TITUS
Shvidi Mtiebi
Part No. 25
Previous part

Chapter: XXIV  
ხაყან-ჩინელისაგან სმენა ბარამ ხელმწიფის სმისა და ლხინისა, მოხდომა მისგან და გაცლა ბარამისაგან.



Strophe: 1765  



Verse: a        ჩინელთა მეფე ყმა იყო   ამაყი, შეუპოვარი,
Verse: b     Page of Ms. A: 231     გულს ჩაესახა მის ყმისა   მტერობა არ უჩვევარი,
Verse: g        უნდოდა ექთად ეკრიფა   ბაღი მის ყმისა მსხმევარი,
Verse: d     და   თვალთა ურგებთა სასყიდლად   მან მისცა კალთით გოარი.



Verse: n.b     
ჩაესახნეს ABD. არ _ არს ABD.
Verse: n.g     
უნდოდა _ ეწადნეს AD. ეკრიფნეს ABD.



Strophe: 1766  



Verse: a        ერანს გაგზავნა ჯასუსნი   ცნობად ამბისა მათისად,
Verse: b        იჴმნა მან სპანი ჩინელთა   ნუზლითა წლისა ათისად;
Verse: g        თქვა: "ბედმან მოგვცა მტერთ ძლევა   ერანს თურქთა და თათისად,
Verse: d     და   ეტლმან კუს სძლია მბრუნავმან,   ჟამი არს აწ შამათისად."



Verse: n.a     
ჯასუსნი _ ჯაშუშნი D.
Verse: n.d     
კუსკვლა D. მბრუნავმან _ ბრუნვამან BD.



Strophe: 1767  



Verse: a        "მტერთა მივჰმართოთ უშიშრად   ბედითა ბედნიერითა,
Verse: b        სრულად დავფაროთ ერანი   ჩვენ ცხენთა ფერჴთა მტვერითა,
Verse: g        მათით დავსცალოთ საწუთრო,   ვცნათ ვინცა მზისა მზერითა,
Verse: d     და   დავიპყრათ ციხე-ქალაქი,   ავივსოთ ყოვლის-ფერითა."



Verse: n.a     
მივმართნეთ ABD.
Verse: n.b     
დავფარნეთ ABD.
Verse: n.g     
დავსცალნეთ ABD.
Verse: n.d     
დავიპყრნეთ... ავივსნეთ ABD



Strophe: 1768  



Verse: a        "ვითა ვეფხი გულ-გამწყრალი,   მათსა ჴმალსა არ დავჰრიდებ,
Verse: b        მედგრად მტერთა სისხლთა ღვრასა   მესისხლურად გულს ჩავიდებ;
Verse: g        შუბს ვჰკრავ, ჴმალს ვსცემ მტერს უშიშრად,   გავჰკვეთ, ცხენსა გარდავჰკიდებ,
Verse: d     და   ლომსა ჰგვანდეს მეომარი   ჩემი, მასცა დავამშვიდებ."



Verse: n.a     
ჴმალსა _ ჴმარსა A.



Strophe: 1769  



Verse: a        ვინ რომ ეჴმნეს მას სპათაგან,   მსწრაფლ უკლებლად შეეყარნეს,
Verse: b        ლაშქართ რიცხვი არ ეგების,   მტერთა სისხლნი ჴამს თუ შარნეს;
Verse: g        შეჰჴდეს მტერთა მუნ სამზღვართა,   მათნი ლხინნი გაუმწარნეს,
Verse: d     და   მოსრნეს ჴმლითა მათნი ურჩნი,   მოაოჴრეს, მოამტვერნეს.



Verse: n.b     
ლაშკართ A.
Verse: n.g     
სამძღვართა AB.



Strophe: 1770  



Verse: a        ხორასანს შეჰჴდეს, დაიპყრეს   უჴმლოდ, უვნებლად ჯარისა,
Verse: b        მოიკლეს ლაშქართ ალაფი   სრულად მთისა და ბარისა;
Verse: g        მათთა ურჩთა და მებრძოლთა   მან წყლისებრ სისხლი შარისა,
Verse: d     და   მიენდვნეს ყოვლნი მდიდარნი,   თქმა სჭირს მათ არ უარისა.



Verse: n.a     
უნებლად B.



Strophe: 1771  



Verse: a        სიმნანს მივიდა ჩინელთა   მეფე, ამაყად მქცეველი,
Verse: b        გაჴადა ოჴრად ყოველი   მას თემს: მთა, ბარი, ტყე, ველი;
Verse: g        ისპაჰანს იყო ჴელმწიფე   მუნ ლხინით შემაქცეველი,
Verse: d     და   ესმა რა მოსვლა ჩინელთა,   იყო ვერ საქმის მრჩეველი.



Verse: n.a     
სიმანს BD.
Verse: n.b     
ბარნი BD.
Verse: n.g     
მუნვე A.
Verse: n.d     
ესმნეს ABD.



