-ნაბამსა, ნასუქალსა;
Verse: c
რომე ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა, ზეცით ნაბუქალსა,
Verse: d
და არ დაარჩენს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა.
Strophe: S56/K57
Verse: a
დღე ერთ გარდახდა.პურობა, სმა-ჭამა იყო, ხილობა,
Verse: b
ნადიმად მსხდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა.
Verse: c
მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა.
Verse: d
და "ნეტარ, რა უმძიმს, რა სჭირსო?" - შექმნეს ამისი ცილობა.
Strophe: S57/K58
Verse: a
თავსა ზის პირ-მზე @ავთანდილ, მჭვრეტთაგან მოსანდომია,
Verse: b
სპათა სპასპეტი, ჩაუქი, ვითა ვეფხი და ლომია;
Verse: c
ვაზირი ბერი @სოგრატი თვით მას თანავე მჯდომია.
Verse: d
და თქვეს, თუ: "რა უმძიმს მეფესა, ანუ რად ფერი ჰკრთომია?"
Verse: e
Strophe: S58/K59
Verse: a
თქვეს, თუ: "მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა,
Verse: b
თვარა აქა სამძიმარი მათი ყოლა არა ქმნილა".
Verse: c
@ავთანდილ თქვა: "სოგრატ, ვჰკითხოთ, გვითხრას, რადმცა შეგვეცილა?
Verse: d
და ვჰკადროთ რამე სალაღობო, რასათვისმცა გაგვაწბილა?"
Strophe: S59/K60
Verse: a
ადგეს @სოგრატ და @ავთანდილ ტანითა მით კენარითა,
Verse: b
თვითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა,
Verse: c
წინა მიუსხდეს მუხლ-მოყრით, პირითა მოცინარითა.
Verse: d
და ვაზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბნარითა:
Strophe: S60/K61
Verse: a
"დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო.
Verse: b
მართალ ხარ: წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო,
Verse: c
ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ-ხშირიო;
Verse: d
და ყოლამცა მეფედ ნუ დასვი! თავსა რად უგდე ჭირიო?"
Strophe: S61/K62
Verse: a
რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოჰხედნა,
Verse: b
გაუკვირდა: ვით მკადრაო, ან სიტყვანი ვით გაბედნა?!
Verse: c
"კარგი ჰქმენო, - დაუმადლა, ბრძანებანი უიმედნა, -
Verse: d
და ჩემი ზრახვა სიძუნწისა, ტყუის, ვინცა დაიყბედნა.
Strophe: S62/K63
Verse: a
ეგე არ მიმძიმს, ვაზირო, ესეა, რომე მწყენია:
Verse: b
სიბერე მახლავს, დავლიენ სიყმაწვილისა დღენია,
Verse: c
კაცი არ არის, სითგანცა საბრძანებელი ჩვენია,
Verse: d
და რომე მას ჩემგან ესწავლნენ სამამაცონი ზნენია.
Strophe: S63/K64
Verse: a
ერთაი მიზის ასული, ნაზარდი სათუთობითა;
Verse: b
ღმერთმან არ მომცა ყმა-შვილი, - ვარ საწუთროსა თმობითა, -
Verse: c
ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კვლა ბურთაობითა^;
Verse: d
და ცოტასა შემწევს @ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა"
Strophe: S64/K65
Verse: a
ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა,
Verse: b
თავ-მოდრეკით გაიღიმნა, გაცინება დაუშვენდა,
Verse: c
თეთრთა კბილთათ ^ გამომკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა.
Verse: d
და მეფე ჰკითხავს: "რას იცინი, ანუ ჩემგან რას შეგრცხვენდა?'
Strophe: S65/K66
Verse: a
კვლა უბრძანა: "თავსა ჩემსა, რას იცინი, რად დამგმეო?"
Verse: b
ყმამან ჰკადრა: "მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო,
Verse: c
რაცა გკადრო, არ გეწყინოს, არ გაჰრისხდე, არ გასწყრეო,
Verse: d
და არ გამხადო კადნიერად, არ ამიკლო ამაზეო^."
Strophe: S66/K67
Verse: a
უბრძანა: "რადმცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა!"
Verse: b
ფიცა მზე თინათინისი, მის მზისა მოწუნარისა.
Verse: c
@ავთანდილ იტყვის: "დავიწყო კადრება საუბნარისა:
Verse: d
და ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა.
Strophe: S67/K68
Verse: a
მიწაცა თქვენი @ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია;
Verse: b
ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე სპანია;
Verse: c
მოასპარეზედ ვინ მგავსო? - ცუდნიღა უკუთქმანია.
Verse: d
და გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია!"
Strophe: S68/K69
Verse: a
-"მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა.
Verse: b
ბრძანე, ვისროლოთ, ნუ იქმო შედრეკილობა-კლებასა,
Verse: c
კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენ თანა ხლებასა,
Verse: d
და მერმე გამოჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა!"
Strophe: S69/K70
Verse: a
@ავთანდილცა დაჰმორჩილდა, საუბარი გარდასწყვიდეს,
Verse: b
იცინოდეს, ყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგად ზმიდეს,
Verse: c
ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიდეს:
Verse: d
და "ვინცა იყოს უარესი, თავ-შიშველი სამ დღე ვლიდეს!"
Strophe: S70/K71
Verse: a
კვლა ბრძანა: "მონა თორმეტი შევსხათ ჩვენ თანა მარებლად,
Verse: b
თორმეტი ჩემად ისრისა მომრთმევლად, მოსახმარებლად, -
Verse: c
ერთაი შენი @შერმადინ არს მათად დასადარებლად, -
Verse: d
და ნასროლ-ნაკრავსა სთვალვიდენ უტყუვრად, მიუმცდარებლად".
Strophe: S71/K72
Verse: a
მონადირეთა უბრძანა: "მინდორნი მოიარენით,
Verse: b
დასცევით ჯოგი ნადირთა^, თავნი ამისთვის არენით".
Verse: c
ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: "მოდით და მოიჯარენით".
Verse: d
და გაყარეს სმა და ნადიმი. მუნ ამოდ გავიხარენით.
Chapter: 3
@როსტევან მეფისაგან და @ავთანდილისაგან ნადირობა
Strophe: S72/K73
Verse: a
დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი,
Verse: b
ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბადახშოსანი,
Verse: c
პირ-ოქრო რიდე ეხვია, შვენოდა ქარქაშოსანი,
Verse: d
და მეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი.
Strophe: S73/K74
Verse: a
შეეკაზმა მეფე, შეჯდა, ნადირობას^ გამოვიდეს;
Verse: b
მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყად გარე შემოჰკრვიდეს;
Verse: c
ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს,
Verse: d
და ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს.
Strophe: S74/K75
Verse: a
უბრძანა^: მონა თორმეტი მოდით, ჩვენთანა ვლიდითა,
Verse: b
მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა,
Verse: c
ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა!'
Verse: d
და დაიწყო მოსლვა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა.
Strophe: S75/K76
Verse: a
მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ-მიუწვდომელი:
Verse: b
ირემი, თხა და კანჯარი ქურციკი მაღლად მხლტომელი.
Verse: c
მას პატრონ-ყმანი გაუხდეს, ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი!
Verse: d
და აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი!
Strophe: S76/K77
Verse: a
ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს,
Verse: b
მიჰხოცდეს და მიისროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს,
Verse: c
რა ისარი დაელივის, მონანი-ყე მოართმიდეს^.
Verse: d
და მხეცნი, მათგან დაკოდილნი, წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს.
Strophe: S77/K78
Verse: a
იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს,
Verse: b
დახოცეს და ამოწყვიდეს, ცათა ღმერთი შეარისხეს,
Verse: c
ველნი წითლად შეეღებნეს, ნადირთაგან სისხლი ისხეს.
Verse: d
და @ავთანდილის შემხედველთა: "ჰგავსო ალვას, ედემის ხეს".
Strophe: S78/K79
Verse: a
იგი მინდორი დალიეს, მართ მათგან განარბენია,
Verse: b
მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა კლდენია.
Verse: c
ნადირნი ტყესა შეესწრნეს, სადა ვერა რბის ცხენია.
Verse: d
და იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს, რაზომცა მხნენია.
Strophe: S79/K80
Verse: a
ერთმანერთსა, თუ: "მე გჯობო", სიცილით ეუბნებოდეს,
Verse: b
ამხანაგობდეს, ლაღობდეს, იქით და აქათ დგებოდეს.
Verse: c
მერმე მოვიდეს მონანი, რომელნი უკან ჰყვებოდეს,
Verse: d
და უბრძანა: "თქვითო მართალი, ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს^".
Strophe: S80/K81
Verse: a
მონათა ჰკადრეს: "მართალსა გკადრებთ და ნუ გემცთარებით;
Verse: b
მეფეო, ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისა დარებით,
Verse: c
აწვეცა დაგვხოც, ვერა ჰგავ, - ვერათ ვერ მოგეხმარებით, -
Verse: d
და ვისგან ნაკრავნი გვინახვან მხეცნი ვერ წაღმა წარებით.
Strophe: S81/K82
Verse: a
ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ასჯერ ოცია,
Verse: b
მაგრა @ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია:
Verse: c
არ დასცთომია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყოცია,
Verse: d
და თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი დაგვიხოცია".
Strophe: S82/K83
Verse: a
მეფესა ესე ამბავი უჩს, ვითა მღერა ნარდისა,
Verse: b
უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა,
Verse: c
აქვს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა,
Verse: d
და სიცილით ლაღობს, მიეცა გულით ამოსლვა დარდისა.
Strophe: S83/K84
Verse: a
იგი ორნივე საგრილად გარდახდეს ძირსა ხეთასა.
Verse: b
ლაშქართა შექმნეს მოდენა, მოდგეს უფროსნი ბზეთასა.
Verse: c
ახლოს უთქს მონა თორმეტი, უმხნესი სხვათა მხნეთასა.
Verse: d
და თამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ტყეთასა.
Chapter: 4
ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა
Strophe: S84/K85
Verse: a
ნახეს, უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა,
Verse: b
შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა,
Verse: c
ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა.
Verse: d
და ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა.
Strophe: S85/K86
Verse: a
მას ტანსა კაბა ემოსა, გარე-თმა ვეფხის ტყავისა,
Verse: b
ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა,
Verse: c
ხელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უსხოსი მკლავისა;
Verse: d
და ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა.
Strophe: S86/K87
Verse: a
წავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულ-მდუღარისად,
Verse: b
თავ-ჩამოგდებით მტირლისა^, არ ჭვრეტით მოლიზღარისად, -
Verse: c
მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარი სად, -
Verse: d
და ახლოს მივიდა, მოსცალდა სიტყვისა თქმად აღარისად.
Strophe: S87/K88
Verse: a
ვერა ჰკადრა საუბარი, მონა მეტად შეუზარდა,
Verse: b
დიდხანს უჭვრეტს გაკვირვებით, თუცა გული უმაგარდა;
Verse: c
მოახსენა: "გიბრძანებსო", ახლოს მიდგა, დაუწყნარდა.
Verse: d
და იგი ტირს და არა ესმის მისგან, გაუუმეცარდა.
Strophe: S88/K89
Verse: a
მის მონისა არა ესმა სიტყვა, არცა ნაუბარი,
Verse: b
მათ ლაშქართა ზახილისა იყო ერთობ უგრძნობარი,
Verse: c
უცხოდ რამე ამოსკვნოდა^ გული ცეცხლთა ნადებარი,
Verse: d
და ცრემლსა სისხლი ერეოდა, გასდის, ვითა ნაგუბარი.
Strophe: S89/K90
Verse: a
სხვაგან ქნის მისი გონება, მისმან თავისა წონამან!
Verse: b
ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კვლა ჰკადრა მონამან.
Verse: c
არცა დააგდო ტირილი, არცა რა გაიგონა მან,
Verse: d
და არცა გახლიჩა ბაგეთათ^ თავი ვარდისა კონამან.
Strophe: S90/K91
Verse: a
რა პასუხი არა გასცა, მონა გარე შემობრუნდა,
Verse: b
@როსტანს ჰკადრა: "შემიტყვია, იმას თქვენი არა უნდა;
Verse: c
თვალნი მზეებრ გამირეტდეს, გული მეტად შემიძრწუნდა,
Verse: d
და ვერ ვასმინე საუბარი, მით დავყოვნე ხანი მუნ, და-".
Strophe: S91/K92
Verse: a
მეფე გაჰკვირდა, გა-ცა-წყრა, გული უც მისთვის მწყრომარე;
Verse: b
გაგზავნა მონა თორმეტი მისი წინაშე მდგომარე,
Verse: c
უბრძანა: "ხელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე,
Verse: d
და მიდით და აქა მომგვარეთ, ვინ არის იქი მჯდომარე".
Strophe: S92/K93
Verse: a
მონანი მიდგეს, მივიდეს, გახდა აბჯრისა ჩხარია;
Verse: b
მაშინღა შეკრთა იგი ყმა, ტირს მეტად გულ-მდუღარია,
Verse: c
თვალნი მოარნა ყოველგან^, ნახა ლაშქართა ჯარია,
Verse: d
და ერთხელ ესე თქვა: "ვაჲ მეო", სხვად არას მოუბარია^.
Strophe: S93/K94
Verse: a
თვალთა ხელი უკუივლო, ცრემლნი ცხელნი მოიწურნა,
Verse: b
ხრმალ-კაპარჭი მოიმაგრა, მკლავნი გაიმამაცურნა,
Verse: c
ცხენსა შეჯდა, - მონათამცა საუბარნი რად იყურნა!-
Verse: d
და სხვასა მხარსა გაემართა, მათი ჭირი არ განკურნა.
Strophe: S94/K95
Verse: a
მონათა ხელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად.
Verse: b
მან, გლახ, იგინი^ დახადნა მტერთაცა საწყალობელად:
Verse: c
ჰკრა ერთმანერთსა, დახოცნა თავსა ხელ-აუპყრობელად,
Verse: d
და ზოგსა გადაჰკრის მათრახი ქვე მკრდამდის გასაპობელად.
Strophe: S95/K96
Verse: a
მეფე გაწყრა, გაგულისდა, ლაშქარნიცა შეუზახნა;
Verse: b
მან მდევართა მიწევნამდის არ უჭვრიტნა, არცა ნახნა,
Verse: c
რაზომნიცა მიეწივნეს, ყოვლნი მკვდართა დაასახნა,
Verse: d
და კაცი კაცსა შემოსტყორცა, @როსტან ამად ივაგლახნა.
Strophe: S96/K97
Verse: a
შესხდეს მეფე და @ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად.
Verse: b
იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად,
Verse: c
ტაიჭი მიუქს მერანსა, მიეფინების მზე ველად,
Verse: d
და შეიგნა მისლვა მეფისა მისად უკანა მდეველად.
Strophe: S97/K98
Verse: a
რა ცნა, მეფე მოვიდაო, ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა.
Verse: b
მასვე წამსა დაიკარგა, არ უნახავს თვალსა ჩვენსა,
Verse: c
ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა ანუ ზეცად ანაფრენსა;
Verse: d
და ეძებდეს და ვერ ჰპოვებდეს კვალსა მისგან წანარბენსა.
Strophe: S98/K99
Verse: a
კვალი ძებნეს და უკვირდა ვერ-პოვნა ნაკვალევისა,
Verse: b
აგრე კვალ-წმიდად წარხდომა კაცისა, ვითა დევისა;
Verse: c
ლაშქარნი მკვდართა სტიროდეს, სწრაფა აქვს წყლულთა ხვევისა.
Verse: d
და მეფემან ბრძანა: "ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა".
Strophe: S99/K100
Verse: a
ბრძანა: "ღმერთსა მოეწყინა აქანამდის^ ჩემი შვება,
Verse: b
ამად მიყო სიმწარითა სიამისა დანავღლება,
Verse: c
სიკვდილამდის დამაწყლულა, ვერვის ძალ-უც განკურნება.
Verse: d
და მასვე მადლი! ესე იყო წადილი და მისი ნება".
Strophe: S100/K101
Verse: a
ესე თქვა და შემობრუნდა, დაღრეჯილი წამოვიდა,
Verse: b
არცა ჰკრაღა ასპარეზსა, ვამი ვამსა მოურთვიდა;
Verse: c
ყველაკაი მოიშალა, სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა;
Verse: d
და ზოგთა თქვეს, თუ: "მართალია", ზოგი: "ღმერთო!", უზრახვიდა.
Strophe: S101/K102
Verse: a
მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი, დაღრეჯილი;
Verse: b
მისგან კიდე არვინ შეჰყვა, @ავთანდილ უჩს ვითა შვილი.
Verse: c
ყველაკაი გაიყარა, ჯალაბი ჩანს არ-დაჯრილი.
Verse: d
და გაბედითდა სიხარული, ჩაღანა და ჩანგი ტკბილი.
Strophe: S102/K103
Verse: a
@თინათინს ესმა მამისა ეგეთი დაღრეჯილობა,
Verse: b
ადგა და კარსა მივიდა, -ჰქონდა მზისაცა ცილობა, -
Verse: c
მოლარე იხმო^, უბრძანა: "ძილია თუ ღვიძილობა^?"
Verse: d
და მან მოახსენა: "დაღრეჯით ზის, სჭირსო ფერ-შეცვლილობა.
Strophe: S103/K104
Verse: a
ერთაი ახლავს @ავთანდილ, წინაშე უზის სკამითა;
Verse: b
უცხო ყმა ვინმე უნახავს, ასრე დაღრეჯით ამით-ა,
Verse: c
@თინათინ ბრძანა: "აწ წავალ, შესლვა არ ჩემგან ჟამითა
Verse: d
და მიკითხოს, ჰკადრე: იყო-თქო აქა ერთითა წამითა".
Strophe: S104/K105
Verse: a
ხანი გამოხდა, იკითხა: "ნეტარ, რასა იქმს ქალიო,
Verse: b
ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო?"
Verse: c
მოლარე ჰკადრებს: "მოვიდა აწყაღა ფერ-ნამკრთალიო,
Verse: d
და დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო'.
Strophe: S105/K106
Verse: a
უბრძანა, თუ: "წადი, უხმე! უმისობა ვით გავსძლეო?
Verse: b
მოახსენე: "რად დაჰბრუნდი შენ, მამისა სიცოცხლეო?
Verse: c
მოდი, ჭმუნვა გამიქარვე, გულსა წყლულსა მეწამლეო,
Verse: d
და გითხრა ჩემი სამიზეზო, მე თუ ლხინთა რად დავლეო".
Strophe: S106/K107
Verse: a
@თინათინ ადგა, მივიდა, მიჰყვა მამისა ნებასა,
Verse: b
უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა.
Verse: c
მამამან გვერდსა დაისვა, აკოცა ნება-ნებასა,
Verse: d
და უბრძანა: "მახლავ რად არა, რად მელი მოყვანებასა?"
Strophe: S107/K108
Verse: a
ქალმან ჰკადრა: "ხელმწიფეო, დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს,
Verse: b
ვინმცა გნახა კადნიერად, რაზომ გინდა ამაყობდეს!
Verse: c
თქვენნი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს!
Verse: d
და კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს".
Strophe: S108/K109
Verse: a
უბრძანა: "შვილო, რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია,
Verse: b
შენი ჭვრეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია,
Verse: c
მომქარვებელი სევდისა, მართ ვითა მუფარახია.
Verse: d
და ვეჭვ, რა სცნა, შენცა მამართლო, ჩემი სულთქვმა და ახია.
Strophe: S109/K110
Verse: a
"უცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე,
Verse: b
მისმან შუქმან გაანათლა სამყარო და ხმელთა კიდე.
Verse: c
რა უმძიმდა, არ ვიცოდი, ან ტიროდა ვისთვის კიდე;
Verse: d
და ჩემად ნახვად არ მოვიდა, გავგულისდი, წავეკიდე.
Strophe: S110/K111
Verse: a
"მე რა მნახა, ცხენსა შეჯდა, თვალთა ცრემლნი მოიხოცნა.
Verse: b
შესაპყრობლად შევუზახენ, სპანი სრულად დამიხოცნა,
Verse: c
ვითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნა,
Verse: d
და ჯერთცა ესე არა ვიცი, ცხადი იყო, თუ მეოცნა.
Strophe: S111/K112
Verse: a
"აწ ესე მიკვირს, რა იყო, ანუ რა ვნახე და რული!
Verse: b
მან დამიხოცა ლაშქარი, სისხლი ადინა^ ღვარული.
Verse: c
კაცთა^ ხორცისად ვით ითქმის ისრე თვალთაგან ფარული?!
Verse: d
და უცილოდ ღმერთსა მოვსძულდი აქამდის მე მხიარული.
Strophe: S112/K113
Verse: a
ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს,
Verse: b
დამავიწყდეს^, რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს.
Verse: c
ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარავინ მინეტარნეს,
Verse: d
და სადამდისცა დღენი მესხნენ, ვეღარამან გამახარნეს!"
Strophe: S113/K114
Verse: a
ქალმან ჰკადრა: "მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა:
Verse: b
ჰე მეფეო! რად ემდურვი ანუ ღმერთსა, ანუ ბედსა?
Verse: c
რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა?
Verse: d
და ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა!
Strophe: S114/K115
Verse: a
მე ამას ვარჩევ: მეფე ხარ, მეფეთა ზედა მფლობელი,
Verse: b
შორს არის თქვენი საზღვარი, ბრძანება-მიუთხრობელი.
Verse: c
გაგზავნე კაცი ყოველგან^ მისთა ამბავთა მცნობელი,
Verse: d
და ადრე სცნობ, არის იგი ყმა შობილი თუ უშობელი".
Strophe: S115/K116
Verse: a
მოასხნეს კაცნი, გაგზავნეს ოთხთავე ცისა კიდეთა,
Verse: b
უბრძანეს: "წადით, პატიჟთა თავიმცა რად დაჰრიდეთა?
Verse: c
მონახეთ, ძებნეთ იგი ყმა, სხვად ნურად მოიცლიდეთა,
Verse: d
და მისწერეთ წიგნი, სადაცა ვერ მისწვდეთ, ვერ მიხვიდეთა".
Strophe: S116/K116
Verse: a
კაცნი წავიდეს, იარეს მართ ერთი წელიწადია,
Verse: b
მონახეს, ძებნეს იგი ყმა, იკითხეს კვლა და კვლა დია,
Verse: c
ვერცა თუ ნახეს ნახული ღმრთისაგან დანაბადია,
Verse: d
და ცუდად მაშვრალნი მოვიდეს, მათსავე გულსა ზადია.
Strophe: S117/K118
Verse: a
მონათა ჰკადრეს: "მეფეო, ჩვენ ხმელნი მოვიარენით,
Verse: b
მაგრა ვერ ვპოვეთ იგი ყმა, მით ვერა გავიხარენით,
Verse: c
მისსა მნახავსა სულ-დგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით,
Verse: d
და ჩვენ ვერას გარგებთ, საქმენი სხვანი რამ^ მოიგვარენით".
Strophe: S118/K119
Verse: a
მეფე ბრძანებს: "მართალ იყო ასული და ჩემი ძეო,
Verse: b
ვნახე რამე ეშმაკისა სიცუდე და სიბილწეო,
Verse: c
ჩემად მტერად წამოსრული, გარდმოჭრილი ზეცით ზეო.
Verse: d
და გამიშვია შეჭირვება, არა მგამა ყოლა მეო".
Strophe: S119/K120
Verse: a
ესე თქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა.
Verse: b
მგოსანი და მოშაითი უხმეს, პოვეს რაცა სადა.
Verse: c
დია გასცა საბოძვარი, ყველა დარბაზს შემოხადა.
Verse: d
და მისი მსგავსი სიუხვითა ღმერთმან სხვამცა რა დაჰბადა!
Chapter: 5
@თინათინისაგან @ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად
Strophe: S120/K121
Verse: a
@ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მართ პერანგი,
Verse: b
იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი.
Verse: c
შემოვიდა მას წინაშე @თინათინის მონა ზანგი,
Verse: d
და მოახსენა: "გიბრძანებსო ტანი ალვა, პირი მანგი".
Strophe: S121/K122
Verse: a
@ავთანდილს მიჰხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა,
Verse: b
ადგა და კაბა ჩაიცვა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა;
Verse: c
უხარის ნახვა ვარდისა, არ ერთგან შეუყრელისა.
Verse: d
და ამოა ჭვრეტა ტურფისა, სიახლე საყვარელისა!
Strophe: S122/K123
Verse: a
@ავთანდილ ლაღი, უკადრი მივა, არვისგან ჰრცხვენოდა,
Verse: b
მას ნახავს, ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალჯერ სდენოდა;
Verse: c
იგი უებრო ქუშად ჯდა, ელვისა მსგავსად შვენოდა,
Verse: d
და მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა.
Strophe: S123/K124
Verse: a
გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი,
Verse: b
ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი,
Verse: c
ჰშვენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი,
Verse: d
და მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს გრძლად თმანი არ-უხშირონი.
Strophe: S124/K125
Verse: a
დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა,
Verse: b
@ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად, ცნობითა მშვიდითა.
Verse: c
მონამან სელნი დაუდგნა, დაჯდა კრძალვით და რიდითა.
Verse: d
და პირის-პირ პირსა უჭვრეტდა, სავსე ლხინითა დიდითა.
Strophe: S125/K126
Verse: a
ქალმან უბრძანა: "ზარი მლევს მე ამისისა თხრობისა;
Verse: b
მწადდა არა-თქმა, რომლისა ღონე არა მაქვს თმობისა,
Verse: c
მაგრა იცია მიზეზი შენისა აქა ხმობისა,
Verse: d
და რად ვზი ქუშად და დაღრეჯით ასრე მიხდილი ცნობისა?"
Strophe: S126/K127
Verse: a
ყმამან ჰკადრა: "საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქმნების?
Verse: b
მზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის, და-ცა-ჭნების;
Verse: c
აზრად არად აღარა მცალს, თავი ჩემი მეგონების,
Verse: d
და თქვენვე ბრძანეთ, რაცა გიმძიმს, ანუ რაცა გეკურნების".
Strophe: S127/K128
Verse: a
ქალმან უთხრა საუბარი კეკლუც-სიტყვად, არ დუხჭირად,
Verse: b
იტყვის: "თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად,
Verse: c
მიკვირს, მოგხვდა წამის ყოფად საქმე შენგან საეჭვი რად,
Verse: d
და მაგრა გითხრა პირველ ხვალმე, სენი მე მჭირს რაცა ჭირად.
Strophe: S128/K129
Verse: a
გახსოვს, ოდეს შენ და @როსტანს მინდორს მხეცი დაგეხოცა,
Verse: b
ყმა გენახა უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეხოცა?
Verse: c
მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამხო-ცა,
Verse: d
და შენ გენუკევ მონახვასა, კიდით კიდე მოჰლახო ცა.
Strophe: S129/K130
Verse: a
აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია,
Verse: b
მაგრა შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია,
Verse: c
ვიცი, რომე გაუწყვედლად თვალთათ ცრემლი^ გისეტყვია,
Verse: d
და შეუპყრიხარ სიყვარულსა, გული შენი დაუტყვია.
Strophe: S130/K131
Verse: a
ასრე გითხრა, სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად:
Verse: b
პირველ, ყმა ხარ, ხორციელი არავინ გვყავს შენად სწორად,
Verse: c
მერმე, ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია, არ ნაჭორად;
Verse: d
და წა და იგი მოყმე ძებნე, ახლოს იყოს, თუნდა შორად.
Strophe: S131/K132
Verse: a
"შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე,
Verse: b
რომე დამსხნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე.
Verse: c
გულსა გარე საიმედო ია მორგე, ვარდი ყარე,
Verse: d
და მერმე მოდი, ლომო, მზესა შეგეყრები, შემეყარე.
Strophe: S132/K133
Verse: a
სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებნარი;
Verse: b
ჰპოვო, მოდი გამარჯვებით, მხიარულად მოუბნარი;
Verse: c
ვერა ჰპოვებ, დავიჯერებ, იყო თურე უჩინარი;
Verse: d
და კოკობი და უფურჭვნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი.
Strophe: S133/K134
Verse: a
"ფიცით გითხრობ: შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი,
Verse: b
მზეცა მომხვდეს ხორციელი, ჩემთვის კაცად შენაქმარი,
Verse: c
სრულად მოვსწყდე სამოთხესა, ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი,
Verse: d
და შენი მკლვიდეს სიყვარული, გულსა დანა ასაქმარი".
Strophe: S134/K135
Verse: a
მოახსენა ყმამან: "მზეო, ვინ გიშერი აწამწამე,
Verse: b
სხვა პასუხი რამცა გკადრე, ანუ რამცა შევიწამე?
Verse: c
მე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე,
Verse: d
და ვითა მონა, სამსახურად გაღანამცა წავე, წა-, მე!"
Strophe: S135/K136
Verse: a
კვლაცა ჰკადრა: "აჰა, მზეო, რათგან ღმერთმან მზედ დაგბადა,
Verse: b
მით გმორჩილობს, ზეციერი მნათობია რაცა სადა;
Verse: c
მე რომ თქვენგან მოვისმინენ წყალობანი, მედიადა.
Verse: d
და ვარდი ჩემი არ დაჭნების, შუქი შენი იეფად ა"
Strophe: S136/K137
Verse: a
კვლა შეჰფიცეს ერთმანერთსა, დააპირეს ესე პირი,
Verse: b
გასალდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვა-ხშირი.
Verse: c
გაადვილდა, აქანამდის გარდეხადა რაცა ჭირი;
Verse: d
და თეთრთა კბილთათ^ გამოჰკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი.
Strophe: S137/K138
Verse: a
ერთგან დასხდეს, ილაღობეს, საუბარი ასად აგეს,
Verse: b
ბროლ-ბადახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს;
Verse: c
ყმა ეტყვის, თუ: "შენთა მჭვრეტთა თავი ხელი, ა, სად აგეს!
Verse: d
და ცეცხლთა, შენგან მოდებულთა, გული ჩემი ასადაგეს".
Strophe: S138/K139
Verse: a
ყმა წავიდა, სიშორესა თუცა მისსა ვერ გასძლებდა,
Verse: b
უკუღმავე იხედვიდა, თვალთა რეტად აყოლებდა,
Verse: c
ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა,
Verse: d
და გული ჰქონდა გულისათვის, სიყვარულსა ავალებდა.
Strophe: S139/K140
Verse: a
თქვა: "მზეო, ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე,
Verse: b
ბროლი და ლალი გასრულვარ ქარვისა უყვითლესად-რე.
Verse: c
მაშინ რაღა ვქმნა ვერ-ჭვრეტა რა მომხვდეს კვლა უგრძესად-რე!
Verse: d
და ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესად-რე".
Strophe: S140/K141
Verse: a
საწოლს დაწვა, ტირს, მტირალსა ცრემლი ძნელად ეხოცების,
Verse: b
ვითა ვერხვი ქარისაგან, ირხევის და იკეცების;
Verse: c
რა მიჰლულნის, სიახლევე საყვარლისა ეოცების,
Verse: d
და შეკრთის, დიდნი დაიზახნის, მით პატიჟი ეოცების.
Strophe: S141/K142
Verse: a
მოშორვება საყვარლისა მას შეჰქმნოდა მისად ღაზოდ,
Verse: b
ცრემლსა ვითა მარალიტსა სწვიმს ვარდისა დასანაზოდ.
Verse: c
რა გათენდა, შეეკაზმა მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ,
Verse: d
და ცხენსა შეჯდა, გაემართა, დარბაზს მივა სადარბაზოდ.
Strophe: S142/K143
Verse: a
დარბაზს ეჯიბი შეგზავნა, მართ მისგან შენარონია,
Verse: b
შესთვალა: "გკადრებ, მეფეო, მე ესე გამიგონია:
Verse: c
ყოველი პირი მიწისა თქვენ ხრმლითა დაგიმონია,
Verse: d
და აწ თუ სჯობს, ესე ამბავი ცნან, რაცა გარემონია.
Strophe: S143/K144
Verse: a
მე წავიდე, მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო,
Verse: b
თინათინის ხელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვჰგმირო,
Verse: c
მორჩილ-ქმნილთა გავახარო, ურჩი ყოვლი ავატირო,
Verse: d
და ძღვენნი გკადრნე ზედას-ზედა, არ სალამი დავაძვირო".
Strophe: S144/K145
Verse: a
მეფესა ეთქვა ამისი დიადი მადრიელობა,
Verse: b
ებრძანა: "ლომო, არა გჭირს შენ ომთა გარდუხდელობა,
Verse: c
აწ მაგა შენსა თათბირსა ჰგავსო შენივე ქველობა.
Verse: d
და წა, მაგრა მომხვდეს, რაღა ვქმნა, თუ სიშორისა გრძელობა!"
