TITUS
Keimena II
Part No. 13
Previous part

Chapter: XIII  
Line of edition: 8       XIII. იყო ვინმე დედაკაცი გრძენი, ფრიად მორწმუნჱ და მოშიში ღმრთისაჲ,
Line of edition: 9    
რომელი მკჳდრ იყო ერთსა ბურჯთაგანსა შინაგანით ზღუდესა ქალაქისა
Line of edition: 10    
მის ბალბაქისასა. და ოდეს იგი უღმრთონი დაშჭირდეს ჴორცთა მათ მოწამისა
Line of edition: 11    
ნუკიოსისთა, ჰხედვიდა იგი სარკუმლით თჳსით რომელი იგი იქმნა. და ვითარცა
Line of edition: 12    
შეიქცა მიერ კრებული იგი სიცრუვისაჲ, რომელთა ქმნეს საქმჱ იგი
Line of edition: 13    
უშჯულოებისაჲ, მაშინ აღეგზნა დედაკაცი იგი ცეცხლითა საღმრთოჲსა შურისაჲთა
Line of edition: 14    
და შეიმოსა მან ძალი და სიმჴნჱ მამაკაცებრი და განძლიერდა სარწმუნოებითა.
Line of edition: 15    
და წარიყვანნა მის თანა ღამჱ ორნი ვინმე მორწმუნენი და ღმრთისმოშიშნი
Line of edition: 16       
კაცნი და მიწინეს ადგილსა მას და შეკრიბნეს პატიოსანნი იგი ასონი
Line of edition: 17    
წმიდისა მოწამისანი გაბნეულნი ერთად და წარმოიხუნეს იგინი სახიდ მის დედაკაცისა.
Line of edition: 18    
და განბანნა იგი ღჳინითა და სულნელითა შემურნა და წარჰგრაგნა
Line of edition: 19    
იგინი ტილოსა წმიდასა და დაჰკრძალნა ფარულად სახლსა შინა თჳსსა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Keimena II.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.