TITUS
Flavius Iosephus, Antiquitates Iudaicae I
Part No. 6
Previous part

Section: 6  
Paragraph: 1  
Line: 9       1) ხოლო იყვნეს ნოხოჲს ყრმათა ძენი, რომელთა პატივისათჳს სახელნი
Line: 10    
მათნი ნათესავთა უწოდნეს ადგილსა რომელსავე მიწევნილთა. ხოლო იაფეთოჲს
Line: 11    
უკუე, ნოხოჲს ყრმისა, იყვნეს ძენი შჳდნი. და მკჳდრ არიან ესენი ტავროჲს
Line: 12    
და ამანოჲს მთათაგან დამწყებელნი და შთამოვლენ ასიად ვიდრე მდინარედმდე
Line: 13    
ტანაჲსა, ხოლო ევრუპეს შინა ვიდრე დადირთაღმდე. მიწევნულნი ქუეყანასა,
Line: 14    
რომელი დაემთხჳა და არავიეთისა მკჳდრობისათჳს, წარმართნი სახელითა
Line: 15    
მათითა უწოდნეს, რამეთუ აწ ელლინთა მიერ ღალატად წოდებულნი, ხოლო ღომარად
Line: 16    
სახელდებულნი მადოგნი დაამკჳდრნა, ხოლო სკჳთას მის მიერ სახელდებულნი.
Line: 17    
და იაფეთოჲს უკუე ყრმათაგან იოჳანოჲსა და მადოჲსა, მადოჲს ვიდრემე
Line: 18    
მიერ მადელნი იქმნებიან წარმართნი, რომელნიცა ელლინთა მიერ მიდად იწოდებიან,
Line: 19    
ხოლო იოჳანოჲსგან იონიად და ყოველნი ელლინნი იქმნებიან. დაამკჳდრებს
Line: 20    
უკუე თოვილოსცა თოვილთასა, რომელნი აწ ივირად იწოდებიან. ხოლო მესქინნი,
Line: 21    
მესხოჲს მიერ აღშენებულნი, აწ კაპპადუკად იწოდებიან და რამეთუ დასაბამითგანისა
Line: 22    
სახელისა მათისა მერმეცა ნიში იჩუენებვის, რამეთუ ქალაქი არს მათ შორის
Line: 23    
და აწცა მაზაკაჲ, ცხაღმყოფელი გულისჴმისყოფად შემლებელთაჲ ესრეთ ოდესმე
Line: 24    
სახელისდებასა ყოვლისა ნათესვისასა. ხოლო თირას თირად უწოდა, რომელთა
Line: 25    
ემთავრა, ხოლო ელლინთა თრაკად გარდასახელნეს იგინი. და ესოდენნი ვიდრემე
Line: 26    
ნათესავნი იაფეთოჲს ყრმათაგან დაემკჳდრებიან. ხოლო ღომაროჲსგან, სამთა
Line: 27    
ძეთა ქმნილთა, ასხანაზოს ვიდრემდე ასხანაზნი დაამკჳდრნა, რომელნი აწ
Line: 28    
რიგინად ელლინთა მიერ იწოდებიან, ხოლო რიფათის რიფათელნი, პაფლადონად
Line: 29    
სახელდებულნი. და თორღამის უკუე თორღამელნი, რომელნი თნებისაგან ელლნას
Line: 30    
ფრჳგად იწოდეს. ხოლო იოჳანოჲსგან, იაფეთოჲსა, მის მიერცა სამთა ყრმათა
Line: 31    
ქმნილობასა, ელისას ვიდრემე ელისელ, რომელთა ემთავრა, ხოლო აწ ეოლნი
Line: 32    
არიან. ხოლო თარსოს -- თარსთა, რამეთუ ესრეთ იწოდებოდა ძუელთად კილიკია
Line: 33    
და მომასწავებელ უკუე ესე, რამეთუ ტარსოდ მათ მიერ ქალაქთა უპატიოსნესი
Line: 34    
იწოდების, დედაქალაქად მყოფი გარდამდებელთაგან ტარისათა წოდებისა მიმართ
Line: 35    
თანისა. ხოლო ქეთიმოს ქეთიმაჲს ჭალაკი დაიპყრა. ესე იწოდების აწ კჳპრედ
Line: 36    
და ამის მიერ ჭალაკნი ყოველნი და უმრავლესნი ზღჳსპირთანი ქეტიინად
Line: 37    
ებრაელთა მიერ სახელდებულნი. ხოლო მოწამე ჩემდა სიტყჳსა ერთი კერძოჲს
Line: 38    
ქალაქთაგანი, შემძლებელი დაცვად სახელსა, რამეთუ კიტიდ გარდამომავლინებელთა.
Line: 39    
მიერ იწოდების იგი, არცა ესრეთ განლტოლვილი ქეთიმოჲს სახელისაგან.
Line: 40    
იაფეთოჲს უკუე ყრმათა და შვილისშვილთა ესოდენნი დაიპყრნეს ნათესავნი.
Line: 41    
ხოლო რომელი ელლინთა
Page: 104   Line: 1    
მიერ ნუუკუე და უცნაურ იყო, ამისი წინაწარმთქუმელი მივიქცე მოთხრობისა
Line: 2    
მიმართ მათისა, რომელნი დაუტევენ. რამეთუ სახელნი შუენიერებისათჳს
Line: 3    
წერილისა გარდაელლინებულ არიან და სიტკბოებისათჳს მიმთხუეულთაჲსა,
Line: 4    
რამეთუ არა ჩუეულება ჩუენდა ესევითარი სახე მათი, არამედ ერთგუარი
Line: 5    
მათი და დასასრულიცა ერთვე. ნოხოს უკუე ნოედ იწოდების და ამის სახესა
Line: 6    
ყოვლისა ზედა მცველობს გუარისა.