Strophe: S145/K146
Verse: a
ყმა შევიდა, თაყვანის-სცა, მადლი რამე მოახსენა:
Verse: b
"ხელმწიფეო, მიკვირს, ქება რად იკადრეთ ჩემი თქვენა?!
Verse: c
აწ ნუთუ კვლა იშორისა ღმერთმან ბნელი გამითენა,
Verse: d
და პირი თქვენი მხიარული მხიარულსა კვლა მიჩვენა!"
Strophe: S146/K147
Verse: a
მეფე ყელსა^ მოეკიდა, გარდაკოცნა ვითა შვილი.
Verse: b
სხვა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი, არ გაზრდილი!
Verse: c
ყმა ადგა და წამოვიდა, მას დღე მათი ჩანს გაყრილი;
Verse: d
და @როსტან მისთვის აატირა გონიერი გული, ლბილი.
Strophe: S147/K148
Verse: a
გამოემართა @ავთანდილ, მოყმე მხნე, ლაღად მავალი.
Verse: b
ოც დღე იარა, ღამეცა დღეს ზედა წაჰრთო მრავალი.
Verse: c
იგია ლხინი სოფლისა, იგია ნივთი და ვალი,
Verse: d
და არ მისცილდების @თინათინ მისი მას, ვისგან სწვავ ალი.
Strophe: S148/K149
Verse: a
რა მოვიდა, სიხარული შიგან გახდა სამეფოსა.
Verse: b
მოეგებნეს დიდებულნი, ძღვენსა სძღვნიდეს იეფოსა.
Verse: c
იგი პირ-მზე არ მოსცთების სიარულსა სასწრაფოსა.
Verse: d
და მიჰხვდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა.
Strophe: S149/K150
Verse: a
ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა,
Verse: b
გარე კლდე იყო, გიამბობ ზღუდესა უქვიტკიროსა.
Verse: c
ყმამან მუნ დაყო სამი დღე ამოსა სანადიროსა,
Verse: d
და გამზრდელი მისი @შერმადინ დაისვა სავაზიროსა.
Strophe: S150/K151
Verse: a
ესეა მონა @შერმადინ, ზემოთცა სახელ-დებული,
Verse: b
თანა-შეზრდილი, ერთგული და მისთვის თავ-დადებული,
Verse: c
მან არ იცოდა აქამდის მის ყმისა ცეცხლი დებული,
Verse: d
და აწ გაუცხადა სიტყვები მის მზისა იმედებული.
Strophe: S151/K152
Verse: a
უბრძანა: "აჰა, @შერმადინ, ამად მე შენგან მრცხვენიან,
Verse: b
ჩემნი საქმენი ყოველნი გცოდნიან, გაგივლენიან,
Verse: c
მაგრა არ იცი აქამდის, რანიცა ცრემლნი მდენიან!
Verse: d
და მე ვისგან მქონდეს პატიჟნი, აწ მასვე მოულხენიან.
Strophe: S152/K153
Verse: a
მოუკლავარ @თინათინის სურვილსა და სიყვარულსა,
Verse: b
ცრემლი ცხელი ასოვლებდის ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა,
Verse: c
ვერ ვაჩენდი აქანამდის ჭირსა ჩემგან დაფარულსა,
Verse: d
და აწ მიბრძანა საიმედო, ამად მხედავ მხიარულსა.
Strophe: S153/K154
Verse: a
მიბრძანა: "მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა,
Verse: b
მოხვიდე, სრულ-ვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა,
Verse: c
ქმარი არ მინდა უშენო, მომხვდეს ხისაცა რგულისა!"
Verse: d
და მომცა წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა.
Strophe: S154/K155
Verse: a
"პირველ, ყმა ვარ, წასლვა მინდა პატრონისა სამსახურად, -
Verse: b
ხამს მეფეთა ერთგულობა, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად, -
Verse: c
მერმე, ცეცსლი დაუვსია, აღარა მწვავს გულსა მურად.
Verse: d
და ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს, ჭირს მიუხდეს მამაცურად.
Strophe: S155/K156
Verse: a
ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა,
Verse: b
ამისთვის გნუკევ სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა:
Verse: c
ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად, თავადად ჩემთა სპათასა,
Verse: d
და ამა საქმესა ვერა ვიქმ მე განდობასა სხვათასა.
Strophe: S156/K157
Verse: a
ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი, ჰპატრონობდი;
Verse: b
დარბაზს კაცსა გაჰგზავნიდი და ამბავსა მათსა სცნობდი,
Verse: c
წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ, უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი,
Verse: d
და აქა სადმე არ-ყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი!
Strophe: S157/K158
Verse: a
ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასასე,
Verse: b
აქათ სამ წელ მომიცადე, ხვაშიადი შემინახე,
Verse: c
მე ნუთუმცა შემოვბრუნდი, ალვა ჩემი არ დაჭნა ხე,
Verse: d
და არ მოვბრუნდე, მომიგლოვე, მიტირე და მივაგლახე.
Strophe: S158/K159
Verse: a
მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია,
Verse: b
აცნობე ჩემი სიკვდილი, - იყავ მართ ვითა მთრვალია, -
Verse: c
მიჰხვდა-თქო საქმე, რომელი ყოვლთათვის გარდუვალია.
Verse: d
და გლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო, ვერცხლი და თვალია^.
Strophe: S159/K160
Verse: a
მაშინ უფრო მომეხმარე, ამისგანცა უფრო მხნედ-რე,
Verse: b
ნუ, თუ ადრე დამივიწყო, მახსენებდი ზედას-ზედ-რე!
Verse: c
მეტად კარგად დამიურვე, სული ჩემი შეივედრე,
Verse: d
ზრდანი ჩემნი მოიგონენ, გული შენი მოიმდედრე". და
Strophe: S160/K161
Verse: a
რა @შერმადინ მოისმინა, გაუკვირდა, შეეზარა,
Verse: b
თვალთათ^ ვითა მარგალიტი ცხელი ცრემლი გარდმოღვარა,
Verse: c
მოახსენა: "უშენომან გულმან რამცა გაიხარა!
Verse: d
და ვიცი, რომე არ დასდგები, მაგრა გიშლი ამად არა.
Strophe: S161/K162
Verse: a
"ჩემად ნაცვლად დაგაგდებო", - ესე სიტყვა ვით მიბრძანე?
Verse: b
რაგვარა ვქმნა პატრონობა? რამც გიფერე, რამც გიგვანე?
Verse: c
შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე!
Verse: d
და სჯობს ორნივე დავიკარგნეთ, წამოგყვები, წამიტანე!"
Strophe: S162/K163
Verse: a
ყმამან უთხრა: "მომისმინე, მართლად გითხრობ, არა ჭრელად:
Verse: b
რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად.
Verse: c
მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად.
Verse: d
და კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა^ დასაჭრელად.
Strophe: S163/K164
Verse: a
ვისმცა ვუთხარ ხვაშიადი? შენგან კიდე არვინ ვარგ-ა,
Verse: b
უშენოსა პატრონობა ვის მივანდო, ვინ ქმნას კარგა?
Verse: c
სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა!
Verse: d
და კვლა ნუთუმცა შემოვიქეც, ღმერთმან სრულად არ დამკარგა.
Strophe: S164/K165
Verse: a
ფათერაკი^ სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი;
Verse: b
მარტოება ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი;
Verse: c
აქათ სამ წელ არ მოვიდე, მაშინ გმართებს გლოვა, ფლასი;
Verse: d
და წიგნსა მოგცემ, გმორჩილობდეს, ვინცა იყოს ჩემი ხასი".
Chapter: 6
წიგნი @ავთანდილისა თავის ყმათა თანა
Strophe: S165/K166
Verse: a
დაწერა, თუ: "ჩემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო,
Verse: b
ერთგულნო და მისანდონო, ამას ზედა გამოცდილნო,
Verse: c
თქვენ ჩემისა საწადლისა მიდგომილნო, ვითა ჩრდილნო,
Verse: d
და წიგნი ჩემი მოისმინეთ, ყოვლნო ერთგან შემოყრილნო^!
Strophe: S166/K167
Verse: a
მიწაცა თქვენი @ავთანდილ, ისმინეთ, გიწერ მე რასა:
Verse: b
თვით ვიქმ ხელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა,
Verse: c
ცოტასა ხანსა ვარჩივე გაჭრა სმასა და მღერასა,
Verse: d
და პურად და საჭმლად მივენდევ ჩემსა მშვილდსა და ცერასა.
Strophe: S167/K168
Verse: a
საქმე რამე მიც თავისა ზე სადმე გარდსახვეწელი,
Verse: b
დავყო მარტოდ და ღარიბად ესე წლეული მე წელი,
Verse: c
გემუდარები ამისთვის, ვარ თქვენი შემომხვეწელი,
Verse: d
და მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი.
Strophe: S168/K169
Verse: a
მე @შერმადინ დამიგდია, ჩემად კერძად პატრონობდეს,
Verse: b
სიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს,
Verse: c
ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდს არ ზრვიდეს, არ აჭნობდეს,
Verse: d
და შემცოდესა ყველაკასა ვითა ცვილსა დაადნობდეს.
Strophe: S169/K170
Verse: a
თქვენცა იცით, გამიზრდია, ვითა ძმა და ვითა შვილი.
Verse: b
ამას ასრე ჰმორჩილობდით, არის ვითამც @ავთანდილი,
Verse: c
ბუკსა იკრას, აქმნევინეთ ყოვლი საქმე, ჩემგან ქმნილი;
Verse: d
და მე თუ დრომდის არ მოვიდე, გლოვა გმართებს, არ სიცილი".
Strophe: S170/K171
Verse: a
ესე წიგნი გაასრულა წყლიანმან და სიტყვა-ნაზმა,
Verse: b
წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ მოეკაზმა,
Verse: c
ბრძანა: "მინდორს შევჯდებიო", ლაშქარიცა დაერაზმა;
Verse: d
და მასვე წამსა წამოვიდა, შინა ხანი არა დაზმა.
Strophe: S171/K172
Verse: a
ბრძანა: "წადით ყველაკაი, აქა მომხრედ არვინ მინა".
Verse: b
მონებიცა მოიშორვა, თავი გაითავისწინა,
Verse: c
მარტო გარე შემობრუნდა შამბი შიგან გაირბინა,
Verse: d
და მიწყივ მისად საგონებლად მისი მკლველი თინათინ- ა.
Strophe: S172/K173
Verse: a
იგი ველი გაირბინა, ლაშქართაგან გაეკიდა.
Verse: b
ვინმცა ნახა სულიერმან, ანუ ვინმცა გაეკიდა?
Verse: c
ვის მახვილი ვერას ავნებს, იმას ვინმცა წაეკიდა!
Verse: d
და მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად აეკიდა.
Strophe: S173/K174
Verse: a
რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს,
Verse: b
იგი პირ-მზე ვეღარ პოვეს, პირი მათი იფერმკრთალეს,
Verse: c
მათსა დიდსა სიხარულსა სამძიმარი^ ანაცვალეს,
Verse: d
და ყოვლგან რბოდეს საძებარად, ვინცა იყო უცხენმალეს.
Strophe: S174/K175
Verse: a
დარბოდეს და სხვაგნით სხვათა მოამბეთა მოასხმიდეს;
Verse: b
ვეღარა ცნეს მისი საქმე, გაიარა აქათ კიდეს,
Verse: c
მისნი სპანი გულ-მოკლულნი ცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს:
Verse: d
და "ღმერთო, ლომო, შენად ნაცვლად სხვასა ვისმცა დანერგვიდეს!"
Strophe: S175/K176
Verse: a
@შერმადინ ერთგან შეყარნა ხასნი და დიდებულები,
Verse: b
უჩვენა იგი უსტარი, ამბავი მისი თქმულები.
Verse: c
რა მოისმინეს, ყველაი დარჩა გულ-დანაწყლულები,
Verse: d
და თავსა იცემდეს, არ იყო გული უცრემლო, ულები.
Strophe: S176/K177
Verse: a
ყოვლთა ჰკადრეს: "თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა,
Verse: b
უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა?
Verse: c
განაღამცა გმორჩილობდით, თუ გვიბრძანო რაცა ვისცა!"
Verse: d
და იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანის-სცა.
Chapter: 7
@ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა
Strophe: S177/K178
Verse: a
ამ საქმესა მემოწმების @დიონოსი ბრძენი, @ეზროს:
Verse: b
საბრალოა, ოდეს ვარდი დაერთვილოს, და-ცა-ეზროს.
Verse: c
ვის ბადახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს,
Verse: d
და იგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს.
Strophe: S178/K179
Verse: a
@ავთანდილ იგი მინდორი ოთხ-ახმით გარდაიარა,
Verse: b
დააგდო ზღვარი არაბთა, სხვათ ზღვართა არე იარა,
Verse: c
მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა;
Verse: d
და თქვა: "თუ მე მასმცა ვეახელ, აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა".
Strophe: S179/K180
Verse: a
ახალმან ფიფქმან დათოვა, ვარდი დათრთვილა, დანასა;
Verse: b
მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიჰმართის დანასა;
Verse: c
თქვის: "ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა,
Verse: d
და მოვჰშორდი ლხინსა ყველასა: ჩანგსა, ბარბითსა და ნასა!"
Strophe: S180/K181
Verse: a
ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭნებოდა,
Verse: b
გულსა უთხრის, თუ: "დათმეო", ამად არ დია ბნდებოდა.
Verse: c
უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა,
Verse: d
და მგზავრთა ჰკითხვიდის ამბავთა, მათ თანა-ემოყვრებოდა.
Strophe: S181/K182
Verse: a
მუნ ეძებს, ცრემლი მტირალსა სდის ზღვათა შესართავისად.
Verse: b
უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად.
Verse: c
თქვის: "საყვარელო, მოგშორდი, გული შენ დაგრჩა, ვთქვა, ვისად?
Verse: d
და შენთვის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად".
Strophe: S182/K183
Verse: a
ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო, სრულად მოიარა,
Verse: b
ასრე რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა, არ ეარა,
Verse: c
მაგრა იგი მის ამბვისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა.
Verse: d
და ამას შიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყარა.
Strophe: S183/K184
Verse: a
მიჰხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა, მეტად მქისსა,
Verse: b
თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს, ვერას შვილსა ადამისსა,
Verse: c
იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა,
Verse: d
და დღე და ღამე იგონებდა საყვარელსა მასვე მისსა.
Strophe: S184/K185
Verse: a
მას მიჰხვდა წვერი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა,
Verse: b
გამოჩნდა მუნით მინდორი, სავალი დღისა შვიდისა.
Verse: c
მის მთისა ძირსა წყალი დის, არად სანდომი ხიდისა,
Verse: d
და ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა.
Strophe: S185/K186
Verse: a
ზედ წაადგა, შეექცევის, დროთა, დღეთა ანგარიშობს;
Verse: b
თვენი ესხნეს ორანიღა, ამად სულთქვამს, ამად იშობს;
Verse: c
"ვაჲ თუ საქმე გამიმჟღავნდეს! - კვლა ამისთვის გულ-მოშიშობს, -
Verse: d
და ავსა კარგად ვერვინ შესცვლიხ, თავსა ახლად ვერვინ იშობს".
Strophe: S186/K187
Verse: a
საგონებელი შეექმნა დადგა საქმისა მრჩეველად,
Verse: b
თქვა: "თუ დავბრუნდე, ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად?
Verse: c
ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა, ვიყავ რად დღეთა მლეველად,
Verse: d
და მისი ვერა ვცნა ჭორადცა, ვარ ვისთა გზათა მკვლეველად?
Strophe: S187/K188
Verse: a
თუ არ დავბრუნდე, საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი,
Verse: b
რომელსა ვეძებ, ვერა ვცნნე ამბავნი მე მისთანანი,
Verse: c
დრო გარდაუწყდეს @შერმადინს, მიჰხვდენ ღაწვისა ბანანი,
Verse: d
და მივიდეს, ჰკადრნეს მეფესა საქმენი დასაგვანანი!
Strophe: S188/K189
Verse: a
უამბოს ჩემი სიკვდილი, თვით ჩემგან დავედრებული,
Verse: b
მათ შექმნან გლოვა-ტირილი, ქმნან საქმე გამწარებული,
Verse: c
მერმე მივიდე ცოცხალი მე, სხვაგან სადმე რებული!"
Verse: d
და ამას იგონებს ტირილით გონება-შეიწრებული.
Strophe: S189/K190
Verse: a
იტყვის: "ღმერთო, სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ?
Verse: b
მე ეზომნი სიარულნი კიდე რად, გლახ, გამიცუდენ,
Verse: c
გულით ჩემით სიხარულნი აღჰფხვრენ, ჭირნი დააბუდენ?
Verse: d
და დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერაოდეს^ დავიყუდენ".
Strophe: S190/K191
Verse: a
კვლაცა იტყვის: "დათმობა სჯობს", და თავსავე ეუბნების:
Verse: b
"დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები, გული ჩემი ნუ დადნების,
Verse: c
უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების,
Verse: d
და განგებასა ვერვინ შესცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების".
Strophe: S191/K192
Verse: a
თავს უთხრა: "მოკვე, გიჯობსო სიცოცხლეს აუგიანსა;
Verse: b
მიხვალ, დაგხვდების @თინათინ, - ანათებს დღესა მზიანსა, -
Verse: c
გკითხოს მის ყმისა ამბავი, რა გმართებს ვაგლახიანსა?"
Verse: d
და იგონებს წამ-წამ, მიჰყვების ტყის პირსა შამბნარ-წყლიანსა.
Strophe: S192/K193
Verse: a
"ყოვლნი არსნი ცათ ქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან,
Verse: b
მაგრა საქმე მის კაცისა ვერასადა შემიგნიან;
Verse: c
უღონიოდ მართალ იყვნეს, რომელთაცა ქაჯად თქვიან.
Verse: d
და აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან?"
Strophe: S193/K194
Verse: a
მთით ჩამოვიდა @ავთანდილ, გავლო^ წყალი და ტყენია,
Verse: b
მინდორს აცორვებს ტაიჭსა, შეჟრენით მონაწყენია.
Verse: c
გასცუდებოდეს მკლავნი და მისნი სიამაყენია,
Verse: d
და ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია.
Strophe: S194/K195
Verse: a
მობრუნება დააპირა, სულთქვნა, მერმე ივაგლახა,
Verse: b
მას მინდორსა დაემართა, გზა თვალითა გამოსახა;
Verse: c
თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა,
Verse: d
და მხეცნი იყვნეს საშინელნი, მაგრა არა შეუზახა.
Strophe: S195/K196
Verse: a
თუცა მხეც-ქმნილი @ავთანდილ გულ-ამოსკვნით და კვნესით- ა,
Verse: b
ეგრეცა ჭამა მოუნდის @ადამის ტომთა წესითა,
Verse: c
ისრითა მოკლის ნადირი, @როსტომის მკლავ^-უგრძესითა,
Verse: d
და შამბისა პირსა გარდახდა, ცეცხლი დააგზო კვესითა.
Strophe: S196/K197
Verse: a
ცხენსა მისცა საძოვარი, ვირე წვადი შეიწოდეს;
Verse: b
ექვსნი რამე ცხენოსანნი, ნახა, მისკენ მოვიდოდეს;
Verse: c
თქვა, თუ: "ჰგვანან მეკობრეთა, თვარა კარგი რამც იცოდეს!
Verse: d
და აქა კაცი ხორციელი კვლა ყოფილა არაოდეს".
Strophe: S197/K198
Verse: a
ხელთა ჰქონდა ისარ-მშვილდი, მათკე მივა მხიარული.
Verse: b
ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყვანდა უწვერული,
Verse: c
თავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული,
Verse: d
და ტიროდეს და იჭირვოდეს, ცოტა ედგა მას, გლახ, სული.
Strophe: S198/K199
Verse: a
უყივლა, თუ: "ძმანო, ვინ ხართ? მეკობრეთა დაგამსგავსენ!"
Verse: b
მათ მიუგეს: "დაგვიწყნარდი, გვიშველე რა, ცეცხლნი ავსენ,
Verse: c
ვერა გვარგო, მოგვიმატენ, ჭირნი ჭირთა მოგვისავსენ,
Verse: d
და სატირელნი მოგვიტირენ, ღაწვნი შენცა დაიმხავსენ".
Strophe: S199/K200
Verse: a
@ავთანდილ მიდგა, ეუბნა მათ კაცთა გულ-მდუღარეთა;
Verse: b
მათ უთხრეს მათი ამბავი, ტირილით მოუბარეთა^:
Verse: c
"ჩვენ ვართო ძმანი სამნივე, მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა,
Verse: d
და დია გვაქვს ციხე-ქალაქი ხატაეთს არე-მარეთა.
Strophe: S200/K201
Verse: a
კარგი გვესმა სანადირო, ნადირობას^ წამოვედით,
Verse: b
გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი, წყლისა პირსა გარდავხედით,
Verse: c
სანადირო მოგვეწონა, თვესა ერთსა არ წავედით,
Verse: d
და ვჰხოცდით მხეცსა უზომოსა^ მინდორით და მთით და ქედით.
Strophe: S201/K202
Verse: a
ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა მესროლნი დავაწბილენით,
Verse: b
მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით:
Verse: c
"მე უკეთ მოვჰკლავ^, მე გჯობო", სიტყვანი ვავაქილენით,
Verse: d
და ვერ გავაჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ, ვითაკილენით.
Strophe: S202/K202
Verse: a
დღეს ავყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტყავითა,
Verse: b
ვთქვით: "გავაჩინოთ მართალი, ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა,
Verse: c
თავსა ვეახლნეთ მარტონი, დავდგეთ თავისა თავითა,
Verse: d
და თვით დანახულსა მოვჰკლვიდეთ, ნუ ვისრით დამნახავითა".
Strophe: S203/K203
Verse: a
ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნი მეაბჯარენია^,
Verse: b
ლაშქართა წასლვა ვუბრძანეთ, მით არას მოაზრენია,
Verse: c
მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია,
Verse: d
და დავხოცეთ მხეცი, მფრინველი, რაცა ზე გარდაგვფრენია.
Strophe: S204/K204
Verse: a
ანაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი, პირ-გამქუშავია,
Verse: b
ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, - მერანი რამე შავია, -
Verse: c
თავსა და ტანსა ემოსა გარე-თმა ვეფხის ტყავია,
Verse: d
და ჯერთ მისი მსგავსი შვენება კაცთაგან უნახავია.
Strophe: S205/K205
Verse: a
ვუჭვრიტეთ, მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით,
Verse: b
ვთქვით, თუ: "მზეაო ქვეყანად, ნუ ვეუბნებით ცად ენით!"
Verse: c
მისი მოგვინდა შეპყრობა, ვჰკადრეთ და შევეცადენით,
Verse: d
და ასრე სულთქვმით და ვაებით მით ვართ, ცრემლისაცა დენით.
Strophe: S206/K206
Verse: a
მე უხუცესმან უმცროსთა კაცი დავსთხოვე ქენებით;
Verse: b
ჩემმან შედეგმან ტაიჭი მისი თვით აქო ხსენებით;
Verse: c
ამან მართ ოდენ მორევნა გვთხოვა^, ვუალლეთ ჩვენ ნებით,
Verse: d
და მივჰმართეთ, იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით.
Strophe: S207/K207
Verse: a
ბროლმან, ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა,
Verse: b
იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა:
Verse: c
არ აგვიხვნა, არცა დაგვსხნა, ყოლა არად ამოგვკრიფნა^,
Verse: d
და მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა!
Strophe: S208/K208
Verse: a
უმცროსსა ძმასა მივეცით, უფროსნი დავეზიდენით;
Verse: b
ხელი მოჰკიდა, "დადეგო!", ესეცა ჰკადრა კიდ ენით;
Verse: c
მან ხრმალსა ხელი არ მიჰყო, ჩვენ ამად დავერიდენით,
Verse: d
და თავსა გარდაჰკრა მათრახი, ვნახეთ სისხლისა კი დენით.
Strophe: S209/K209
Verse: a
მით ერთითა მათრახითა თავი ასრე გარდაჰფრიწა,
Verse: b
ვითა მკვდარი უსულო ქმნა, ვითა მიწა დაამიწა,
Verse: c
მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა, მოამიწა,
Verse: d
და თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი, კუშტი, ამაყი, წა-!
Strophe: S210/K210
Verse: a
აღარ დაბრუნდა, წავიდა წყნარად და აუჩქარებლად,
Verse: b
აგერა მივა, ნახეო, იგი მზეებრ და მთვარებლად".
Verse: c
შორს უჩვენებდეს @ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად,
Verse: d
და ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად.
Strophe: S211/K211
Verse: a
აჰა მიჰხვდა @ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არ-დათოვნა,
Verse: b
რათგან ცუდად არ წაუხდა მას ეგზომი გარეთ ყოვნა.
Verse: c
კაცსა მიჰხვდეს საწადელი, რას ეძებდეს, უნდა^ პოვნა,
Verse: d
და მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა.
Strophe: S212/K212
Verse: a
უთხრა, თუ: "ძმანო, ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა,
Verse: b
მე იმა ყმისა საძებრად მოვჰშორდი საგაზრდილოსა,
Verse: c
აწ თქვენგან მივჰხვდი საქმესა ყოლა არ-საადვილოსა,
Verse: d
და ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქმს თქვენსა დასაღრეჯილოსა^!
Strophe: S213/K213
Verse: a
ვითა მე მივჰხვდი წადილსა, ჩემის გულისა ნებასა,
Verse: b
აგრემცა ღმერთი ნურას იქმს ძმისა თქვენისა ვნებასა!"
Verse: c
უჩვენა მისი სადგომი: "მიდითო ნება-ნებასა,
Verse: d
და ჩრდილსა გარდასვით მაშვრალი, მიეცით მოსვენებასა".
Strophe: S214/K214
Verse: a
ესე უთხრა და წავიდა, ცხენი გაქუსლა დეზითა,
Verse: b
ვითა გავაზი გაფრინდა, არ-გაშვებული ხეზითა,
Verse: c
ან მთვარე, მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზეზითა.
Verse: d
და დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა.
Strophe: S215/K215
Verse: a
მიეწურა, იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს:
Verse: b
"საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს!
Verse: c
ხამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს,
Verse: d
და არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს.
Strophe: S216/K216
Verse: a
რათგან ისი არის რადმე^ უცნობოდ და ისრე რეტად,
Verse: b
რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად,
Verse: c
მივეწევი, შევიყრებით ერთმანერთის ცემა-ჟლეტად,
Verse: d
და ანუ მომკლავს, ანუ მოვჰკლავ^, დაიმალვის მეტის-მეტად".
Strophe: S217/K217
Verse: a
@ავთანდილ იტყვის: "ეზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი?
Verse: b
რაცაღა არის, არ არის, თუმცა არ ედგნეს ბუდენი;
Verse: c
სადაცა მივა, მივიდეს, რამცა მოვლიდეს ზღუდენი,
Verse: d
და მუნაღა ვძებნნე ღონენი ჩემნი არ-დასამრუდენი".
Strophe: S218/K218
Verse: a
წინა-უკანა იარნეს ორნი დღენი და ღამენი,
Verse: b
დღისით და ღამით მაშვრალნი, არ საჭამადთა მჭამენი,
Verse: c
არსადა ხანი არ დაყვეს, ერთნი თვალისა წამენი.
Verse: d
და მათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს, მინდორთა მოსალამენი.
Strophe: S219/K219
Verse: a
დღისით ვლეს და საღამო-ჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი,
Verse: b
კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს, ძირსა წყალი ჩანადენი,
Verse: c
წყლისა პირსა, არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რასდენი,
Verse: d
და ხე დიდრონი, თვალ-უწდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი.
Strophe: S220/K220
Verse: a
მან ყმამან ქვაბსა მიჰმართა, გავლნა წყალნი და კლდენია;
Verse: b
@ავთანდილ ცხენსა გარდახდა, მონახნა დიდნი ხენია,
Verse: c
მას ზედა ჭვრეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია,
Verse: d
და მუნით უჭვრეტდა. იგი ყმა მივა ცრემლ-მინადენია.
Strophe: S221/K221
Verse: a
რა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა,
Verse: b
ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა,
Verse: c
ატირდა მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა,
Verse: d
და იგი ყმა ცხენსა გარდახდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა.
Strophe: S222/K222
Verse: a
ყმამან უთხრა: "დაო @ასმათ, ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს:
Verse: b
ვეღარ მივჰხვდით ჟამიერად, ჩვენ ვისიცა^ ცეცხლი^ გვწვიდეს".
Verse: c
ესე თქვა და მკერდსა ხელნი იკრნა, ცრემლნი გარდმოსცვივდეს.
Verse: d
და ქალი შებნდა, მოეხვია, ერთმანერთსა სისხლით სწვიმდეს.
Strophe: S223/K223
Verse: a
იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა,
Verse: b
ერთმანერთსა ეხვეოდეს: ყმა ქალსა და ქალი ყმასა;
Verse: c
იზახდიან, მოსთქვმიდიან, მოსცემდიან^ კლდენი ხმასა.
Verse: d
და @ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა-ზმასა.
Strophe: S224/K224
Verse: a
სული დაიღო მან ქალმან, დათმო გულისა წყლულობა,
Verse: b
ქვაბს შეიყვანა ტაიჭი, მოჰხადა აკაზმულობა,
Verse: c
მას ყმასა შეჰხსნა, შეიღო აბჯრისა წელ-მორტყმულობა;
Verse: d
და შინა შევიდეს, მას დღესა გარდახდა გამოსრულობა.
Strophe: S225/K225
Verse: a
@ავთანდილს უკვირს: "ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა?!"
Verse: b
გათენდა, ქალი გამოდგა, მოსილი მითვე ფერითა,
Verse: c
შავსა აუდვა ლაგამი, სწმედდა რიდისა წვერითა,
Verse: d
და შეკაზმა, მოაქვს აბჯარი წყნარად, არ რამე ჩხერითა.
Strophe: S226/K226
Verse: a
მის მოყმისა წესი იყო, მეტსა თურე არას ეჯდა.
Verse: b
ქალი ტირს და მკერდსა იცემს, თმისა ტევრსა გაიგლეჯდა;
Verse: c
ერთმანერთსა მოეხვივნეს, აკოცა და ცხენსა შეჯდა;
Verse: d
და @ასმათ, ისრე დაღრეჯილი, კვლა უფრორე დაიღრეჯდა.
Strophe: S227/K227
Verse: a
@ავთანდილ ახლოს კვლა ნახა სახე მისივე კაცისა,
Verse: b
ულვაშ-აშლილი, წვერ-გამო, "ნუთუ მზეაო, - თქვა, - ცისა?"
Verse: c
ეყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა;
Verse: d
და ასრე უჩს მოკლვა ლომისა, მართ ვითა ლომსა ვაცისა.
Strophe: S228/K228
Verse: a
მასვე გზასა წამოვიდა, რომე გუშინ შეეარა,
Verse: b
შამბი გავლო, გაეშორა, თავი მინდორს გააგარა;
Verse: c
@ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით, მალვით ხესა მოეფარა,
Verse: d
და თქვა, თუ: "ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა.
Strophe: S229/K229
Verse: a
აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან სხვა საქმე რა ვამჯობინო?
Verse: b
ქალი შევიპყრა, მის ყმისა ამბავი ვაამბობინო,
Verse: c
ჩემიცა ვუთხრა ყველაი, მართალი გავაბრჭობინო, .
Verse: d
და მას ყრმასა ხრმალი არა ვჰკრა, არც მისი დავისობინო".
Chapter: 8
ამბავი @ავთანდილისა @ასმათს რომ ეუბნების ქვაბს შიგან
Strophe: S230/K230
Verse: a
ჩამოვიდა, ცხენი ახსნა, მისგან ხესა შემობმული,
Verse: b
ზედა შეჯდა, გაემართა, ქვაბი დაჰხვდა კარ-განხმული.
Verse: c
მუნით ქალი გამოიჭრა გულ-მდუღარე, ცრემლ-დასხმული,
Verse: d
და ეგონა, თუ: დაბრუნდაო პირი ვარდი, ბროლ-ბაკმული.
Strophe: S231/K231
Verse: a
ვერ იცნა, - სახე არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა, -
Verse: b
ფიცხლა გაიქცა, მიჰმართა ზახილით კლდესა და ხესა;
Verse: c
ყმა გარდაიჭრა, დააბა, ვითა კაკაბი მახესა;
Verse: d
და ხმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთ-სახესა.
Strophe: S232/K232
Verse: a
მას ყმასა თავი არ მისცა, ჭვრეტადცა ებილწებოდა,
Verse: b
ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე მი და მო ძრწებოდა,
Verse: c
@ტარიელს ვისმე უზახდა მწედ, თუცა არ ემწებოდა,
Verse: d
და @ავთანდილ მუხლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა.
