TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 41
Previous part

Chapter: 14  
თავი XIV


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და აღმღებელმან ყოველმან შესაკრებელმან მოსცეს ჴმაჲ და ტიროდა ერი ყოველსა მას ღამესა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და დრტჳნვიდეს მოსეს ზედა და აარონს ყოველნი ძენი ის\რაელისანი Page of ms. Ga: 136v   და თქუეს მათდა მიმართ ყოველმან შესაკრებელმან: მო-თუმცა-მკუდარ ვიყვენით ეგჳპტეს შინა, ანუ უდაბნოსა ამას ზედა თუ მოვსწყდეთ,

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და რაჲსთჳს შემიყვანებს ჩუენ უფალი ქუეყანასა მას დაცემად ბრძოლითა? ცოლნი ჩუენნი და შვილნი ჩუენნი იყვნენ დასატაცებელ; აწ უკუე უმჯობეს არს ჩუენდა მიქცევაჲ ეგჳპტედვე.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მოყუასმან მოყუასსა: დავადგინოთ წინამძღუარი და მივიქცეთ ეგჳპტედ.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და დაცჳვეს მოსე და აარონ პირსა ზედა წინაშე ყოვლისა შესაკრებელსა ძეთა ისრაელისათაჲსა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
Page of ms. Gb: 58r  ხოლო ისო ნავესმან და ხალებ იეფონნისმან, განმმსტურობელთა მის ქუეყანისათა, მოიპეს სამოსლები მათი

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და თქუეს ყოვლისა მიმართ შესაკრებელისა ძეთა ისრაელისათაჲსა, მეტყუელთა: ქუეყანაჲ, რომელ განვიმსტურეთ იგი, კეთილ არს ფრიად-ფრიად.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ სათნო მიყვნეს ჩუენ უფალმან, შემიყვანნეს ჩუენ ქუეყანასა მას და მომცეს ჩუენ იგი ქუეყანაჲ, რომელ არს მადინებელი სძისა და თაფლისაჲ.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
არამედ უფლისაგან ნუ განმდგომ იქმნებით, ხოლო თქუენ ნუ გეშინინ ერისაგან მის ქუეყანისა, რამეთუ შესაჭმელ ჩუენდა არს, რამეთუ განეშორა ჟამი მათგან, ხოლო უფალი ჩუენ შორის არს, ნუ გეშინინ მათგან.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და თქუა ყოველმან შესა\კრებელმან Page of ms. Ga: 137r   ქვადაკრებულ ყოფაჲ მათი ქვებითა. და დიდებაჲ უფლისაჲ გამოჩნდა ღრუბელსა შინა, კარავსა ზედა წამებისასა, წინაშე ყოველთა ძეთა ისრაელისათა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და თქუა მოსეს მიმართ: ვიდრემდის განმაძჳნებს მე ერი ესე? და ვიდრემდის არა ჰრწამს ჩემი ყოველთა მიერ სასწაულთა, რომელნი ვქმნენ მათ შორი?

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
დავსცნე იგინი, და გყო შენ და სახლი მამისა შენისაჲ ნათესავად დიდად.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და თქუა მოსე უფლისა მიმართ: და ესმას ეგჳპტესა, რამეთუ აღმოიყვანე ძალითა შენითა ერი ესე მათგან,

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
არამედ ყოველთა დამკჳდრებულთაცა ქუეყანასა ამას ზედა ასმიეს, ვითარმედ შენ უფალი ხარ ერსა ამას შორის, რომელიცა თუალებითა თუალთა მიერ იხილვები შენ, უფალო, და ღრუბელი შენი წმიდაჲ ზედა ადგს მათ ზედა და სუეტითა ღრუბლისაჲთა შენ ხუალ წინაშე მათსა დღისი, და სუეტითა ცეცხლისაჲთა -- ღამე.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და აღჴოც ერსა ამას, ვითარცა კაცსა ერთსა, და თქუან წარმართთა, რაოდენთა ასმიეს სახელი შენი, მეტყუელთა:

