TITUS
Keimena II
Part No. 93
Previous part

Chapter: 4  
4


Line of edition: 17       ესე ნეტარი ოდესმე იქმოდა მტილსა მონასტრისასა და გულმან უთქუა,
Line of edition: 18    
რაჲთამცა ჭამა ვაშლი პირველად პურისა ჭამისა, რამეთუ იყო შუენიერ ხილვითა
Line of edition: 19    
ხილი იგი, და ვითარცა განჴურდა ნებითა გულისა თჳსისაჲთა, მოსწყჳდა
Line of edition: 20    
ხისაგან ვაშლი იგი, განიზრახა და არა ჭამა, არამედ, ვითარცა მჴნემან, დაითმინა,
Line of edition: 21    
შეინანა თავსა თჳსსა და თქუა: "შუენიერ არს ხილვითა და კეთილ არს
Line of edition: 22    
საჭმელად, არამედ რომელმან მე მომკლა ხილმან ადამის მიერ, შეურაცხ ვყო
Line of edition: 23    
იგი, რამეთუ მან პატივ-სცა ჴორციელთა თუალთა ახილვითა და განძღომითა
Line of edition: 24    
მუცლისაჲთა შუენიერი ფრიად კეთილი იგი და სულიერი განსასუენებელი
Line of edition: 25    
უპატივო ყო, რომლისაგან სიკუდილი სოფლად შემოვიდა. ნუ-უკუე განვეშოვრო
Line of edition: 26    
კეთილსა მარხვასა სულისასა და დავმძიმდე გონებითა, ვითარცა უფროჲს
Line of edition: 27    
შუენიერ არს ყოვლისა ნაყოფისა ყუავილი, ეგრეცა მარხვაჲ უმეტჱს არს ყოვლისა
Line of edition: 28    
კეთილისა დამარხვად". და ესრჱთ უმჯობჱსად სძლო ნებასა გულისასა,
Line of edition: 29    
დააგდო ვაშლი იგი ქუეყანასა და ფერჴითა დასთრგუნვიდა; და, ვითარცა დათრგუნა
Line of edition: 30    
ვაშლი იგი ნეფსით, დაიდვა შჯული ესევითარი გულსა თჳსსა და
Line of edition: 31    
ვიდრე სიკვდიმდე არღარა იხილა გემოჲ ვაშლისაჲ, და მოიღო ძალი მადლით,
Line of edition: 32    
და მარხვასა თავი თჳსი მისცა და განიშოვრნა მისგან გულისთქუმანი ბოროტნი
Line of edition: 33    
და ძილისა სიმძიმჱ და მარხვასა თანა ჴორცითაცა ფრიად შურებოდა. მოიჴსენა
Line of edition: 34    
ღმრთისა მიმართ, ვითარ იგი იტყჳს დავით გალობასა: "იხილე სიმდაბლჱ
Line of edition: 35    
ჩემი და შრომაჲ ჩემი და მომიტევენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი". ამით ყოვლითა
Line of edition: 36    
წრაფითა და გულსმოდგინებითა სული თჳსი დაიმდაბლა მარხვითა, ხოლო
Line of edition: 37    
ჴორცნი შრომითა დააჭნვნა. და იყვნენ მის თანა მონასტერსა მას შინა
Line of edition: 38    
ფლაბიანოსისსა სამეოცი გინა სამეოცდაათი მოღუაწჱ და ამათ ყოველთა უმჯობჱსად
Line of edition: 39    
გამოჩნდა ესე სიმდაბლითა, მორჩილებითა და
Line of edition: 40    
ღმრთისმსახურებითა.


Next part



This text is part of the TITUS edition of Keimena II.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.