Strophe: S233/K233
Verse: a
ეტყოდა: "სულე! რამც გიყავ? კაცი ვარ, ადამიანი,
Verse: b
უფერო-ქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი,
Verse: c
მისი რამ^ მითხარ, ვინ არის ტან-სარო, პირ ბაკმიანი?
Verse: d
და სხვად არას გიზამ, ნუ გეშის, ნუ ჰყივი აგრე ხმიანი".
Strophe: S234/K234
Verse: a
ქალი ეტყოდა ტირილით, სარჩელი უგავს ბრჭობასა:
Verse: b
"თუ არ შმაგი ხარ, დამეხსენ; შმაგი ხარ, მოდი ცნობასა!
Verse: c
აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკევ ადვილად თხრობასა;
Verse: d
და ცუდად ნუ სცთები, ნუ ელი მაგა ამბვისა ცნობასა!"
Strophe: S235/K235
Verse: a
კვლა ეტყვის: " ყმაო, რა გინდა, ანუ მენუკევ მე რასა?
Verse: b
მაგა საქმესა ვერა იქმს ვერცა კალამი წერასა.
Verse: c
შენ ერთხელ მეტყვი, "მითხარო", მე ასჯერ გეტყვი "ვერასა",
Verse: d
და ვითა სიცილი ტირილსა, ვაგლახი მიჯობს მღერასა".
Strophe: S236/K236
Verse: a
"ქალო, არ იცი, სით მოვალ, რა ჭირნი მომითმენიან,
Verse: b
ოდითგან ვეძებ ამბავთა, ესე არვისგან მსმენიან;
Verse: c
შენ მიპოვნიხარ, სიტყვანი ჩემნი რაზომცა გწყენიან,
Verse: d
და ვერ დაგეხსნები, მიამბე, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან!"
Strophe: S237/K237
Verse: a
ქალმან უთხრა: "რას შეგესწარ, მე ვინ ვარ^ და ანუ შენო?
Verse: b
მზე არ მახლავს, შეგეტყვების, თრთვილო, ასრე მით მაწყენო!
Verse: c
გრძელი სიტყვა საწყინოა, ასრე მოკლედ მოგახსენო:
Verse: d
და ვერასათვის ვერ გიამბობ, რაცა გინდა, იგი ქმენო!"
Strophe: S238/K238
Verse: a
კვლაცა ჰკითხა ზენარობით მიუყარნა მუხლნი წინა,
Verse: b
მაგრა ვერა ვერ დაჰყარა, მუდარობა მოეწყინა,
Verse: c
პირსა ზედა გაგულისდა, თვალთა სისხლი მოედინა,
Verse: d
და ადგა, თმათა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბრჯინა.
Strophe: S239/K239
Verse: a
ეგრე უთხრა: "მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო?!
Verse: b
რაგვარა თუ ამატირო, ცრემლი ცუდად დამადინო?!
Verse: c
გიჯობს, მითხრა; ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო,
Verse: d
და თვარა, ღმერთმან მტერი ჩემი მოკლას, ვითა მოგაკვდინო!"
Strophe: S240/K240
Verse: a
ქალმან უთხრა: "ეგე ღონე მოიგონე მეტად ავი:
Verse: b
თუ არ მომკლავ, არ მოვკვდები, მრთელი ვარ და მოუკლავი^.
Verse: c
რად რა გითხრა, სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი?
Verse: d
და კვლა თუ მომკლავ, სასაუბროდ აღარ მედგას ზედან თავი".
Strophe: S241/K241
Verse: a
კვლა ეტყვის: "ყმაო, რად მპოვე, ვინ მეუბნები მე, ვინო?
Verse: b
ეგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო!
Verse: c
მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლვევინო,
Verse: d
და ვითა უსტარი ბედითი ადვილად დაგახევინო.
Strophe: S242/K242
Verse: a
ჩემი სიკვდილი შენ ჩემად პატიჟად ნურად გგონია,
Verse: b
მით რომე დამხსნი ტირილსა, შემშრების ცრემლთა ფონია;
Verse: c
ჩალად მიჩს ყოვლი სოფელი, მისთვისვე შემიწონია.
Verse: d
და ვერ გიცნობ, ვინ ხარ, ვის გითხრნე სიტყვანი მისანდონია?"
Strophe: S243/K243
Verse: a
ყმამან თქვა, თუ: "არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა,
Verse: b
სხვასა რასმე მოვიგონებ^, სჯობს საქმისა გამორჩევა".
Verse: c
გაუშვა და ცალკე დაჯდა, ტირს, დაიწყო ცრემლთა ფრქვევა,
Verse: d
და ქალსა უთხრა: "გაგარისხე, აწ, ესე თქვი, ვით დავრჩე, ვა!"
Strophe: S244/K244
Verse: a
ქალი დაუჯდა კუშტ-გვარად, ქუშობს, ჯერთ არ დამტკბარია;
Verse: b
@ავთანდილ ქვე ზის ტირილად, აღარას მოუბარია;
Verse: c
ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია.
Verse: d
და კვლა იქით ქალი ატირდა, მისთვის გულ-ნალმობარია.
Strophe: S245/K245
Verse: a
ყმა მტირალი შეებრალა, ამად ცრემლნი ცხელნი ღვარნა,
Verse: b
მაგრა უჯდა უცხოს უცხო, არ ბაგენი აუბარნა;
Verse: c
ყმამან ცნა, თუ: "გონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა".
Verse: d
და ცრემლ-დენილი შეეხვეწა, ადგა, მუხლნი მიუყარნა.
Strophe: S246/K246
Verse: a
უთხრა: "ვიცი, აღარ ვარგ ხარ შენ აწ ჩემად დასადობლად,
Verse: b
გაგარისხე, დარჩომილ ვარ ღარიბად და ამად ობლად;
Verse: c
აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთვის დასანდობლად,
Verse: d
და ამად რომე შეცოდება შვიდ-გზის თქმულა შესანდობლად.
Strophe: S247/K247
Verse: a
თავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე,
Verse: b
მიჯნურისა შებრალება ხამს, ესეცა გაიგონე;
Verse: c
სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ, არვინ არის ჩემი ღონე;
Verse: d
და სულთა მოგცემ გულისათვის, სხვა მეტიმცა რა გამონე!"
Strophe: S248/K248
Verse: a
რა ქალსა მიჰხვდა ყმისაგან მიჯნურობისა სმინება,
Verse: b
გულ-ამოხვინჩვით დაიწყო ას-კეცთა ცრემლთა დინება,
Verse: c
კვლა გაამრავლა ზახილით ტირილი, არ გაცინება.
Verse: d
და @ავთანდილს ღმერთმან წადილი მისცა, გულისა ლხინება.
Strophe: S249/K249
Verse: a
იტყვის, თუ: "ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების,
Verse: b
ვისთვისმე ხელი უცილოდ, მას ცრემლი ემალმალების".
Verse: c
კვლა უთხრა: "დაო, მიჯნური მტერთაცა შეებრალების;
Verse: d
და ესეცა იცი, სიკვდილსა თვით ეძებს, არ ეკრძალების.
Strophe: S250/K250
Verse: a
ვარ მიჯნური, ხელი ვინმე, გაუძლებლად სულთა დგმისად;
Verse: b
ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებარად იმა ყმისად;
Verse: c
ღრუბელიცა ვერ მიჰხვდების, მე მისრულვარ სადა, მი-, სად!
Verse: d
და გული თქვენი მიპოვნია, მისი შენდა, შენი მისად.
Strophe: S251/K251
Verse: a
მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე,
Verse: b
მისთვის ხელმან, გამოჭრილმან, ლხინი ჩემი ვაალქატე.
Verse: c
ორისაგან ერთი მიყავ: ტყვედ მქმენ, ანუ მააზატე,
Verse: d
და ან მაცოცხლე, ანუ მომკალ, ჭირი ჭირსა მომიმატე".
Strophe: S252/K252
Verse: a
ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი:
Verse: b
"ეგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი.
Verse: c
წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესი,
Verse: d
და აწ მოყვარე გიპოვნივარ, დისაგანცა უფრო დესი.
Strophe: S253/K253
Verse: a
მაშა რათგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე,
Verse: b
არ ეგების, ამას იქით თუ-მცა თავი არ გამონე,
Verse: c
არ შენ მოგეც თავი ჩემი, დაგაბნიე, დაგაღონე;
Verse: d
და შენთვის მოვკვდე, ამისებრი მემცა საქმე რა ვიღონე!
Strophe: S254/K254
Verse: a
აწ რაცა გითხრა, თუ ამა საქმესა დამმორჩილდები,
Verse: b
რასაცა ეძებ, მიჰხვდები, უცილოდ არ ასცილდები;
Verse: c
თუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები,
Verse: d
და მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები, გა-ცა-სწბილდები".
Strophe: S255/K255
Verse: a
ყმამან უთხრა: "ეგე საქმე ამას ჰგავსო, არა სხვასა:
Verse: b
ორნი კაცნი მოდიოდეს^ სადაურნი სადმე გზასა,
Verse: c
უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა,
Verse: d
და ზედ მიადგა, ჩაყიოდა, ტირს, იზახიხ ვაგლახ-ვასა.
Strophe: S256/K256
Verse: a
ეგრე უთხრა: "ამხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე,
Verse: b
წავალ თოკთა მოსახმელად, მწადსო, თუ-მცა ამოგზიდე";
Verse: c
მას ქვეშეთსა გაეცინა^, გაუკვირდა მეტად კიდე,
Verse: d
და შემოჰყივლა: "არ გელოდე, სად გაგექცე, სად წავიდე?"
Strophe: S257/K257
Verse: a
აწ, დაო, შენთა ხელთაა ჩემი საბელი ყელისა,
Verse: b
სხვად უღონოა უშენოდ ჩემგან^ აპყრობა ხელისა;
Verse: c
რასაცა მიზამ, შენ იცი, შენ ხარ წამალი ხელისა,
Verse: d
და თვარა ვისმც ექმნა გვარლითა შეკრვა თავისა მრთელისა!"
Strophe: S258/K258
Verse: a
ქალმან უთხრა: "მომეწონა, ყმაო, შენი ნაუბარი.
Verse: b
ხარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე, ბრძენთა საქებარი;
Verse: c
ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი,
Verse: d
და რაცა გითხრა, მომისმინე, გიპოვნია საძებარი.
Strophe: S259/K259
Verse: a
იმა მოყმისა ამბავი არსადა არ იპოვნების;
Verse: b
თვით თუ არ გითხრობს, არ ითქმის, არვისგან დაიჯერების^;
Verse: c
მოილოდინე, მოვიდეს, რაზომმცა დაგეყოვნების,
Verse: d
და დადუმდი, ვარდსა ნუ აზრობ, ცრემლითა ნუ ითოვნების.
Strophe: S260/K260
Verse: a
გითხრა, თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა^ შენ სახელისა:
Verse: b
@ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა;
Verse: c
მე @ასმათ მქვიან, რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა,
Verse: d
და სულთქვმა სულთქვმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა.
Strophe: S261/K261
Verse: a
ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა.
Verse: b
ისი მინდორს არონინებს ტანსა მტერთა მემაჯანსა,
Verse: c
ვჭამ, გლახ, მარტო ნადირისა მისგან ხორცსა მონატანსა,
Verse: d
და აწვე მოვა, არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა.
Strophe: S262/K262
Verse: a
ამას გვედრებ, მოიცადო, თავი სხვაგან არსად არო;
Verse: b
რა მოვიდეს, შევეხვეწო, ნუთუ ვითა მოვაგვარო;
Verse: c
ერთმანერთსა შეგამეცნნე, თავი შენი შევაყვარო,
Verse: d
და თვით გიამბოს საქმე მისი, საყვარელსა გაახარო".
Strophe: S263/K263
Verse: a
ქალსა ყმამან მოუსმინა, დაჰმორჩილდა, დაჰრთო ნება.
Verse: b
ამას ზედა მოიხედნეს, ხევით ესმა ჩხაპუნება;
Verse: c
მთვარე წყალსა გამოსრული ნახეს, შუქთა მოფინება,
Verse: d
და უკურიდნეს, აღარა ქმნეს მუნ ხანისა დაყოვნება.
Strophe: S264/K264
Verse: a
ქალმან უთხრა: "ყმაო, ღმერთმან მოგცა ჟამად, რაცა გინა,
Verse: b
მაგრა თავი უჩინო ქმენ, დამალული იყავ შინა;
Verse: c
იმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არავინ- ა;
Verse: d
და ნუთუ ვით რა^ მოვაგვარო, შენი ნახვა არ ეწყინა'
Strophe: S265/K265
Verse: a
@ავთანდილ ქვაბსა დამალა ქალმან დამალვით მალითა.
Verse: b
იგი ყმა ცხენსა გარდახდა, შვენოდა კაპარჭ-ხრმალითა;
Verse: c
ატირდეს მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესამალითა,
Verse: d
და @ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა.
Strophe: S266/K266
Verse: a
ამარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან.
Verse: b
დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან;
Verse: c
შეხსნა, შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყვანა მან;
Verse: d
და დადუმდეს, ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან.
Strophe: S267/K267
Verse: a
@ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყვე, საკნით ნააზატები.
Verse: b
მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები;
Verse: c
მას ზედა დაჯდა იგი ყმა, სულთქვამს ჭირ-მონამატები,
Verse: d
და სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები.
Strophe: S268/K268
Verse: a
მან ქალმან ხელ-ყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა,
Verse: b
ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა, შეუქმნელისა;
Verse: c
მიუპყრა, ერთი აჰხლიჩა, ქმნაა საქმისა ძნელისა,
Verse: d
და ძალი არ ჰქონდა, დაუწყო გამოყრა უცოხნელისა.
Strophe: S269/K269
Verse: a
ცოტად მიწვა, მიიძინა, თუცა ყოლა ვერა მეტი;
Verse: b
შეკრთა, დიდნი დაიზახნა, წამოვარდა ვითა რეტი,
Verse: c
იზახდის და წამ-წამ იკრის გულსა ლოდი, თავსა კეტი.
Verse: d
და ცალ-კერძ ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭვრეტი.
Strophe: S270/K270
Verse: a
"რად დაჰბრუნდი? - მოახსენა, - მითხარ, რაცა წაგეკიდა!"
Verse: b
მან უბრძანა: "მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა,
Verse: c
ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი, ბარგი მძიმედ აეკიდა,
Verse: d
და იგი მინდორს ნადირობდა, დაეფანჩა მარეკი, და-.
Strophe: S271/K271
Verse: a
სევდად მეცა კაცთა ნახვა, ცეცხლი უფრო გავიალე,
Verse: b
-არ მივეო ახლოს შეყრად - თავი ჩემი შევიწყალე,
Verse: c
მათგან მკრთალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგან დავიმალე".
Verse: d
და თქვა: "ნუთუმცა უკუმრიდა, რა გათენდეს, წავალ ხვალე".
Strophe: S272/K272
Verse: a
ქალსა ცრემლნი გარდმოსცვივდეს ას-ნაკეცნი, ბევრის-ბევრად;
Verse: b
მოახსენა: "მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად,
Verse: c
არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად;
Verse: d
და მას მაგითა ვერას არგებ, დღეთა შენთა ცუდად ჰლევ რად?
Strophe: S273/K273
Verse: a
ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია,
Verse: b
ერთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია?
Verse: c
გეახლოს და არ გაჰშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია;
Verse: d
და შენ მოჰკვდე და იგი წახდეს, ესე შენთვის რა მადლია?"
Strophe: S274/K274
Verse: a
უბრძანა: "დაო, ეგეა მსგავსი შენისა გულისა,
Verse: b
მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა!
Verse: c
ვის ძალ-უც პოვნა კაცისა, თვით სოფლად არ-მოსრულისა?
Verse: d
და ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა.
Strophe: S275/K275
Verse: a
ღმერთმან სხვამცა ეტლსა ჩემსა რადმცა^ კაცი რად დაჰბადა,
Verse: b
სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა!
Verse: c
ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი, ანუ ვინმცა შეეცადა?
Verse: d
და შენგან კიდე ხორციელი, დაო, მივის არასადა".
Strophe: S276/K276
Verse: a
ქალმან ჰკადრა: "არ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯ დია;
Verse: b
რათგან ღმერთსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია,
Verse: c
ვერ დავმალავ, უკეთესი რაცა საქმე გამიცდია.
Verse: d
და არა ვარგ-ა უსაზომო, ზომსა თავი გარდგიხდია.
Verse: e
მისი მძებნელი იყომცა ჭკუითა მეტის-მეტითა;
Verse: f
შენ კაცთა ნაცვლად ნადირთა ახლავ გულითა რეტითა;sǯobs, erti ḳaci iaxlo, ilxende misit č̣vreṭita.
Verse: h
და ვით იადონი არ მოჰკვდე ბულბულოს თესლთა კვნეტითა".
Strophe: S277/K277
Verse: a
ყმამან უთხრა: "რას მენუკევ, არა ვიცი, გამიცხადე.
Verse: b
კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავჰბადე!
Verse: c
ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე!
Verse: d
და განაღამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიხადე".
Strophe: S278/K278
Verse: a
ქალმან კვლა ჰკადრა: "გაგსაჯე მეტითა შეგონებითა,
Verse: b
მაგრა თუ კაცი მოგგვარო, მოგყვეს თავისა ნებითა,
Verse: c
იგი გეახლოს, ილხენდე მისითა შემეცნებითა,
Verse: d
და ფიცე, არ მოჰკლა, არ იყო, არ-სავნებლისა ვნებითა".
Strophe: S279/K279
Verse: a
მან უბრძანა: "თუ მიჩვენებ, ვნახავ, დიდად გავიხარებ,
Verse: b
სიყვარულმან მისმან, ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ,
Verse: c
არას ვუზამ უგემურსა, არათ ოდეს გავამწარებ;
Verse: d
და რაცა ჩემგან ეამების, ვაამებ და შევიყვარებ".
Chapter: 9
შეყრა @ტარიელისა და @ავთანდილისა
Strophe: S280/K280
Verse: a
ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად;
Verse: b
"არ ეწყინაო", უამბობს, არს მისად მაგულვანებლად,
Verse: c
ხელი მოჰკიდა, მოჰყვანდა, ვით, მთვარე მოსავანებლად;
Verse: d
და იგი რა ნახა @ტარიელ, თქვა მზისა დასაგვანებლად.
Strophe: S283/K283
Verse: a
გამოეგება @ტარიელ, ჰმართებს ორთავე მზე დარად,
Verse: b
ანუ ცით მთვარე უღრუბლო შუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად,
Verse: c
რომე მათ თანა ალვისა ხეცა ვარგ იყო ხედ არად,
Verse: d
და ჰგვანდეს შვიდთავე მნათობთა, სხვადმცა რისად ვთქვი მე დარად!
Strophe: S284/K284
Verse: a
მათ აკოცეს ერთმანერთსა, უცხოებით არ დაჰრიდეს,
Verse: b
ვარდსა ხლეჩდეს, ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს,
Verse: c
ყელი ყელსა გარდააჭვდეს, ერთმანერთსა აუტირდეს,
Verse: d
და ქარვად შექმნნეს იაგუნდნი მათნი, თუცა ლალად ღირდეს.
Strophe: S285/K285
Verse: a
მობრუნდეს. ყმამან @ავთანდილს ხელი შეუპყრა ხელითა,
Verse: b
ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა.
Verse: c
@ასმათი სულსა უღებდა სიტყვითა საკვირველითა:
Verse: d
და "თავთა ნუ დაჰხოცთ, ნუ ბნელ-იქმთ მზესა თქვენითა ბნელითა".
Strophe: S286/K286
Verse: a
@ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული, არ დაზრული;
Verse: b
ყმასა უეთხრა: "მესწრაფების, მითხარ შენი დაფარული,
Verse: c
ვინ ხარ, ანუ სით მოსრულხარ, სადაური, სით მოსრული?
Verse: d
და მე სიკვდილსა აღარ ვახსოვ, ვარ მისგანცა გაწირული".
Strophe: S287/K287
Verse: a
@ავთანდილ გასცა პასუხი, სიტყვები ლამაზებია:
Verse: b
"ლომო და გმირო @ტარიელ, ვის თავი გინაზებია,
Verse: c
მე ვარ არაბი, @არაბეთს არს ჩემი დარბაზებია,
Verse: d
და მიჯნურობითა დამწვარ ვარ, ცეცხლი უშრეტი მგზებია.
Strophe: S288/K288
Verse: a
მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია;
Verse: b
თვით მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავ-მაგრებია.
Verse: c
თუცა არ მიცნობ, გინახავ, თუ ვითა გიაზრებია,
Verse: d
და გახსოვსც^ა, ოდეს დაჰხოცე მონები არ-საპყრებია?
Strophe: S287/K287
Verse: a
შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი, ჩვენ ზედა გარდგეკიდენით,
Verse: b
პატრონი ჩემი გაგიწყრა, ჩვენ ხაფად წაგეკიდენით,
Verse: c
გიხმეთ, არ მოხვე, ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით,
Verse: d
და შენ ველნი წითლად შეჰღებენ სრულად სისხლისა კი დენით.
Strophe: S288/K288
Verse: a
ყველაკასა მათრახითა თავი უხრმლოდ გარდაჰკვეთეთ.
Verse: b
მეფე შეჯდა, დაგვეკარგე, კვალი შენი ვერ მოვკვეთეთ,
Verse: c
ვითა ქაჯი დაგვემალე, მონებიცა დავაფეთეთ,
Verse: d
და ამან უფრო დაგვაშმაგნა, თავი სრულად გავაშეთეთ.
Strophe: S289/K289
Verse: a
ჭმუნვა შეექმნა, თქვენც იცით, ხელმწიფე ნებიერია.
Verse: b
მოგნახეს, გძებნეს ყოველგან, მათ რუკა დაუწერია,
Verse: c
ვერ ნახეს შენი მნახავი^ ვერცა ყმა, ვერცა ბერია;
Verse: d
და აწ გამომგზავნა, რომელსა ვერ მზე ჰგავს, ვერ ეთერია.
Strophe: S290/K290
Verse: a
მიბრძანა: "მიცან ამბავი მის ყმისა წარხდომილისა,
Verse: b
მაშინ ვარ მქმნელი საქმისა, მის შენგან მონდომილისა".
Verse: c
სამ წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა.
Verse: d
და არ გიკვირს, გავძელ ვერ-ჭვრეტა მისისა მე ღიმილისა?!
Strophe: S291/K291
Verse: a
აქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახა;
Verse: b
ქურდნი^ ვნახენ, რომე თქვენთვის სიტყვა რამე გაემკვახა;
Verse: c
მათრახითა ჩამოგეგდო ერთი, მკვდართა დაგესახა;
Verse: d
და მათ მასწავლეს, ძმა რომელთა სულ-მობრძავი სამე, გლახ, ა".
Strophe: S292/K292
Verse: a
@ტარიელსცა აეხსენა ომი მათი მაშინდელი,
Verse: b
იტყვის: "მახსოვს ეგე საქმე, თუცა არის ადრინდელი;
Verse: c
ერთგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი;
Verse: d
და მით ვტიროდი, მომეგონა მე, გლახ, ჩემი წარმწყმედელი.
Strophe: S293/K293
Verse: a
რას მაქმნევდით, რად გინდოდი, ერთმანერთსა რითა^ ვჰგვანდით?
Verse: b
თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვჰბანდით.
Verse: c
რა მონანი შესაპყრობლად მომწიენით, გაჰგულვანდით,
Verse: d
და აწ ვეჭვ, რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა მიიტანდით.
Strophe: S294/K294
Verse: a
მოვიხედენ, მომეწია რა პატრონი შენი, ვნახე,
Verse: b
ხელმწიფობით შემებრალნეს, ამად ხელი არ შევახე,
Verse: c
თვალთა წინა გამოგექეც, მეტი არა შევუზრახე.
Verse: d
და ჩემი ცხენი უჩინოსა ჰგავს და სხვასმცა რას ვასახე!
Strophe: S295/K295
Verse: a
კაცმან ვერ ასწრას თვალისა დაფახვა, დაწამწამება,
Verse: b
მას გავექცევი, ვისგანცა ჩემი არა ვცნა ამება;
Verse: c
მათ თურქთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება,
Verse: d
და ავად ჰშვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება.
Strophe: S296/K296
Verse: a
აწ ვაშად მოხვე, მეამა ნახვა შენისა პირისა!
Verse: b
ტანად სარო და პირად მზე, მამაცად მსგავსი გმირისა,
Verse: c
გარჯილ ხარ, მაგრა^ არა ხარ გარდაუხდელი ჭირისა:
Verse: d
და ძნელია პოვნა კაცისა ღმრთივ ზეცით განაწირისა!"
Strophe: S297/K297
Verse: a
@ავთანდილ უთხრა: "ვით მაქებ საქები ბრძენთა ენისა?
Verse: b
მაგისად ნაცვლად რამც ვიყავ^ ღირსი ქებისა თქვენისა!
Verse: c
სახე ხარ მზისა ერთისა, ზეცით მნათისა ზენისა,
Verse: d
და რათგან ვერ შეგცვლის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა.
Strophe: S298/K298
Verse: a
ამა დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა;
Verse: b
დამიგდია სამსახური მისი, იქმნას, რაცა გინდა;
Verse: c
იაგუნდი ეგრეცა სჯობს, ათასჯერმცა მინა მინდა,
Verse: d
და შენ გეახლო სიკვდილამდის, ამის მეტი არა მინდა!"
Strophe: S299/K299
Verse: a
@ტარიელ უთხრა: "მე შენი გული აწ მემხურვალების;
Verse: b
მიკვირს, თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების!
Verse: c
მაგრა წესია, მიჯნური მიჯნურსა შეებრალების,
Verse: d
და შე საყვარელსა გაგყარო, ესე რათ გენაცვალების!
Strophe: S300/K300
Verse: a
წამოსრულ ხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად;
Verse: b
ღმერთმან ქმნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილ ხარ მამაცურად.
Verse: c
მაგრა ჩემსა რა გიამბობს, გამოჭრილ ვარ ასრე თუ რად!
Verse: d
და მე თუ ვიტყვი, დამწვავს ცეცხლი ცხელი, შემიქმს ალად, მურად".
Strophe: S301/K301
Verse: a
@ასმათ უთხრა: "ლომო, ცრემლით მაგა ცეცხლსა რა ერგების!
Verse: b
მე ვითა ვთქვა წვევა თქმისა, რათგან ეგრე^ არ ეგების!
Verse: c
ვხედავ, ესე ხელი ვინმე მოყმე შენთვის წაეგების,
Verse: d
და ცნას მიზეზი შენთა წყლულთა, ქმნას რა, ღონეა ეგების.
Strophe: S302/K302
Verse: a
მეხვეწებოდა, ლამოდა ჩემგან რასამე სმენასა;
Verse: b
ნუ უყოს ღმერთმან, გაძლება მემცა ვით მივეც ენასა!
Verse: c
თუ რას სცნობს, ვეჭობ ამისგან თქვენსა რასამე ლხენასა.
Verse: d
და არს უკეთესი, რაცაღა სწადს განგებასა ზენასა".
Strophe: S303/K303
Verse: a
ამას დაყმუნდა @ტარიელ დამწვარი, დაალებული;
Verse: b
@ასმათს უბრძანა: "მას აქათ შენ ხარ ჩემ თანა ხლებული;
Verse: c
რად არა იცი, უწამლო არს ლები ესე ლებული!
Verse: d
და კვლა ესე ყმა მწვავს მტირალი, ცრემლითა დავალებული.
Strophe: S304/K304
Verse: a
კაცმან ვით პოვოს, ღმრთისაგან რაც არა^ დანაბადია!
Verse: b
მით გული ჩემი სევდამან აწ ასრე დანაბა დია,
Verse: c
კვლა გზასა მიკრავს, მიჭირავს მითქს ბადე დანაბადია;
Verse: d
და აწ ხელთა, ნაცვლად ლხინისა, ჩალა მაქვს და ნაბადია.
Strophe: S305/K305
Verse: a
მაგრა ღმერთმან მოწყალემან მით ცნობითა ერთით მზითა
Verse: b
ორი მისი მოწყალება დღესცა მომცა ამა გზითა:
Verse: c
პირველ, შეჰყრის მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა,
Verse: d
და კვლა, ნუთუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა".
Strophe: S306/K306
Verse: a
ყმასა უთხრა: "ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს,
Verse: b
ხამსო მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს;
Verse: c
ღმერთმან ერთი რად^ აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს!
Verse: d
და შენ ისმენდი, მე გიამბობ, რაცღა გინდა წამეკიდოს".
Strophe: S307/K307
Verse: a
@ასმათს უთხრა: "მოდი, მოჯე, თანა წყალი მომიტანე,
Verse: b
დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე;
Verse: c
მკვდარი მნახო, დამიტირე, სულთქვმა გაათანისთანე,
Verse: d
და მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკვანე".
Strophe: S308/K308
Verse: a
ღილ-ჩახსნილი საამბობლად დაჯდა, მხარნი ამოყარნა;
Verse: b
ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით, დიდხან შუქნი არ ადარნა;
Verse: c
ვერ გაახვნა სასაუბროდ, მან ბაგენი გაამყარნა,
Verse: d
და მერმე სულთქვნა, დაიზახნა, ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა.
Strophe: S309/K309
Verse: a
მოსთქვამს: "ჰაი, საყვარელო, ჩემო, ჩემთვის დაკარგულო,
Verse: b
იმედო და სიცოცხლეო, გონებაო, სულო, გულო,
Verse: c
ვინ მოგკვეთა, არა ვიცი, ხეო, ედემს დანერგულო!
Verse: d
და ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო, ასჯერ დადაგულო?!"
Chapter: 10
@ტარიელისაგან თავის ამბვის მბობა @ავთანდილთანა
Strophe: S310/K310
Verse: a
"ისმენდი, მიეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა;
Verse: b
საუბართა და საქმეთა ვისთა ძლივ ვათქმევ ენასა,
Verse: c
იგი, ვინ ხელ-მქმნის, მოველი მისგან აროდეს ლხენასა,
Verse: d
და ვისგან შევუცავ სევდათა, სისხლისა ღვართა დენასა.
Strophe: S311/K311
Verse: a
"@ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი:
Verse: b
ექვსი სამეფო @ფარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი,
Verse: c
უხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი,
Verse: d
და ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა მწყობელი.
Strophe: S312/K312
Verse: a
მამა-ჩემი ჯდა მეშვიდე^, მეფე მებრძოლთა მზარავი,
Verse: b
@სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი;
Verse: c
ვერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერ ცხადი, ვერცა მპარავი;
Verse: d
და ნადირობდის და იშვებდის საწუთრო-გაუმწარავი.
Strophe: S313/K313
Verse: a
ხალვა მოსძულდა, შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები.
Verse: b
თქვა: "წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები,
Verse: c
ყოვლგნით გამისხმან, მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები";
Verse: d
და ბრძანა: "წავალ და მეფესა @ფარსადანს შევეწყნარები";
Strophe: S314/K314
Verse: a
@ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა,
Verse: b
შესთვალა: "შენ გაქვს მეფობა ინდოეთისა სრულისა;
Verse: c
აწ მე მწადს, თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა,
Verse: d
და სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა".
Strophe: S315/K315
Verse: a
@ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბვისა მცნობელმან.
Verse: b
შესთვალა: "ღმერთსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან,
Verse: c
რათგან ეგე ჰქმენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მპყრობელმან.
Verse: d
და აწ მოდი, ასრე პატივ გცე, ვითა მამამან მშობელმან".
Strophe: S316/K316
Verse: a
ერთი სამეფო საკარგვად, უბოძა ამირბარობა.
Verse: b
თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირ-სპასალარობა.
Verse: c
მეფე^ რა დაჯდა, არა სჭირს ხელისა მიუმცთარობა^;
Verse: d
და სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა.
Strophe: S317/K317
Verse: a
თვით მეფემან მამა-ჩემი დაიჭირა სწორად თავსა.
Verse: b
თქვა: "ჩემებრი ამირბარი, ნაძლევი ვარ, ვისმცა ჰყავსა!"
Verse: c
ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა.
Verse: d
და მას არა ვჰგავ ასრე, ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა.
Strophe: S318/K318
Verse: a
ძე არ ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა,
Verse: b
ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა.
Verse: c
ვაჲ კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა!
Verse: d
და მეფემ ბრძანა: "შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა".
Strophe: S319/K319
Verse: a
მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად,
Verse: b
საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად,
Verse: c
ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ხელმწიფეთა ქცევა-ქმნათად;
Verse: d
და მოვიწიფე, დავემსგავსე მზესა თვალად, ლომსა ნაკვთად.