Paragraph: 2  
Line: 7       
2) ხოლო ხამოჲს ყრმათა დაიპყრეს ქუეყანაჲ სჳრიაჲთგან და ამანოჲთ
Line: 8    
და მთათაჲთგან ლიბანისათა, მიმღებელთა მისთა, რაოდენ ზღჳსა მიმართ
Line: 9    
განფენილ იყო და ვიდრე უკეანოჲსამდე ყოველი განითვისეს. და რომელთანიმე
Line: 10    
სახელისდებანი ყოვლად უჩინოიქმნნეს და სხუათანი, გარდაცვალებულნი და
Line: 11    
თანშეერთებულნი სხჳსანი, ძნელსაცნობელ იქმნნეს. ხოლ მცირენი არიან
Line: 12    
დამცველნი სრულთა სახელთანი, რამეთუ ოთხთა ყრმათა, ხამოჲსაგან ქმნილთა,
Line: 13    
ხუსონს ვიდრემე არაჲ ავნო წელიწაღმან, რამეთუ ეთიოპელნი, რომელთა ემთავრა,
Line: 14    
მერმე და აწცა მათ მიერ და ასიას შინათა ყოველთაგან ხუსნი იწოდებიან.
Line: 15    
ხოლო დაცვულ არს მესტრელთათჳსცა სახელისდებისაებრი ჴსენებაჲ, რამეთუ
Line: 16    
ეგჳპტესა მესტრად და მესტრალად ეგჳპტელთა ყოველნი მის შინანი უწოდენ.
Line: 17    
აღაშენა უკუე და ფუტიცა ლივჳაჲ, ფუტელად მის მიერ ადგილისათა მწოდებელმან.
Line: 18    
ხოლო არს მდინარეცა მავრიონთა სოფელსა შინა ამის სახელსა მქონებელი,
Line: 19    
რომლისა ძლით სახილველ არს უმრავლესთა წიგნთა შინა ელლინთასა და მოთხრობათმწერალთასა
Line: 20    
მოჴსენებაჲ მდინარისაჲ და მის თანა მდებარისა სოფლისაჲ, ფუტად სახელდებულისაჲ.
Line: 21    
ხოლო გარდაცვალა, რომელი აწ არს სახელი მისი, მესტრამოოს ძეთაგანმან,
Line: 22    
ლივჳოდ სახელდებულისამან. არა შემდგომად უკუე მრავლისა ვთქუათ მიზეზიცა,
Line: 23    
რომლისათჳს მას აფრიკად სახელისდებაჲ შეემთხჳა. ხოლო ხანაანოს, მეოთხემან
Line: 24    
ყრმამან ხამოჲსმან, აწ იუდეად წოდებულისა დამკჳდრებულმან, მის მიერ
Line: 25    
ხანაანად სახელსდვა. და იქმნებიან უკუე მათგან ყრმანი. ხუსოჲსგან ვიდრემე
Line: 26    
ექუსნი, რომელთაგანმან სავას ვიდრემე საველნი, ხოლო ევილატოს ევილელნი
Line: 27    
აღაშენნა, რომელნი აწ ეგჳპტელად ითქუმიან, და სავათას სავათინელნი,
Line: 28    
ხოლო სახელიდებიან ასტავარიად ელლინთა მიერ, ხოლო რედმოს რედმელნი
Line: 29    
დაამკჳდრნა და ესხნეს ორნი ყრმანი, რომელთაგანმან იუდადას იუდადელთა,
Line: 30    
ეთიოპებრივისა ნათესვისა დასავლეთისათა დამამკჳდრებელმან, თანმოსახელეობაჲ
Line: 31    
თჳსი დაუტევა, ხოლო საველნი სავას. ხოლო ნევროდის, ხუსოჲს ძე, დადგრომილი
Line: 32    
ბაბჳლონელთა შორის, ემძლავრა მათ, ვითარ წინაწარცა ცხადქმნილ არს ჩემ
Line: 33    
მიერ.