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ვერ ეძლო უფალსა შეყვანებაჲ მათი ქუეყანად, რომელსა ეფუცა მათ, დააქცინა იგინი უდაბნოს ზედა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და აწ ამაღლდინ ძალი შენი, უფალო, ვითარ სახედ სთქუ, მეტყუელმან:

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
`უფალი სულგრძელ Page of ms. Ga: 137v   და მრავალმოწყალე და ჭეშმარიტ, მომსპობელ არს უშჯულოებისა და უსამართლოებისა და ცოდვისა; და განწმედით არა განსწმედს თანამდებსა, მიმგებელ ცოდვასა მამათასა შვილთა ზედა ვიდრე მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე'.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
მიუტევე ცოდვაჲ ერსა ამას დიდისაებრ წყალობისა შენისა, Page of ms. Gb: 58v  ვითარ-სახედ მლხინებელ ექმენ მათეგჳპტითგან ვიდრე აქამომდე.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და თქუა უფალმან მოსეს მიმართ: მლხინებელ მათდა ვარ სიტყჳსაებრ შენისა,

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
არამედ ცხოველ ვარ მე და ცხოველ არს სახელი ჩემი, და აღავსოს დიდებამან უფლისამან ყოველი ქუეყანაჲ.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ვითარმედ მხილველთა ყოველთა დიდებისა ჩემისათა და სასწაულთასა, რომელნი ვქმნენ ეგჳპტეს შინა და უდაბნოსა ამას, Page of ms. Ga: 138v   და განმცადეს მე ესე მეათედ და არა ისმინეს ჴმისა ჩემისაჲ.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ იხილონ მათ ქუეყანაჲ, რომლისა ვეფუცე მამათა მათთა, არამედ შვი\ლთა Page of ms. Ga: 139r   მათთა, რომელნი არიან ჩემ თანა აქა, რომელთა არა იციან კეთილი Page of ms. Gb: 59r  ანუ ბოროტი, ყოველსა ჭაბუკსა გამოუცდელსა -- მათ მივსცე ქუეყანაჲ იგი, ხოლო ყოველთა განმამწარებელთა ჩემთა Page of ms. Ga: 160v   არა იხილონ იგი,

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
ხოლო ყრმამან ჩემმან ხალებ, რამეთუ სხუაჲ სული იყო მის შორის და შემომიდგა მე, და შევიყვანო მეცა ქუეყანასა, რომელსა შევიდა, და თესლმან მისმან დაიმკჳდროს იგი.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
ხოლო ამალეკი და ქანანელი მკჳდრ არიან ღელესა მას შინა, ხვალე მოიქეცით და იტრენით თქუენ უდაბნოდ მიმართ, გზასა მეწამულსა ზღჳსასა.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და თქუა უფალმან მოსეს და აარონის მიმართ, მეტყუელმან:

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
ვიდრე ვისთჳს შესაკრებელი ესე ბოროტი, რომელთა იგინი დრტჳნვენ წინაშე ჩემსა? დრდჳნვაჲ ძეთა ისრაელისათაჲ, რომელი იდრტჳნეს თქუენთჳს, მესმა.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
არქუ მათ: ცხოველ ვარ მე, იტყჳს უფალი, უკუეთუ არა, ვითარ სახედ იტყოდეთ ყურთა მომართ ჩემთა, ეგრეთ გიყო თქუენ.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
უდაბნოსა ამას ზედა დაცჳვენ ძუალნი თქუენნი და ყოველი აღხილვაჲ თქუენი და აღრიცხულნი თქუენნი ოცით წლითგანნი და წამართ, რაოდენნი დრტჳნვიდეს ჩემ ზედა,

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ თქუენ შეხჳდეთ ქუეყანასა, რომელსა ზედა მიმიყოფიეს ჴელი ჩემი დამკჳდრებად თქუენდა მას ზედა, არამედ ხალებ, ძე იეფონნისი, და ისო ნავესი.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
და ყრმანი, რომელთაჲ სთქუთ და\სა\ტაცებელ Page of ms. Ga: 140r   Page of ms. Gb: 59v  ყოფაჲ შევიყვანნე იგინი ქუეყანად და დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ, რომლისაგან თქუენ განსდეგით მისგან,

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
და ძუალნი თქუენნი დაცჳვენ ედაბნოსა ამას ზედა.