Strophe: S320/K320
Verse: a
@ასმათ, მითხრობდი, რაცა სცნა ჩემგან ამბობა ცილისა.
Verse: b
ხუთისა წლისა შევიქმენ მსგავსი ვარდისა შლილისა;
Verse: c
ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკლვა, მართ ვითა სილისა;
Verse: d
და არ გაჰვიდოდის @ფარსადანს მისი არა-სმა შვილისა.
Strophe: S321/K321
Verse: a
@ასმათ, შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერ-მიხდილისა,
Verse: b
მზესა მე ვსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა ჟამი დილისა;
Verse: c
იტყოდეს ჩემნი მნახავნი: "მსგავსია ედემს ზრდილისა".
Verse: d
და აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა.
Strophe: S322/K322
Verse: a
მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი".
Verse: b
ესე რა თქვა, ყმამან სულთქვნა, ცრემლით ბრძანა: "შობა ქალი".
Verse: c
დაბნედასა მიეწურა, @ასმათ ასხა გულსა წყალი;
Verse: d
და თქვა: "მაშინვე მზესა ჰგვანდა, აწ მედების ვისგან ალი!
Strophe: S323/K323
Verse: a
წიგნი წიგნსა ეცემოდა, დედოფალი ოდეს შობდა,
Verse: b
მოციქული - მოციქულსა, @ინდოეთი სრულად სცნობდა;
Verse: c
მზე და მთვარე განსცხრებოდეს, სიხარულით ცა ნათობდა;
Verse: d
და ყოვლი არსად შემოსრული მხიარული თამაშობდა.
Strophe: S324/K324
Verse: a
ქება არ ითქმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა^.
Verse: b
@ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა;
Verse: c
ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ-გვარითა.
Verse: d
და საჭურჭლე გასცეს, აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა.
Strophe: S325/K325
Verse: a
საშობელი გაიყარა, ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა.
Verse: b
მართ მაშინვე ჰგვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა.
Verse: c
ვუყვარდით და სწორად ვუჩნდით მეფესა და დედოფალსა.
Verse: d
და აწ ვახსენებ, ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა!"
Strophe: S326/K326
Verse: a
ყმა დაბნდა, რა სახელისა ხსენებასა მიეწურა;
Verse: b
@ავთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა ჰმურა;
Verse: c
ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი დააპკურა.
Verse: d
და თქვა: "ისმენდი, მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურ- ა.
Strophe: S327/K327
Verse: a
მას ქალსა @ნესტან-დარეჯან იყო სახელად ხმობილი.
Verse: b
შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი,
Verse: c
მთვარისა მსგავსი, შვენებით მზისაგან ვერ-შეფრობილი^;
Verse: d
და მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წრთობილი!
Strophe: S328/K328
Verse: a
იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესლვა ომსა;
Verse: b
მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწთომსა,
Verse: c
მამასავე ხელთა მიმცეს, რა შევიქმენ ამა ზომსა;
Verse: d
და ვბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვხოცდი ლომსა.
Strophe: S329/K329
Verse: a
მეფემან სახლი ააგო, შიგან საყოფი ქალისა:
Verse: b
ქვად ფაზარი სხდა, კუბო დგა იაგუნდისა თვალისა,
Verse: c
პირსა ბაღჩა და საბანლად სარაჯი ვარდის წყალისა;
Verse: d
და იგი მუნ იყვის, მედების ვისგან სახმილი ალისა!
Strophe: S330/K330
Verse: a
დღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი;
Verse: b
ზოგჯერ კოშკს ჯდის, ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის, რა დგის ჩრდილი.
Verse: c
@დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი,
Verse: d
და მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი.
Strophe: S331/K331
Verse: a
სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა;
Verse: b
ვერვინ ვხედევდით, შეიქმნა პირითა მინა-ვარდითა;
Verse: c
@ასმათ და ორნი მონანი ჰყვიან, იმღერდის ნარდითა;
Verse: d
და მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა.
Strophe: S332/K332
Verse: a
თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა^ ვითა შვილსა;
Verse: b
დღისით ვიყვი მას წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა;
Verse: c
ძალად ლომსა, თვალად მზესა, ტანად ვჰგვანდი ედემს ზრდილსა,
Verse: d
და სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქმნილსა.
Verse: e
რა მინდორს შევჯდი, ზარითა ხმა იყვის ბუკთა ცემისა;
Verse: f
თანა მყვის სპისა სიმრავლე მსგავსი ფუტკრისა რემისა;
Verse: g
ჭვრეტად ქალ-ყმები დაჯრილა, დგას თემისა და თემისა;
Verse: h
ვინც მნახის, ეყვის ერთ წლამდის კვეხა ნახვისა ჩემისა.
Strophe: S333/K333
Verse: a
მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემგან სრეულმან;
Verse: b
მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან;
Verse: c
შევიდი, შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან;
Verse: d
და აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ-ბადახშეულმან!
Strophe: S334/K334
Verse: a
მამა მომიკვდა, მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა;
Verse: b
ქმნა გაუცუდდა @ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა;
Verse: c
მათ გაეხარნეს, ვის ზარი დაჰლევდის მისგან შიშისა;
Verse: d
და ერთგულთა შექმნეს ვაება, მტერთა - ხსენება იშისა.
Strophe: S335/K335
Verse: a
მე წელიწდამდის^ ბნელსა ვჯე საწუთრო-გაცუდებული,
Verse: b
დღისით და ღამით ვვაებდი, ვერვისგან სულ-დაღებული;
Verse: c
გაყვანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული,
Verse: d
და ებრძანა: "შვილო @ტარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული.
Strophe: S336/K336
Verse: a
ჩვენ უფრო გვტკივის იგი, ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა".
Verse: b
ასი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა ახდა შავისა,
Verse: c
ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა:
Verse: d
და "შენ გქონდეს ამირბარობა, ქმნა მისვე საურავისა".
Strophe: S337/K337
Verse: a
ავენთი, დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრობელთა^;
Verse: b
უკანის გამომიყვანეს ხასთა მათ წინა- მდგომელთა;
Verse: c
გამოსლვისათვის ზეიმი შექმნეს @ინდოეთს მფლობელთა,
Verse: d
და შორს მომეგებნეს, მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა.
Strophe: S338/K338
Verse: a
მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს, პატივს მცემდეს ძისა დარად,
Verse: b
მის ხელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად;
Verse: c
ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად;
Verse: d
და არ მომეშვნეს, დავჰმორჩილდი, თაყვანის-მცეს ამირბარად.
Strophe: S339/K339
Verse: a
აღარა ვიცი, დამვიწყდეს, თუცა დიადი წელია;
Verse: b
გიამბო ჩემი ამბავი, განა რაზომცა ძნელია!
Verse: c
ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია,
Verse: d
და მისთა ნაკვესთა წინწალი დამეცეს^ ხანგრძლად მწველია".
Chapter: 11
ამბავი @ტარიელის გამიჯნურებისა
Strophe: S340/K340
Verse: a
კვლა დაიწყო თქმა ამბვისა მან, რა ხანი მოიტირა:
Verse: b
დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით, გვენადირა;
Verse: c
მიბრძანა, თუ: "ქალი ვნახოთ", ხელი ხელსა დამიჭირა.
Verse: d
და მის ჟამიხა მხსენებელი მე სულ-დგმული არ გიკვირა?
Strophe: S341/K341
Verse: a
მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა,
Verse: b
გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა;
Verse: c
მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა.
Verse: d
და ალმასისა ხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა!
Strophe: S342/K342
Verse: a
ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა:
Verse: b
მფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა;
Verse: c
მრავლად იყო სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა.
Verse: d
და კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა.
Strophe: S343/K343
Verse: a
ვიცოდი, სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა,
Verse: b
მე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა;
Verse: c
ვერას ვხედევდი, ოდენ ხმა მესმოდა საუბარისა.
Verse: d
და @ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა.
Strophe: S344/K344
Verse: a
@ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარე ვდეგ მოფარდაგულსა;
Verse: b
ქალსა შევხედენ, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა.
Verse: c
მოვიდა, მივსცენ დურაჯნი, მთხოვნა ცეცხლითა დაგულსა.
Verse: d
და ვაჲმე, მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა!
Strophe: S345/K345
Verse: a
აწ წარხდეს იგი ნათელნი, მზისაცა მოწუნარენი!"
Verse: b
მისი ვერ გასძლო ხსენება, დაბნდა და სულთვქნა მწარენი;
Verse: c
ყმა და @ასმათი ტიროდეს ხმას სცემდეს იგი არენი,
Verse: d
და ჭმუნვით თქვეს: "მკლავნი ცუდ ქმნილნი, ვაჲ, გმირთა მემუქარენი!"
Strophe: S346/K346
Verse: a
@ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა @ტარია,
Verse: b
დიდხან ვერა თქვა, სევდამან გული შეუპყრა, დარია;
Verse: c
დაჯდა და მწარედ სულთ-ითქვნა, ცრემლი მიწასა გარია,
Verse: d
და თქვა: "ჩემგან მისი ხსენება, ვაჲმე, რა დიდი ზარია!
Strophe: S347/K347
Verse: a
მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან,
Verse: b
იშვებენ, მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან;
Verse: c
ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან.
Verse: d
და ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შე-ღა-მრჩებიან.
Strophe: S348/K348
Verse: a
დურაჯნი მივსცენ, გავიღე სხვა ვერა გზაღა თავისა,
Verse: b
დავეცი, დავბნდი, წამიხდა ძალი მხართა^ და მკლავისა,
Verse: c
რა სულად მოვე, შემესმა ხმა ტირილისა და ვისა:
Verse: d
და გარე მომრტყმოდა ჯალაბი, ვითა ჩამსხდომი ნავისა.
Strophe: S349/K349
Verse: a
შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა,
Verse: b
ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა,
Verse: c
პირსა იხოკდეს ხელითა, ღაწვისა გამპობელითა,
Verse: d
და მუყრნი მოასხნეს, სენითა მთქვეს გამაბელზებელითა.
Strophe: S350/K350
Verse: a
მე რა მნახა თვალ-ახმული, მეფე ყელსა მომეხვია,
Verse: b
ცრემლით მითხრა: "შვილო, შვილო, ცოცხალ ხარ-ღა? სიტყვა თქვია!"
Verse: c
მე პასუხი ვერა გავეც^, ვითა შმაგი შევკრთი^ დია,
Verse: d
და კვლა დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია.
Strophe: S351/K351
Verse: a
სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარე შემომცვიდიან;
Verse: b
მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან;
Verse: c
მტერ-დაცემული ვეგონე, არ ვიცი, რას სჩმახვიდიან.
Verse: d
და სამ დღემდის ვიყავ უსულო^, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან.
Strophe: S352/K352
Verse: a
აქიმნიცა იკვირვებდეს: "ესე სენი რაგვარია?
Verse: b
სამკურნალო არა სჭირს რა, სევდა რამე შემოჰყრია".
Verse: c
ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყვა მცთარი წამერია.
Verse: d
და დედოფალი ზღვასა შეიქმს, მას რომ^ ცრემლი დაუღვრია.
Strophe: S353/K353
Verse: a
"სამსა დღესა დარბაზს ვიყავ არ ცოცხალი, არცა მკვდარი;
Verse: b
მერმე ცნობა მომივიდა, მივჰხვდი რასმე მიუმხვდარი;
Verse: c
ვთქვი, თუ: "ჰაჲ-ჰაჲ, რას შიგან ვარ მე სიცოცხლე-გარდამხდარი!"
Verse: d
თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვჰკადრე სიტყვა სამუდარი.
Strophe: S354/K354
Verse: a
ვთქვი, თუ: "ღმერთო, ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე,
Verse: b
მომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითა აღმადგინე,
Verse: c
აქა ყოფა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე!"
Verse: d
და მანვე ქმნა და მო-რე-ვჯობდი, გული წყლული გავარკინე.
Strophe: S355/K355
Verse: a
ზე წამოვჯე. მეფისაგან კაცი დია მოვიდოდა.
Verse: b
ახარებდეს: "წამოჯდაო", დედოფალი გამორბოდა;
Verse: c
მეფე მორბის თავ-შიშველი, არ იცოდა, რას იქმოდა,
Verse: d
და იგი ღმერთსა ადიდებდა, სხვა ყველაი უჩუმოდა.
Strophe: S356/K356
Verse: a
იქით და აქათ მომისხდეს, მახვრიტეს სახვრეტელია;
Verse: b
მე მოვახსენე: "პატრონო, გული აწ უფრო მრთელია;
Verse: c
ცხენსა შეჯდომა მწადიან, ვნახნე წყალნი და ველია".
Verse: d
და ცხენი მომგვარეს, შე-ცა-ვჯე, მეფე ჩემ თანა მვლელია.
Strophe: S357/K357
Verse: a
გამოვედით, მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა;
Verse: b
ჩემსა მივე, დავაბრუნვე, მეფე მომყვა სახლთა ძირსა.
Verse: c
შინა მივე, უარ გავხე, სხვა დამერთო ჭირი ჭირსა;
Verse: d
და ვთქვი, თუ: "მოვკვდე, ბედი ჩემი ამის მეტსა არას ღირსა".
Strophe: S358/K358
Verse: a
ზაფრანის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან,
Verse: b
გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან.
Verse: c
საწოლის მეკრე შემოდგა, მოლარე გაიყვანა მან;
Verse: d
და ვთქვი, თუ: "რა იცის ამბავი, ნეტარ, ან იმან, ან ამან?"
Strophe: S359/K359
Verse: a
"მონააო @ასმათისი". -" რა იცისო?", ვარქვი, ვჰკითხე.
Verse: b
შემოვიდა, სააშიკო წიგნი მომცა, წავიკითხე;
Verse: c
გამიკვირდა, სხვად ვითამცა ვქმენ გულისა^ მწველთა სითხე?
Verse: d
და მისგან ეჭვი არა მქონდა, სევდად მაწვა გულსა მით ხე.
Strophe: S360/K360
Verse: a
მე გამიკვირდა: "სით ვუყვარ, ანუ ვით მკადრებს თხრობასა?
Verse: b
მიუყოლობა არ ვარგ-ა, დამწამებს უზრახობასა,
Verse: c
ჩემგან იმედსა გარდასწყვედს, მერმე დამიწყებს გმობასა".
Verse: d
და დავწერე, რაცა პასუხად ჰმართებდა აშიკობასა.
Strophe: S361/K361
Verse: a
დღენი გამოხდეს, მე გული უფრორე დამწვეს კვლავ ალთა,
Verse: b
ვეღარ ვუჭვრეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად მავალთა;
Verse: c
დარბაზს ვერ მივე; მკურნალთა დაიწყეს მოსლვა მრავალთა,
Verse: d
და მაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა.
Strophe: S362/K362
Verse: a
"მათ ვერა მარგეს, მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა,
Verse: b
სხვამან ვერავინ შემატყვა დება ცეცხლისა ცხელისა;
Verse: c
სისხლი დამწამეს; მეფემან ბრძანა გახსნევა ხელისა.
Verse: d
და გავიხსენ ფარვად პატიჟთა^, არვისგან საეჭველისა.
Strophe: S363/K363
Verse: a
ხელ-გახსნილი, სევდიანი, საწოლს ვიყავ თავის წინა;
Verse: b
ჩემი მონა შემოვიდა, შევხედე, თუ თქვას: რა მინა.
Verse: c
"მონააო @ასმათისი". შემოყვანა ვუთხარ შინა.
Verse: d
და გულსა შინა დავუზრახე: "რა მპოვაო, ანუ ვინ-ა?!"
Strophe: S364/K364
Verse: a
მონამან^ წიგნი მომართვა, მე წავიკითხე ნებასა;
Verse: b
წიგნსა შევატყევ^, ლამოდა შეყრისა მოსწრაფებასა;
Verse: c
პასუხად გავეც: "ჟამია, მართალ ხარ გაკვირვებასა;
Verse: d
და მოვალ, თუ მიხმობ, მე ნუ მეჭვ მოსლვისა დაზარებასა".
Strophe: S365/K365
Verse: a
გულსა ვარქვი, თუ: "ლახვარნი ეგრე ვით დაგაღონებენ?
Verse: b
ამირბარი ვარ, ხელმწიფე, სრულნი ინდონი მმონებენ;
Verse: c
აზრად შეიქმან, საქმესა ათასჯერ შეაწონებენ,
Verse: d
და თუ შეიგებენ, მე მათთა არეთა არ მარონებენ".
Strophe: S366/K366
Verse: a
კაცი მოვიდა მეფისა: "სწადსო ამბისა სმინება".
Verse: b
მოყვანა ვუთხარ; ებრძანა: "ქმნაცა^ სისხლისა დინება?"
Verse: c
მე ვჰკადრე: "ხელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება,
Verse: d
და წინაშე მოვალ, ამისთვის კვლა უფრო მმართებს ლხინება".
Strophe: S367/K367
Verse: a
დარბაზს მივე. მეფე ბრძანებს: "ამის მეტსა ნუ იქმ აბა!"
Verse: b
ცხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა,
Verse: c
შეჯდა, ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა,
Verse: d
და მშვილდოსანნი გასაგანნა, იტყოდიან: "შაბაშ, შაბა!"
Strophe: S368/K368
Verse: a
შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი;
Verse: b
მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულ-დაღებულნი;
Verse: c
მეფემან გასცნა მრავალნი თვალნი, ღარიბად ქებულნი.
Verse: d
და აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი.
Strophe: S369/K369
Verse: a
ვეცდებოდი, არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად;
Verse: b
ვიგონებდი, ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად;
Verse: c
ჩემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე, მთქვიან ალვად,
Verse: d
და შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად.
Strophe: S370/K370
Verse: a
მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი:
Verse: b
"ქალი ვინმე იკითხავსო: "ინახვისა ამირბარი?"
Verse: c
ზეწარითა მოუხურავს პირი, ბრძენთა საქებარი";
Verse: d
და ვარქვი: "საწოლს წაიყვანე, ჩემგან არის ნახმობარი".
Strophe: S371/K371
Verse: a
ავდეგ, მსხდომნი ნადიმობად აემზადნეს ასაყრელად;
Verse: b
შადი ვუთხარ: " ნუ ასდგებით, მოვალ ხანთა დაუზმელად";
Verse: c
გამოვე და საწოლს შევე, მონა მოდგა კარსა მცველად.
Verse: d
და გული მივეც თმობა-ქმნათა აუგისა საკრძალველად.
Strophe: S372/K372
Verse: a
კარსა შევდეგ, ქალი წინა მომეგება, თაყვანის-მცა;
Verse: b
მითხრა: "მოსლვა თქვენს წინაშე კურთხეულ არს, ვინცა ღირსმც-ა!"
Verse: c
გამიკვირდა, მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა?
Verse: d
და ვთქვი: "არ იცის აშიკობა; თუ-მც იცოდა, წყნარად ზისმცა".
Strophe: S373/K373
Verse: a
შევე, დავჯე ტახტსა ზედა; ქალი მოდგა ნოხთა პირსა,
Verse: b
ჩემსა ახლოს დასაჯდომლად თავი მისი არ აღირსა;
Verse: c
ვარქვი: "მანდა რად ჰზი შენ, თუ სიყვარული ჩემი გჭირსა?"
Verse: d
და მან პასუხი არა მითხრა, ჩემთვის ჰგვანდა სიტყვა-ძვირსა.
Strophe: S374/K374
Verse: a
მითხრა: "დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა:
Verse: b
გგონია ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა,
Verse: c
მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდის არღა^ მალობა.
Verse: d
და ამას თუ ღირს ვარ, ვერ ვიტყვი, მაკლია ღმრთისა წყალობა".
Strophe: S375/K375
Verse: a
ადგა, მითხრა: "თქვენსა მკრძალსა ჩემგან ცნობა უბნევია;
Verse: b
ნუ მეჭვ, რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია;
Verse: c
ეზომ დიდსა შემართებად გულსა მისსა უთნევია,
Verse: d
და ამან წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის რაცა უქმნევია^".
Chapter: 12
წიგნი @ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
Strophe: S376/K376
Verse: a
წიგნი ვნახე, მისი იყო, ვისი მდაგავს ცეცხლი გულსა;
Verse: b
მოეწერა მზისა შუქთა: "ნუ დაიჩნევ, ლომო, წყლულსა;
Verse: c
მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა.
Verse: d
და აწ @ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა.
Strophe: S377/K377
Verse: a
ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია?
Verse: b
სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია!
Verse: c
ხატაეთს მყოფნი ყოველნი ჩვენნი სახარაჯონია,
Verse: d
და აწ მათნი ჯავრნი ჩვენ ზედა ჩვენგან არ დასათმონია!
Strophe: S378/K378
Verse: a
შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც^ ვიყავ მნდომია,
Verse: b
მაგრა აქამდის საუბრად კვლა ჟამი არ მომხდომია,
Verse: c
ძოღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია,
Verse: d
და მანდა ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია.
Strophe: S379/K379
Verse: a
მართლად გითხრობ, მომისმინე ესე, რაცა მოგახსენე:
Verse: b
წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე;
Verse: c
გიჯობს, ცუდად ნუღარა სტით, ვარდი კვლამცა რად დასტენე?
Verse: d
და მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე!"
Strophe: S380/K380
Verse: a
@ასმათი მეუბნებოდა უშიშრად^, არ მეკრძალვოდა;
Verse: b
ჩემი რა გითხრა, რა ვიყავ, ლხინი რად^ დამეთვალვოდა!
Verse: c
გული მი და მო მიარდა, კრთებოდა და მემალვოდა;
Verse: d
და მით პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გამელალვოდა^".
Chapter: 13
წიგნი ტარიელისა საყვარელთანა
Strophe: S381/K381
Verse: a
თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია.
Verse: b
პასუხად ვსწერდი: "მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია?
Verse: c
მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა^ შენი ფერია!
Verse: d
და სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია".
Strophe: S382/K382
Verse: a
@ასმათს ვუთხარ: "მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივჰხვდები;
Verse: b
ესე ჰკადრე: "რათგან, მზეო, ჩემთვის ნათლად^ აღმოჰხდები,
Verse: c
აჰა, მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები,
Verse: d
და რასაცაღა სამსახურსა, ვტყუვი, თუღა ვერიდები".
Strophe: S383/K383
Verse: a
@ასმათ მითხრა: "მე მიბრძანა, ესე ვქმნათო, ესე სჯობდეს:
Verse: b
ვინცა გნახოს, ჩემგან მისსა საუბნარსა ვერა სცნობდეს,
Verse: c
ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს";
Verse: d
და და-ცა-მვედრა: " ამირბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს".
Strophe: S384/K384
Verse: a
მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა,
Verse: b
მისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა;
Verse: c
მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა,
Verse: d
და ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა.
Strophe: S385/K385
Verse: a
@ასმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა;
Verse: b
მან მითხრა: "არა, არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა".
Verse: c
ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა:
Verse: d
და "ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა".
Strophe: S386/K386
Verse: a
ქალი ადგა, წამოვიდა; მე ლახვართა გულსა მრიდეს,
Verse: b
ლხინმან ბნელი განმინათლა, დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს;
Verse: c
შევე, დავჯე ნადიმადვე, ჩემნი სწორნი სადა სმიდეს.
Verse: d
და მხიარულმან საბოძვარი გავეც, ზამი გაადიდეს.
Chapter: 14
წიგნი @ტარიელისა ხატაელთანა
Strophe: S387/K387
Verse: a
გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემ-მაგიერი;
Verse: b
მივსწერე: "მეფე ინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი!
Verse: c
მათი ერთგული გაძღებიხ ყოველი სული მშიერი,
Verse: d
და ვინცა ურჩ ექმნას, იქმნების თავისა არ-მადრიერი^.
Strophe: S388/K388
Verse: a
ჩვენნო ძმანო და პატრონნო, თქვენგან არ გავიმწარებით;
Verse: b
ესე რა ჰნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით;
Verse: c
თქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით.
Verse: d
და სჯობს, რომე გვნახნეთ, თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით".
Strophe: S389/K389
Verse: a
კაცნი გავგზავნენ, მე გულსა მომეცა უფრო^ ლხინები,
Verse: b
დარბაზს ვიშვებდი, დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები;
Verse: c
მაშინ სოფელმან საწუთრომ იუხვის, რაცა ვინები,
Verse: d
და აწ ხელ-მქმნა, რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები.
Strophe: S390/K390
Verse: a
პირველ გაჭრისა პირება, მერმე დაწყნარდეს ცნობანი;
Verse: b
ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა ნადიმობანი,
Verse: c
მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი;
Verse: d
და ზოგჯერ შემცვიან სევდათა, ვთქვნი საწუთროსა გმობანი".
Chapter: 15
@ნესტანისაგან @ტარიელის ხმობა
Strophe: S391/K391
Verse: a
დღესა ერთსა საწოლს მოვე მეფისა სრით წამოსრული,
Verse: b
ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თვალთა რული;
Verse: c
წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული;
Verse: d
და კარსა მცველმან მონა უხმო, უთხრა საქმე დაფარული.
Strophe: S392/K392
Verse: a
"მონააო @ასმათისი", საწოლს ვუთხარ შემოყვანა.
Verse: b
მოეწერა: "გიბრძანებსო", ვისი მესვა გულსა დანა.
Verse: c
ლხინმან ბნელი გამინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა,
Verse: d
და წავე, მონა წავიტანე, რამცა ვუთხარ ამისთანა!
Strophe: S393/K393
Verse: a
ბაღჩა შევვლე, არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბნარი;
Verse: b
ქალი წინა მომეგება მხიარული, მოცინარი,
Verse: c
მითხრა: "ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი,
Verse: d
და მოდი, ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი და დაუმჭნარი".
Strophe: S394/K394
Verse: a
ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა,
Verse: b
სადა დგა კუბო შემკული ბადახშითა და ლალითა;
Verse: c
შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა-მკრთალითა,
Verse: d
და მე შემომხედნის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა.
Strophe: S395/K395
Verse: a
დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა,
Verse: b
ოდენ ტკბილად შემომხედნის ვითამცა რა შინაურსა;
Verse: c
@ასმათ უხმო, მოიუბნეს; ქალი მოდგა, მითხრა ყურსა:
Verse: d
და "აწ წადიო, ვერას გითხრობს", მე კვლა მიმცა ალმან მურსა.
Strophe: S396/K396
Verse: a
@ასმათ გამომყვა, წამოვე, ფარდაგი გამოვიარე,
Verse: b
ვთქვი: "საწუთროო, ვის წეღან გული დარმანთა მიარე,
Verse: c
მაშინ მოგეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე?"
Verse: d
და გულმან გაყრისა სიძნელე კვლა უფრო დამიტია-რე!"
Strophe: S397/K397
Verse: a
@ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავიარეთ შიგან ბაღი;
Verse: b
მითხრა: "ეგრე წასლვისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი,
Verse: c
სიმძიმილთა ერდო დაჰხაშ, სიხარულის კარი აღი;
Verse: d
და სირცხვილი აქვს საუბრისა, მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი".
Strophe: S398/K398
Verse: a
მე ვუთხარ: "დაო, შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა;
Verse: b
ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, ამბვითა შრეტდი ამ ალსა,
Verse: c
ჩემ თანა წიგნსა ნუ გასწყვედ შენ ზედას-ზედა მავალსა;
Verse: d
და თუ რას სცნობ ჩემთვის, არა ვეჭვ მე შენგან, არ, დანამალსა".
Strophe: S399/K399
Verse: a
შევჯე, წამოვე, მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა;
Verse: b
საწოლს შემოვე, ხელ-ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა,
Verse: c
ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა;
Verse: d
და ღამე მერჩია, მეწადა არ-გათენება დილისა.
Chapter: 16
წიგნი ხატაელთა მეფისა @ტარიელის წინაშე მიწერილი პასუხად
Strophe: S400/K400
Verse: a
ხატაეთს მყოფნი მოვიდეს, -მათგან მოსლვისა დრონია, -
Verse: b
სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია:
Verse: c
"არცა თუ ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხე-უმაგრონია,
Verse: d
და ვინ არის თქვენი ხელმწიფე? ჩვენ ზედა რა პატრონია?"
Strophe: S401/K401
Verse: a
მოეწერა: "რამაზ მეფე წიგნსა გიწერ @ტარიერსა.
Verse: b
გამიკვირდა, რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა!
Verse: c
რაგვარა თუ მანდა გეხმე, ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა?
Verse: d
და ამის მეტსა ნუმცა ვნახავ კვლაღა წიგნსა შენ მიერსა".
Strophe: S402/K402
Verse: a
ვუბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია.
Verse: b
იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია,
Verse: c
შორით და ახლოთ ყველაი მართ ჩემკე მონასხრპანია,
Verse: d
და ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი, კლდე, კაპანია.
Strophe: S403/K403
Verse: a
ფიცხლა მოვიდეს, არ ექმნა მათ შინა ხან-დაზმულობა;
Verse: b
აღლუმი ვნახე, მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა,
Verse: c
სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა,
Verse: d
და ტაიჭთა მათთა სიმალე, აბჯართა ხვარაზმულობა.
Strophe: S404/K404
Verse: a
ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ-შავითა,
Verse: b
დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა,
Verse: c
თავსა ვსტიროდი, ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა:
Verse: d
და "მზე თუ არ ვნახო, არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა!"
Strophe: S405/K405
Verse: a
შინა მოვე, დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა,
Verse: b
თვალთათ, ვითა საგუბარი, ცხელი ცრემლი^ გარდმომჩქეფდა.
Verse: c
"ბედი ჩემი უბედური, - ვთქვი, თუ, - ჯერთცა ვერ გამეფდა!
Verse: d
და ხელმან ვარდი რად იხელთა, რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა?"
Chapter: 17
@ტარიელისა და @ნესტანის პირის-პირ შეყრა
Strophe: S406/K406
Verse: a
მონა შემოდგა, მივეცი საქმესა გაკვირვებულსა;
Verse: b
@ასმათის წიგნი მომართვა მე მეტად შეჭირვებულსა,
Verse: c
ეწერა: "გიხმობს შენი მზე შენ, მისთვის მოსურვებულსა,
Verse: d
და მოდი, სჯობს მანდა ტირილსა, საქმესა ბედით ვებულსა".
Strophe: S407/K407
Verse: a
ვითა მმართებდა, ეგზომი რამცა ვით გავიხარეო!
Verse: b
შეღამდა, წავე, ბაღისა მე კარი შევიარეო;
Verse: c
სად @ასმათ პირველ მენახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო,
Verse: d
და სიცილით მითხრა: "წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო".
Strophe: S408/K408
Verse: a
შემავლო სახლი, ნაგები კეკლუცად ბანის-ბანითა;
Verse: b
გამოჩნდა მთვარე ნათლითა გარე შუქ-მონავანითა,
Verse: c
ფარდაგსა შიგან^ მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა,
Verse: d
და საკრძალავი^ და ღარიბი, უცხო პირით^ და ტანითა.
Strophe: S409/K409
Verse: a
შევე, წავდეგ ნოხთა პირსა, მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად,
Verse: b
გულსა ბნელი განმინათლა^, ზედა ლხინი ადგა სვეტად.
Verse: c
მას ბალიში შემოეგდო, მზისა შუქსა სჯობდა მეტად,
Verse: d
და ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედნის წამსა ჭვრეტად.
Strophe: ს410
Verse: a
უბრძანა, თუ: "'მოახსენე, @ასმათ, დაჯდეს, ამირბარსა!"
Verse: b
მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარსა.
Verse: c
დავჯე, მივეც^ გულსა ლხინი^, საწუთროსა დამგმობარსა;
Verse: d
და მიკვირს, სულნი რადღა მიდგან, ვიტყვი მისგან ნაუბარსა!
Strophe: S411/K411
Verse: a
მიბრძანა: "ძოღან გეწყინა გაშვება უუბარისა,
Verse: b
მზემან გაყრითა დაგაჭნე, ვითა ყვავილი ბარისა:
Verse: c
დაგსჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთათ^ ნაგუბარისა,
Verse: d
და მაგრა ხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა.
Strophe: S412/K412
Verse: a
თუცა ჰმართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა,
Verse: b
მაგრა მეტი^ უარეა არა-თქმა და ჭირთა მალვა:
Verse: c
მე თუ ზე-პირ მიცინია, ქვე-ქვე მითქვამს იდუმალ ვა;
Verse: d
და ძოღან ქალი გამოვგზავნე, ვქმენ მართლისა შემოთვალვა.
