TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 127
Previous part

Chapter: 6  
თავი VI


Verse: 1   Link to sept   და ქმნეს ძეთა ისრაელისათა ბოროტი წინაშე უფლისა, და მისცნა იგინი უფალმან ჴელთა მადიამისათა შჳდ წელ.

Verse: 2   Link to sept   
და განძლიერდა ჴელი მადიამისაჲ ისრაელსა ზედა, და იქმნეს თავთა თჳსთათჳს ძეთა ისრაელისათა პირისაგან მადიამისა სამალავები მთათა შინა და ქუაბები და დაკიდებულები.

Verse: 3   Link to sept   
და იყვის, უკუეთუ სთესიან ძეთა ისრაელისათა, აღმოვიდის მადიამი და ამალეკი, და ძენი აღმოსავალთანი თანა-აღმოვიდოდეს მათსა და დაიბანაკებდეს მათ თანა,

Verse: 4   Link to sept   
და განჰხრწნიდეს ნაყოფთა მათთა ვიდრე მისლვამდე ღაზად და არა დაუტევებდეს ძალსა სიცოცხლისასა ქუეყანასა ისრაელისასა, არცა სამწყსოთა შორის ზუარაკსა და ვირსა.

Verse: 5   Link to sept   
რამეთუ იგინი და მონაგებნი მათნი აღმოვიდოდეს და კარვებნი მათნი მოიწეოდეს ვითარცა მკალი სიმრავლითა. და მათი და აქლემთა მათთაჲ არა იყო რიცხჳ, და მოვიდოდეს ქუეყნად ისრაელისა და განჰხრწნიდეს Page of ms. Ga: 358v   მას.

Verse: 6   Link to sept   
და დაგლახაკნა ისრაელი ფრიად პირისაგან მადიამისა, და ღაღად-ყვეს ძეთა ისრაელისათა უფლისა მიმართ.

Verse: 7   Link to sept   
... პირისაგან მადიამისსა,

Verse: 8   Link to sept   
და გამოავლინა ღმერთმან მამაკაცი წინაწარმეტყუელი ძეთა მიმართ ისრაელისათა და ჰრქუა მათ: ამას იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაელისაჲ: მე ვარ, რომელმან აღმოგიყვანენ თქუენ ქუეყანით ეგჳპტით, სახლით მონებისა თქუენისაჲთ,

Verse: 9   Link to sept   
და გიჴსნენ თქუენ ჴელისაგან მეგჳპტელთაჲსა და ჴელისაგან ყოველთა მაჭირვებელთა თქუენთაჲსა და განვასხენ იგინი პირისაგან თქუენისა და მიგეც თქუენ ქუეყანაჲ მათი.

Verse: 10   Link to sept   
და გარქუ თქუენ: მე ვარ უფალი, ღმერთი თქუენი, არა ემშიშრნეთ ღმერთთა ამორრეველთასა, რომელთა შორის თქუენ ჰსხედთ ქუეყანასა შინა მათსა. Page of ms. Gb: 182v  და არა ისმინეთ ჴმისა ჩემისაჲ.

Verse: 11   Link to sept   
და მოვიდა ანგელოზი უფლისაჲ და დაჯდა მუხასა ქუეშე ეფრათაჲსასა, იოასისსა, მამისა ესდრისსა, და გედეონ, ძე მისი, კუერთხვიდა იფქლვილსა საწნეხელსა შინა განსალტოლველად პირისაგან მადიამისა.

Verse: 12   Link to sept   
და ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაჲ და თქუა მისდამი: უფალი შენ თანა, ძლიერი ძალთაჲ!

Verse: 13   Link to sept   
და თქუა მისდამი გედეონმან: ჩემთანააო, და უკუეთუ არს უფალი ჩუენ თანა, რაჲსათჳს Page of ms. Ga: 359r   მპოვნეს ჩუენ ყოველთა ამათ ძჳრთა? და სადა არიან საკჳრველებანი მისნი, რომელთა მითხრობდეს ჩუენ მამანი ჩუენნი, მეტყუელნი: არა ეგჳპტით აღმომიყვანნა ჩუენ უფალმან? და მიმცნა ჩუენ ჴელსა მადიამისასა.

