TITUS
Nemesios of Emessa, De natura hominum
Part No. 79

Paragraph: 2  
Line: 8       საყოველთაოდ უკუჱ ითქუმოდედ, რაჟამს ანუთუ შიშისა-თჳს
Line: 9    
უმეტესთა ძჳრთაჲსა აღირჩიოს უდარესი ძჳრი, გინათუ სასოებითა
Line: 10    
უმეტესთა კეთილთაჲთა თავს იდვას ვინ უდარესი ძჳრი, არამედ
Line: 11    
არა არს სხუჱბრ ამისი წარმართებაჲ, რამეთუ არავინ-მე უნებლიითად
Line: 12    
ითმენს საქმესა, გინათუ ვნებასა, რამეთუ იქმს თჳსითა წადილითა და
Line: 13    
წინააღრჩევითა, რომლისა-თჳსცა და ვიდრე-მე არიან საწადელ და
Line: 14    
თანსათნო, ხოლო ოდეს თჳთ თავსა-შორის თჳსსა იქმნებოდინ, არა
Line: 15    
ვინაჲვე საწადელ არიან; არამედ არიან თანშეზავებულ ნეფსითისა და
Line: 16    
უნებლიითისა-გან: უნებლიითად უკუჱ თჳთ საკუთრებით, ხოლო ნეფსითად
Line: 17    
_ მაშინ, მის განსაცდელისა-თჳს; რამეთუ თჳნიერ განსაცდელისა
Line: 18    
არასადა ვინ ითნოს ქმნად ამისდა, რათამცა ივნო; ვითარ იგი
Line: 19    
საცხადო ჰყოფს ამათ ესევითართა საქმეთა-თჳს ქებაჲ, გინა-თუ ძაგებაჲ,
Line: 20    
რომელ ნეფსითნი ვინაჲ-მე არიან; რამეთუ უნებლიითთა საქმეთა-თჳს
Line: 21    
არცა ქებაჲ ვიდრე-მე და არცა ძაგებაჲ იყოს. არამედ არა
Line: 22    
არს ადვილად განსარჩეველ, თუ რომელი რომლისსა სანაცვლოდ
Line: 23    
აღ ირჩიოს, ვითარ იგი უზომოჲთა წადილითა აღირჩიოს საძნაური
Line: 24    
და ძჳრი სიბორგილესა ბოროტთასა, ვითარ იგი სოსანნა და იოსეფ
Line: 25    
ქმნეს და კუალად სამთა ყრმათა და მაკაბელთა და ყოველთა წმიდათა
Line: 26    
მოწამეთა*. რომლისა-თჳსცა ესრეთ არა არს ადვილ ამათ ესევითართა
Line: 27    
გაცნობაჲ.

Page: 129 
Line: 1    
მერმეცა და ესე არს უძ-ჳრეს დადგრომაჲ თნებათა-ზედა; რამეთუ
Line: 2    
არა მსგავსად განაცჳბრებენ საძნაურნი მოსალოდებელნი და ზედშემოსრულნი;
Line: 3    
არამედ დახუდების ოდეს-მე, რომელ ჩუენ უმჯობესად
Line: 4    
აღ-რაჲმე-ვარჩიოთ, არამედ ვიძლინეთ არჩეულისა-გან, ოდეს რაჲ
Line: 5    
ძჳრთა მივეცნეთ, ვითარ იგი და შეცა-ვიეთმე-ემთხუა წამებასა-შინა;
Line: 6    
რამეთუ დასაწყისსა ითმინეს და დასასრულსა, დაერთნეს ვინაჲ გამოცდასა-შორის
Line: 7    
ძჳრთასა, ჩჩჳლ იქმნეს.



Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 20.5.2001. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.