Strophe: S413/K413
Verse: a
ერთმანერთისა, მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა,
Verse: b
აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა;
Verse: c
ამას შესჯერდი დიდითა ზენარითა^ და ფიცითა.
Verse: d
და გეცრუო, ღმერთმან მიწა მქმნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!
Strophe: S414/K414
Verse: a
წა, შეები ხატაელთა, ილაშქრე და ინაპირე;
Verse: b
ღმერთმან ქმნას და გაგემარჯვოს, მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე!
Verse: c
მაგრა რა ვქმნა, კვლაცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე?
Verse: d
და გული მომეც გაუყრელად, ჩემი შენთვის დაიჭირე!"
Strophe: S415/K415
Verse: a
მოვახსენე: "არ მეწყალვის თავი შენთვის დასაწველად,
Verse: b
მაგრა რათგან დამარჩინე, არ გამოსჩნდი ჩემად მკლველად,
Verse: c
შენ სინათლედ თვალთა^ ჩემთა^ მიჩნდე მზეებრ სანახველად,
Verse: d
და აწ შევება ხატაელთა, მუნ გამოვჩნდე ლომი ქველად.
Strophe: S416/K416
Verse: a
აწ რასაცა მე მაღირსებ, ხორციელი არვინ ღირს-ა;
Verse: b
მოწყალება იჩქითია, ღმრთისა ამად არა მკვირსა^;
Verse: c
შენთა შუქთა შემომადგამ, გულსა ბნელსა ზედა ჭვირსა,
Verse: d
და შენი ვიყო, სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა".
Strophe: S417/K417
Verse: a
ზედა წიგნსა საფიცარსა შევჰფიცე და შემომფიცა,
Verse: b
მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა:
Verse: c
"უშენოსა მოწონება ვისიცაო^ გულსა მიცა,
Verse: d
და ღმერთი მომკლავს! ამას იქით თავსა ვეტყვი, ამას ვსწვრთი-ცა".
Strophe: S418/K418
Verse: a
დავყავ ხანი მას წინაშე, სიტყვანიცა ტკბილნი^ ვთქვენით^,
Verse: b
ვჭამეთ ამო ხილი რამე, ერთმანერთსა ვეუბენით^,
Verse: c
მერმე ავდეგ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით.
Verse: d
და მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით.
Strophe: S419/K419
Verse: a
მეძნელებოდა სიშორე მისი, ბროლ-ბადახშ-მინისა.
Verse: b
მე გამიახლდა სოფელი, მქონდა სიმრავლე ლხინისა;
Verse: c
ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა,
Verse: d
და აწ მიკვირს, მისი გამყრელი გული მიც კლდისა ტინისა!"
Chapter: 18
@ტარიელისაგან @ხატაეთს წასლვა და დიდი ომი
Strophe: S420/K420
Verse: a
დილასა შევჯე, ვუბრძანე: "ჰკარით ბუკსა და ნობასა!"
Verse: b
სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესხდომისა^ მზობასა.
Verse: c
ლომმან მივჰმართე @ხატაეთს, ვერვინ მიზრახავს ხრდლობასა,
Verse: d
და უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდეს გზობასა.
Strophe: S421/K421
Verse: a
დავაგდე ზღვარი ინდოთა, მევლო პაშტაი ხანია;
Verse: b
@რამაზის კაცი მემთხვია, @ხატაეთს ზედა ხანია,
Verse: c
მან მითსრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია:
Verse: d
და "ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ თქვენნი, ინდოთა, თხანია".
Strophe: S422/K422
Verse: a
მე შემომძღვნეს @რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი,
Verse: b
მითხრეს^ : "გკადრებს: "ნუ ამოგვწყვედ, არის შენგან არ-საქმნელი,
Verse: c
ზენაარი გამოგვიღე, მით გვაბია ყელსა წნელი,
Verse: d
და მოურბევლად მოგახსენნეთ თავნი, შვილნი, საქონელი.
Strophe: S423/K423
Verse: a
რაცა შეგცოდეთ, შეგვინდევ, თვით ჩვენვე შეგვინანია;
Verse: b
თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდეთ, აქა ნუ მოვლენ სპანია;
Verse: c
ქვეყანა ჩვენი არ აწყდეს, რიხხვით არ დაგვტყდენ ცანია;
Verse: d
და შენ მოგცეთ ციხე-ქალაქი, მოგყვნენ ცოტანი ყმანია".
Strophe: S424/K424
Verse: a
გვერდსა დავისხენ ვაზირნი, ვიუბნეთ^, გავიზრახენით;
Verse: b
მითხრეს, თუ: "ხარო ყმაწვილი, ბრძენნი^ მით გკადრებთ, გლახ, ენით:
Verse: c
არიან ერთობ მუხთალნი, -ჩვენ ერთხელ კვლაცა ვნახენით, -
Verse: d
და არამცა მოგკლეს ღალატად, არამცა ვივაგლახენით!"
Strophe: S425/K425
Verse: a
ჩვენ ამას ვარჩევთ, წახვიდე კარგითა მართ მამაცითა,
Verse: b
ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ, სცნობდენ ამბავსა კაცითა;
Verse: c
გულ-მართლად იყვნენ, მიენდე, აფიცე ღმრთითა და ცითა,
Verse: d
და არ დაგმორჩილდენ, შეჰრისხდი რისხვითა კვლა და კვლაცითა".
Strophe: S426/K426
Verse: a
მეკეთა ესე თათბირი, ვაზირთა ნავაზირები;
Verse: b
შევსთვალე: "@რამაზ მეფეო, ვცან შენი დანაპირები;
Verse: c
სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები;
Verse: d
და ლაშქართა დავჰყრი, ცოტათა წამოვალ, შენ კერძ ვირები".
Strophe: S427/K427
Verse: a
მათ ლაშქართაგან სამასნი კარგნი მოყმენი, ქველანი,
Verse: b
თანა წამომყვეს, წა-ცა-ვე, დავყარენ სპანი ყველანი,
Verse: c
დავჰვედრე: "სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი,
Verse: d
და ახლოს მომდევდით, მიშველეთ, გიხმობ, თუ მინდეს^ შველანი".
Strophe: S428/K428
Verse: a
სამ დღე ვიარე, მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა.
Verse: b
კვლა ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა,
Verse: c
ებრძანა: "მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა,
Verse: d
და რა შეგეყარო, მაშინ სცნა შენ ძღვნობა ამისთანისა".
Strophe: S429/K429
Verse: a
კვლაცა ეთქვა: "მართალია ეზომ ჩემი მონახსენი,
Verse: b
მე თვით წინა მოგეგებვი, მესწრაფების ნახვა შენი".
Verse: c
მოვახსენე: "დია, ღმერთო, ბრძანება ვქმენ მეცა თქვენი,
Verse: d
და ტკბილად ვნახოთ ერთმანერთი, ვიყვნეთ ვითა მამა-ძენი".
Strophe: S430/K430
Verse: a
მუნით წასრული ჩამოვხე ტევრისა რასმე კიდესა;
Verse: b
კვლა მოციქულნი მოვიდეს, სალამად არ დამრიდესა;
Verse: c
წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა:
Verse: d
და "შენსა ნახვასა მეფენი, - თქვეს, - მართლად ინატრიდესა".
Strophe: S431/K431
Verse: a
მითხრეს: "მეფე მოგახსენებს, მეცა შენ კერძ ვიარები,
Verse: b
სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები".
Verse: c
მოციქულნი დავაყენენ, ხარგა დავდგი, არ მაზრები,
Verse: d
და მეტად ამოდ ვუალერსე, ერთგან დაწვეს ვით მაყრები.
Strophe: S432/K432
Verse: a
კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურე არ წახდების:
Verse: b
ერთი კაცი უკმო-რე-სწყდა, მოდგა, მალვით მეუბნების:
Verse: c
"დიდი მაცო თქვენი ვალი, ჩემგან ძნელად გარდიხდების,
Verse: d
და გაწირვა და დავიწყება ჩემგან შენი არ იქმნების.
Strophe: S433/K433
Verse: a
მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი.
Verse: b
თქვენი მესმა საღალატო, საცნობელად გამოვვარდი;
Verse: c
მკვდარი მიმძიმ სანახავად ტანი მჭევრი, პირი ვარდი,
Verse: d
და ყველასავე მოგახსენებ, გამიგონე, დამიწყნარდი.
Strophe: S434/K434
Verse: a
რომე ცუდად არ მოჰღორდე, ისი კაცნი გღალატობენ,
Verse: b
ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ;
Verse: c
კვლა სხვაგან გითქს სამი ბევრი, ასრე ფიცხლად^ მით გიხმობენ,
Verse: d
და აწვე თავსა არ ეწევი, ფათერაკსა შეგასწრობენ.
Strophe: S435/K435
Verse: a
მეფე ცოტათ მოგეგებვის, ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან;
Verse: b
მალვით ჩაიცმენ აბჯარსა, მიენდო, მით გეთნევიან;
Verse: c
კვამლსა შეიქმენ, ლაშქარნი ყოველგნით მოგეხვევიან.
Verse: d
და რა ერთსა გცემდენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან".
Strophe: S436/K436
Verse: a
მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიხდიდია:
Verse: b
"რომე არ მოვკვდე, შემოგზღო, შენ ამას ინატრიდია;
Verse: c
აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი, მათ თანა ვლიდია,
Verse: d
და თუ დაგივიწყო, უთუოდ მემცა ვარ განაკიდია!"
Strophe: S437/K437
Verse: a
არვის გავანდევ სულ-დგმულსა, დავმალე ვითა ჭორია.
Verse: b
რაცა იქმნების, იქმნების, ყოვლი თათბირი სწორია!
Verse: c
მაგრა სპათაკენ გავგზავნე კაცი^, გზა თუცა შორია,
Verse: d
და შევსთვალე: "ფიცხლად წამოდით, მოგრაგნეთ მთა და გორია".
Strophe: S438/K438
Verse: a
მე დილასა მოციქულთა სიტყვა ტკბილი შევუთვალე:
Verse: b
"@რამაზს ჰკადრეთ: მოგეგებვი, მოდი, მოვალ მეცა მალე".
Verse: c
ნახევარ დღე სხვა ვიარე, ჭირსა თავი არ ვაკრძალე.
Verse: d
და განგებაა, დღესცა მომკლავს, ქვემცა სადა დავიმალე?!
Strophe: S439/K439
Verse: a
ქედსა რასმე გარდავადეგ, მინდორს მტვერი დავინახე;
Verse: b
ვთქვი, თუ: "მოვა რამაზ მეფე; ჩემთვის უდგამს თუცა მახე,
Verse: c
ჩემი^ გაჰკვეთს ხორცსა მათსა ხრმალი ბასრი, შუბი ვახე".
Verse: d
და მაშინ ვუთხარ სპათა ჩემთა, სახე დიდი დავუსახე.
Strophe: S440/K440
Verse: a
ვთქვი, თუ: "ძმანო, ისი კაცნი ჩვენ ღალატსა გვიდგებიან,
Verse: b
მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვისმცა რად დალბიან?
Verse: c
ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან.
Verse: d
და აწ შევებნეთ ხატაელთა, ხრმალნი ცუდად რას გვაბიან?"
Strophe: S441/K441
Verse: a
ვუბრძანე ჩაცმა აბჯრისა ლაღმან სიტყვითა ხაფითა;
Verse: b
დავეკაზმენით საომრად ჯაჭვ-ჯავშანითა, ქაფითა;
Verse: c
რაზმი დავაწყევ, მივჰმართე, წავე დიდითა სწრაფითა,
Verse: d
და მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ხრმალმან დაფითა.
Strophe: S442/K442
Verse: a
მივეახლენით, შეგვატყვეს მათ ტანსა აბჯარ-ცმულობა;
Verse: b
კაცი მოვიდა, მომართვა მეფისა მოციქულობა;
Verse: c
ეთქვა, თუ: "ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არ-ორგულობა,
Verse: d
და აბჯრითა გხედავთ, შეგვქმნია აწ ამად გულ-ნაკლულობა".
Strophe: S443/K443
Verse: a
შევსთვალე, თუ: "მეცა ვიცი, რაცა ჩემთვის გაგიგია;
Verse: b
თქვენ რასაცა სთათბირობდით, არ იქმნების, არ, იგია!
Verse: c
ბრძანეთ, მოდით, შემებენით, ვითა წესი და რიგია,
Verse: d
და მეცა თქვენად დასახოცლად ხელი ხრმალსა დამიგია".
Strophe: S444/K444
Verse: a
რა მივიდა მოციქული, კვლამცა რადღა გამოგზავნეს!
Verse: b
კვამლი შექმნეს ლაშქართათვის, დამალული გაამჟღავნეს;
Verse: c
სამალავით გამოვიდეს, თავნი ორგნით აქარავნეს,
Verse: d
და შექმნეს რაზმი მრავალკეცი, თუცა, ღმერთო, ვერა მავნეს.
Strophe: S445/K445
Verse: a
შუბი ვსთხოვე, ხელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად;
Verse: b
საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად;
Verse: c
ერთსა წავსწყდი უტევანსა, წავგრძელდი და წავე გრძელად.
Verse: d
და მათ ურიცხვი რაზმი ეწყო, წყნარად დგეს და აუშლელად.
Strophe: S446/K446
Verse: a
ახლოს მივე, შემომხედნეს, "შმაგიაო", ესე თქვესა.
Verse: b
მუნ მივჰმართე მკლავ-მაგარმან, სად უფროსი ჯარი დგესა;
Verse: c
კაცს შუბი ვჰკარ, ცხენი დავეც, მართ ორნივე მიჰხდეს მზესა,
Verse: d
და შუბი გატყდა, ხელი ჩავყავ, ვაქებ, ხრმალო, ვინცა გლესა!
Strophe: S447/K447
Verse: a
შიგან ასრე გავერივე, გნოლის^ ჯოგსა^ ვითა ქორი,
Verse: b
კაცი კაცსა შემოვსტყორცე^, ცხენ-კაცისა დავდგი გორი;
Verse: c
კაცი, ჩემგან განატყორცი^, ბრუნავს ვითა ტანაჯორი,
Verse: d
და ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძი რაზმი ორი.
Strophe: S448/K448
Verse: a
ერთობილნი მომეხვივნეს, მგრგვლივ შეიქმნა ომი დიდი;
Verse: b
ვჰკრი რასაცა, ვერ დამიდგნის, სისხლსა მჩქეფრსა აღმოვჰღვრიდი;
Verse: c
ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი.
Verse: d
და სითცა ვიყვი, გამექციან, მათ შექმნიან^ ჩემი რიდი.
Strophe: S449/K449
Verse: a
საღამო-ჟამ დაიზახნა ქედით მათმან დარაჯამან:
Verse: b
"ნუღარა სდგათ, წაედითო, კვლა მოგვხედნა რისხვით ცამან:
Verse: c
მოვა მტვერი საშინელი, შეგვაშინა^ ამად ამან,
Verse: d
და ნუთუ სრულად ამოგვწყვიდნეს უთვალავმან, ბევრმან სპამან".
Strophe: S450/K450
Verse: a
ჩემნი ლაშქარნი, რომელნი წამომეტანნეს მე არა,
Verse: b
რა ეცნა, წამოსრულიყვნეს, ღამე-წამორთვით ეარა;
Verse: c
ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა ეარა,
Verse: d
და გამოჩნდეს, სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ხმა გააზეარა.
Strophe: S451/K451
Verse: a
იგი ნახეს, გასაქცევლად გაემართნეს, შევჰკივლენით;
Verse: b
ველნი, ჩვენგან ნაომარნი, ომითავე გარდავვლენით.
Verse: c
@რამაზ მეფე ჩამოვაგდე, ერთმანერთსა გავეხრმლენით,
Verse: d
და მისნი სპანი ყველაკანი დავიპყრენით, არ მოვკლენით.
Strophe: S452/K452
Verse: a
უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა,
Verse: b
დაუწყეს პყრობა, ჩამოყრა შეშინებულთა, ძლეულთა;
Verse: c
ძილისა მიჰხვდა ნაცვალი ძილ-მკრთალთა, ღამე-თეულთა,
Verse: d
და ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა, მართ ვითა სნეულთა.
Strophe: S453/K453
Verse: a
მას ადგილსა ნაომარსა გარდავხედით მოსვენებად.
Verse: b
ხელსა ხრმლითა დავეკოდე, წყლულად მაჩნდა, არ-ნაღებად;
Verse: c
ჩემნი სპანი მოვიდიან საჭვრეტლად და ჩემად ქებად,
Verse: d
და ვერ იტყვიან ვერ მიმხვდარნი ქებასაცა მოხსენებად.
Strophe: S454/K454
Verse: a
ერთსა კაცსა ეყოფოდეს, დიდებანი რომე მჭირდეს;
Verse: b
ზოგთა შორით დამლოციან, ზოგნი კოცნად გამიპირდეს;
Verse: c
რომელთაცა გავეზარდე, დიდებულნი ამიტირდეს,
Verse: d
და ჩემგან ხრმლითა განაკვეთი^ ნახეს^, მეტად გაუკვირდეს.
Strophe: S455/K455
Verse: a
გავგზავნენ ყოვლგან ლაშქარნი, ალაფი ავაღებინე,
Verse: b
ერთობ სავსენი მოვიდეს, თავიცა ვალაღებინე^,
Verse: c
სისხლთა მებრძოლთა ჩემთასა მინდორი შევაღებინე,
Verse: d
და არ ვჰბრძოლე, კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე.
Strophe: S456/K456
Verse: a
@რამაზს ვარქვი: "შემიგნია საქმე შენი სამუხთალე,
Verse: b
აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე,
Verse: c
სიმაგრეთა ნუ ამაგრებ, ყველა ხელთა მომათვალე,
Verse: d
და თვარა შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავსთვალე?"
Strophe: S457/K457
Verse: a
@რამაზ მითხრა: "აღარაა^ ამის მეტი ჩემი ღონე,
Verse: b
ერთი ჩემი დიდებული მომეც, ზედა მაპატრონე,
Verse: c
ციხოვანთა გავუგზავნო, საუბარი გამიგონე,
Verse: d
და ხელთა მოგცემ ყველაკასა, განაღამცა შენ გაქონე!"
Strophe: S458/K458
Verse: a
მივეც ერთი დიდებული, თანა სპანი წავატანენ,
Verse: b
ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყვანენ,
Verse: c
ხელთა მომცეს^ სიმაგრენი, ომნი ასრე შევანანენ,
Verse: d
და საჭურჭლენი სიმრავლითა რასმცა ვითა დავაგვანენ!
Strophe: S459/K459
Verse: a
მაშინღა შევე @ხატაეთს მოვლად და მოსათვალავად;
Verse: b
კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვნეს დაუმალავად;
Verse: c
ქვეყანა ჩავსხი, ვუბრძანე: "იყვენით თქვენ უკრძალავად,
Verse: d
და მზემან არ დაგწვენ, იცოდით, დაგყარენ გაუგვალავად".
Strophe: S460/K460
Verse: a
საჭურჭლენი გარდავნახენ თავის-თავის, კიდის-კიდე.
Verse: b
უცხო ფერთა საჭურჭლეთა, დავშვრები, თუ მოვსთვალვიდე;
Verse: c
ერთგან ვნახე^ საკვირველი ყაბაჩა და ერთი რიდე,
Verse: d
და თუ-მცა ჰნახე^, სახელისა ცოდნასაცა ინატრიდე!
Strophe: S461/K461
Verse: a
ვერა შევიგენ, რა იყო, ანუ ნაქმარი რაულად!
Verse: b
ვისცა ვუჩვენი, უკვირდის, ღმრთისაგან თქვის სასწაულად;
Verse: c
არცა ლარულად ჰგდებოდა მას ქსელი, არც ორხაულად;
Verse: d
და სიმტკიცე ჰგვანდა ნაჭედსა, ვთქვი ცეცხლთა შენართაულად.
Strophe: S462/K462
Verse: a
იგი საძღვნოდ მისად დავსხენ, ვისი შუქი მანათობდა;
Verse: b
მეფისათვის დავარჩიე, საარმაღნოდ რაცა სჯობდა:
Verse: c
ჯორ-აქლემი ათჯერ ასი, ყველაკაი წვივ-მაგრობდა, -
Verse: d
და ატვირთული გავუგზავნე, ამბავსაცა^ კარგსა სცნობდა.
Chapter: 19
წიგნი @ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე და გამარჯვებით შემოქცევა
Strophe: S463/K463
Verse: a
წიგნი დავწერე: "მეფეო, სვემცაა თქვენი სვიანად!
Verse: b
მე ხატაელთა მიმუხთლეს, - თუცა მათ ეცა ზიანად, -
Verse: c
ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად;
Verse: d
და მეფე შევიპყარ, მოგივალ მე ალაფიან-ტყვიანად".
Strophe: S464/K464
Verse: a
რა ყველაი დავიურვე, @ხატაეთით გავემგზავრე,
Verse: b
წამოვიხვენ საჭურჭლენი, სახელმწიფო დავიავრე,
Verse: c
ვერ მოვეყავ აქლემითა, აზავრები ვააზავრე,
Verse: d
და მოვირჭვენ და მოვივლინე, რაცა მწადდა, აგრე ვყავ-რე.
Strophe: S465/K465
Verse: a
@ხატაეთისა ხელმწიფე მომყვანდა შეპყრობილია.
Verse: b
@ინდოეთს მივე, მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია;
Verse: c
რა ქება მითხრა, არ ითქმის, ჩემგან სათქმელად წბილია!
Verse: d
და ხელი გამიხსნა, შემომკრა მან სახვეველი ლბილია.
Strophe: S466/K466
Verse: a
ედგნეს ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა,
Verse: b
საუბრისა და ჭვრეტისა ჩემისა მას მონდომილსა.
Verse: c
მას დღესა ედვა ნადიმი მას შიგან გარდახდომილსა;
Verse: d
და მიალერსებდა, მაჭმევდა წინაშე ახლოს ჯდომილსა.
Strophe: S467/K467
Verse: a
მას ღამით ვსხედით ნადიმად, მუნ ამოდ გავიხარენით,
Verse: b
დილასა ქალაქს შევედით, მოედნით ავიყარენით;
Verse: c
მეფემან ბრძანა: "ლაშქარნი უხმენით, შემომყარენით,
Verse: d
და დღეს ხატაელი მიჩვენეთ, ტყვენიცა შემომგვარენით!"
Strophe: S468/K468
Verse: a
@რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყვანე;
Verse: b
ტკბილად ნახა ხელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე.
Verse: c
ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგვანე,
Verse: d
და ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიგულვანე!
Strophe: S469/K469
Verse: a
მას მეფესა ხატაელსა უმასპინძლა, უალერსა,
Verse: b
ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა.
Verse: c
ცისკრად მიხმეს, მიბრძანებდეს მე სიტყვასა ლმობიერსა:
Verse: d
და "შეუნდობო ხატაელსა, მას აქამდის შენამტერსა?"
Strophe: S470/K470
Verse: a
მე ვჰკადრე: "ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა,
Verse: b
უყავით თქვენცა წყალობა მას ღონე-გაცუდებულსა".
Verse: c
@რამაზს უბრძანებს^: "იცოდი, გაგგზავნით შეწყალებულსა,
Verse: d
და მაგრა ნუ გნახავთ კვლამცაღა ჩვენს წინა გაწბილებულსა!"
Strophe: S471/K471
Verse: a
ხარაჯა დასდვეს, შეჰკვეთეს დრაჰკანი ასჯერ ასია,
Verse: b
კვლა ხატაური მრავალი, სხვა სტავრა, სხვა ატლასია.
Verse: c
მერმე ყველაი დამოსა, იგი და მისი ხასია,
Verse: d
და შეწყალებული გაგზავნა, უყო რისხვისა ფასია.
Strophe: S472/K472
Verse: a
ხატაელმან დაუმადლა, დადრკა, მდაბლად ეთაყვანა,
Verse: b
მოახსენა: "ორგულობა თქვენი ღმერთმან შემანანა.
Verse: c
თუღა^ ოდეს შე-ღა-გცოდო, მაშინ მომკალ მემცა განა!"
Verse: d
და წავიდა და ყველაკაი მისი თანა წაიტანა.
Strophe: S473/K473
Verse: a
მოვიდა კაცი მეფისა, ცისკრობს, არ დანაღამია;
Verse: b
ებრძანა: "რა შენ გაგყრივარ, მას აქათ თვეო სამია,
Verse: c
მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია,
Verse: d
და არ დამაშვრალ ხარ, წავიდეთ, თუცა დაშვრომის ჟამია".
Strophe: S474/K474
Verse: a
შევეკაზმე, დარბაზს მივე, დამხვდა ჯარი ავაზისა,
Verse: b
შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა,
Verse: c
მეფე ქვე ჯდა შეკაზმული, შვენებითა მსგავსი მზისა;
Verse: d
და გაეხარნეს მისლვა ჩემი, ტურფისა და ლამაზისა!
Strophe: S475/K475
Verse: a
იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია:
Verse: b
"ომით მოსრული @ტარიელ საჭვრეტლად სასურველია,
Verse: c
მან გაანათლოს მჭვრეტელთა გული, რაზომცა ბნელია;
Verse: d
და რაცა დაგვედრო საქმნელად, ქმენ, არა საზოზნელია.
Strophe: S476/K476
Verse: a
აწ მითქვამს საქმე უშენოდ, შენცა ცან ესე მცნებული:
Verse: b
რათგან ქალია სამეფოდ ჩვენგანვე სახელ-დებული,
Verse: c
ვინცაღა ნახავს, აწ ნახოს, აჰა დღე^, ედემს ხლებული^,
Verse: d
და გვერდსა დაისვი, ორნივე სრას დამხვდით, მოვალ შვებული".
Strophe: S477/K477
Verse: a
მოვინადირეთ მინდორი, ძირი მთისა და გორისა;
Verse: b
იყო სიმრავლე ძაღლისა, შავარდნისა და ქორისა.
Verse: c
ადრე დავბრუნდით, ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა.
Verse: d
და აღარ იბურთეს, დაშლა ქმნეს თამაშობისა ორისა.
Strophe: S478/K478
Verse: a
ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი, შუკა და ბანი.
Verse: b
ომ-გარდახდილსა მშვენოდეს მაენიანნი კაბანი;
Verse: c
ფერმიხდილ-გვარი ვშვენოდი ვარდი, ცრემლითა ნაბანი,
Verse: d
და ვინცა მიჭვრეტდის, ბნდებოდის, - მართლად არს, არ კატაბანი.
Strophe: S479/K479
Verse: a
რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაელთასა,
Verse: b
იგი მეხვივნეს, მშვენოდეს, ვახელებ^ გულსა ხელთასა.
Verse: c
მეფე გარდახდა, დარბაზსა შევედით ჩემთა მზრდელთასა,
Verse: d
და შევხედენ, დავჰკრთი ელვასა ღაწვთა მზეებრ^ ნათელთასა.
Strophe: S480/K480
Verse: a
მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯის-ფერნი ჯუბანი,
Verse: b
ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა, დას-დასად, უბან-უბანი;
Verse: c
სრულად ნათლითა აევსო სახლი, შუკა და უბანი,
Verse: d
და მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ-მარგალიტნი ტყუბანი.
Strophe: S481/K481
Verse: a
ნაომარსა, დაკოდილსა ხელი ყელსა ჩამომება.
Verse: b
დედოფალი საჯდომთაგან ადგა, წინა მომეგება,
Verse: c
ვითა შვილი გარდამკოცნა, ღაწვი ვარდი დამილება,
Verse: d
და მითხრა: "ნუ ეჭვ ამას იქით, თუღა^ მტერი შე-ღა-გება".
Strophe: S482/K482
Verse: a
ახლოს დამისვეს ადგილსა, მუნ, სადა მეამებოდა.
Verse: b
პირის-პირ მიჯდა იგი მზე, გული ვისთვისცა კვდებოდა.
Verse: c
მალვით ვუჭვრეტდი, მიჭვრეტდის, სხვად არად მეუბნებოდა;
Verse: d
და თვალნი მოვსწყვიდნი, სიცოცხლე ამითა მეარმებოდა.
Strophe: S483/K483
Verse: a
შეიქმნა სმა და პურობა, მსგავსი მათისა ძალისა;
Verse: b
სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა!
Verse: c
ჯამი და ჭიქა - ყველაი ფეროზისა და ლალისა.
Verse: d
და არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთრვალისა.
Strophe: S484/K484
Verse: a
მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტის-მეტასა.
Verse: b
რა შემომხედნის, შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის შრეტასა;
Verse: c
კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა.
Verse: d
და რა უამეა პირის-პირ საყვარელისა ჭვრეტასა!
Strophe: S485/K485
Verse: a
დააგდეს მღერა მუტრიბთა, "სულეთო!", თავი ხარიან;
Verse: b
მიბრძანეს: "შვილო @ტარიელ, ვით გითხრათ, ვით გვიხარიან?!
Verse: c
ნეტარძი გვაქვსო, მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან;
Verse: d
და მართალან შენნი მჭვრეტელნი, არ ცუდად იმკვეხარიან.
Strophe: S486/K486
Verse: a
აწ თუცა გვმართებს შემოსა, ვის მორჭმით მოგივლენიან,
Verse: b
არ შეგმოსთ, მაგა კაბათა არ აგხდით: ტურფად გშვენიან;
Verse: c
აწ გქონდეს ასი საჭურჭლე, ვის შუქნი მოგიფენიან,
Verse: d
და თვით შეიკერე, რაცა გწადს, ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან".
Strophe: S487/K487
Verse: a
მომართვნეს ასნი კლიტენი ასთავე საჭურჭლეთანი;
Verse: b
თაყვანის-ვეც და დავლოცენ დავლანი მათთა სვეთანი;
Verse: c
მაკოცეს, ადგეს ორნივე, თვით იგი მზენი მზეთანი,
Verse: d
და რა გასცეს, ზომნი ვით გითხრნე ლაშქართა სისავსეთანი!
Strophe: S488/K488
Verse: a
კვლაცა დაჯდა მხიარული, მოიმატა სმა და მღერა;
Verse: b
კვლა გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითი და ჩანგთა ჟღერა^.
Verse: c
დედოფალი^ წამოვიდა^, შეეყარა მწუხრსა დღე რა,
Verse: d
და ძილ-პირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა.
Strophe: S489/K489
Verse: a
ავიყარენით, მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა.
Verse: b
საწოლს შემოვე, შემექმნა ცნობა მართ ვითა რეტისა.
Verse: c
ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა.
Verse: d
და მეგონებოდის, მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა".
Chapter: 20
წიგნი @ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა
Strophe: S490/K490
Verse: a
მონა მოვიდა, მიამბო ამბავი მან მართალია:
Verse: b
"თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალია".
Verse: c
მაშინვე ვიცან, ავიჭერ, ჩქარ-ჩქარად გულ-გამკრთალია;
Verse: d
და მოვიდა, ვნახე @ასმათი ჩემ თანა მომავალია.
Strophe: S491/K491
Verse: a
მე ვისთვის ვკვდები, მეამა @ასმათის ნახვა მე მისად.
Verse: b
აღარ მივუშვი, ვაკოცე, ქმნადღა თაყვანის-ცემისად;
Verse: c
ხელი მოვჰკიდე, დავისვი ახლოს ტახტისა^ ჩემისად,
Verse: d
და ვჰკითხე, თუ: "ნეტარ, მისრულა მორჩი ალვისა ხე მისად?
Strophe: S492/K492
Verse: a
მიამბე მისი ამბავი, სხვად ნურას მეუბნებია!"
Verse: b
მითხრა, თუ: "'გკადრებ მართალსა, აწ ჩემგან არ-სათნებია,
Verse: c
დღეს ერთმანერთი გინახავს და ტურფად მოგწონებია,
Verse: d
და აწ კვლაცა ცნობა ამბვისა მას ჩემგან უბრძანებია".
Strophe: S493/K493
Verse: a
წიგნი მომართვა, ჩავხედენ, პირისა თემთა მთენისა.
Verse: b
ეწერა: "ვნახე სიტურფე წყალ-ჯავარისა შენისა.
Verse: c
ომ-გარდახდილი ჰშვენოდი, შენატევები ცხენისა,
Verse: d
და არ-ავი მიმიჩს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა.
Strophe: S494/K494
Verse: a
ღმერთმან თუ მცა ენა ჩემი ქებად შენდა უშენოსა,
Verse: b
შენთვის მკვდარი აღარ ვიტყვი, მაშა მომკლავ უშენოსა;
Verse: c
მზემან ლომსა ვარდ-გიშერი ბაღჩას ბაღად უშენოსა;
Verse: d
და შენმან მზემან, თავი ჩემი არვის ჰმართებს უშენოსა!
Strophe: S495/K495
Verse: a
თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა, მაგრა ცუდად არ იდენო,
Verse: b
ამას იქით ნუღარ იდენ, ჭირსა თავი არიდენო;
Verse: c
შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ, არ იდენო;
Verse: d
და რომე წეღან მოგეხვივნეს, იგი ჩემთვის არიდენო.