Line: 34       
ხოლო მესტრეოჲსა რვათა ყრმათა, ქმნილთა ყოველთა ღაზითგან ვიდრე
Line: 35    
ეგჳედმდე, ქუეყანაჲ დაიპყრეს. და მხოლოდ უკუე ფილისტინოჲს ადგილმან
Line: 36    
თანმოსახელეობაჲ თჳსი დაიცვა, რამეთუ ელლინნი პალესტინად კერძოსა მისასა
Line: 37    
უწოდენ. ხოლო სხუათაგან ლჳმეოჲსა და ენამაჲსა და ლუვიმოჲსა მხოლოდ
Line: 38    
დამკჳდრებულისგან ლჳვიადასა შინა ადგილსა მის მიერ ეწოდა, ხოლო ნედემოჲსთჳს
Line: 39    
და ფითროსიმოჲსა და ქესლჳმოჲსა და ქეფთომოჲსა გარეშე სახელთაჲსა არა
Line: 40    
რომელსა მეცნიერ ვართ, რამეთუ ეთიოპურმან ბრძოლამან, რომლისათჳს ცხადვყოთ
Line: 41    
უკუანაჲსკნელ, დაუდგრომელ ყვნა ქალაქნი მათნი.

Line: 42       
ხოლო იქმნნეს ხანანეოსდაცა ყრნი. სიდონ, რომელმანცა ქალაქიცა
Line: 43    
თანმოსახელე აღაშენა ფნიკიას შინა, სიდონიად უკუე ელლინთა მიერ იწო\დების.
Page: 105   Line: 1    
ხოლო ამათუსნი ამათინოსმან დაამკჳდრნა, რომელი არს და აწცა მსოფლიოთაგან
Line: 2    
ამათად წოდებული, ხოლო მაკედონელნი ერთისა შობილთაგანისა მიერ ეპიფანად
Line: 3    
სახელსდებენ. ხოლო არუდეოსს არადოჲ ჭალკი აქუნდა და არუკიოსს უკუე
Line: 4    
არაკი ლივანოჲს შინა. ხოლო სხუათა შჳდთათჳს. ევეოსა, ქეტგეოჲსა, იევუსეფოჲსა,
Line: 5    
ამორეოჲსა, გერგესეოჲსა, ევდეოჲსა, სინნეოჲსა, სამარეოსათნიერ სახელთა
Line: 6    
საღმრთოთა წერილთა შინათასა არარა გსწვიეს, რამეთუ ებრაელთა აღჰმართნეს
Line: 7    
ქალაქნი მათნი, ესევითარისა მიზეზისაგან განსაცდელთა შინა ქმნილნი.