Verse: 14   Link to sept   
და მოაქცია მისდა ანგელოზმან უფლისამან და ჰრქუა მას: ვიდოდე ძალითა შენითა ამით და იჴსნა ისრაელი ხელისაგან მადიამისა, აჰა, წარგავლინე შენ.

Verse: 15   Link to sept   
და ჰრქუა მას გედეონმან: ჩემდამო, უფალო ჩემო, რაჲთა ვიჴსნა ისრაელი. აჰა, ათასეული ჩემი მოუძლურდა მანასსის შორის და მე უმცი\რეს Page of ms. Ga: 359v   ვარ სახლსა შინა მამისა ჩემისასა.

Verse: 16   Link to sept   
და თქუა მისდამი ანგელოზმან უფლისამან: უფალი იყოს შენ თანა და დასცე მადიამი, ვითარცა კაცი ერთი.

Verse: 17   Link to sept   
და თქუა მისდა მიმართ გედეონმან. უკუეთუ ვპოე წყალობაჲ წინაშე თუალთა შენთა და მიყოფ (!) მე დღეს ყოველი, რაოდენი სთქუ ჩემდამო.

Verse: 18   Link to sept   
ნუ განეშორები ამიერ ვიდრე მოსლვად ჩემდამდე შენდამი, და გამოვიღო მსხუერპლი ჩემი და დავდვა წინაშე შენსა. და თქუა: მე ვარ, ვჯდე ვიდრე მოქცევად შენდამდე.

Verse: 19   Link to sept   
და გედეონმან შექმნა თიკანი თხათაჲ და საწყაულისა ფქვილისა უცომოჲ და ჴორცი შთადვა კალათსა და წუენი მისი მოიღო ქოთნითა და გამოიხუნა იგინი მისდამი მუხასა ქუეშე Page of ms. Gb: 183r  და მიეახლა.

Verse: 20   Link to sept   
და თქუა მისდამი ანგელოზმან უფლისამან: მიიღე ჴორცი და უცომონი და დასხენ კლდესა იმას ზედა და წუენი მახლობელად დასთხიე. და ყო ეგრეთ.

Verse: 21   Link to sept   
და განყო ანგელოზმან უფლისამან წუერი კუერთხისა ჴელსა მისსა შინაჲსაჲ და შეა\ხო * ჴორცთა და უცომოთა, და აღატყდა ცეცხლი კლდისაგან და შეჭამნა ჴორცნი და უცომონი. და ანგელოზი წარვიდა თუალთაგან მისთა.

Verse: 22   Link to sept   
და იხილა გედეონმან, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ არს იგი, და თქუა გედეონმან: უფალო, უფალო ჩემო, რამეთუ ვიხილე ანგელოზი უფლისაჲ პირი პირისა მიმართ.

Verse: 23   Link to sept   
და ჰრქუა მას უფალმან: მშჳდობაჲ შენდა, ნუ გეშინინ, არა მოჰკუდე.

Verse: 24   Link to sept   
და [უშენა] გედეონმან საკურთხეველი უფალსა და სახელ-სდვა მას "მშჳდობაჲ უფლისაჲ" ვიდრე დღისამდე ამის, მერმე ყოფასაღა მისსა ეფრაას, მამისა ესდრისსა.

Verse: 25   Link to sept   
და იყო მას ღამესა შინა, და ჰრქუა მას უფალმან: მოიყვანე ზუარაკი სუქებული, რომელ არს მამისა შენისაჲ, და დაარღჳო საკურთხეველი ბაალისი, რომელი არს მამისა შენისა და სერტყი მასზედაჲ მოჰკაფო,

Verse: 26   Link to sept   
და აღუშენო საკურთხეველი უფალსა, ღმერთსა შენსა, თხემსა ზედა ბორცჳსასა, ამისგან განწყობილისა შორის, და მოიყვანო ზუარაკი მეორე და შესწირო ყოვლადდასაწუველად შეშებითა სერტყისაჲთა, რომელ მოჰკაფი.

Verse: 27   Link to sept   
და მიავლინნა გედეონმან ათნი კაცნი მონათაგან მისთა და ქმნა, ვითარ-სახედ ეტყოდა მას უფალი. და იყო, ვითარ ეშიშვოდა სახლსა მამისა მისისასა და კაცთა ქალაქისათა დღისი ქმნად, და ქმნა ღამე.