Strophe: S496/K496
Verse: a
იგი მე მომცენ რიდენი, რომელნი წეღან გშვენოდეს,
Verse: b
რა მნახო, შენცა გეამოს, შენეულითა მშვენოდეს;
Verse: c
ესე სამკლავე შეიბი, თუ ჩემი გა-ღა-გვლენოდეს,
Verse: d
და ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს".
Chapter: 21
@ტარიელის ტირილი და დაბნედა
Strophe: S497/K497
Verse: a
აქა მხეც-ქმნილი @ტარიელ ტირს, ჭირი ეათასების;
Verse: b
თქვა: "მე მაქვს სამხრე, რომელი კვლა წინას მკლავსა მას ების!"
Verse: c
იგი შეიხსნა, მოიღო, თვალვით არ დაიფასების,
Verse: d
და პირსა დაიდვა, და-ცა-ბნდა, ქვე მკვდართა დაედასების.
Strophe: S498/K498
Verse: a
ასრე წვა, რომე არ ჰგვანდა მკვდარი სამარის კარისა,
Verse: b
ორგნით ჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა;
Verse: c
@ასმათს სდის ღვარი სისხლისა, ღაწვთაგან ნახოკარისა,
Verse: d
და კვლა წყალსა ასხამს, უშველის, ხმა ისმის მუნ წკანწკარისა^.
Strophe: S499/K499
Verse: a
@ავთანდილცა სულთქვნა მწარედ, დაბნედილსა შემოსჭვრიტნა;
Verse: b
@ასმათ ვანი გაამრავლნა, ცრემლმან მისმან ქვანი ხვრიტნა;
Verse: c
მერმე სულად მოაქცია, ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა;
Verse: d
და თქვა: "ცოცხალ ვარ? საწუთრომან აწცა^ ჩემნი სისხლნი ხვრიტნა!"
Strophe: S500/K500
Verse: a
ზე წამოჯდა ფერ-მიხდილი, აყოლებდა თვალთა რეტად.
Verse: b
ვარდი სრულად შექმნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად.
Verse: c
დიდხან მათად არა სცალდა საუბრად და არცა ჭვრეტად,
Verse: d
და დარჩომა და არ-სიკვდილი მას უმძიმდა მეტის-მეტად.
Strophe: S501/K501
Verse: a
@ავთანდილს უთხრა: "ისმენდი, ცნობა მიც თუცა ხელისა,
Verse: b
გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა:
Verse: c
ლხინად მიჩს შეყრა მოყვრისა მის, შენგან შეუყრელისა,
Verse: d
და მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე, ასრე დარჩომა მრთელისა!
Strophe: S502/K502
Verse: a
@ასმათის ნახვა მეამა, ჩემგან დად საესავისა.
Verse: b
წიგნი რა ვნახე, მომართვა ესე საბამი მკლავისა.
Verse: c
მკლავსა შევიბი მაშინვე, მოვიხსენ რიდე თავისა,
Verse: d
და იგი უცხო და ღარიბი, მტკიცისა რასმე შავისა" .
Chapter: 22
წიგნი @ტარიელისა საყვარელსა თანა პასუხად
Strophe: S503/K503
Verse: a
მივუწერე: "მზეო, შუქი შენი, შენგან მონაფენი,
Verse: b
გულსა მეცა, გამიცუდდეს სიჩაუქე-სიალფენი;
Verse: c
ხელმან შენნი გავიცადენ სინატიფე-სიტურფენი,
Verse: d
და სულთა ნაცვლად სამსახურნი რამცა ვითა გიმუქფენი?!
Strophe: S504/K504
Verse: a
მაშინ, ოდეს დამარჩინე, სულთა სრულად არ გამყარე,
Verse: b
აწ ჩემთვისცა^ ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე;
Verse: c
სამხრე შენი მომივიდა, შემოვიბი მკლავსა გარე,
Verse: d
და რომე მმართებს სიხარული, ეგზომიმცა რა ვიხარე?!
Strophe: S505/K505
Verse: a
განაღამცა ვიწინაშე: აჰა რიდე, რომე მთხოვე;
Verse: b
ყაბაჩაცა ასეთივე, ამისებრი ვერა ვჰპოვე;
Verse: c
დაბნედილსა ნუ დამაგდებ, მიშველე რა, მარგე, მოვე;
Verse: d
და სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე!"
Strophe: S506/K506
Verse: a
ქალი ადგა, გამეყარა. დავწევ, ამოდ დამეძინა,
Verse: b
მაგრა შევკრთი, საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა;
Verse: c
გამეღვიძა, აღარა მყვა, სულ-დგმულობა მომეწყინა,
Verse: d
და ღამე ასრე გავათენე, მისი ხმაცა არ მესმინა".
Chapter: 23
რჩევა @ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა
Strophe: S507/K507
Verse: a
დილასა ადრე სრას მიხმეს, დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა;
Verse: b
ავდეგ, ვცან მათი ამბავი, წასლვა ვქმენ მითვე წამითა;
Verse: c
ვნახე, ორნივე ერთგან სხდეს ხასითა ოდენ სამითა,
Verse: d
და რა მივე, მითხრეს დაჯდომა, წინაშე დავჯე სკამითა.
Strophe: S508/K508
Verse: a
გვიბრძანეს, თუ: "ღმერთმან ასრე დაგვაბერნა, და-ცა-გვლია;
Verse: b
ჟამი გვახლავს სიბერისა, სიყმაწვილე გარდგვივლია;
Verse: c
ყმა არ მოგვცა, ქალი გვივის, ვისგან შუქი არ გვაკლია,
Verse: d
და ყმისა არ-სმა არა გვაგვა^, ამად ზედა წაგვითვლია
Strophe: S509/K509
Verse: a
აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა, სად მოვნახოთ,
Verse: b
რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ,
Verse: c
სამეფოსა ვაპატრონოთ, სახელმწიფო შევანახოთ,
Verse: d
და არ ამოვწყდეთ, მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ".
Strophe: S510/K510
Verse: a
ვთქვით: "თქვენის^ ძისა არა-სმა გულსა ვით მიეფარების,
Verse: b
მაგრა კმა ჩვენად იმედად, ვინ მზესა დაედარების;
Verse: c
ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ, მას დიდად გაეხარების,
Verse: d
სხვამცა რა გკადრეთ! თვით იცით, მაგას რა მოეგვარების".
Verse: e
და
Strophe: S511/K511
Verse: a
დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული მიც, თუცა მელია;
Verse: b
ვთქვი: "ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის, არ-საქმნელია!"
Verse: c
მეფემან ბრძანა: "ხვარაზმშა, ხელმწიფე ხვარაზმელია,
Verse: d
და თუ მოგვცემს შვილსა საჩვენოდ, მისებრი არ-რომელია".
Strophe: S512/K512
Verse: a
რომე პირველვე დაესკვნა, მათ ესე შეეტყვებოდა;
Verse: b
ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა.
Verse: c
ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბვად არ ეგებოდა,
Verse: d
და ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მი და მო კრთებოდა.
Strophe: S513/K513
Verse: a
დედოფალმან თქვა: "ხვარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი,
Verse: b
მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი!"
Verse: c
შეცილებამცა ვინ ჰკადრა, რათგან თვით იყო მნდომელი!
Verse: d
და მოწმობა დავჰრთე, დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი.
Strophe: S514/K514
Verse: a
გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას წინა შვილისა მთხოელი;
Verse: b
შესთვალეს: "გახდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოელი;
Verse: c
არს ერთი ქალი საძეო, არ კიდე-გასათხოელი,
Verse: d
და თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ, სხვასა ნუღარას მოელი".
Strophe: S515/K515
Verse: a
კაცი მოვიდა, აევსო ჯუბაჩითა და რიდითა,
Verse: b
გაჰხარებოდა ხვარაზმშას სიხარულითა დიდითა;
Verse: c
ებრძანა: "მოგვხვდა ღმრთისაგან, ჩვენ რომე ვინატრიდითა!
Verse: d
და თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ხელსა რასა ვჰხდიდითა!"
Strophe: S516/K516
Verse: a
კვლა გაგზავნეს^ სხვანი კაცნი სასიძოსა მოყვანებად,
Verse: b
დაავედრეს: "ნუ აყოვნებთ, მოდით ჩვენად ნაბრძანებად".
Verse: c
მე მაშვრალი, ნაბურთალი საწოლს შევე მოსვენებად,
Verse: d
და გულსა სევდა შემეყარა, ვიწყე ჭირთა მოპოვნებად".
Chapter: 24
@ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა
Strophe: S517/K517
Verse: a
მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად.
Verse: b
@ასმათის მონა შემოდგა, მე ვჯე ლაღი და ჯანი სად,
Verse: c
წიგნი მომართვა, ეწერა: "ვინ სჩან ალვისა ტანისად,
Verse: d
და ადრე მოდიო, გიბრძანებს, დაუყოვნებლად ხანისად".
Strophe: S518/K518
Verse: a
შევჯე, წავე, ბაღჩას მივე. ვითა სცნობდე ლხინთა ზომით!
Verse: b
ბაღჩა შევვლე, კოშკი დამხვდა, @ასმათ ვნახე ძირსა დგომით;
Verse: c
ვნახე : "ვსჭვრეტდი ნატირებად, ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით,
Verse: d
და დამიმძიმდა, არა ვჰკითხე; ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით.
Strophe: S519/K519
Verse: a
იგი ვნახე დაღრეჯილი, ესე მეტად დამიმძიმდა.
Verse: b
ვითა წინას შემომცინის, არღა ეგრე გამიღიმდა.
Verse: c
ყოლა სიტყვა არ მომიგო, ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა,
Verse: d
და ამით უფრო დამაწყლულა, არა წყლულთა მიაქიმდა.
Strophe: S520/K520
Verse: a
ჩემნი ერთნი გონებანი მეტად შორად გამიკიდნა,
Verse: b
შინა კოშკად შემიყვანა, ფარდაგსაცა ამიზიდნა.
Verse: c
შევე, ვნახე იგი მთვარე; ჭირმან ყოვლმან უკუმრიდნა,
Verse: d
და გულსა შუქნი შემომადგნა, მაგრა გული არ დამიდნა.
Strophe: S521/K521
Verse: a
იყო არ-ნათლად ნათელი, ფარდაგსა შემომდგომელი;
Verse: b
ებურა მოშლით პირ-ოქრო რიდე^, მე მივეც რომელი,
Verse: c
მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი,
Verse: d
და ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი, ელვათა მკრთომელი.
Strophe: S522/K522
Verse: a
ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული,
Verse: b
არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემს ხებული;
Verse: c
@ასმათმან დამსვა შორს-გვარად გულსა მე ლახვარ-ხებული;
Verse: d
და მერმე წამოჯდა წარბ-შერჭმით, გამწყრალი, გარისხებული.
Strophe: S523/K523
Verse: a
მიბრძანა: "მიკვირს, რად მოხვე მშლელი პირისა მტკიცისა,
Verse: b
გამწირავი და მუხთალი, შენ, გამტეხელი ფიცისა?!
Verse: c
მაგრა ნაცვალსა პატიჟსა მიგცემსო ზენა, მი, ცისა!"
Verse: d
და ვჰკადრე: "რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უვიცისა?"
Strophe: S524/K524
Verse: a
ვთქვი: "პასუხსა ვერას გკადრებ, თუ არა ვსცნობ მე მართალსა:
Verse: b
რა შეგცოდე, რა მიქმნია უცნობოსა, ფერ-ნამკრთალსა?"
Verse: c
კვლაცა მითხრა: "რას გეუბნა მტყუანსა და შენ მუხთალსა?
Verse: d
და დიაცურად რად მოვღორდი? მე დავუწვავ ამით ალსა.
Strophe: S525/K525
Verse: a
შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება?!
Verse: b
შენ ჯდომილხარ სავაზიროდ, შენი რთულა ამას ნება,
Verse: c
შენ გასტეხე ფიცი ჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება,
Verse: d
და ღმერთმან ქმნა და დაგირჩინა ცუდად შენი ხელოვნება!
Strophe: S526/K526
Verse: a
გახსოვს, ოდეს "ჰაჲ-ჰაჲ-ს" ზმიდი, ცრემლნი შენნი ველთა ჰბანდეს,
Verse: b
მკურნალნი და დასტაქარნი წამალსა-ყე მოგიტანდეს?
Verse: c
მამაცისა სიცრუვეთა, ნეტარ, სხვანი რამცა ჰგვანდეს!
Verse: d
და რათგან დამთმე, მეცა დაგთმობ, ვინძი უფრო დაზიანდეს!
Strophe: S527/K527
Verse: a
ამას ვბრძანებ: ვინცა გინდა ეპატრონოს @ინდოეთსა,
Verse: b
ეგრეც მე მაქვს პატრონობა, უგზოს ვლიდენ, თუნდა გზეთსა!
Verse: c
ეგე აგრე არ იქმნების, წა, მომცთარ ხარ მოსაცეთსა,
Verse: d
და აზრნი შენნი შენვე გგვანან, მტყუანსა და შენ აგეთსა!
Strophe: S528/K528
Verse: a
ცოცხალ ვიყო, შენ @ინდოეთს, ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო!
Verse: b
თუ ეცადო დაყოფასა, ხორცთა შენთა სული გაჰყო!
Verse: c
სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო!"
Verse: d
და ესე სიტყვა დაასრულა, ყმა ატირდა, სულთქვნა, აჰ-ყო.
Strophe: S529/K529
Verse: a
თქვა: "რა მესმა ესე მისგან, მეიმედა მეტის-მეტად,
Verse: b
კვლა მიეცა თვალთა ძალი მის ნათლისა ეგრე^ ჭვრეტად.
Verse: c
აწ დავკარგე; რად არ გიკვირს, რად ცოცხალ ვარ, რად ვარ რეტად?
Verse: d
და ვაჲ, სოფელი უხანოო, რად ჰზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად?
Strophe: S530/K530
Verse: a
შევჰხედენ, ვნახე სასთუნალ მუსაფი გაშლით მდებარე,
Verse: b
ავიღე, ავდეგ მე ღმრთისა და მერმე მათი მქებარე,
Verse: c
ვჰკადრე, თუ: "მზეო, დაგიწვავ^, ჩემიცა დაწვი მზე ბარე,
Verse: d
და რათგან არ მომკლავ, პასუხი ერთაი გკადრო მე ბარე.
Strophe: S531/K531
Verse: a
რომე გკადრებ, ესე სიტყვა აწ თუ ცუდად ნალიქნია,
Verse: b
ცამცა მრისხავს, მზისა შუქნი ყოლა ჩემთვის ნუ შუქნია!
Verse: c
თუ მაღირსებ გაკითხვასა, ავი არა არ მიქმნია".
Verse: d
და მან მიბრძანა: "რაცა იცი, თქვიო!", თავი დამიქნია.
Strophe: S532/K532
Verse: a
კვლაცა ვჰკადრე: "მე თუ, მზეო, შენთვის^ ფიცი გამეტეხოს,
Verse: b
ღმერთმან აწვე რისხვა მისი ზეცით ჩემთვის გაამეხოს!
Verse: c
ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს, ტანი მეხოს,
Verse: d
და მაშა მაშინ რაგვარ დავრჩე, რა ლახვარი გულსა მეხოს!
Strophe: S533/K533
Verse: a
მე მეფეთა დარბაზს მიხმეს, შექმნეს დიდი ვაზირობა.
Verse: b
მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა.
Verse: c
დამეშალა, ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა;
Verse: d
და თავსა ვუთხარ: "მიემოწმე, ჟამად გიჯობს გულმაგრობა".
Strophe: S534/K534
Verse: a
მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე, რათგან იგი ვერ მიმხვდარა!
Verse: b
არ იტყვის, თუ: "@ინდოეთი უპატრონოდ არ მომხდარა?
Verse: c
@ტარიელ არს მემამულე, სხვასა ჰმართებს არვის^ არა!
Verse: d
და ვის მოიყვანს, არა ვიცი, ანუ იგი ვინ მომცდარა?
Strophe: S535/K535
Verse: a
ვთქვი: "ამითა ვეღარას ვიქმ, ღონე სხვა რა მოვიგვარო";
Verse: b
თავსა ვუთხარ: "ნუ მოგიცავ, გონებაო მრავალ-გვარო!"
Verse: c
მედვა გული მხეცისაებრ, ათასჯერცა მინდორს ვარო,
Verse: d
და ვისმცა მივეც თავი შენი, შენვე რადმე არ წამგვარო?!"
Strophe: S536/K536
Verse: a
სულთა ვჰყიდდი გულისათვის, კოშკი ამად გამებაზრა;
Verse: b
იგი წვიმა და-რე-ნელდა, რომე პირველ ვარდი აზრა;
Verse: c
ვნახე, ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა.
Verse: d
და მიბრძანა, თუ: "ეგე საქმე მემცა მართლად რად მეაზრა?!
Strophe: S537/K537
Verse: a
არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა, ორგულობასა,
Verse: b
უარის ქმნასა ღმრთისასა, ამისთვის არ მადლობასა;
Verse: c
იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით @ინდოეთს ფლობასა!
Verse: d
და მე და შენ დავსხდეთ^ ხელმწიფედ, სჯობს ყოვლსა სიძე-სძლობასა".
Strophe: S538/K538
Verse: a
მე ღმრთისაებრად მომიტკბა გამწყრალი, გამქისებული,
Verse: b
ანუ მზე იყო ქვეყანად, ან მთვარე პირ-გავსებული;
Verse: c
ახლოს დამისვა, მაღირსა აქამდის არ-ღირსებული;
Verse: d
და მეუბნებოდა, დამივსო ცეცხლი ამითა გზებული.
Strophe: S539/K539
Verse: a
მიბრძანა, თუ: "გონიერი ხამს აროდეს არ აჩქარდეს,
Verse: b
რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს;
Verse: c
თუ სასიძო არ მოუშვა, ვა თუ მეფე გაგიმწარდეს,
Verse: d
და შენ და ისი წაიკიდნეთ, @ინდოეთი გარდაქარდეს!
Strophe: S540/K540
Verse: a
კვლა თუ სიძე შემოუშვა, მე შემირთოს, იყოს ასდენ,
Verse: b
ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეულნი გაგვიფლასდენ,
Verse: c
მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ,
Verse: d
და ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ".
Strophe: S541/K541
Verse: a
მე ვჰკადრე: "ღმერთმან აშოროს მას ყმასა შენი ქმარობა!
Verse: b
რა შემოვიდენ @ინდოეთს, შევიგნა მათი გვარობა,
Verse: c
ვუჩვენო ჩემი ძალ-გული და ჩემი მეომარობა:
Verse: d
და ასრე დავხოცნე, შეეძლოს აღარა^, არ, სახმარობა!"
Strophe: S542/K542
Verse: a
მიბრძანა, თუ: "ხამს დიაცი დიაცურად, საქმე-დედლად,
Verse: b
დიდსა სისხლსა ვერ შეგაქმნევ, ვერ ვიქმნები შუა კედლად:
Verse: c
რა მოვიდეს სიძე, მოკალ მისთა სპათა აუწყვედლად.
Verse: d
და ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.
Strophe: S543/K543
Verse: a
ასრე ქმენ, ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო,
Verse: b
მოპარვით მოკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო,
Verse: c
მისთა სპათაცა ნუ დაჰხოც, ზროხათა ვითა, ვირთაო, -
Verse: d
და დიადი სისხლი უბრალო კაცმანმცა ვით იტვირთაო?
Strophe: S544/K544
Verse: a
იგი რა მოჰკლა, ეუბენ პატრონსა, ჩემსა მამასა,
Verse: b
ჰკადრე, თუ: "სპარსთა ვერა ვიქმ @ინდოეთისა ჭამასა,
Verse: c
ჩემია მკვიდრი მამული, არ მივსცემ არცა დრამასა,
Verse: d
და არ დამეხსნები, გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა!"
Strophe: S545/K545
Verse: a
ჩემი ყოლა ნურა გინდა - სიყვარული, ნუცა ნდომა,
Verse: b
ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა;
Verse: c
ქმნას მეფემან ყელ-მოტეხით შემოხვეწა, შემოკვდომა,
Verse: d
და ხელთა მოგცემს თავსა ჩემსა, შეგვფერობდეს ერთგან სხდომა".
Strophe: S546/K546
Verse: a
ესე მეტად მომეწონა თათბირი და გამორჩევა,
Verse: b
ჩემთა მტერთა დავაქადე^ დასახოცლად ხრმლისა ქნევა;
Verse: c
მერმე ავდეგ წამოსავლად, მან დამიწყო ქვევე წვევა,
Verse: d
და მწადდა, მაგრა ვერ შევჰმართე შეჭიდება, შემოხვევა.
Strophe: S547/K547
Verse: a
ხანი დავყავ, გავეყარე, მაგრა გავხე ვითა ხელი.
Verse: b
@ასმათ წინა ჩამომიძღვა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი.
Verse: c
ჭირი ბევრჯელ ვაათასი, ლხინი ჩემი ვაერთხელი,
Verse: d
და მერმე წასლვა არა მწადდა, ამად მივალ არ-ფიცხელი".
Chapter: 25
ხვარაზმშას შვილის @ინდოეთს მოსლვა საქორწილოდ და @ტარიელისაგან მისი მოკლვა
Strophe: S548/K548
Verse: a
მოვიდა კაცი: "სასიძო მოვაო", მოსლვა გვახარა,
Verse: b
მაგრა თუ ღმერთი რას უზამს, არა იცოდა, გლახ, არა;
Verse: c
მეფესა მიჰხვდა სიამე, არ სიტყვა ივაგლახა რა,
Verse: d
და მიბრძანა, ახლოს მიმისვა, "მოდიო", თავი დახარა.
Strophe: S549/K549
Verse: a
მიბრძანა: "ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია.
Verse: b
გარდავიხადოთ ქორწილი, ხამს ვითა დასა, სრულია;
Verse: c
კაცნი გავგზავნნეთ, მოვიღოთ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია,
Verse: d
და უხვად გავსცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია".
Strophe: S550/K550
Verse: a
მე გავგზავნენ ყოვლგნით^ კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი;
Verse: b
სასიძოცა მოგვივიდა, იყვნეს ხანსა არ-დამზმელნი;
Verse: c
შიგნით ჩვენნი გაეგებნეს, გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი;
Verse: d
და მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ხმელნი.
Strophe: S551/K551
Verse: a
მეფემან ბრძანა: "მოკაზმეთ კარვითა მოედანია,
Verse: b
გამოისვენოს სიძემან, დაყოს ცოტაი ხანია;
Verse: c
მუნ მისად ნახვად გავიდენ უშენოდ სპანი სხვანია,
Verse: d
და შენ აქა ნახენ^, კმარიან იქა ნახვისად ყმანია".
Strophe: S552/K552
Verse: a
მოედანს დავდგით კარვები წითლისა ატლასებისა.
Verse: b
მოვიდა სიძე, გარდახდა, დღე, ჰგვანდა, არს აღვსებისა,
Verse: c
შეიქმნა გასლვა შიგანთა, ჯარია მუნ ხასებისა,
Verse: d
და დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად, დას-დასებისა.
Strophe: S553/K553
Verse: a
მე დავშვერ, ვითა წესია საურავ-გარდახდილისა;
Verse: b
შინა წამოვე, მაშვრალსა ქმნა მომნდომოდა ძილისა;
Verse: c
მონა მოვიდა, მომართვა წიგნი @ასმათის ტკბილისა:
Verse: d
და "ადრე მოდიო, გიბრძანებს მსგავსი ალვისა ზრდილისა".
Strophe: S554/K554
Verse: a
ცხენისაგან არ გარდავხე, წავე ფიცხლა, დავჰმორჩილდი;
Verse: b
ქალი დამხვდა ნატირები, ვჰკითხე: "ცრემლსა რასა ჰმილდი?"
Verse: c
მითხრა: "შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი?
Verse: d
და გაუწყვედლად ვით გამართლო? რაგვარადმცა გავვაქილდი?!"
Strophe: S555/K555
Verse: a
შევედით, ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბ-შერჭმით^ მჯდომარე;
Verse: b
მზე ვეღარას იქმს მის მეტსა, მას გაენათლა რომ არე,
Verse: c
წავდეგ, მიბრძანა: "რასა სდგა? დღე მიგიჩს წინ საომარე!
Verse: d
და ანუ გამწირე, მიტყუე და კვლაცა მოიმცდომარე?!"
Strophe: S556/K556
Verse: a
მე მეწყინა, აღარა ვთქვი, ფიცხლა გარე შემოვბრუნდი.
Verse: b
უკუვჰყივლე: "აწ გამოჩნდეს, არ მინდოდეს, ვისცა ვუნდი!
Verse: c
ქალი ომსა რაგვარ მაწვევ, აგრე ვითა დავძაბუნდი?"
Verse: d
და შინა მოვე, მოკლვა მისი დავაპირე, არ დავყმუნდი.
Strophe: S557/K557
Verse: a
ასსა ვუბრძანე მონასა: "საომრად დაემზადენით!"
Verse: b
შევსხედით, გავვლეთ ქალაქი, არავის გავეცხადენით.
Verse: c
კარავსა შევე, იგი ყმა ვითა წვა, ზარ-მაც თქმად ენით,
Verse: d
და უსისხლოდ მოვკალ იგი გლახ, თუცა ხმდა სისხლთა დადენ.ით
Strophe: S558/K558
Verse: a
კარვის კალთა ჩახლათული ჩავჭერ, ჩავაკარაბაკე,
Verse: b
ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე,
Verse: c
წინა მწოლთა დაიზახნეს, გლოვა მიჰხვდა საარაკე;
Verse: d
და ცხენსა შევჯე, წამო-ცა-ვე; ჯაჭვი მეცვა საკურტაკე.
Strophe: S559/K559
Verse: a
ხმა დამივარდა, შეიქმნა ზახილი მოსაწევარი;
Verse: b
წამოვე, წევნა დამიწყეს, დავხოცე ჩემი მდევარი.
Verse: c
ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი,
Verse: d
და მუნ შიგან შევე მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი!
Strophe: S560/K560
Verse: a
კაცნი გავგზავნენ, ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყველასა:
Verse: b
"აქა მომმართეთ, ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა".
Verse: c
არ გაწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა,
Verse: d
და ჩემი რა ცნიან, სცვიდიან თავებსა მათსა მრთელასა.
Strophe: S561/K561
Verse: a
ცისკრად ავდეგ, შევეკაზმე, რა გათენდა ღამე დილად,
Verse: b
ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად;
Verse: c
ებრძანა, თუ: "ღმერთმან იცის, გამეზარდე ვითა შვილად,
Verse: d
და ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად?
Strophe: S562/K562
Verse: a
ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე?
Verse: b
თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე?
Verse: c
მე, ბერსა შენსა გამზრდელსა, სიცოცხლე მაარმებინე,
Verse: d
და დღედ სიკვდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე!"
Strophe: S563/K563
Verse: a
მე შევუთვალე: "მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა,
Verse: b
თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა?
Verse: c
მაგრა, თვით იცით, ხელმწიფე ხამს მქმნელი სამართალისა,
Verse: d
და მე, თქვენმან მზემან, მაშოროს ნდომა თქვჳენისა ქალისა!
Strophe: S564/K564
Verse: a
იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრა-საჯდომია! -
Verse: b
ერთიღა მე ვარ მემკვიდრე, - ყველაი თქვენ მოგხდომია:
Verse: c
ამოწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია;
Verse: d
და დღესამდის ტახტი უჩემოდ არავის არ მოჰნდომია!
Strophe: S565/K565
Verse: a
ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არ-მართალია:
Verse: b
ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი, გიზის ერთაი ქალია,
Verse: c
ხვარაზმშა დაჰსვა ხელმწიფედ, დამრჩების რა ნაცვალია?
Verse: d
და სხვა მეფე დაჯდეს @ინდოეთს, მე მერტყას ჩემი ხრმალია?
Strophe: S566/K566
Verse: a
შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე!
Verse: b
@ინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცმე ჩემგან კიდე.
Verse: c
ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა ამოვფხვრიდე,
Verse: d
და სხვად მეშველსა გარეგანსა, მომკალ, ვისცა ვინატრიდე!"
Chapter: 26
ამბვის ცნობა @ტარიელისაგან @ნესტან-დარეჯანის დაკარგვისა
Strophe: S567/K567
Verse: a
ესე კაცნი გამეგზავნნეს, გონებასა გავეშმაგე.
Verse: b
რომე მისი ვერა მეცნა, ამას უფრო დავედაგე.
Verse: c
მას ზღუდესა გარდავადეგ, მინდორთაკე რომე ვაგე,
Verse: d
და მესმა საქმე საშინელი, თუცა თავი ვერ წავაგე.
Strophe: S568/K568
Verse: a
გამოჩნდეს ორნი ქვეითნი, მე მივეგებე წინა-რე.
Verse: b
ქალი ჰყვა ერთსა მონასა, ვცანცა, თუ მოღმა ვინ არე:
Verse: c
თავ-გაგლეჯილი @ასმათი, პირსა სისხლ-ჩამომდინარე,
Verse: d
და აღარ მიყივლა ღიმილით, არცაღა გამიცინა-რე.
Strophe: S569/K569
Verse: a
იგი ვნახე, დავებნივე, გონებანი გამიშმაგნა; .
Verse: b
შორით ვუხმე: "რას შიგან ვართ, ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა?"
Verse: c
მან საბრალოდ შემომტირნა, ძლივ სიტყვანი გამოაგნა,
Verse: d
და მითხრა: "ღმერთმან სიმგრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა".
Strophe: S570/K570
Verse: a
ახლოს მივე, კვლაცა ვჰკითსე: "რას შიგან ვართ? თქვი მართალი!"
Verse: b
კვლა საბრალოდ ამიტირდა, კვლა მოედვა ამით ალი,
Verse: c
დიდხან სიტყვა ვერა მითხრა, მისთა ჭირთა ნაათალი,
Verse: d
და მკერდსა წითლად უღებვიდა სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი.
Strophe: S571/K571
Verse: a
მერმე მითხრა: "მოგახსენებ, ესე რადმცა დაგიმალე?
Verse: b
მაგრა ვითა გაგახარნე, შენცა აგრე შემიწყალე:
Verse: c
ნუ მაცოცხლებ, ნუ დამარჩენ, შემიხვეწე, შემიბრალე,
Verse: d
და დამხსენ ჩემსა საწუთროსა, ღმერთსა შენსა მიავალე!"
Strophe: S572/K572
Verse: a
მიამბო: "ოდეს სასიძო მოჰკალ და ხმა დაგივარდა,
Verse: b
მეფესა ესმა, აიჭრა, მართ მისგან გასატკივარდა,
Verse: c
შენ დაგიზახნა: "მიხმეთო", ხმა-მაღლად გახმამყივარდა;
Verse: d
და მოგნახეს, შინა ვერ გპოვეს, მით მეფე გამომჩივარდა.
Strophe: S573/K573
Verse: a
ჰკადრეს: "აქა აღარ არის, კარნი სადმე გაუვლიან".
Verse: b
მეფე ბრძანებს: "ვიცი, ვიცი, მეტად კარგად შემიგნიან:
Verse: c
მას უყვარდა ქალი ჩემი, სისხლნი ველთა მოუღვრიან,
Verse: d
და რა ნახიან ერთმანერთი, არ-შეხედვა ვერ დათმიან.
Strophe: S574/K574
Verse: a
აწ, თავმან ჩემმან, მას მოვჰკლავ, ჩემად დად ვინცა მადესა!
Verse: b
მე ღმრთისა ვუთხარ, დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა!
Verse: c
მათ ბოზ-კუროთა ასეთი რა მისცეს, რა უქადესა?
Verse: d
და თუ დავარჩინო, ღმერთი ვგმო! მისად პატიჟად მზად ეს-ა".
Strophe: S575/K575
Verse: a
მის მეფისა წესი იყო: თავი მისი ძვირად ფიცის,
Verse: b
და, თუ ფიცის, არ გატეხის, მასვე წამსა დაამტკიცის.
Verse: c
ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა, ვინცა იცის,
Verse: d
და მან უამბო @დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის.
Strophe: S576/K576
Verse: a
@დავარს, დასა მეფისასა, უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან:
Verse: b
"თავი ფიცა ძმამან შენმან, არ დაგარჩენს, იცის ერმან".
Verse: c
მან ეგრე თქვა: "უბრალო ვარ, იცის ღმერთმან სახიერმან!
Verse: d
და ვისგან მოვკვდე, ვისთვის მოვკვდე, მიიხვედროს იგი ვერ მან".
Strophe: S577/K577
Verse: a
პატრონი ჩემი აგრევე იყო, წამოხვე შენ ოდეს;
Verse: b
შენეულნივე რიდენი ებურნეს, ტურფად ჰშვენოდეს.
