TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 42
Previous part

Chapter: 15  
თავი XV


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ, მეტყუელი:

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ეტყოდე ძეთა ისრაელისათა და არქუ მათ: რაჟამს შეხჳდეთ ქუეყნად მკჳდრობისა თქუენისად, რომელსა მე მიგცემ თქუენ,

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და ჰყოთ ნაყოფებად უფლისა ყოვლად-დასაწუველი, ანუ მსხუერპლი განდიდებად აღთქუმისა, ანუ ნებსითისა, ანუ დღესასწაულთა შინა თქუენთა ქმნად სული სულნელებისაჲ უფალსა, უკუეთუ ზროხათაგან ვიდრემე, ანუ ცხოვართაგან,

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და შეწიროს შემწირველმან ძღუენი მისი უფლისა -- Page of ms. Gb: 60r  მსხუერპლი სამინდოჲსაჲ მეათედი გრივისაჲ, აღსუარული ზეთითა მეოთხედითა დორაკისაჲთა,

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და ღჳნოჲ შესაწირავად მეოთხედი დორაკისაჲ ყავთ ყოვლად-დასა\წუველსა Page of ms. Ga: 141r   ზედა, ანუ მსხუერპლსა ზედა კრავსა ერთსა ზედა, ჰყო ესოდენ სულად სულნელებისად უფლისა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და ვერძსა ოდეს ჰყოფდე მას ყოვლად-დასაწუველად ანუ მსხუერპლად, ჰყო მსხუერპლი სამინდოჲსაჲ ორი მეათედი, აღსუარული ზეთითა მესამედითა დორაკი\საჲთა Page of ms. Ga: 141v  ,

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და ღჳნოჲ შესაწირავად მესამედი დორაკისაჲ შესწიროთ სულად სულნელებისად უფალსა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ ზროხათაგან ჰყოთ ყოვლად-დასაწუველი, ანუ მსხუერპლი განდიდებად აღთქუმისა, ანუ მაცხოვარებად უფლისა,

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და შესწირო ზუარაკსა ზედა მსხუერპლი სამინდოჲსაჲ სამი მეათედი, აღსუარული ზეთითა ნახევრითა დორაკისაჲთა,

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და ღჳნოჲ შესაწირავად ნახევარი დორაკისაჲ ნაყოფებად სული სულნელებისაჲ უფალსა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ესრეთ უყო ზუარაკი ერთსა, ანუ ვერძსა ერთსა, ანუ ტარიგსა ერთსა ცხოვართაგან, ანუ თხათაგან,

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
რიცხჳსაებრ, რომელსაცა ჰყოფდეთ, ესრეთ უყოთ ერთსა რიცხჳსაებრ მათისა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ყოველმან თჳთმიწისამან ყოს ესრეთ ესე, ვითარ შეწირვაჲ ნაყოფებთაჲ სულად სულნელებისად უფლისა;

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ მწირი მოვიდეს თქუენ თანა ქუეყანასა შინა თქუენსა, ანუ რომელიცა ვინ იყოს თქუენ შორის ნათესავთა შინა თქუენთა, და ყოს ნაყოფი სულად სულნელებისად უფლისა: ვითარ სახედ ჰყოფთ თქუენ, ეგრეთ ყოს შესაკრებელი უფლისაჲ.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
შჯული ერთი იყოს თქუენი და მწირთა მოსრულთაჲ თქუენ თანა, შჯული საუკუნოჲ ნათესავთა შორის თქუენთა; ვითარცა თქუენ, და მწირიცა იგი იყოს წინაშე უფლისა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
შჯული Page of ms. Ga: 142r   ერთი იყოს და სიმართლე ერთი თქუენი და მწირისაჲ, რომელი შემოყოფილ იყოს თქუენდა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ, მეტყუელი:

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
ეტყოდე ძეთა ისრაელისათა და არქუ მათ, Page of ms. Gb: 60v  მეტყუელმან მათდა მიმართ: შესლვასა თქუენსა ქუეყანად, რომელსა მე შეგიყვანებ თქუენ მუნ,

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და იყოს, რაჟამს შჭამოთ თქუენ პურთაგან მის ქუეყანისათა, განუჩინეთ განნაჩინები განჩინებულად უფალსა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
დასაბამად თბისა თქუენისაჲ პური განნაჩინები განუჩინეთ მას, ვითარცა განჩინებული კალოჲსაგან.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
ეგრეთ განუჩინეთ მას პური დასაბამად თბისა თქუენისა და მიეცით უფალსა განნაჩინები ნათესავთა შინა თქუენთა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და რაჟამს სცოდოთ და არა ჰყვნეთ ყოველნი ესე მცნებანი, რომელნი თქუნა უფალმან მოსეს მიმართ,

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
ვითარცა გირძანა თქუენ უფალმან ჴელითა მოსესითა მიერ დღითგან, რომლით ბრძანა უფალმან თქუენდა მომართ და მიმდემი ნათესავთა შინა თქუენთა,

