TITUS
Keimena II
Part No. 11
Previous part

Chapter: XI  
Line of edition: 5       XI. მაშინ განგებითა ღმრთისაჲთა ყორანმან აღიტაცა ერთი ასოთაგანი
Line of edition: 6    
წმიდისა მის მოწამისაჲ და მიიღო მის უვნებელად სიდონდ ქალაქად, რომელ
Line of edition: 7    
არს კიდესა ზღჳსასა, და შთამოაგდო იგი კართა წინაშე დედაკაცისა ვისამე
Line of edition: 8    
მორწმუნისა სიდონელისათი. ხოლო რაჟამს იხილა დედაკაცმან მან წმიდაჲ იგი
Line of edition: 9    
ნაწიკი მოწამისა მის ქრისტჱსისაჲ და რამეთუ იყო იგიცა ქრისტეანე, განათლდა
Line of edition: 10    
იგი ღმრთისა მიერ და აღივსო სიხარულითა და აღიღო პატიოსანი იგი
Line of edition: 11    
ნაწილი მოწამისაჲ და ჰრწმენა მას და თქუა ვითარმედ "ესე არს ასოთაგანი
Line of edition: 12    
წმიდათაჲ, რომელი იწამებიან ქრისტჱსთჳს". მაშინ განბანა იგი ღჳნითა და
Line of edition: 13    
შემურა სუნელითა და შეხჳა სამოსელსა წმიდასა და დაჰკრძალა იგი სახლსა
Line of edition: 14    
შინა თჳსსა. და მეორესა ღამესა გამოეცხადა მას წმიდაჲ იგი მოწამჱ ქრისტჱ
Line of edition: 15    
სი და ჰრქუა: "მე ვარ ლუკიოს რომელი აღსარებისათჳს ქრისტჱსისა ფრიადვიგუემე
Line of edition: 16    
ქალაქსა შინა ბალბაქს, არამედ გრწმენინ და ვითარცა ქრისტჱს-მორწმუნისა
Line of edition: 17    
თანა იყავნ ნაწილი ეგე ასოთა ჩემთაჲ დამარხულ შენთანა". ხოლო
Line of edition: 18    
მან შეიწყნარა და ჰრწმენა ჩუენაბაჲ იგი, რამეთუ მორწმუნე იყო და ღმრთის
Line of edition: 19    
მოშიშ. და დაჰმარხა ნაწილი იგი წმიდისა მის სახლსა შინა თჳსსა მრავლითა
Line of edition: 20    
პატივითა და კეთილითა მსახურებითა და არავის კაცთაგანსა გამოუცხადა მისთჳს,
Line of edition: 21    
რამეთუ ქალაქი იგი იყო ჟამსა მას მსახურებასა კერპთასა. და შემდგომად
Line of edition: 22    
მცირედისა ჟამისა დასცხრა მცირედ დევნულებაჲ იგი ქრისტიანეთაჲ
Line of edition: 23    
და ეუწყა ნაწილისა მისთჳს წმიდისა წმიდასა ეპისკოპოსსა, რომელი იყო ჟამსა
Line of edition: 24    
მას ქალაქსა სიდონს, და განაძლიერა იგი ღმერთმან დიდებულმან, რომელი
Line of edition: 25    
მარადის ადიდებს წმიდათა თჳსთა, და აღუშჱნა მას ტაძარი შუენიერი სადიდებელად
Line of edition: 26    
ღმრთისა და საქებელად მოწამისა მის. და დადვა მას შინა პატიოსანი
Line of edition: 27    
იგი ნაწილი და მრავალთა სნეულთა უძლურებანი მის მიერ განიკურნებოდეს
Line of edition: 28    
და სულნი უკეთურნი განესხმოდეს მიერთაგან ვიდრე აქამომდე. ესე უწყებაჲ
Line of edition: 29    
არს ერთისა მის ნაწილისაჲ წმიდისა მის მოწამისაჲ. ხოლო მე კუალად
Line of edition: 30    
ვიქცე აწ პირველსავე მას სიტყუასა და გაუწყო მე დაშთომილი იგი მისთჳს
Line of edition: 31    
ჰამბავი ყოფილთაჲ.

Next part



This text is part of the TITUS edition of Keimena II.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.