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
ხოლო ძენი თქუენნი იყვნენ მძოვარ უდაბნოსა ზედა ორმეოც წელ და აღასრულონ სიძვაჲ თქუენი, ვიდრე არა განკფდენ ძუალნი თქუენნი უდაბნოსა ზედა.

Verse: 34   Link to mcat Link to sept   
რიცხჳსაებრ დღეთაჲსა, რაოდენთა განიმსტურეთ ქუეყანაჲ ორმეოცთა დღეთა (დღისა წილ წელიწადსა), მოიხუნეთ ცოდვანი თქუენნი ორმეოც წელ და სცნათ გულისწყრომაჲ რისხვისა ჩემისაჲ.

Verse: 35   Link to mcat Link to sept   
მე, უფალი, ვიტყოდე: უკუეთუ არა ესრეთ უყო შესაკრებელსა ამას ბოროტსა, აღდგომილსა ჩემ ზედა. უდაბნოსა ამას ზედა მოესრულენ და მუნ მოსწყდენ.

Verse: 36   Link to mcat Link to sept   
და კაცნი, რომელნი წარავლინნა მოსე განმსტურობად ქუეყანისა, და მო-რაჲ-ვიდეს, იდრტჳნეს გიობით მისთჳს შესაკრებელსა თანა გამოხუმითა სიტყუათა ბოროტთაჲთა სულისაგან.

Verse: 37   Link to mcat Link to sept   
და მოკუდეს კაცნი, რომელთა თქუეს ბოროტი ძჳრობით სულისათჳს ქუეყანისა მის წინაშე უფლისა,

Verse: 38   Link to mcat Link to sept   
და ისუ, ძე ნავესი, და ხალებ, ძე იეფონნისი, ცხოვნდეს კაცთა მათგან, რომელნი წარსრულ იყვნეს მოხილვად ქუეყანისა მის.

Verse: 39   Link to mcat Link to sept   
და ეტყოდა მოსე სიტყუათა ამათ ყოველთა მიმართ ძეთა ისრაელისათა, და იგლოვა Page of ms. Ga: 140v   ერმან ფრიად.

Verse: 40   Link to mcat Link to sept   
და აღმმსთობელნი განთიად აღვიდეს თხემსა ზედა მთისასა, მეტყუელნი: აჰა აწ ჩუენ აღვიდეთ ადგილსა, რომელსა თქუა უფალმან, ვითარმედ ვცოდავთ.

Verse: 41   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მოსე: რაჲსთჳს თქუენ გარდაჰხუალთ სიტყუასა უფლისასა? არა წარმართება იყოს თქუენდა.

Verse: 42   Link to mcat Link to sept   
ნუ აღხუალთ, რამეთუ არა არს უფალი თქუენ თანა და დაეცნეთ წინაშე პირსა მტერთა თქუენთასა,

Verse: 43   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ამალეკი და ქანანელი მუნ არს, წინა კერძო თქუენსა, და დაეცნეთ მახჳლითა მისთჳს, რამეთუ უკუნ-იქეცით ურჩებით უფლისაგან, და არა იყოს უფალი თქუენ თანა.

Verse: 44   Link to mcat Link to sept   
და აღვიდეს თავსა ზედა მის მთისასა, ხოლო კიდობანი აღთქუმისა უფლისაჲ და მოსე არა შეიძრნეს საშუალ ბანაკისაგან.

Verse: 45   Link to mcat Link to sept   
და შთამოვიდა ამალეკი და ქანანელი, მჯდომარე მთასა მას შინა, და განამეოტნა იგინი და დაშჭრიდეს ვიდრე ერმადმდე და მიიქცეს ბანაკად.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.