Paragraph: 3  
Line: 8       
3) ნოხოს შემდგომად წყლითრღუნისა ქუეყანაჲ რაჲ დადგა ბუნებასა თჳსსა
Line: 9    
ზედა, საქმეთა მიმართ მიართა და დაჰნერგნა მას შინა ვენაჴნი. და რაჟამს
Line: 10    
ნაყოფი სრულიქმნა და ჟამეულად შეკრიბა და იყო ღჳნოჲ საჴმარებისა მიმართ,
Line: 11    
შემწირველი, შუებასა შინა იყო, ხოლო დამთრვალი ძილად შთავარდა და განშიშულებული
Line: 12    
უშუერად მდებარე იყო. და მხილველმან უკუე მისმან უჭაბუკესმან ყრმათამან
Line: 13    
ძმათა, მბასრობელმან, უჩუენა იგი, ხოლო მათ დაფარეს მამაჲ მათი. და
Line: 14    
ნოხოს, მგრძნობელმან, სხუათა ვიდრემე ყრმათა კეთილბედნიერობაჲ ულოცა,
Line: 15    
ხოლო ხამოს ნათესვობისათჳს ვიდრემე არა დაწყევა იგი, არამედ მისგან
Line: 16    
შობილნი. და სხუათა ლტოლვილობასა წყევისგანცა, ხანანოჲს ყრმათა ზედა
Line: 17    
მიიღო ღმერთმან წყევაჲ. და ამათთჳს შემდგომთა შორის ვთქუათ.

Paragraph: 4  
Line: 18       
4) ხოლო სიმაჲსა, ნოხოჲს მესამისა ძეთაგანისა, ხუთნი იქმნებიან
Line: 19    
ყრმანი, რომელნი მკჳდრ არიან ასიასა ვიდრე ჰინდოეთამდე უკეანოჲსა,
Line: 20    
ევფრატით დასაწყისსა მოქმედნი. და ელამოს უკუე ელამელნი, სპარსთა მთავარნი,
Line: 21    
დაუტევნა, ხოლო ასურას ნინოსი ქალაქი დაამკჳდრა და ქუეშდამორჩილებულთა
Line: 22    
ასჳრიოს სახელსდვა, რომელნი ფრიად კეთილბედნიერობენ. და არფაქსადი,
Line: 23    
აწ ქალდეველად სახელდებულთა, არფაქსადად სახელსდვა, მთავრებულმან მათ
Line: 24    
ზედა, ხოლო არამელნი არამოსს აქუნდეს, რომელთა ელლინნი სჳრად სახელსდებენ,
Line: 25    
ხოლო რომელთა აწ ლჳდად უწოდენ და მაშინ ლუდად, ლუდას აღაშენა. და რამოჲს
Line: 26    
უკუე ყრმათა ოთხთაგანმან უსოს ვიდრემე აღაშენა ტრახონიტი და დამასკოჲ,
Line: 27    
ხოლო საშუალი არს ესე პალესტინისა და ღელისა ასურეთისაჲ, და ულო ვიდრემე
Line: 28    
სომხეთი და ღათეროს და ვაკტრიანოსნი. ხოლო მისას -- მისანეოსნი და
Line: 29    
აწინდელთაგან იწოდების პასინოჲს ხარაკი. და არფასადის უკუე ყრმაჲ იქმნების
Line: 30    
სალის და ამისგან ევეროს, რომლისა მიერ იუდელთა დასაბამითგან ებრაელად
Line: 31    
უწოდენ. ხოლო ევეროს იუკტან და ფალეკონ შვა. ხოლო იწოდა ფალეკოდ, ვინაჲთგან
Line: 32    
განყოფასა შინა სამკჳდრებელთასა იშვა, რამეთუ ფალეკ განყოფასა უწოდენ
Line: 33    
ებრაელნი. ხოლო იუკტაჲს, ევეროჲს ყრმათაგანისა, იყვნეს ძენი. ელმოდამოს,
Line: 34    
სალეფოს, აზერმოთის, იერახოს, ედორამოს, უზალის, დაილის, ივალოს, ევმმაილოს,
Line: 35    
საფას, სოფირას, ევილას, იოვილოს. ესენი კოფიოჲთ, მდინარით ჰინდოეთისათ,
Line: 36    
და მის მიერ რომელსამე სჳრიაჲსასა მკჳდრ არიან. ესენი უკუე სიმაჲს
Line: 37    
ყრმათათჳს მოითხრობვოდენ.