Strophe: 1772  



Verse: a        ჰკადრეს მეფესა ჩინელთა   მოჴდომა დაუზარავად,
Verse: b     Page of Ms. B: 91     ზედა-მოჴდომა უშიშრად,   კაცთა სრვა დაუფარავად;
Verse: g        ერანელთათვის გამოჩნდეს   ჩინელნი სისხლთა მშარავად,
Verse: d     და   მუნ საშოვრითა აივსნეს,   უქნია მათთვის არ ავად.



Verse: n.d     
უქნიათ A.



Strophe: 1773  



Verse: a        ლაშქართა და მათთა ჯართა   ჩვენგან რიცხვი არ ეგების;
Verse: b     Page of Ms. A: 232     სად რომ მისწვდეს მათი ფერჴნი,   მას თემს ცეცხლებრ მოეგზების,
Verse: g        მტერთა მათთა მათად ომად   ღონე რამცა დაედების,
Verse: d     და   მოვა შენთვის სამესისხლოდ,   გულსა სათნო არ ეთნების.


Strophe: 1774  



Verse: a        ბარამ ბრძანა: "დღეს-აქამდის   ჩინელთ ვსცნობდი ჩვენგან ნასსა,
Verse: b        თუმცა მეცნა მათი მოსვლა,   ჯარს ვიჴმობდი ბევრ-ათასსა;
Verse: g        მათთ ქალ-რძალთა მათის გლოვით   ჩავაცვემდი ძაძა-ფლასსა,
Verse: d     და   მაგრამ დაშვრნეს მკლავნი მისნი,   ერთი სცემდეს ბევრჯერ ასსა."



Verse: n.d     
მათნი ABD.



Strophe: 1775  



Verse: a        მეფემან აგრძნა, მათ მისგან   ბრძოლითა არ ევნებოდა,
Verse: b        ურიცხვთა ჯართა მცირეთა   კაცთაგან რა ექნებოდა?
Verse: g        მებრძოლთა მისთა სალი კლდე,   ვით ცვილი, დაუდნებოდა,
Verse: d     და   მათითა ბრძოლით მოკვდავთა   რიგი, სცნა, მათ მიჰხვდებოდა.



Verse: n.a     
იგრნა A, აგრძნა D. ევნებოდა _ ეუბნებოდა BD.
Verse: n.g     
სალი _ სახლი B.



Strophe: 1776  



Verse: a        ვინ რომე ახლდეს ნიადაგ,   მოიჴმო, მასთან ხლებულნი,
Verse: b        ყველაი ლომთა მებრძოლნი,   მეფის გაზრილნი, თნებულნი;
Verse: g        მუნ შეჭურვილნი წინაშე   დგეს, მისგან იყვნეს ქებულნი,
Verse: d     და   უბრძანა: "ვიქმნნეთ უჩინო,   არ ვიყვნეთ მათგან ვნებულნი!"


Strophe: 1777  



Verse: a        სამასი კაცი ეახლნეს   ყმას, მისანდონი გულისა,
Verse: b     Page of Ms. D: 211    თან წაიტანნეს პირ-მზენი   მის ყმისა, მსგავსნი სულისა,
Verse: g        საუნჯე, თვალნი, გოარნი,   ლალ-ოქრო მაღრიბულისა;
Verse: d     და   წავიდეს, იქნეს უჩინო,   გზას, სხვათგან არ ნახულისა.



Verse: n.     
1777-1778 სტროფებს შუა D-ში სათაურია: "აქა ბარამ მეფე ლხინობს".



Strophe: 1778  



Verse: a        დააგდო სრანი სამეფო   კაზმითა ჴელმწიფურითა,
Verse: b        ტახტი და დროშა, ქვეყანა,   ქოს-დაბდაბ-სპილენძჭურითა,
Verse: g        საჭურჭლე სავსე, ურიცხვი,   ლარითა ჰინდუსტნურითა,
Verse: d     და   მუტრიბ-მგოსანნი, მათებრი   ჴმა არვის ესმა ყურითა.



Verse: n.b     
ქუეყანა _ ქეანი AB.
Verse: n.d     
მათებრ A. ყურითა _ მათებრ B; D-ში ეს სიტყვა არაა, ტაეპი დაუმთავრებელია.



Strophe: 1779  



Verse: a        ჰკადრეს ჩინელთა მეფესა   მის ყმისა წასვლა გაძებით;
Verse: b        "გვალა, დაგიგდო სამეფო   თქვენთავე გულთა წადებით;
Verse: g        მან უცილებლად ერანი   არ თურე გიძღვნა ქადებით,
Verse: d     და   ვიყვნეთ აწ მტერთა უშიშრად   ლხინთა ზმით, გულთა დადებით."



Verse: n.b     
გვალა _ გავლო A.



Strophe: 1780  



Verse: a        ფიცხლად მიჰმართა მის ყმისა   ტახტსა მზებრ შვენიერესა,
Verse: b        ნახეს სრა-სეფე, სიტურფით   სამოთხეს დაადარესა;
Verse: g        ყრჩის სული სულნელებისა   სასხდომთა შიგან-გარესა,
Verse: d     და   უჩინო ქმნილა მზე-მნათი,   მნათობა მიჰხვდა მთვარესა.


