TITUS
Megrelian-Georgian Dictionary Kajaia
Part No. 15216
Previous part

Lemma: nerch-i 
Number: 15216 
ნერჩ-ი (ნერჩის) 1. ფუძე, ძირი; ის ადგილი, რომელზედაც სახლი დგას და ნიშნავს ფუძეს (ს. მაკალ., გვ.314); 2. დედამიწისა და ადგილის დედის ღვთაების სახელი (ივ. ჯავახ., თავდაპ. ბუნ. და ნათეს., გვ.205). 3. ფაცხის, ჯარგვლის (ძელურის) მიწის იატაკი, კარგად მოტკეპნილი. . ქობალიას ცნობით, ნერჩი უნდა ნიშნავდეს მიწის ღმერთს. სამეგრელოში არსებობდა ნერჩიში ხვამა (ნერჩის ლოცვა), რომელიც სრულდებოდა დიდმარხვის დაწყებამდე 25 დღით ადრე, ოთხშაბათს და ამიტომ ამ ლოცვას ეწოდებოდა ოჯუმაშხური (ჯუმაშხა -- ოთხშაბათი). თუ სახლი იდგა მაღლა, . . ჰქონდა ხის იატაკი, მაშინ ეს ლოცვა იქ არ შეიძლებოდა შესრულებულიყო (შდრ. . ყიფშ., ლექსკ., გვ. 288). . ჭურღულია ნერჩ-ს შლის: ნე-რჩ-ი. ძირია რჩ, რომლისაგან ნაწარმოებია ბევრი სიტყვა: ნო-რჩ-ალ საბან-გობანი, დო-რჩ-აფა დაგება, და-რჩ-ელი ტოპონ. სოფელია და ნიშნავს დაფენილი; ტყა-რჩ-ელი ტყე-დაფენილი. ტერფს, ფეხის გულს მეგრულად ჰქვია ნარჩა კუჩხი, . . ნერჩი ფეხისა (ო. ჭურღულია, კრიტიკული წერილები, 2, გვ.292-293). ნერჩს (ძირს) ვუდგამდით ბუყუნს (მასალები, . 1, ნაწ. 1, გვ. 242). თექი ციი გინიმოლუ, ნერჩი ქუათი მოფინილი: ქხს, 1, გვ. 327 -- იქ ცივი (მდინარეა სენაკის რაიონში) გადმოქუხს (ვარდება), ფუძე-ფსკერი ქვით (აქვს) მოფენილი. დომჷხვამან მოჯგირეფი, ჩქინ ჸუდე დო ნერჩია: . სამუშ., ქხპს, გვ. 128 -- დაგვილოცოს მოკეთეები, ჩვენი სახლი და ნერჩიო (ფუძეო). ტერშა ვადავნებებუნა ჩქინ სოფელიშ ნერჩია: . სამუშ., ქხპს, გვ. 156 -- მტრისთვის არ დაუნებებიათ ჩვენ სოფლის ნერჩიო. სქანი ჯინჯი ჯინჯი მაფუ, სქანი ნერჩის მიშავფუნქ: ქხს, 1, გვ. 168 -- შენი ძირი ძირია ჩემი, შენს ფუძეს ვარ შეზრდილი. ნერჩიში მარდი ფუძის მადლი. ნერჩიში პატენი ფუძის (ძირის) ბატონი. ნერჩიში გიმოთირუა ფუძის გამოცვლა. როდესაც ოჯახს შვილი არ შერჩებოდა, ფუძეს (სამოსახლო ადგილს) გამოიცვლიდნენ, სხვაგან გადასახლდებოდნენ. ამას ეძახოდნენ ნერჩიში გიმოთირუა-. ნერჩიში ხვამა იგივეა, რაც ფუძეში ხვამა. ნერჩს ქალი ლოცულობდა, მამაკაცის ლოცვა არ შეიძლებოდა. შდრ. საბა: ნერჩი ქუჱდა კერძო; ქვ. იმერ., . აჭარ. ნერჩი ფსკერი, ძირი ჭურჭლისა (შ. ნიჟარ.); გურ., იმერ. ნერჩი ახლად დაბადებული ბავშვის დასალოცავად ლხინის გამართვა დედამანიისა და მის დამხმარეთა თანდასწრებით (ი. ჭყ.).

Next part



This text is part of the TITUS edition of Megrelian-Georgian Dictionary Kajaia.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.