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და იყოს, უკუეთუ თუალთაგან შესაკრებელისათა იქმნეს უნებლიეთი, და ყოს შესაკრებელმან ყოველმან ზუარაკი ერთი ზროხათაგან უბიწოჲ ყოვლად-დასა\წუველად Page of ms. Ga: 142v   სულად სულნელებისად უფლისა და მსხუერპლი მისი და შესაწირავი მისი წესისაებრ მისისა და ვაცი თხათაგან ერთი ცოდვისათჳს.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და ლხინება ყოს მღდელმან ყოვლისა შესაკრებელისათჳს ძეთა ისრაელისათაჲსა, და მიეტევოს მათ, რამეთუ უნებლიეთი არს. და მათ მოიღეს ძღუენი მათი ნაყოფებად უფლისა ცოდვისათჳს მათისა წინაშე უფლისა უნებლიეთთა მათთათჳს.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და მიეტეოს ყოველსა შესაკრებელსა ძეთა ისრაელისათა და მწირსაცა, მოსრულსა თქუენდა მომართ, რამეთუ ყოვლისა ერისაჲ არს უნებლიეთი.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ სულმან ერთმან ცოდოს არანებსით, მოიბას თხაჲ ერთი წელიწდეული ცოდვისათჳს,

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და ლხინება ყოს მღდელმან სულისათჳს არამე ნებსითისა და მცოდველისათჳს უნებლიეთ წინაშე უფლისა, ლხინება ყოს მისთჳს.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
და მიეტეოს ქუეყანის მკჳდრსა ძეთა შორის ისრაელისათა და მწირსა, მოსრულსა მათდა მომართ, შჯული ერთი იყოს მათი, რომელმანცა ქმნეს რაჲმე არანებსით.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
Page of ms. Ga: 143r   Page of ms. Gb: 61r  და სულმან, რომელმან ყოს ჴელითა ამპარტავანებაჲ თჳთმიწისათაგანმან ანუ მწირთაგანმან, ღმერთი განარისხა ამან, და მოისპოს სული იგი ერისაგან თჳსისა,

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
რამეთუ სიტყუაჲ უფლისაჲ განრყუნა და მცნებანი მისნი განაქარვნა, აღჴოცით აღიჴოცოს სული იგი, ცოდვაჲ Page of ms. Ga: 143v   მისი მის ზედა იყოს.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
და იყვნეს ძენი ისრაელისანი და პოვეს კაცი, შემკრებელი შეშათაჲ დღესა შაბათსა,

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
და მოიყვანეს იგი მპოვნელთა Page of ms. Ga: 144r   მისთა შემკრებელად შეშათად მოსეს მომართ და აარონისსა და ყოვლისა შესაკრებელისა ძეთა ისრაელისათაჲსა,

Verse: 34   Link to mcat Link to sept   
და შესუეს იგი საპყრობილესა, რამეთუ ვერ განსაჯეს, რაჲ უყონ მას.

Verse: 35   Link to mcat Link to sept   
და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ, მეტყუელი: სიკუდილით მოკუედინ კაცი იგი, ქვაჲ დაჰკრიბეთ მას ქვებითა ყოველმან შესაკრებელმან გარეშე ბანაკისა.

Verse: 36   Link to mcat Link to sept   
და ქვაჲ დაჰკრიბეს მას ყოველმან შესაკრებელმან ქვებითა გარეშე ბანაკისა, ვითარცა იტყოდა უფალი მოსეს მიმართ, მეტყუელი.

Verse: 37   Link to mcat Link to sept   
Page of ms. Gb: 61v  და თქუა უფალმან მოსეს მიმართ, მეტყუელმან:

Verse: 38   Link to mcat Link to sept   
არქუ ძეთა ისრაელისათა და თქუ მათდა მიმართ, და უქმნედ თავთა თჳსთა ფესუნი ფრთეთა ზედა სამოსელთა მათთასა ნათესავთა და ფრთეთასა სთვილი ჳაკინთონი;

Verse: 39   Link to mcat Link to sept   
და იყოს თქუენდა ფესუთა ზედა და იხილვიდეთ მათ და მოიჴსენებდეთ ყოველთა მცნებათა უფლისათა, და ჰყოფდეთ მათ და არა გარდაიქცეთ შემდგომად გონებათა თქუენთა და შემდგომად თუალთა თქუენთა, რომელთა-იგი თქუენ ისიძვით შემდგომად მათსა,

Verse: 40   Link to mcat Link to sept   
რაჲთა მოიჴსენნეთ და ჰყვნეთ ყოველნი მცნებანი ჩემნი და იყვნეთ წმიდა ღმრთისა თქუენისა.

Verse: 41   Link to mcat Link to sept   
მე ვარ უფალი, ღმერთი თქუენი, რომელმან გამოგიყვანენ თქუენ ქუეყანით ეგჳპტით, რაჲთა ვიყო თქუენდა ღმერთ. მე ვარ უფალი, ღმერთი თქუენი.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.