TITUS
Proclus Diadochus, Institutio theologica georgice
Part No. 237

Paragraph: 2     
Line: 24       ხოლო თუ ვიდრე ესეზომ მყოფნი იწარმოებენ, ვიდრე ღმრთებრივთა
Line: 25    
აღმკულებამან იწარმოა, რამეთუ თითოეულსა ტომსა შინა
Line: 26    
არს ღმრთებრივთა ძალთა თჳთებაჲ ზენაჲთ შთამონაბრწყინი; რამეთუ
Line: 27    
მიიღებს თითოეული უმახლობელესისა თჳსდა მიზეზისა მიერ
Line: 28    
თჳთებათა ზენათა, ვითარ მხუდარ იყოს მისდა გუამოვნებაჲ. ვიტყჳ
Line: 29    
უკუე, ვითარ იგი არს რაჲვე ღმრთებრივი განმწმედელობაჲ, და
Line: 30    
სულთაცა შორის არს განწმედაჲ, და ცხოველთა შორის და ნერგთა
Line: 31    
შორის, და ქვათა შორის. და კუალად ეს სახედ, რაჲც რაჲვე იგი
Line: 32    
არს ღმრთებრივისა რიცხჳსა შორის თჳთებაჲ დამცველობითი; და
Line: 33    
კუალად სხუაჲც რაჲვე დასაბამთადმი უკუნმ/წცევლობითი და სრულ
Page: 89 
Line: 1    
მყოფელობითი და ცხოველმყოფელობითი. მსგავსადვე და ქვანიცა
Line: 2    
ეზიარებიან განმწმედელობითსა ძალსა სხეულებრივ, ხოლო ნერგნი
Line: 3    
უსრულესადრე და ცხოველებრივ. არამედ ცხოველთა აქუს მებრ მიმართებითთა
Line: 4    
ძალითა გუარი ესე, ხოლო სულსა სიტყჳერებრივ და გონებასა
Line: 5    
გონიერად, ხოლო გმრთებრივთა ზესთ არსებითად და ერთებრივად.
Line: 6    
და ყოველსა შორის სირასა ერთი და იგივე აქუს ძალი ერთისა
Line: 7    
მიერ საღმრთოჲსა მიზეზისგან. და სხუათა ყოველთა ზედა იგივე
Line: 8    
და ერთ საზღვარი. რამეთუ ყოველი დამოკიდებულ არს საღმრთოჲსა
Line: 9    
რიცხჳსადა, და რომელნიმე სხუათა მიერ და სხუანი სხუათა შთამოუბრწყინვენ,
Line: 10    
და ნათხზნი სირათანი ვიდრე უკუანაჲსკნელთამდე შთაიბრწყინვებენ.
Line: 11    
და რომელნიმე უსაშუვლოდ, ხოლო რომელნიმე საშუალთა მიერ
Line: 12    
უმრავლესთა ანუ უმცირედესთა მათდამი აღკრულ არიან.
Line: 13    
`სავსე უკუე ღმრთებრივისა რიცხვისა მიერ." და რაჲც რაჲვე აქუს თითოეულსა
Line: 14    
ბუნებით, მათ მიერ აქუს.





Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 20.5.2001. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.