TITUS
Keimena II
Part No. 22
Previous part

Chapter: VII  
Line of edition: 18       VII. და ვითარცა იხილა მეფემან ყოფილი იგი, ჰრქუა მათ: "რომელი
Line of edition: 19    
გრძნებაჲ ჰქმენით, რომლითა დაშრიტეთ ალი ცეცხლისაჲ და მოაუძლურენით
Line of edition: 20    
ჴელნი მტარვალთა თქუენთანი ჟამსა ამას?" მიუგეს მოწაფეთა მათ ქრისტჱსთა
Line of edition: 21    
და რქუეს: "ჩუენ გრძნებაჲ არა ვიცით, არამედ ძალი და ძლიერებაჲ ჩუენი არს
Line of edition: 22    
უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ, რომელმან ალი ცეცხლისა ჩუენისაჲ დაშრიტა და
Line of edition: 23    
მტარვალთა შენთა ჴელნი, მოაუძლურნა!" მიუგო მან მეფემან და ჰრქუა: "უკუეთუ
Line of edition: 24    
მრავალფერითა და ბოროტითა სატანჯველითა ძჳრ-ძჳრად გგუემნე თქუენ,
Line of edition: 25    
უგოთა ანუ არა?" ჰრქუეს მათ წმიდათა მათ: "უკუეთუ შენ მრავალფერნი და ბოროტნი
Line of edition: 26    
სატანჯველნი მოაწინე ჩუენ ზედა, ეგრჱთვე ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან
Line of edition: 27    
უფროჲს განმაძლიერნეს ჩუენ მოთმინებად". მაშინ განრისხნა მეფჱ და ბრძანა
Line of edition: 28    
შეკრებაჲ ყოველთა მჴეცთაჲ, რაჲთა მათ მიერ წარწყმიდნეს წმიდანი იგი.
Line of edition: 29    
და განჰმზადნეს მჴეცნი იგი თიატრონსა შინა და მოიყვანნეს წმიდანი იგი. მოვიდა
Line of edition: 30    
მეფჱცა და ჰრქუა მათ: "იხილენით მჴეცნი ესე, რომელ განმიმზადებიან
Line of edition: 31    
თქუენთჳს! აწ უკუე ისმინეთ ჩემი და მოიქეცით და გეწყალოდენ შუენიერებაჲ
Line of edition: 32    
სიჭაბუკისა თქუენისაჲ და უგეთ ღმერთთა უკუდავთა, რაჲთა არა ბოროტად
Line of edition: 33    
მოკუდეთ, ვითარცა სხუანი იგი, რომელნი პირველ თქუენსა მოსწყდეს".
Line of edition: 34    
მაშინ ჰრქუეს მას წმიდათა მათ მოწამეთა ქრისტჱსთა: "ჵ სავსეო ყოვლითა ზაკულებითა
Line of edition: 35    
და უკეთურებითა! გნებავსა დათესვად ჩუენ შორის სულმოკლეობაჲ
Line of edition: 36    
და მოწყინებაჲ სიკუდილისაჲ. არამედ უფროიჲღა განმაძლიერებ ჩუენ სატანჯველთა
Page of edition: 25   Line of edition: 1    
შენთა აღთქუმითა, რამეთუ რომელმან იგი დაშრიტა ცეცხლი შენი
Line of edition: 2    
მოაუძლურნა ჴელნი მტარვალთა შენთანი, იგივე შემძლებელ არს მომდოვრებად
Line of edition: 3    
მძჳნვარებასა მჴეცთა შენთასა". ვითარცა ესმა ესე მეფესა, ბრძანა
Line of edition: 4    
მიყრაჲ მათი მჴეცთა და მაშინ მიისწრაფეს ყოველთა მკჳდრთა ქალაქისათა თიატრონად,
Line of edition: 5    
რაჲთა იხილონ აღსასრული იგი წმიდათა მოწამეთაჲ. და დაჯდა
Line of edition: 6    
მეფჱ ასპარეზსა მას და უბრძანა მიტევებაჲ ყოველთა მჴეცთაჲ. და ვითარცა
Line of edition: 7    
მიუტევნეს ლომნი იგი, კუდითა უკუმიდეს პირთა წმიდათა მათ, ხოლო ძუვნი
Line of edition: 8    
ლომნი ენითა ლოშნიდეს ფერჴთა მათთა. ხოლო სხუანი იგი მჴეცნი იბრძოდეს
Line of edition: 9    
და უხდებოდეს ერთი-ერთსა ტენებით, რომელმან-ძი მათგანმან უსწროს და შეეხოს
Line of edition: 10    
წმიდათა მათ, რაჲთა ღირს იქმნენ მათგან კურთხევასა; და შეეხებოდეს
Line of edition: 11    
და ეგრეთ უკუნიქცეოდეს კუალსა თჳსსა და წარვიდოდეს, მაშინ ჴმაყო ყოველმანმან
Line of edition: 12    
კრებულმან ჴმითა ძლიერითა ერთობით და თქუეს: "დიდ არს ღმერთი
Line of edition: 13    
ქრისტეანეთაჲ, განუტევენ უკუე აწღათუ წმიდანი ესე მიწამენი!" მაშინ ვითარ
Line of edition: 14    
ცა ესმა ესე მეფესა ერისა მისგან, განრისხნა მათ ზედა და და უბრძანა მუნქუესვე
Line of edition: 15    
მჴეცთა თჳსთა მოსრვაჲ მათი. და მოსწყდა მას დღესა შინა სახელისათჳს ქრისტჱსისა
Line of edition: 16    
ერისა მისგანი ვითარცა ათასი კაცი; და მიუყარნეს გუამნი მათნი მჴეცთა
Line of edition: 17    
მათ შესაჭმელად, ხოლო მჴეცნი იგი ყოვლადვე არა შეეხნეს მათ, რამეთუ
Line of edition: 18    
სახელისათჳს ქრისტჱსისა მოისრნეს იგინი. მაშინ განრისხნა მეფჱ მჴეცთა მათთჳს
Line of edition: 19    
და ბრძანა მოწყვედაჲ მათ ყოველთაჲ პირითა მახჳლისაჲთა, რამეთუ არა
Line of edition: 20    
ინებეს ჭამად ჴორცთა მათგან კაცებისა მის, რომელ მოირნეს, და არცა შეეხნეს
Line of edition: 21    
წმიდათა მათ. და მოსრნეს ყოველნი იგი მჴეცნი დღესა მას. ხოლო წმიდანი
Line of edition: 22    
იგი მოწამენი ქრისტჱსნი ჰმადლობდეს ღმერთსა და იტყოდეს: "გმადლობთ
Line of edition: 23    
შენ, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რამეთუ არა ხოლო თუ ნათესავნი
Line of edition: 24    
კაცთანი ოდენ მოწყდებიან სიყუარულისათჳს სახელისა შენისა წმიდისა, არამედ
Line of edition: 25    
ჴეცთაცა აღირჩიეს სიკუდილი ვიდრე არა შეხებასა ჴორცთა მონათა შენთა".
Line of edition: 26    
მაშინ დაჰფლეს ქრისტეანეთა იდუმალ გუამები იგი მომწყდართა მათ.
Line of edition: 27    
და ბრძანა მეფემან, რაჲთა განკუეთონ ქუეყანაჲ და მას შინა შთაყარნეს გუამები
Line of edition: 28    
იგი კაცებისა მის და ჴორცნი იგი მჴეცთანი ერთად და დაფარნენ იგინი
Line of edition: 29    
მიწითა მას შინა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Keimena II.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.