Verse: c
@დავარ მოსთქმიდა სიტყვათა, რომელნი არა მსმენოდეს:
Verse: d
და "ბოზო, შენ ბოზო, რად მომკალ? ვეჭვ, შენცა არა გლხენოდეს!
Strophe: S578/K578
Verse: a
როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკლვევინე?
Verse: b
ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე?
Verse: c
არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი. რა გიყავ, რა გაქმნევინე?
Verse: d
და აწ, ღმერთსა უნდეს, ვერ მიჰხვდე, ვის ესე დააშლევინე!"
Strophe: S579/K579
Verse: a
ხელი მიჰყო, წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა,
Verse: b
დაალება, დაალურჯა, მედგრად პირნი მოიქუშნა.
Verse: c
მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულთქვნა, ოდენ უშნა,
Verse: d
და ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლულნი დაუშუშნა.
Strophe: S580/K580
Verse: a
რა დავარ გაძღა ცემითა, მისითა დალურჯებითა,
Verse: b
წამოდგეს ორნი მონანი, პირითა მით ქაჯებითა, .
Verse: c
მათ კიდობანი მოჰქონდა, ეუბნეს არ აჯებითა,
Verse: d
და მას შიგან ჩასვეს იგი მზე, ჰგავს, იქმნა დარაჯებითა.
Strophe: S581/K581
Verse: a
მან უთხრა: "წადით, დაკარგეთ მუნ, სადა ზღვისა ჭიპია;
Verse: b
წმიდისა წყლისა ვერ ნახოს მყინვარე, ვერცა ლიპია";
Verse: c
მათ გაეხარნეს, ხმა-მაღლად იყივლეს: "იპი, იპია".
Verse: d
და ესე ვნახე და არ მოვკვე, არა მგავს არცა სიპია.
Strophe: S582/K582
Verse: a
ზღვითკე გაარნეს სარკმელნი, მაშინვე გაუჩინარდა.
Verse: b
@დავარ თქვა: "მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს, ვინ არ, და-!
Verse: c
ვირე მომკლვიდეს, მოვკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა".
Verse: d
და დანა დაიცა, მო-ცა-კვდა, დაეცა, გასისხლმდინარდა.
Strophe: S583/K583
Verse: a
რად არ მიკვირვებ ცოცხალსა, მე ლახვარ-დაუსობელსა!
Verse: b
აწ იგი მიყავ, რა მმართებს ამისსა მახარობელსა!
Verse: c
ზენაარ, დამხსენ სიცოცხლე სულთადგმა-დაუთმობელსა!"
Verse: d
და საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა, დაუშრობელსა.
Strophe: S584/K584
Verse: a
მე ვუთხარ: "დაო, რად მოგკლა, ანუ რა შენი ბრალია?
Verse: b
რამცა ვქმენ ნაცვლად, თვით რომე მისი ჩემზედა ვალია!
Verse: c
აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ, სად კლდე და წყალია".
Verse: d
და სრულად გავქვავდი, შემექმნა გული მართ ვითა სალია.
Strophe: S585/K585
Verse: a
მეტმან ზარმან გამაშმაგა, მომიკიდა ცხრო და თრთოლა;
Verse: b
გულსა ვუთხარ: "ნუ მოჰკვდები, არას გარგებს ცუდი წოლა,
Verse: c
გიჯობს გაჭრა ძებნად მისად, გავარდნა და ველთა რბოლა.
Verse: d
და - აჰა ჟამი, ვისცა გინდა ჩემი თანა წამოყოლა!"
Strophe: S586/K586
Verse: a
შევე, ფიცხლად^ შევეკაზმე, ცხენსა შევჯე შეკაზმული;
Verse: b
ას სამოცი კარგი მოყმე, ჩემსა თანა ხან-დაზმული,
Verse: c
წამომყვა და წამოვედით კართა გარე დარაზმული,
Verse: d
და ზღვის პირს მივე, ნავი დამხვდა, მენავემან მნახა ზმული.
Strophe: S587/K587
Verse: a
ნავსა შევჯე, ზღვასა შევე, ზღვასა შიგან გავალაგდი,
Verse: b
არსით ნავი მომავალი უნახავად არ დავაგდი;
Verse: c
მოველოდი, არა მესმა, შმაგი უფრო გა-ვე-ვშეაგდი,
Verse: d
და რომე სრულად მომიძულვა, ღმერთსა თურე ასრე ვსძაგდი.
Strophe: S588/K588
Verse: a
რომე დავყავ წელიწადი, თვე თორმეტი გამეოცა,
Verse: b
მაგრა მისი მნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა;
Verse: c
თანა-მყოლი ყველაკაი ამომიწყდა, დამეხოცა,
Verse: d
და ვთქვი, თუ: "ღმერთსა ვერას ვჰკადრებ, რაცა სწადდეს, აგრე ვყო-ცა".
Strophe: S589/K589
Verse: a
ზღვა-ზღვა ცურვა მომეწყინა, მით გამოვე ზღვისა პირსა,
Verse: b
გული სრულად გამიმხეცდა, არ ვუსმენდი არც ვაზირსა;
Verse: c
ყველაკაი დამეფანტა, დაჰრჩომოდა რაცა ჭირსა.
Verse: d
და კაცსა ღმერთი არ გასწირავს ასრე, მისგან განაწირსა!
Strophe: S590/K590
Verse: a
ერთაი ესე @ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი,
Verse: b
ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემაგონანი.
Verse: c
მისნი ვერა ვცნენ ამბავნი ვერცა დრამისა წონანი,
Verse: d
და ტირილი მიჩნდის ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი.
Chapter: 27
ამბავი @ნურადინ-ფრიდონისა, ოდეს @ტარიელს შეეყარა
Strophe: S591/K591
Verse: a
ღამით მევლო, მოვიდოდი, ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი;
Verse: b
ჰგვანდეს ქალაქს, ვეახლენით, ცალ-კერძ იყვნეს კლდეთა ნაღნი;
Verse: c
არ მეამის კაცთა ნახვა, მიდაღვიდეს გულსა დაღნი;
Verse: d
და მუნ გარდავხე მოსვენებად, დამხვდეს რამე ხენი ლაღნი.
Strophe: S592/K592
Verse: a
ხეთა ძირსა მივიძინე, მათ მონათა ჭამეს პური;
Verse: b
მერმე ავდეგ სევდიანი, მიღამებდა გულსა მური:
Verse: c
ვერა მეცნა ეგზომ გრძელად ვერ ჭორი და ვერ დასტური,
Verse: d
და ველთა ცრემლი ასოვლებდა, თვალთა ჩემთა მონაწური.
Strophe: S593/K593
Verse: a
ზახილი მესმა. შევხედენ, მოყმე ამაყად ყიოდა,
Verse: b
შემოირბევდა^ ზღვის პირ-პირ, მას თურე წყლული სტკიოდა;
Verse: c
ხრმლისა ნატეხი დასვრილი აქვს, სისხლი ჩამოსდიოდა,
Verse: d
და მტერთა ექადდა, წყრებოდა, იგინებოდა, ჩიოდა.
Strophe: S594/K594
Verse: a
ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, აწ ესე მე მითქს რომელი,
Verse: b
მართ ვითა ქარი მოქროდა გაფიცხებული, მწყრომელი;
Verse: c
მონა მივსწიე, მისისა შეყრისა ვიყავ მნდომელი;
Verse: d
და შევსთვალე: "დადეგ, მიჩვენე, ლომსა ვინ გაწყენს, რომელი?"
Strophe: S595/K595
Verse: a
მას მონასა არა უთხრა, არცა სიტყვა მოუსმინა;
Verse: b
ფიცხლა შევჯე, ჩავეგებე, მე ჩავუსწარ, ჩავე წინა,
Verse: c
ვუთხარ: "დადეგ, გამაგონე, შენი საქმე მეცა მინა!"
Verse: d
და შემომხედნა, მოვეწონე, სიარული დაითმინა.
Strophe: S596/K596
Verse: a
გამიცადა, ღმერთსა ჰკადრა: "შენ ასეთი^ ხენი ვით ჰხენ!"
Verse: b
მერმე მითხრა: "მოგახსენებ, აწ სიტყვანი რომე მკითხენ:
Verse: c
იგი მტერნი გამილომდეს, აქანამდის რომე ვითხენ,
Verse: d
და უკაზმავსა მიღალატეს, საჭურველნი ასრე ვითხენ".
Strophe: S597/K597
Verse: a
მე ვუთხარ: "დადეგ, დაწყნარდი, გარდავხდეთ ძირსა ხეთასა;
Verse: b
არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა.
Verse: c
თანა წამომყვა, წავედით უტკბოსნი მამა-ძეთასა.
Verse: d
და მე გავეკვირვე ჭვრეტასა მის ყმისა სინაზეთასა.
Strophe: S598/K598
Verse: a
ერთი მონა დასტაქარი მყვა და წყლულნი შეუხვივნა,
Verse: b
ისრის პირნი ამოუხვნა, დაკოდილნი არ ატკივნა.
Verse: c
მერმე ვჰკითხე: "ვინ ხარ, ანუ მკლავმან შენმან ვისგან ივნა?"
Verse: d
და საამბობლად დამირიგდა, თავი მისი გაამჩივნა.
Strophe: S599/K599
Verse: a
პირველ მითხრა: "არა ვიცი, რა ხარ, ანუ რას გამსგავხო?
Verse: b
ანუ ეგრე რამ დაგლია, ანუ პირველ რამ გაგავსო?
Verse: c
რამან შეგქმნა მოყვითანოდ^, ვარდ-გიშერი რომე ჰრგავსო?
Verse: d
და ღმერთმან მისგან ანთებული სანთელიცა რად დაგავსო?
Strophe: S600/K600
Verse: a
@მულღაზანზარის ქალაქი, ახლოს მე მაქვსო რომელი,
Verse: b
@ნურადინ-ფრიდონ სახელ მძეს, მეფე ვარ მუნა მჯდომელი;
Verse: c
ესე საზღვარი ჩემია, სადა ხარ გარდამხდომელი,
Verse: d
და ცოტა მაქვს, მაგრა ყოველგნით სიკეთე-მიუწდომელი.
Strophe: S601/K601
Verse: a
მამის ძმა და მამა-ჩემი პაპამ^ ჩემმან გაყვნა ოდეს,
Verse: b
ზღვასა შიგან კუნძულია, - ჩემად წილად მას იტყოდეს, -
Verse: c
თვით ბიძასა ჩემსა მიჰხვდა, ვისთა შვილთა აწ დამკოდეს;
Verse: d
და მათკენ^ დარჩა სანადირო, არ მივსცემდი, მომერჩოდეს.
Strophe: S602/K602
Verse: a
დღეს გამოვე ნადირობას^, ზღვისა პირსა ვინადირე,
Verse: b
მუნა გასვლა^ მომნდომოდა, მით მრეკალი არ ვახშირე;
Verse: c
სპათა ვუთხარ: "მომიცადეთ, მოვიდოდე მეცა ვირე!"
Verse: d
და ხუთთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე.
Strophe: S603/K603
Verse: a
ნავითა გავე, ზღვისაგან შტო რამე გამოვიდოდა.
Verse: b
არა^ მოვჰკრეფდი გამყოფთა, ვთქვი, ჩემთა რად დავჰრიდო, და-?
Verse: c
დამეძაბუნნეს, სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა,
Verse: d
და ვნადირობდი და ვიზახდი, ხმა ჩემი არ უდიდოდ-ა.
Strophe: S604/K604
Verse: a
მართლად იჯავრეს, წუნობა მათი თუ ესრე ხმდა ვითა!
Verse: b
გამომეპარნეს^ ლაშქარნი, გზანი შემიკრეს^ ნავითა,
Verse: c
თვით ბიძასძენი ჩემნიცა შესხდეს მათითა თავითა,
Verse: d
და ჩემთა გაუხდეს ლაშქართა ომად თავისა მკლავითა.
Strophe: S605/K605
Verse: a
მათი მესმა, დავინახე ზახილი და ხრმალთა ელვა,
Verse: b
ნავი ვსთხოვე მენავეთა, მით ვიყივლე მე ერთხელ ვა,
Verse: c
ზღვასა შევე, მომეგება მეომარი ვითა ღელვა,
Verse: d
და სწადდა, მაგრა ვეღარა ქმნეს ჩემი ზედა წამოქელვა.
Strophe: S606/K606
Verse: a
კვლა სხვანი დიდნი ლაშქარნი უკანა მომეწეოდეს,
Verse: b
იქით და აქათ მომიხდეს, ერთგნით ვერ მომერეოდეს,
Verse: c
არ მომწურვოდეს წინანი, ზურგით მესროდეს მე ოდეს,
Verse: d
და ხრმალსა მივენდევ, გამიტყდა, ისარნი დამელეოდეს.
Strophe: S607/K607
Verse: a
მომეჯარნეს, ვეღარა ვქმენ, ნავით ცხენი გარდვიხლტუნვე,
Verse: b
ზღვა-ზღვა ცურვით წამოვუვე, ჩემნი მჭვრეტნი^ გავაცბუნვე;
Verse: c
თანა-მყოლნი ყველაკანი დამიხოცნეს, დამრჩეს მუნვე,
Verse: d
და ვინცა მდევდის, ვერ შემომხვდის, მივუბრუნდი, მივაბრუნვე.
Strophe: S608/K608
Verse: a
აწ იგი იქმნას, რაცაღა ენებოს ღმრთისა წადილსა!
Verse: b
ვეჭვ, ჩემი სისხლი^ არ შეჰრჩეს^, ძალი შემწევდეს^ ქადილსა!
Verse: c
ოხრად გავუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა,
Verse: d
და ვუხმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქმნევ ხადილსა!"
Strophe: S609/K609
Verse: a
ამა ყმამან შემიკვეთა, გული მისკე მიმიბრუნდა.
Verse: b
მოვახსენე: "აჩქარება შენი ყოლა არა უნდა,
Verse: c
მეცა თანა წამოგყვები, დაიხოცნენ იგი მუნ, და-!
Verse: d
და ჩვენ ორთავე მეომარი განაღამცა შეგვიძრწუნდა!.
Strophe: S610/K610
Verse: a
ესეცა ვუთხარ: "ამბავი ჩემი არ გაგეგონების,
Verse: b
უფრორე წყნარად გიამბობ, თუ ჟამი ჩვენ გვექონების".
Verse: c
მან მითხრა: "ლხინი საჩემო მაგას არ შეეწონების!
Verse: d
და დღედ სიკვდილამდის სიცოცხლე შენ ჩემი დაგემონების".
Strophe: S611/K611
Verse: a
მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა, მაგრა ცოტასა;
Verse: b
გამოეგებნეს ლაშქარნი, ისხემდეს^ მისთვის ოტასა,
Verse: c
პირსა იხოკდეს, გაჰყრიდეს ნახოკსა ვით ნაფოტასა,
Verse: d
და ეხვეოდიან, ჰკოცნიდეს ხრმალსა და სალტე-კოტასა.
Strophe: S612/K612
Verse: a
კვლა მოვეწონე, ვეტურფე მე მისი გარდნაკიდარი;
Verse: b
შემასხმიდიან ქებასა: "მზეო, შენ ჩვენთვის იდარი!"
Verse: c
მივედით, ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი,
Verse: d
და ყველასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი.
Chapter: 28
შველა @ტარიელისაგან @ფრიდონისა
Strophe: S613/K613
Verse: a
მოჯობდა, ომი შეეძლო, ხმარება ცხენ-აბჯარისა;
Verse: b
დავკაზმეთ ნავი, კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა;
Verse: c
კაცი ხმდა, მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა ეაჯა რისა!
Verse: d
და აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა.
Strophe: S614/K614
Verse: a
მათი მესმა დაპირება, ჩაბალახთა ჩამობურვა;
Verse: b
ნავი წინა მომეგება, არა ვიცი, იყო^ თუ რვა.
Verse: c
ფიცხლა ზედა შევეჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა;
Verse: d
და ქუსლი ვჰკარ და დავუქცივე, დაიზახეს დიაცურ ვა!
Strophe: S615/K615
Verse: a
კვლა სხვასა მივე, მოვჰკიდე ხელი ნავისა ბაგესა,
Verse: b
ზღვასა დავანთქენ, დავხოცენ, ომიმცა რაღა აგესა!
Verse: c
სხვანი გამექცეს, მიჰმართეს მათ მათსა საქულბაგესა;
Verse: d
და ვინცა მიჭვრეტდეს, უკვირდა, მაქებდეს, არ მაძაგესა.
Strophe: S616/K616
Verse: a
ზღვა გავიარეთ, გავედით, შემოგვიტივეს ცხენია,
Verse: b
კვლა შევიბენით, შეიქმნა^ ომისა სიმარცხენია^.
Verse: c
მუნ მომეწონა^ @ფრიდონის სიქველე-სიფიცხენია^:
Verse: d
და იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია.
Strophe: S617/K617
Verse: a
თვით ორნივე ბიძასძენი მისნი ხრმლითა ჩამოყარნა,
Verse: b
ხელნი წმიდად გარდეკვეთნეს, იგი ასრე ასაპყარნა,
Verse: c
მოიყვანნა მხარ-დაკრულნი, ერთმან ორნი, არ დაყარნა,
Verse: d
და მათნი ყმანი გაამტირლნა, მისნი სპანი^ ამაყარნა.
Strophe: S618/K618
Verse: a
მათნი ლაშქარნი გაგვექცეს; ვეცენით, გა-ცა-ვფანტენით.
Verse: b
ფიცხლად^ წავუღეთ ქალაქი, არ თავნი გავაზატენით^;
Verse: c
ქვითა დავჰლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავანატენით.
Verse: d
და მომკალ, თუ^ ლარი დაჰლიოთ ან აკიდებით, ან ტენით.
Strophe: S619/K619
Verse: a
@ფვრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დაჰსხნა.
Verse: b
თვით ორნივე ბიძასძენი დაპყრობილნი წამოასხნა.
Verse: c
მისად^ ნაცვლად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა ასხნა;
Verse: d
და ჩემი თქვეს, თუ: "ღმერთსა მადლი, ვინ ალვისა ხენი ასხნა!"
Strophe: S620/K620
Verse: a
მივედით, მოქალაქეთა ზარი ჩნდა, რომე ზმიდიან,
Verse: b
აჯათა^ მქმნელნი მჭვრეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან;
Verse: c
მე და @ნურადინს ყველანი ქებასა შეგვასხმიდიან,
Verse: d
და გვითხრობდეს: "მკლავთა თქვენთაგან ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან!"
Strophe: S621/K621
Verse: a
ლაშქარნი @ფრიდონს მეფედ და მიხმობდეს მეფეთ-მეფობით,
Verse: b
თვით თავსა მათსა - მონად და ჩემსა - ყველასა სეფობით;
Verse: c
დაღრეჯით ვიყავ, ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდის^ მკრეფობით,
Verse: d
და ჩემი ვერ ცნიან ამბავი, მუნ იყო არ იეფობით.
Chapter: 29
@ფრიდონისაგან @ნესტან-დარეჯანის ამბვის მბობა
Strophe: S622/K622
Verse: a
დღესა ერთსა მე და @ფრიდონ ნადირობას გამოვედით,
Verse: b
ზღვასა ზედა წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავედით;
Verse: c
@ფრიდონ მითხრა: "გითხრობ რასმე, ვთამაშობდით, ცხენსა ვსხედით;
Verse: d
და ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით".
Strophe: S623/K623
Verse: a
მე ვჰკითხევდი, @ფრიდონ მეტყვის მართ ამბავსა ესოდენსა:
Verse: b
"დღე ერთ მწადდა ნადირობა, შევჯე ამა ჩემსა ცხენსა, -
Verse: c
ზღვათა შიგან იხვსა ჰგავს და ხმელთა ზედა შავარდენსა, -
Verse: d
და აქა ვდეგ და თვალს ვუგებდი ქორსა, იქით განაფრენსა.
Strophe: S624/K624
Verse: a
ზოგჯერ ზღვისკენ^ მივიხედნი, წავსდგომოდი ამა გორსა;
Verse: b
ზღვასა შიგან ცოტა რამე დავინახე, თუცა შორსა.
Verse: c
ეგრე ფიცხლა სიარული არას ძალ-უც მისსა სწორსა,
Verse: d
და ვერად ვიცან, გონებასა გავეკვირვე ამად^ ორსა:
Strophe: S625/K625
Verse: a
ვთქვი: "რა არის, რას ვამსგავსო, მფრინველია, ანუ მხეცი?"
Verse: b
ნავი იყო, გარ ეფარა^ სამოსელი მრავალ-კეცი;
Verse: c
წინა კაცნი მოზიდვიდეს; თვალი ამად დავაცეცი,
Verse: d
და მთვარე უჯდა კიდობანსა, ცა მეშვიდე მასმცა ვეცი.
Strophe: S626/K626
Verse: a
ამოძვრეს ორნი მონანი, შავნი მართ ვითა ფისანი.
Verse: b
ქალი გარდმოსვეს, სისხონი ვნახენ მისისა თმისანი.
Verse: c
მას რომე ელვა ჰკრთებოდა, ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი!
Verse: d
და მან განანათლა სამყარო, გაცუდდეს შუქნი მზისანი!
Strophe: S627/K627
Verse: a
სიხარულმან ამაჩქარა, ამათრთოლა, და-ცა-მლეწა,
Verse: b
იგი ვარდი შემიყვარდა, რომე თოვლსა არ ეხეწა;
Verse: c
დავაპირე შეტევება, ვთქვი: "წავიდე მათკე მე, წა-,
Verse: d
და ჩემსა შავსა სულიერი რამცა ვითა გარდეხვეწა!"
Strophe: S628/K628
Verse: a
ცხენი გავქუსლე, იქმოდა^ შამბი^ ხმასა და ხრიალსა,
Verse: b
ვეღარ მივუსწარ^, გამესწრნეს, რაზომცა ვსცემდი წრტიალსა.
Verse: c
ზღვის პირსა მივე, შევხედენ, ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა,
Verse: d
და გამშორვებოდეს, წამსლვოდეს, ამისთვის დავეწვი ალსა".
Strophe: S629/K629
Verse: a
ესე მესმა @ფრიდონისგან, მომემატა ცეცხლთა სიცხე,
Verse: b
ცხენისაგან გარდავიჭერ, თავი სრულად გავიკიცხე,
Verse: c
ჩემთა ღაწვთა დანადენი მე ჩემივე სისხლი ვიცხე.
Verse: d
და ვუთხარ: "მომკალ, უჩემოსა ენახამცა ვისცა ის ხე!"
Strophe: S630/K630
Verse: a
ესე ჩემგან გაუკვირდა @ფრიდონს, მეტად^ ეუცხოვა,
Verse: b
მაგრა მეტად შევებრალე, ტირილითა მესათნოვა;
Verse: c
ვითა შვილი დამადუმა, მემუდარა, შემეპოვა,
Verse: d
და თვალთათ^ ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოთოვა.
Strophe: S631/K631
Verse: a
ვაგლახ მეო, რა გიამბე ფათერაკად, მცთარმან, შმაგად!"
Verse: b
მოვახსენე: "ნურა გაგვა, ნუ ინავღლი მაგას მაგად!
Verse: c
იგი მთვარე ჩემი იყო, მით მედების ცეცხლი მდაგად;
Verse: d
და აწ გიამბობ, რათგან თავი გინდა ჩემად ამხანაგად".
Strophe: S632/K632
Verse: a
@ფრიდონს ვუთხარ ყველაკაი ჩემი, თავსა გარდასრული;
Verse: b
მან მითსრა, თუ: "რას ვიტყოდი მოცთომილი გაბასრული!"
Verse: c
შენ, მაღალი ინდოთ მეფე, ჩემსა რადმე ხარ მოსრული,
Verse: d
და სახელმწიფო საჯდომი და ტახტი გმართებს, სრაცა სრული".
Strophe: S633/K633
Verse: a
კვლაცა მითხრა: "ვისცა ღმერთი საროს მორჩსა ტანად უხებს,
Verse: b
მას ლახვარსა მოაშორვებს, თუცა პირველ გულსა უხებს,
Verse: c
იგი მოგვცემს წყალობასა მისსა, ზეცით მოგვიქუხებს,
Verse: d
და ჭირსა ლხინად შეგვიცვალებს, არაოდეს შეგვაწუხებს".
Strophe: S634/K634
Verse: a
წამოვედით ნატირებნი, სრას დავსხედით თავის წინა;
Verse: b
@ფრიდონს ვუთხარ: "ჩემი შემწე შენგან კიდე არავინ ა-,
Verse: c
ვითა ღმერთმან შენი მსგავსი სოფლად არა მოავლინა,
Verse: d
და მაშა, რათგან შეგემეცენ, ამის მეტი რად რა მინა?
Strophe: S635/K635
Verse: a
არ ავი გესვა მოყვარე, ჟამი თუ მომხვდეს ჟამისად,
Verse: b
ენა, გონება მახმარე გამოსარჩევლად ამისად:
Verse: c
რა მოვაგვარო, რა მიჯობს სალხენლად ჩემად და მისად?
Verse: d
და თუ ვერას ვარგებ, ვიქმნები ვერ-დამყოვნელი^ წამისად".
Strophe: S636/K636
Verse: a
მან მითხრა: "ბედი ღმრთისაგან მიჯობსღა ამას რომელი?
Verse: b
მოსრულ ხარ ჩემად წყალობად მეფე @ინდოეთს მჯდომელი;
Verse: c
მემცა რად ვიყავ ამისთვის მადლისა რასმე მნდომელი?
Verse: d
და ერთი ვარ მონა მონებად წინაშე თქვენსა მდგომელი.
Strophe: S637/K637
Verse: a
ესე ქალაქი გზა არის ნავთა, ყოველგნით მავალთა,
Verse: b
შემომკრეფელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა;
Verse: c
აქა მოგვესმის ამბავი^, შენ რომე დაუწვავ ალთა.
Verse: d
და ნუთუ ქმნას ღმერთმან გარდახდა მაგ შენთა ჭირთა მრავალთა^!
Strophe: S638/K638
Verse: a
ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი, რომელთაცა კვლა უვლია,
Verse: b
მოგვინახონ იგი მთვარე, ვისთვის ჭირი არ გვაკლია;
Verse: c
მუნამდისცა მოიჭირვე, გონებამან არ დაგლია.
Verse: d
და ყოლა ჭირი არ ეგების, თუ-მცა ლხინმან არ დასძლია".
Strophe: S639/K639
Verse: a
კაცნი იხმნა^ მასვე წამსა, ესე საქმე დავიურვეთ,
Verse: b
უბრძანა, თუ: "ნავებითა წადით, ზღვა-ზღვა მოიცურვეთ,
Verse: c
მოგვინახეთ, საყვარელსა მისსა მისთვის მოასურვეთ;
Verse: d
და თავთა ჭირი უათასეთ, რადმც უშვიდეთ, რადმცა ურვეთ?"
Strophe: S640/K640
Verse: a
აჩინნა კაცნი, სადაცა სადგურნი ნავთა სჩენოდეს;
Verse: b
უბრძანა: "ძებნეთ ყოველგან, რაცა ვის მისი გსმენოდეს".
Verse: c
მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ, პატიჟნი მო-რე-მლხენოდეს,
Verse: d
და უმისოდ ლხინი მინახავს, ამა დღისათვის მრცხვენოდეს!
Strophe: S641/K641
Verse: a
@ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა ადგილსა საპატრონოსა,
Verse: b
მითხრა, თუ: "მცთარ ვარ, აქამდის ვერ მივჰხვდი გასაგონოსა:
Verse: c
ხარ დიდი მეფე ინდოთა, რა ვით ვინ მოგაწონოსა!
Verse: d
და ვინ არის კაცი, რომელმან თავი არ დაგამონოსა?!"
Strophe: S642/K642
Verse: a
რას ვაგრძელებდე! მოვიდეს ყოვლგნით ამბვისა მბობელნი,
Verse: b
ცუდნი და ცუდთა ადგილთა თავისა დამაშრობელნი;
Verse: c
ვერა, ვერ ეცნა, ვერ იყვნეს ვერას ამბვისა მცნობელნი,
Verse: d
და მე უფრო მდინდეს თვალთაგან კვლა ცრემლნი შეუშრობელნი.
Strophe: S643/K643
Verse: a
მე @ფრიდონს ვუთხარ: "ესე დღე ვითა მესაზაროების,
Verse: b
ამისად მოწმად ღმერთი მყავს, სათქმელად მეუცხოების;
Verse: c
უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა მესაღამოების,
Verse: d
და დახსნილ ვარ ლხინსა ყოველსა, მით გული ჭირსა მოების.
Strophe: S644/K644
Verse: a
მაშა მე მისსა ამბავსა რათგან აღარას მოველი,
Verse: b
ვეღარ ვიქმნები, გამიშვი, ვარ ფარმანისა მთხოველი!"
Verse: c
@ფრიდონს რა ესმა, ატირდა, სისხლითა მუნ მორწყო ველი,
Verse: d
და მითხრა, თუ: "ძმაო, დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი!"
Strophe: S645/K645
Verse: a
თუცა დია მოიჭირვეს, ვერცა ეგრე დამიჭირეს;
Verse: b
მისთა სპათა მუხლ-მოყრილთა თავი მათი ჩემ-კერძ ირეს,
Verse: c
მეხვეოდეს, მაკოცებდეს, ატირდეს და ამატირეს:
Verse: d
და "ნუ წახვალო, დაგაწამოთ, სიცოცხლეა ჩვენი ვირეს!"
Strophe: S646/K646
Verse: a
ეგრე ვუთხარ: "თქვენი გაყრა მეცა დია მეძნელების,
Verse: b
მაგრა ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების;
Verse: c
ჩემსა ტყვესა ვერ გავსწირავ, თქვენცა დია გებრალების,
Verse: d
და ნუვინ მიშლით, არ დავდგები, არცა ვისგან დამეშლების".
Strophe: S647/K647
Verse: a
მერმე @ფრიდონ მოიყვანა, მიძღვნა ესე ჩემი ცხენი,
Verse: b
მითხრა: "ჰხედავ, პირი მზისა, თქვენ საროსა ეგეც ხენი,
Verse: c
ვიცი, მეტი არა გინდა, ძღვენნი რადმცა გავკიცხენი?
Verse: d
და თვით ამანვე მოგაწონოს^ სახედრობა-სიფიცხენი".
Strophe: S648/K648
Verse: a
@ფრიდონ გამომყვა, წავედით, ორთავე ცრემლნი ვღვარენით;
Verse: b
მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ, ზახილით გავიყარენით.
Verse: c
სრულად ლაშქარნი მტიროდეს გულითა მართლად, არ ენით.
Verse: d
და გაზრდილ-გამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავნი დავადარენით.
Strophe: S649/K649
Verse: a
@ფრიდონისით წამოსრულმან წავე ძებნად, კვლა ვიარე,
Verse: b
რომე არა არ დამირჩა ხმელთა ზედა, ზღვათა გარე,
Verse: c
მაგრა მისსა მნახავსაცა კაცსა ვერას შევეყარე;
Verse: d
და გული სრულად გამიშმაგდა, თავი მხეცთა დავადარე.
Strophe: S650/K650
Verse: a
ვთქვი, თუ: "ჩემგან^ აღარა ხამს^ სიარული, ცუდი ცურვა,
Verse: b
ნუთუ მხეცთა სიახლემან უკუმყაროს გულსა ურვა!"
Verse: c
მონათა და ამა @ასმათს სიტყვა ვუთხარ შვიდი, თუ რვა:
Verse: d
და "ვიცი, რომე დამირჯიხართ, დია გმართებს ჩემი მდურვა.
Strophe: S651/K651
Verse: a
აწ წადით და მე დამაგდეთ, ეტერენით თავთა თქვენთა,
Verse: b
ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა, თვალთა ჩემთათ^ მონადენთა!"
Verse: c
რა ესენი მოისმენდეს საუბართა ესოდენთა,
Verse: d
და მითხრეს: "ჰაჲ-ჰაჲ, რასა ჰბრძანებ, ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა!
Strophe: S652/K652
Verse: a
უშენოსა ნუმცა ვნახავთ ნუ პატრონსა, ნუ უფალსა!
Verse: b
ნუთუ ღმერთმან არ გაგვყარნეს ცხენთა თქვენთა ნატერფალსა!
Verse: c
თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა შვენიერსა, სატურფალსა!"
Verse: d
და თურე ბედი მოაღაფლებს კაცსა ეგზომ არ-ღაფალსა.
Strophe: S653/K653
Verse: a
ვეღარ გავგზავნენ, სიტყვანი მესმნეს მონათა ჩემთანი,
Verse: b
მაგრა დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი;
Verse: c
სახლად სამყოფნი^ მიმაჩნდეს თხათა და მათ^ ირემთანი.
Verse: d
და გავიჭერ, სრულად დავტკეპნენ ქვე მინდორნი და ზე მთანი.