Verse: 28   Link to sept   
და აღიმსთუეს კაცთა ქალაქისათა განთიად, და აჰა, დარღუეულ იყო საკურთხეველი ბაალისი და სერტყი მასზედაჲ მოკაფულ იყო, და იხილეს: ზუარაკი მეორე თანა-აღიღო საკურთხეველსა ზედა აღშენებულსა.

Verse: 29   Link to sept   
და თქუა კაცად-კაცადმან მოყუსისა მიმართ თჳსისა: ვინ ქმნა სიტყუაჲ ესე? და იძიეს და გამოიძიეს და ცნეს, ვითარმედ გედეონმან, ძემან იოასისმან, ქმნა სიტყუაჲ იგი.

Verse: 30   Link to sept   
და თქუეს კაცთა ქალაქისათა იოასისა მიმართ: გამოიყვანე ძე შენი და მოკუედინ, [რამეთუ] დაარღჳა საკურთხეველი ბაალისაჲ და რამეთუ მოკაფა სერტყნი მასზედანი.

Verse: 31   Link to sept   
და ჰრქუა იოასმან კაცთა ყოველთა, რომელნი აღდგეს მის ზედა: ანუ თქუენ ჰმსაჯულობთ-ა აწ ბაალისთჳს? ანუ თქუენ აცხოვნებთ მას? რომელმანცა ჰმძლავრა მას, მოკუედინ განთიადმდე, უკუეთუ ღმერთი არს, დასაჯენ იგი, რამეთუ დაარღჳა საკურთხეველი მისი.

Verse: 32   Link to sept   
და სახელ-სდვეს მას ამას დღესა შინა "იერობაალ", მეტყუელთა. და ... იგი, რამეთუ დაირღუა საკურთხეველი მისი.

Verse: 33   Link to sept   
... მადიამი და ამალეკი და ძენი აღმოსავალთაჲსანი შემოკრბეს ერ[თბამად] და დაიბანაკეს ღელესა იეზრაელისასა.

Verse: 34   Link to sept   
და სულმან უფლისამან განაძლიერა გედეონი და საყჳრ-სცა საყჳრსა რქისასა და ჴმა-ყო ავიეზერმან უკუანა მისსა*.

Verse: 35   Link to sept   
და ქადაგნი წარავლინნა ყოველთა მიმართ მანასსისსა და ასირისსა, ზაბულონისსა Page of ms. Gb: 183v  და ლეფთალემისსა, და აღვიდეს შემთხუევად მათდა.

Verse: 36   Link to sept   
და თქუა გედეონმან ღმრთისა მიმართ: უკუეთუ შენ აცხოვნებ ჴელითა ჩემითა ისრაელსა, ვითარცა სთქუ,

Verse: 37   Link to sept   
აჰა, მე დავსდებ საწმისსა მატყლისასა კალოსა ზედა, უკუეთუ ცუარი იყოს საწმისსა ზედა მხოლოსა და ყოველსა ქუეყანასა ზედა სიჴმელე, ვსცნობ, ვითარმედ აცხ\ოვნებ * Page of ms. Ga: 360r   ჴელითა ჩემითა ისრაელსა, ვითარცა სთქუ.

Verse: 38   Link to sept   
და იყო ეგრეთ: და აღიმსთო ხვალისაგან და გამოწურა საწმისი და დასწუთა ცუარი საწმისისაგან -- სავსე ფილი წყლისაჲ.

Verse: 39   Link to sept   
და თქუა გედეონმან ღმრთისა მიმართ: ნუ განრისხნებინ გულისწყრომაჲ შენი ჩემ ზედა, და ვიტყოდი-ღა მერმე ერთგზის, ხოლო გამოვცადო მერმე ერთგზის-ღა საწმისითა. და იყავნ სიჴმელე საწმისსა ზედა მხოლოსა, ხოლო ყოველსა ქუეყანასა ზედა იყავნ ცუარი.

Verse: 40   Link to sept   
და ყო ეგრეთ ღმერთმან მას ღამესა შინა: და იყო სიჴმელე საწმისსა ზედა მხოლოსა, ხოლო ყოველსა ქუეყანასა ზედა იყო ცუარი.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.