TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 97
Previous part

Chapter: 34  
თავი XXXIV


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და აღვიდა მოსე არაბოთს ზედა მოაბისასა მთასა ზედა ნავავსა, თხემსა ზედა ფაზღაჲსა, რომელ არს პირისპირ იერიქოსა, და უჩუენა მას უფალმან ყოველი ქუეყანაჲ გალაადისაჲ ვიდრე დანადმდე,

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და ყოველი ქუეყანაჲ იუდაჲსი ვიდრე ზღუადმდე უკუანაჲსკნელად,

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და უდაბნოჲ და გარემო სოფლები იერიქოჲსაჲ, ქალაქი ფინიკებისაჲ ვიდრე სოღორადმდე.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და თქუა უფალმან მოსეს მიმართ: ესე ქუეყანაჲ, რომელ ვეფუცე აბრაამსა და ისააკსა და იაკობსა, მეტყუელი: თესლსა თქუენსა მივსცე ესე და უჩუენე თუალთა შენთა, ხოლო შენ არა შეხჳდე მუნ.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და დაესრულა მუნ მოსე, მონაჲ უფლისაჲ, ქუეყანასა მოაბისასა სიტყჳთა უფლისაჲთა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და დაჰფლეს იგი გეზის, მახლობელად სახლსა ფოგორისსა და არა უწყოდა არავინ საფლავი მისი ვიდრე დღედმდე ამად.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ხოლო მოსე იყო ასოცთა წელთაჲ აღსრულებასა შინა მისსა. არა მობრყჳლდეს თუალნი მისნი, არცა განიხრწნნეს ... ... ... მისნი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და სტიროდეს ძენი ისრაელისანი მოსესა არავოთს მოაბისასა, კიდესა იორდანისასა, პირისპირ იერიქოსა ოცდაათ დღე. და არესრულნეს დღენი გლოჲსა, ტირილისა მოსესნი.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და იისუ, ძე ნავესი, აღივსო სულითა გულისხუმის-ყოფისაჲთა, რამეთუ დაასხნა მოსემან ჴელნი თჳსნი მას ზედა, და ისმენდეს მისსა ძენი ისრაელისანი, და ყვეს, ვითარცა ამცნო უფალმან მოსესა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და არა აღდგა მერმე წინასწარმეტყუელი ისრაელსა შორის, ვითარ მოსე, რომელი შეესწავა უფალსა იგი პირითა პირისა

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ყოვლითა სასწაულებითა და ნიშებითა, რომელი წარავლინა უფალმან ქმნად მათდა ეგჳპტეს ფარაოჲსა და ყოველთა მსახურთა მისთა და ყოვლისა დიდთა და ჴელსა მტკიცესა, რომელნი ქმნნა მოსემან წინაშე ყოვლისა ისრაელისა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.