Strophe: S654/K654
Verse: a
ესე ქვაბნი უკაცურნი ვპოვენ, დევთა შეეკაფნეს,
Verse: b
შემოვები, ამოვწყვიდენ, ყოლა ვერას ვერ მეხაფნეს,
Verse: c
მათ მონანი დამიხოცნეს, ჯაჭვნი ავად მოექაფნეს.
Verse: d
და საწუთრომან დამაღრიჯა, ცქაფნი მისნი კვლა მეცქაფნეს.
Strophe: S655/K655
Verse: a
დევთა ყვირილი, ზახილი ზეცამდის აიწეოდა;
Verse: b
მათისა ლახტის ცემითა ქვეყანა შეირყეოდა;
Verse: c
მზე დააბნელეს მტვერითა, ალვის შტო შეირხეოდა,
Verse: d
და ასი ერთ კერძოთ მომიხდეს, დავფრიწე, დაიხეოდა.
Strophe: S656/K656
Verse: a
აჰა, ძმაო, მაშინდითგან აქა ვარ და აქა ვკვდები;
Verse: b
ხელი მინდორს გავიჭრები, ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები,
Verse: c
ესე ქალი არ დამაგდებს, - არს მისთვისვე ცეცხლ-ნადები, -
Verse: d
და ჩემად ღონედ სიკვდილისა მეტსა არას არ ვეცდები!
Strophe: S657/K657
Verse: a
რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს,
Verse: b
ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს;
Verse: c
ესე ქალი შემიკერავს, ზოგჯერ სულთქვამს, ზოგჯერ ახავს;
Verse: d
და რათგან თავი არ მომიკლავს, ხრმალი ცუდად მომიმახავს.
Strophe: S658/K658
Verse: a
მისსა ვერ იტყვის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები;
Verse: b
მას დაკარგულსა ვიგონებ მე, სიცოცხლისა მთმენები;
Verse: c
მას აქათ ვახლავ ნადირთა, თავსა მათებრვე მხსენები;
Verse: d
და სხვად არას ვიაჯ ღმრთისაგან, ვარ სიკვდილისა მქენები".
Strophe: S659/K659
Verse: a
პირსა იცა, გაიხეთქა ღაწვი, ვარდი აახეწა^,
Verse: b
ლალი ქარვად გარდაიქცა, ბროლი სრულად დაილეწა;
Verse: c
@ავთანდილსცა ცრემლი წასდის წამწამთაგან ერთ-სახე, წა-;
Verse: d
და მერმე ქალმან დაადუმა, მუხლ-მოყრილი შეეხვეწა.
Strophe: S660/K660
Verse: a
@ტარიელ უთხრა @ავთანდილს, @ასმათის დად სამებულმან^:
Verse: b
"შენ ყველაკაი გაამე მე ვერას ვერ ამებულმან;
Verse: c
გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლე-გაარმებულმან,
Verse: d
და აწ წადი, ნახე შენი მზე ნახვისა მოჟამებულმან".
Strophe: S661/K661
Verse: a
@ავთანდილ უთხრა: "მე შენი გაყრა არ მომეთმინების; .
Verse: b
თუ გაგეყრები, თვალთაგან ცრემლიცა დამედინების.
Verse: c
მართალსა გითხრობ, ამისი კადრება ნუ გეწყინების,
Verse: d
და შენ ვისთვის ჰკვდები, მაგითა მას არა არ ელხინების.
Strophe: S662/K662
Verse: a
რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი,
Verse: b
მან სხვა უხმოს მკურნალი და მაჯაშისა შემტყობარი^,
Verse: c
მას უამბოს, რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მომდებარი:
Verse: d
და სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.
Strophe: S663/K663
Verse: a
რაცა გითხრა, მომისმინე, ბრძენი გეტყვი, არა ხელი:
Verse: b
ასი გმართებს გაგონება, არ გეყოფის, არ, ერთხელი;
Verse: c
კარგად ვერას ვერ მოივლენს^ კაცი აგრე გულ-ფიცხელი.
Verse: d
და აწ მე მინდა ნახვა მისი, ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი.
Strophe: S664/K664
Verse: a
იგი ვნახო, სიყვარული მისი ჩემთვის დავამტკიცო;
Verse: b
მოვახსენო, რაცა მეცნას, მეტი საქმე არა მიცო;
Verse: c
შენ გენუკევ, შემაჯერო, ღმერთი იღმრთო, ცაცა იცო,
Verse: d
და ერთმანერთი არ გავწიროთ, მაფიცო და შემომფიცო.
Strophe: S665/K665
Verse: a
რომე აქათ არ წახვიდე, შენ თუ ამას შემეპირო,
Verse: b
მეცა ფიცით შეგაჯერო, არასათვის არ გაგწირო,
Verse: c
კვლა მოვიდე შენად ნახვად, შენთვის მოვკვდე, შენთვის ვირო,
Verse: d
და ღმერთსა უნდეს, ვისთვის ჰკვდები, მისთვის ეგრე არ გატირო".
Strophe: S666/K666
Verse: a
მან მიუგო: "უცხოს უცხო ეგრე ვითა შეგიყვარდი?
Verse: b
გასაყრელად გეძნელები, იადონსა ვითა ვარდი;
Verse: c
რაგვარამცა დაგივიწყე, რაგვარამცა უკუმქარდი!
Verse: d
და ღმერთმან ქმნას და კვლაცა გნახო ალვა მორჩი, განაზარდი.
Strophe: S667/K667
Verse: a
პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს, ტანი იხოს,
Verse: b
გული მინდორს არ გაიჭრეს, არ ირმოს და^ არცა ითხოს;
Verse: c
თუ გიტყუო, მოგაღორო, ღმერთმან რისხვით გამიკითხოს!
Verse: d
და შენმან ჭვრეტა-სიახლემან მომაქარვოს სევდა, მითხოს!"
Strophe: S668/K668
Verse: a
ამას ზედა შეიფიცნეს მოყვარენი, გულ-სადაგნი,
Verse: b
იაგუნდნი ქარვის-ფერნი, სიტყვა-ბრძენნი, ცნობა-შმაგნი;
Verse: c
შეუყვარდა ერთმანერთი, სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი,
Verse: d
და მას ღამესა ერთგან იყვნეს შვენიერნი ამხანაგნი.
Strophe: S669/K669
Verse: a
@ავთანდილცა მასვე თანა ტიროდა და ცრემლი ღვარა;
Verse: b
რა გათენდა, წამოვიდა, აკოცა და გაეყარა;
Verse: c
@ტარიელს თუ ვით ეწყინა, რა ქმნას, ამას ვერ მიმხვდარა;
Verse: d
და @ავთანდილცა ჩატიროდა, შამბი შიგან ჩაიარა.
Strophe: S670/K670
Verse: a
@ავთანდილს @ასმათ ჩამოჰყვა, ზენარით ეუბნებოდა,
Verse: b
მუხლთა უყრიდა, ტიროდა, თითითა ეხვეწებოდა,
Verse: c
ადრე მოსლვასა ჰვედრებდა, მართ ვითა ია ჭნებოდა;
Verse: d
და მან უთხრა: "დაო, უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა!
Strophe: S671/K671
Verse: a
ადრე მოვალ, არ გაგწირავ, არას დავზამ შინა ხანსა,
Verse: b
ოდენ სხვაგან არ წავიდეს, ნუსად არებს იმა ტანსა;
Verse: c
აქათ ორ თვე არ მოვიდე, ვიქმ საქმესა დაუგვანსა,
Verse: d
და შეიგენით, მიცემულ ვარ ჭირსა რასმე თანისთანსა"
Chapter: 30
ამბავი @ავთანდილისა @არაბეთს შექცევისა
Strophe: S672/K672
Verse: a
იგი მუნით წარმოსრული სევდამანცა განა მოკლა!
Verse: b
პირსა იხოკს, ვარდსა აზრობს, ხელი მისი გაამხოკლა;
Verse: c
სისხლსა, მისგან დადენილსა, მხეცი ყოვლი გაამლოკლა;
Verse: d
და მისმან ფიცხლა სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა.
Strophe: S673/K673
Verse: a
მუნ მივიდა, სადა-იგი მისნი სპანი დაეყარნეს.
Verse: b
ნახეს, იცნეს; რაგვარაცა ჰმართებს, აგრე გაეხარნეს.
Verse: c
@შერმადინსცა ახარებდეს, ფიცხლა კაცთა თავნი არნეს:
Verse: d
და "მოვიდაო, აქანამდის ვისთვის ლხინი^ გაგვემწარნეს!"
Strophe: S674/K674
Verse: a
გაეგება, მოეხვია, ზედა დასდვა პირი ხელსა,
Verse: b
აკოცებდა, სიხარულით ცრემლთა^ ღვრიდა ველთა მრწყველსა;
Verse: c
ესე თქვა, თუ: "ნეტარ, ღმერთო, ცხადსა ვხედავ, ანუ ბნელსა?
Verse: d
და მე ვით ღირს ვარ ამას, რომე თვალნი ჩემნი გჭვრეტდენ მრთელსა!'
Strophe: S675/K675
Verse: a
ყმამან მდაბლად მოიკითხა, ზედა დასდვა პირი პირსა;
Verse: b
უბრძანა, თუ: "ღმერთსა ვჰმადლობ, შენ თუ ჭირად არა გჭირსა!"
Verse: c
დიდებულთა თაყვანის-სცეს, აკოცებდეს, ვინცა ღირს -ა,
Verse: d
და ზარსა სცემდეს, უხაროდა უფროსსა და თუნდა მცირსა.
Strophe: S676/K676
Verse: a
მოვიდეს, სადა საყოფად სახლი დგა მუნ აგებული.
Verse: b
მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული.
Verse: c
მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმით ლაღი და შვებული.
Verse: d
და ენა მის დღისა შვებასა ყოლა ვერ იტყვის კლებული.
Strophe: S677/K677
Verse: a
@შერმადინს უთხრა, უამბო ყოველი მისგან ნახული,
Verse: b
ანუ ვით პოვა იგი ყმა, მისგანვე მზედ დასახული.
Verse: c
ავთანდილს ცრემლი უყოფდა, უბნობდა თვალ-დაფახული:
Verse: d
და "უმისოდ მყოფსა სწორად მიჩს ჩემთვის დარბაზი და ხული".
Strophe: S678/K678
Verse: a
მუნ^ ამბავი შინაური ყველაკაი მოახსენა:
Verse: b
"შენი წასლვა არვინ იცის, რაცა მითხარ, აგრე ვქმენა!"
Verse: c
მას დღე მუნით არ წავიდა, ინადიმა, გაისვენა,
Verse: d
და ცისკრად შეჯდა, გაემართა, დღე რა მზემან გაათენა.
Strophe: S679/K679
Verse: a
არცაღა დაჯდა ნადიმად, არცაღა ქმნად ხალვათისა;
Verse: b
@შერმადინ მახარობელი წავა მისლვისა მათისა,
Verse: c
ფიცხლა წავიდა, სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა.
Verse: d
და მას ლომსა ნახვა უხარის მის მზისა მოკამათისა^.
Strophe: S680/K680
Verse: a
შესთვალა: "მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდებით^!
Verse: b
ამა საქმესა ვიკადრებ შიშით, კრძალვით და რიდებით^:
Verse: c
მის ყმისა ვერას ვერ მცნობი ვუხმობდი თავსა ფლიდებით^,
Verse: d
და აწ ვცან და გაცნევ ყოველსა, მოვალ შვებით და მშვიდებით^".
Strophe: S681/K681
Verse: a
@როსტევან - მეფე უკადრი, მორჭმული, შეუპოველი!
Verse: b
@შერმადინ მოციქულობა თვით მოახსენა ყოველი:
Verse: c
"@ავთანდილ მოვა წინაშე, მის ყმისა ვისმე მპოველი".
Verse: d
და ბრძანა: "ვცან ჩემი ღმრთისაგან სააჯო და სათხოველი".
Strophe: S682/K682
Verse: a
@თინათინს ჰკადრა @შერმადინ, ნათელსა მას უღამოსა:
Verse: b
@ავთანდილ მოვა წინაშე, გკადრებს ამბავსა ამოსა".
Verse: c
იგი მით აკრთობს ელვასა, მზისაცა უთამამოსა,
Verse: d
და მას საბოძვარი უბოძა, მისი ყველაი დამოსა.
Strophe: S683/K683
Verse: a
მეფე შეჯდა, გაეგება ყმასა, მუნით მომავალსა;
Verse: b
ამას პირ-მზე მეფისაგან ივალებდა ვითა ვალსა.
Verse: c
მიეგება, მოეგება მხიარული გულ-მხურვალსა,
Verse: d
და დიდებულთა ჯარისაგან ზოგი ჰგვანდა ვითა მთრვალსა.
Strophe: S684/K684
Verse: a
რა მიეახლა, გარდახდა, ყმამ^ თაყვანის-სცა მეფესა;
Verse: b
აკოცა @როსტან, მიმხვდარმან ნიშატთა სიიეფესა;
Verse: c
გულ-მხიარულნი, შვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა;
Verse: d
და მის ყმისა მოსლვა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა.
Strophe: S685/K685
Verse: a
მას @ავთანდილ თაყვანის-სცა - ლომთა ლომმან მზეთა მზესა.
Verse: b
მუნ ბროლი და ვარდ-გიშერი გაეტურფა სინაზესა.
Verse: c
პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთა-ზესა,
Verse: d
და სახლ-საყოფი არა ჰმართებს, ცამცა გაიდარბაზესა!
Strophe: S686/K686
Verse: a
მას დღე დასხდეს ნადიმობად, გაამრავლეს სმა და ჭამა;
Verse: b
ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს, ვითა შვილსა ტკბილი მამა.
Verse: c
მათ ორთავე აშვენებდა: ფიფქსა - თოვნა, ვარდსა - ნამა.
Verse: d
და უხვად გასცეს საბოძვარი, მარგალიტი ვითა დრამა.
Strophe: S687/K687
Verse: a
სმა გარდახდა, თავის-თავის გაიყარნეს მსმელნი შინა;
Verse: b
დიდებულნი არ გაუშვნეს, ყმა დაისვეს ახლოს წინა;
Verse: c
მეფე ჰკითხავს, იგი ჰკადრებს, რაცა ჭირი დაეთმინა,
Verse: d
და მერმე მისი, უცნობოსა, რა ენახა, რა ესმინა:
Strophe: S688/K688
Verse: a
"მას ვახსენებდე, ნუ გიკვირს, თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა!
Verse: b
მზე თუ ვთქვა მსგავსი მისი და ანუ მისისა სახისა,
Verse: c
ვინ უნახავ ქმნის გონება ყოველთა კაცთა მნახისა;
Verse: d
და ვარდი დამჭნარი ეკალთა შუა, შორს მყოფი, ახ, ის ა!"
Strophe: S689/K689
Verse: a
რა ჭირი კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან,
Verse: b
ქაცვი ლერწამმან, ზაფრანა იმსგავსოს ფერად მინამან,
Verse: c
@ავთანდილ, მისმან მხსენებმან, ღაწვი ცრემლითა მინამან,
Verse: d
და წვრილად უამბო ამბავი მან, მისმან მონასმინამან:
Strophe: S690/K690
Verse: a
"ქვაბნი ომითა წაუხმან, სახლად აქვს დევთა სახლები,
Verse: b
საყვარელისა მისისა ქალი ჰყავს თვით ნაახლები,
Verse: c
ვეფხისა ტყავი აცვია, ცუდად უჩს სტავრა-ნახლები,
Verse: d
და არღარა ნახავს სოფელსა, ცეცხლი სწვავს ახალ-ახლები".
Strophe: S691/K691
Verse: a
რა დაასრულა ამბავი, საქმე მისისა ჭირისა,
Verse: b
ნახვა მის მზისა ნათლისა, მის თვალად არ დუხჭირისა,
Verse: c
ეამა, უქეს ვარდისა ხელი, მძლედ დანამჭირისა:
Verse: d
და "ეგე კმა სიმხნე სიმხნისად, რადღა ხარ მომხვეჭი რისა!'
Strophe: S692/K692
Verse: a
გამხიარულდა @თინათინ ამა ამბისა სმენითა;
Verse: b
მას დღე იხარებს სმისა და ჭამისა არ-მოწყენითა,
Verse: c
კვლა საწოლს დაჰხვდა მის მზისა მონა სიტყვითა ბრძენითა:
Verse: d
და მისლვა ებრძანა, - ეამა, თქმა არ ეგების ენითა.
Strophe: S693/K693
Verse: a
ყმა წავიდა მხიარული, ლმობიერი, არ გამწყრალი,
Verse: b
ლომი მინდორთ ლომთა თანა მინდორს რული, ფერ-ნამკრთალი,
Verse: c
ყმა სოფლისა ხასიათი, ჯავარი და სრული ლალი,
Verse: d
და მაგრა ჰქონდა გულისათვის გული გულსა განაცვალი.
Strophe: S694/K694
Verse: a
მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული, არ ნადევრი,
Verse: b
წყლად ევფრატსა უხვად ერწყო ედემს რგული ალვა მჭევრი;
Verse: c
ბროლ-ბადახშსა აშვენებდა თმა გიშერი, წარბი ტევრი,
Verse: d
და მე ვინ ვაქებ? ათენს ბრძენთა, ხამს, აქებდეს ენა ბევრი!
Strophe: S695/K695
Verse: a
ყმა მხიარული წინაშე დასვა სკამითა მისითა;
Verse: b
სხენან სავსენი ლხინითა, ორთავე შესატყვისითა;
Verse: c
უბნობენ ლაღნი, წყლიანნი არა სიტყვითა მქისითა;
Verse: d
და უთსრა: "ჰპოვეა, პატიჟნი ჰნახენ ძებნითა ვისითა?"
Strophe: S696/K696
Verse: a
ჰკადრა: "რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა,
Verse: b
ხსოვნა არა ხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასრულისა.
Verse: c
ვპოვე ხე, ტანი ალვისა, სოფლისა წყალთა რწყულისა,
Verse: d
და მუნ პირი, მსგავსი ვარდისა, მაგრა აწ ფერ-ნაკლულისა.
Strophe: S697/K697
Verse: a
მუნ სარო, მსგავსი ვარდისა, ვნახე, მისჭირდა, მი, ნები;
Verse: b
იტყვის: "დავკარგე ბროლი და სადა ჰრთავს ბროლსა მინები".
Verse: c
მით ვიწვი, რათგან ჩემებრვე ცეცხლი სწვავს მოუთმინები"
Verse: d
და მერმე კვლა ჰკადრა ამბავი მან, მისგან მონასმინები.
Strophe: S698/K698
Verse: a
სიარულსა მისგან ძებნად, სრულ პატიჟთა მოსთვლის, ჭირსა,
Verse: b
მერმე ჰკადრა, საწადლისა ღმერთმან პოვნა ვით აღირსა:
Verse: c
"საწუთრო და სოფელს ყოფა, კაცი უჩსო, ვით ნადირსა,
Verse: d
და ოდენ ხელი მხეცთა თანა იარების მინდორს, ტირსა.
Strophe: S699/K699
Verse: a
ნუ მკითხავ, ქება რა გკადრო, ჩემგან რა გაგეგონების?
Verse: b
მისსა მნახავსა ნახული აღარა მოეწონების;
Verse: c
თვალნი მჭვრეტელთა^, ვით მზისა ციაგსა, დაეღონების;
Verse: d
და ვარდი შექმნილა ზაფრანად, აწ ია შეიკონების!"
Strophe: S700/K700
Verse: a
წვრილად ჰკადრა, რა იცოდა, რა ნახულად, რა ნასმენად:
Verse: b
"ვითა ვეფხსა წავარნა და ქვაბი აქვსო სახლად, მენად;
Verse: c
ქალი ახლავს სასურველად, სულთა დგმად და ჭირთა თმენად".
Verse: d
და ვაჲ, სოფელმან სოფელს მყოფი ყოვლი დასვა ცრემლთა დენად!
Strophe: S701/K701
Verse: a
ქალსა რა ესმა ამბავი, მიჰხვდა წადილი ნებისა,
Verse: b
განათლდა პირი მთვარისა, ვით ნათლად ნავანებისა;
Verse: c
იტყვის: "რა ვუთხრა პასუხი მას სათნებლისა თნებისა,
Verse: d
და რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა?"
Strophe: S702/K702
Verse: a
ყმა ეტყვის: "ვის აქვს მინდობა კაცისა მომცქაფავისა?
Verse: b
მან ჩემთვის დაწვა თავისა დადვა, არ-დასაწვავისა;
Verse: c
დრო დამიც ჩემგან მისლვისა, მითქვამს დადება თავისა,
Verse: d
და მზე შემიფიცავს თავისა, ჩემგან მზედ სახედავისა.
Strophe: S703/K703
Verse: a
ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
Verse: b
გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად;
Verse: c
კვლა მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად,
Verse: d
და აჰა, მაქვსმცა უმისოსა ლხინი არმად, თავი ფლიდად!"
Strophe: S704/K704
Verse: a
მზე ეტყვის: "მომხვდა ყოველი ჩემი წადილი გულისა:
Verse: b
პირველ, შენ მოხვე მშვიდობით, მპოვნელი დაკარგულისა,
Verse: c
მერმე, ზრდა სიყვარულისა გაქვს, ჩემგან დანერგულისა,
Verse: d
და ვპოვე წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა!
Strophe: S705/K705
Verse: a
საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების:
Verse: b
ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების.
Verse: c
აქამდის ჭირი ჩემზედა აწ ესე ლხინი უხვდების,
Verse: d
და რათგან შვება აქვს სოფელსა, თვით რად ვინ შეუწუხდების?
Strophe: S706/K706
Verse: a
შენ არ-გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა, ფიცისა.
Verse: b
ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა,
Verse: c
ძებნა წამლისა მისისა და ცოდნა ხამს უვიცისა^,
Verse: d
და ჩემი თქვი, რა ვქმნა ბნელ-ქმნილმან, მზე მიმეფაროს, მი-, ცისა?"
Strophe: S707/K707
Verse: a
ყმამან ჰკადრა: "სიახლითა შევჰრთე ჭირი შვიდსა მე რვა,
Verse: b
ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა,
Verse: c
ცუდი არის სიყვარული, ქვეით კოცნა, მზისა წვერვა,
Verse: d
და თუ გეახლო, ერთხელ ვა და, რა მოგშორდე, ათასჯერ ვა!
Strophe: S708/K708
Verse: a
ვაჲ თუ გავიჭრა, გაჭრილსა სადა, გლახ, დამწვავს სამ ალი!
Verse: b
გული ძეს საგნად ისრისა, მესრის საკრავად^ სამალი;
Verse: c
დრო სიცოცხლისა ჩემისა დღესითგან ჩანს ნასამალი;
Verse: d
და მალვა მწადს, მაგრა გარდახდა ჟამი პატიჟთა სამალი!
Strophe: S709/K709
Verse: a
მესმა თქვენი ნაუბარი, გავიგონე, რაცა ჰბრძანე!
Verse: b
ვარდსა ქაცვი მოაპოვნებს, ეკალთამცა რად ვეფხანე!
Verse: c
მაგრა, მზეო, თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე,
Verse: d
და სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რა წამატანე!"
Strophe: S710/K710
Verse: a
ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული, სიკეთისა ხელის მხდელი,
Verse: b
ამას ზედა ეუბნების, ვით გაზრდილსა ამო მზრდელი;
Verse: c
ქალმან მისცნა მარგალიტნი, სრულ-ქმნა მისი საწადელი,
Verse: d
და ღმერთმან ქმნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი!
Strophe: S711/K711
Verse: a
რა სჯობს, რა კაცმან გიშერი ბროლ-ლალსა თანა ახიოს,
Verse: b
ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს, მორწყოს, ახიოს,
Verse: c
მისსა მჭვრეტელსა ალხინოს, ვერ- მჭვრეტსა ავაგლახიოს!
Verse: d
და ვაჲ მოყვარისა გაყრილსა, ახი ოს ეყოს, ახი ოს!
Strophe: S712/K712
Verse: a
მათ მიჰხვდა ლხინი ყოველი ერთმანერთისა ჭვრეტითა.
Verse: b
ყმა წამოვიდა გაყრილი, მივა გულითა რეტითა.
Verse: c
მზე ტირს სისხლისა ცრემლითა, ზღვისაცა მეტის-მეტითა.
Verse: d
და იტყვის: "ვერ გაძღა სოფელი, ვაჲ, სისხლთა ჩემთა ხვრეტითა!"
Strophe: S713/K713
Verse: a
ყმა წავიდა სევდიანი, მკერდსა იცემს, ამად ილებს,
Verse: b
რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და გააფრდილებს;
Verse: c
რა ღრუბელი მიეფარვის, მზე ხმელეთსა დააჩრდილებს, .
Verse: d
და მის მოყვრისა მოშორვება კვლა აბინდებს, არ ადილებს.
Strophe: S714/K714
Verse: a
სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქმნის ღარად და ღარად;
Verse: b
იტყვის: "მზე ჩემგან თავისად კმა დასადებლად აღარად;
Verse: c
მიკვირს, თუ გული ალმასი შავმან წამწამმან დაღა რად!
Verse: d
და ვირე ვნახვიდე, სოფელო, მინდი სალხინოდ აღარად!
Strophe: S715/K715
Verse: a
ვინ გუშინ ედემს ნაზარდი ალვა მრგო, მომრწყო, მახია,
Verse: b
დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა, დანასა მახია,
Verse: c
დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დამიბა მახია.
Verse: d
და აწყა ვცან, საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია!"
Strophe: S716/K716
Verse: a
ამას მოსთქვამს, ცრემლსა აფრქვევს^, ათრთოლებს და აწანწარებს,
Verse: b
გულ-ამოსკვნით, ოხრვა-სულთქვმით მიხრის ტანსა, მიაწარებს.
Verse: c
საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს,
Verse: d
და ვაჲ, საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს-აზეწარებს!
Strophe: S717/K717
Verse: a
ყმა მივიდა, საწოლს დაჯდა, ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების,
Verse: b
მაგრა ახლავს გონებითა საყვარელსა, არ მოსწყდების;
Verse: c
ვით მწვანვილსა თრთვილისაგან, პირსა ფერი მოაკლდების.
Verse: d
და ჰხედავთ, ვარდსა უმზეობა რაგვარ ადრე დააჩნდების!
Strophe: S718/K718
Verse: a
გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი,
Verse: b
გული^ ჟამ-ჟამად^ ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მნდომელი,
Verse: c
გული - ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი,
Verse: d
და ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი!"
Strophe: S719/K719
Verse: a
რა გულსა უთხრნა გულისა სიტყვანი საგულისონი,
Verse: b
თვით მარგალიტნი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი,
Verse: c
მის მზისა მკლავსა ნაბამი^, მათ კბილთა შესატყვისონი,
Verse: d
და პირი დასდვა და აკოცა, ცრემლი სდის, ვითა ბისონი.
Strophe: S720/K720
Verse: a
რა გათენდა, კაცი მოვა^ მომკითხავი, დარბაზს მხმობი.
Verse: b
ყმა წავიდა ლაღი, ნაზი, ნაღვიძები, ძილ-ნაკრთობი.
Verse: c
ერთმანერთსა ეჯარვიან, დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი;
Verse: d
და მეფე მინდორს ეკაზმოდა, მოემზადა დაბდაბ-ნობი.
Strophe: S721/K721
Verse: a
მეფე შეჯდა, მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა!
Verse: b
ქოს-დაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყვა არ ისმოდა,
Verse: c
მზესა ქორნი აბნელებდეს, ძაღლთა რბოლა მიდამოდა;
Verse: d
და მას დღე მათგან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა!
Strophe: S722/K722
Verse: a
ინადირეს, შემოიქცეს მხიარულნი მინდორს რულნი,
Verse: b
შეიტანნეს დიდებულნი, თავადნი და სპანი სრულნი;
Verse: c
დაჯდა, დახვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი,
Verse: d
და ხმას სცემს ჩანგი ჩაღანასა, მომღერალნი იყვნეს სრულნი^!
Strophe: S723/K723
Verse: a
ყმა ახლოს უჯდა მეფესა, ჰკითხვიდა, ეუბნებოდა;
Verse: b
ბაგეთათ^ გასჭვირს ბროლ-ლალი, მათ^ კბილთათ^ ელვა ჰკრთებოდა.
Verse: c
ღირსნი ახლოს სხდეს^, ისმენდეს, შორს ჯარი დაიჯრებოდა,
Verse: d
და უტარიელოდ ხსენება არვისგან იკადრებოდა.
Strophe: S724/K724
Verse: a
ყმა მივიდა გულ-მოკლული, ცრემლი ველთა მოედინა.
Verse: b
მართ მისივე სიყვარული უარებდის თვალთა წინა.
Verse: c
ზოგჯერ ადგის, ზოგჯერ დაწვის, ხელსა რადმცა დაეძინა!
Verse: d
და რაცა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა!
Strophe: S725/K725
Verse: a
წევს, იტყვის: "გულსა სალხინო რამცაღა დავუსახეო?
Verse: b
მოგშორდი, ედემს ნაზარდო ტანო ლერწამო და ხეო,
Verse: c
შენთა მჭვრეტელთა ნიშატო, ვერ-მჭვრეტთა სავაგლახეო,
Verse: d
და ცხადად ნახვასა არ ღირს ვარ, ნეტამცა^ სიზმრად გნახეო!"
Strophe: S726/K726
Verse: a
ამას მოთქმიდის ტირილით ცრემლისა დასაღვაროთა;
Verse: b
კვლა გულსა ეტყვის: "დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა.
Verse: c
არ დავთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა, მითხარ, რა მოვუგვაროთა?
Verse: d
და თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა".
Strophe: S727/K727
Verse: a
კვლა იტყვის: "გულო, რაზომცა^ გაქვს სიკვდილისა წადება,
Verse: b
სჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთვის თავისა დადება,
Verse: c
მაგრა დამალე, არ გაჩნდეს^ შენი ცეცხლისა კვლა დება,
Verse: d
და ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება!"
Chapter: 31
დათხოვა @ავთანდილისა @როსტევან მეფესთანა. ვაზირის საუბარი.
Strophe: S728/K728
Verse: a
რა გათენდა, შეეკაზმა, ყმა გავიდა ადრე გარე;
Verse: b
იტყვის: "ნეტარ, მიჯნურობა არ დამაჩნდეს, და-მცა-ვფარე!"
Verse: c
დათმობასა ეაჯების გულსა: "შენ რა მოუგვარე!"
Verse: d
და ცხენსა შეჯდა, წამოვიდა ვაზირისა სახლსა მთვარე.
Strophe: S729/K729
Verse: a
ვაზირმან ცნა, გაეგება: "ჩემსა მზეა ამოსრული,
Verse: b
ამას თურე მახარებდა დღეს ნიშანი სახარული!"
Verse: c
მიეგება, თაყვანის-სცა, ჰკადრა სრულსა ქება სრული:
Verse: d
და ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული.
Strophe: S730/K730
Verse: a
ყმა გარდასვა მასპინძელმან, არ ღაფალმან, ავმან, უქმან;
Verse: b
ფერხთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან.
Verse: c
ყმამან სახლი გაანათლა^, ვით სამყარო მზისა შუქმან;
Verse: d
და თქვეს: "სურნელი^ სული ვარდთა დღეს მოგვბერა ქვენამ^ ბუქმან".
Strophe: S731/K731
Verse: a
დაჯდა, მისთა შემხედველთა გული მათი მართლად ხელეს^,
Verse: b
მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა თავისათვის ისახელეს,
Verse: c
სულთქვმა ბევრი აათასეს, აღარა თუ აერთხელეს.
Verse: d
და გაყრა ბრძანეს, გაიყარნეს, ჯალაბობა გაათხელეს.
Strophe: S732/K732
Verse: a
რა ჯალაბი გაიყარა, ყმა ვაზირსა ეუბნების,
Verse: b
ეტყვის: "შენი დამალული დარბაზს არა არ იქმნების;
Verse: c
რაცა გწადდეს საურავი, მეფე იქმს და შენ გეთნების,
Verse: d
და გაიგონენ ჭირნი ჩემნი^, მკურნე, რაცა მეკურნების.
Strophe: S733/K733
Verse: a
მის ყმისა ცეცხლი მედების, წვა მისისა მჭირს მწველისა;
Verse: b
მკლავს სურვილი და ვერ-ნახვა ჩემისა სასურველისა;
Verse: c
მას ჩემთვის სულნი არ ჰშურდეს შეზღვა ხამს შეუზღველისა;
Verse: d
და ხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა, უშურველისა.
Strophe: S734/K734
Verse: a
მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა,
Verse: b
მუნვე დარჩა, დათმობაცა მას თანავე დაება, და -;
Verse: c
რათგან დასწვავს მოახლეთა, ღმერთსა მზედცა დაებ