ARMAZI
Proclus Diadochus, Institutio theologica georgice
Part No. 40
Previous part

Chapter: 40  
Line: 4 
თავი 40


Paragraph: 1     
Line: 5       ყოველთა სხჳსა მიზეზისა მიერ წარმოარსებულთა ეუხუცებიან

Paragraph: 2     
Line: 6       
და ეძღუანვიან თჳთ თჳს მიერ წარმოდგომილნი და თჳთმდგომობითსა არსებასა მომგებელნი. ხოლო თუ ყოველი უმოქენოჲ, ანუ

Paragraph: 3     
Line: 7       
არსებით ანუ მოქმედებით უმჯობეს სხჳსა მიზეზისა მიმართ აღთხზულსა. ხოლო რომელი თჳთებასა თჳსსა თჳთ წარმოიჩენდეს, და მყოფობისა თჳსისა წარმომაარსებელ იყოს, და უმოქენო არსებისადმი.

Paragraph: 4     
Line: 8       
ხოლო მხოლოდ სხჳსა მიერ ოდენ წარმოარსებელი არ უმოქენო,
Line: 9    
რამეთუ კეთილობისადმი უთჳსიერეს უმოქენოჲ. ხოლო უთჳსესი და
Line: 10    
უფრო მსგავსი მიზეზთაჲ პირველ უმსგავსოთაჲსა წარმოიყენა მიზეზისგან.
Line: 11    
ვინაჲ თჳს მიერ წარმოჩენილი და თჳთმდგომი უხუცეს სხჳსა
Line: 12    
მიერ მყოფობად წარმოჩენილთა. ხოლო თუ არ იყოს თჳთმდგომი,
Line: 13    
არ ვინათა შორის იხილვოს უზადოდ უმოქენობაჲ, რამეთუ არცა
Line: 14    
კეთილსა შორის უმოქენობაჲ (უმჯობეს ვიდრემე უმოქენობისა კეთილობაჲ,
Line: 15    
რამეთუ ერთ მყოფ იგი და თჳთკეთილობაჲ, და არა თუ
Line: 16    
მქონებელ კეთილობისა, და არცა შემდგომთა შორის კეთილობისათა
Line: 17    
(რამეთუ ყოველი მოქენე სხჳსა თჳსსა უპირველესისა არს მოქენე).
Line: 18    
ხოლო კეთილობაჲ თჳთმდგომარეობა და არ ვისდა მოქენე, რამეთუ
Line: 19    
თჳთობასა თჳსსა თჳთ იწარმოებს. ვინაჲ არ ერთ იყოს, რამეთუ,
Line: 20    
რომელი ერთისგან წარმოიქმნა, არა ერთ. თჳსგნით უკუე იწარმოებს,
Line: 21    
ვინაჲვე თჳთმდგომ; რომლისათჳსცა ერთი იყოს და ერთ ერთი. საჭირო
Line: 22    
არს უკუე, რაჲთა თჳთმდგომარე იყოს შემდგომად პირველისა;
Line: 23    
ვინაჲ საცნაურ იყოს, ვითარმედ სხუათა მიზეზთაგან წარმოჩენილთა
Line: 24    
უფლებრივ უმჯობეს თჳთმდგომარე, და არ ვისდა მოქენე, რამეთუ
Line: 25    
უმახლობელეს პირველსა კეთილობასა, ვითარ აღმოიჩინა.


Next part



This text is part of the ARMAZI edition of Proclus Diadochus, Institutio theologica georgice.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 22.8.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.