Page: 106  
Paragraph: 5  
Line: 1       
5) ხოლო ვყო სიტყუაჲ ებრაელთათჳს, რამეთუ ფალეკოჲს ებეროჲსა
Line: 2    
იქმნა ყრმაჲ რაღავოს, ხოლო ამისსა სერუხოს, რომლისა იშვების ძე ნახორის,
Line: 3    
ხოლო ამისსა თარროს და ესე უკუე მამა ავრამოჲსა იქმნების, რომელი
Line: 4    
მეათე ვიდრემე არს ნოხოჲსი, ხოლო მეორესა წელსა და ოთხმეოცდამეათესა
Line: 5    
ორასთა თანა შემდგომად წყლითრდუნისა ქმნა, რამეთუ თარროჲსა ვიდრემე
Line: 6    
სამეოცდამეათესა შინა იქმნების ავრამოს, ხოლო ნახორის ოცისა და ასისა
Line: 7    
წლისად ქმნილმან შვა თარროს, ხოლო სერხოჲსა იშვების ნახორის წელსა
Line: 8    
მეორესა და ოცდამეათესა და მეასესა. ხოლო რადაოს შვა სერუხოს წელთა
Line: 9    
ოცდაათთა და ასთად ქმნილმან და მათვე უკუე წელთა შინა რაღავოსცა ფალეკოსისდა
Line: 10    
იყო, ხოლო ევეროს -- მეოთხესა და ოცდამეათესა და მეასესა, რომელი არფაქსადის
Line: 11    
შვა მეხუთესა და ოცდამეათესა წელსა ჰასაკისასა მეასესა თანა. ხოლო
Line: 12    
სიმაჲს ძე არფაქსადის იყო, შემდგომად ორთა წელთა და ათთა წყლითრდუნისა
Line: 13    
ქმნილი. ხოლო ავრამოსს აქუნდეს ძმანი ნახორი და არანი ამათგანი უკუე
Line: 14    
არანის, ძესა დამტევებელ ლოტისი და სარრაჲს და მელხაჲსი ასულთაჲ, ხალდეველთა
Line: 15    
შორის მოკუდა ქალაქსა შინა ხალდეველთასა, ურილად სახელდებულსა. და
Line: 16    
საფლავი მისი ვიდრე აქამომდე საჩინო არს. ხოლო ექორწინებიან ძმისშვილთა.
Line: 17    
მელქანს ვიდრემე ნახორის და სარრას ავრამოს. და არროჲს უკუე, მოძულებასა
Line: 18    
ხალდეაჲსასა გლოვისათჳს არანოჲსა, გარდამკჳდრნეს ყოველნი ხარანად შუვამდინარეთისა,
Line: 19    
სადა თარროს, აღსრულებული, დაჰმარხეს, ცხოვნებული წელთა ხუთთა და ორასთა,
Line: 20    
რამეთუ ამიერითგან შემოკლდებოდა კაცთათჳს ცხორებაჲ და მცირედმცირედ
Line: 21    
უკნინეს იქმნებოდა, ვიდრე მოჳსის შობაღმდე, რომლისა შემდგომად განსაზღვრებულ
Line: 22    
იყო სიცოცხლე ასსა წელსა ოცსა თანა ღმრთისა მიერ, ამათ განმასაზღვრებელისაგან,
Line: 23    
რაოდენნი და მოსესცა შეემთხჳნეს ცხორებად. და ნახორისა ვიდრემე რვანი
Line: 24    
იქმნნეს მელქაჲსგან ყრმანი. უქსოს, ვაუქსოს. მათუილოს, ზახამოს, აზავოს,
Line: 25    
იადელფას, იადოფას, ვათუილოს, ესენი უკუე ნახორის ყრმანი საკუთარნი,
Line: 26    
რამეთუ ტავეოს და დადამოს და ტაოს და მახას რუმაჲს ხარჭისგან იქმნნეს
Line: 27    
მისდა. ხოლო ვათუილოჲსა, ნახორის ძისა საკუთართა შვილთაგან, იქმნების
Line: 28    
რევეკა ასული და ლავანოჲს ძე.



Next part



This text is part of the TITUS edition of Flavius Iosephus, Antiquitates Iudaicae I.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.