Strophe: 1781  



Verse: a        მუნ ტახტზედ დაჯდა ჩინელთა   მეფე, ლაღი და ჯანია,
Verse: b     Page of Ms. A: 233     თაყვანის სცემდეს ღვთისაებრ   უჩინოს ყრმისა ყმანია,
Verse: g        კარს მოდგეს ჯარი მუტრიბთა,   მისთვის სალხინოდ მზიანი;
Verse: d     და   სთქვი: "ბარამს თურმე ესტუმრნეს   ხაყან და მისი ჯარია.



Verse: n.b     
ყრმისა _ ყმისა ABD.
Verse: n.d     
სთქვი ABD. ჯართა _ ყმანია BD.



Strophe: 1782  



Verse: a        არა არ აკლდა მეფეთა   სრათა, რაცოდენ თქმულია,
Verse: b     Page of Ms. B: 92     ყველაი მზა არს სალხინო,   ოდენ ყმა დაკარგულია;
Verse: g        მუნ ხაყანს დარჩა ყოველი,   ყმას გაჰყვა ოდენ სულია,
Verse: d     და   გვალა, გაიჭირა მინდორად,   სოფლის მიმნდონი კრულია!



Verse: n.b     
ყველი A. დარჩეს ABD. გაყვნეს ABD.



Strophe: 1783  



Verse: a        სპანი გაგზავნა საძებრად   მის ყმისა დაკარგულისა;
Verse: b        თქვა: "ნუ თუ ჰპოოთ იგი ყმა,   მე მომჰხვდეს ნება გულისა,
Verse: g        საჭურჭლე გავხვნა მე თქვენთვის   ლარისა მაღრიბულისა,
Verse: d     და   მიგცნე, აგავსნე,შეიგნეთ   არ რიცხვი მოცემულისა."


Strophe: 1784  



Verse: a        წავიდეს და თვე ერთ ძებნეს,   ყმა ვერ პოვეს უჩინარი,
Verse: b        მისად ძებნად მოიარეს   ზღვა, ჴმელი და მთა და ბარი;
Verse: g        კვლაცა გარე-შემოიქცენ   ცუდ-მაშვრალნი, მიუმხვდარი,
Verse: d     და   მუნ სულდგმულად არ აჴსენეს,   თქვეს თუ " არსო იგი მკვდარი."


Strophe: 1785  



Verse: a        ყურნი მიეცით სმენასა,   ისმინეთ, გკადრო მე რანი:
Verse: b        ხაყანს არ ჰკადრეს მათ სპათა   სიტყვანი დასაჯერანი,
Verse: g        მათ ჯართა საზრდოდ მას ზამთარ   ყიშლაღად მისცეს ერანი,
Verse: d     და   იცნეს ალაგნი მათ მათნი,   სად იყვნეს მათნი წერანი.



Verse: n.g     
მათ _ მან A.



Strophe: 1786  



Verse: a        მუნ მიუბოძა მეფემან   საზრდო-სარჩინო სპათ ასი,
Verse: b        სხვანი გაგზავნა, მუნ ხაყანს   ახლდეს ყმა ასჯერ-ათასი;
Verse: g        დამკვიდრდა ტახტსა ყმისასა,   რიდი არ ჰქონდა სხვათასი.
Verse: d     და   ესრეთ გარიგდეს სალხინოდ,   მათ ჴელთ აიხვნეს კვლა თასი.



Verse: n.a     
სარჩომნი A.
Verse: n.b     
გაგზავნეს ABD.
Verse: n.g     
დამკვიდრდეს ABD.



Strophe: 1787  



Verse: a        გულს არა ჰქონდა ნაღველი,   არცაღა მტერთა რიდია,
Verse: b        მზა იყო მათთვის სალხინოდ   გულით რას ინატრიდია;
Verse: g        მუდამ წინ ესხნეს ნადიმი,   მათ ლხინი ჰქონდა დიდია,
Verse: d     და   ზოგჯერ ლხინს მისცემს კაცს, ზოგჯერ   ჭირსა სოფელი ფლიდია.



Verse: n.a     
ნაღველი D.
Verse: n.d     
"ჭირსა" არაა A-ში.



Strophe: 1788  



Verse: a        ხაყან ჩინელსა მის ყმისა   გაძება არ თუ სწყენოდა,
Verse: b        მისებრ ლხინობდა იგიცა,   რა რომე ყმისა სმენოდა;
Verse: g        იყვის მუტრიბთა ჩანგთა ჴმა,   მსმენელთა გულსა ლხენოდა,
Verse: d     და   სმა ხოშგოართა ღვინისა,   არ თვალთათ ცრემლი სდენოდა.



Verse: n.a     
სწყენოდა _ სწენოდა A.
Verse: n.b     
სმენოდა _ სწყენოდა A.
Verse: n.d     
ხოშგუართა BD.



Strophe: 1789  



Verse: a        ლხინობს ჩინელთა ჴელმწიფე,   ცუდად ჩანს ლხინნი წინები,
Verse: b     Page of Ms. A: 234     მუნ ლხინსა ზმასა ნიადაგ   წაუხმან თვალთა ჩინები,
Verse: g        ყმასთანა სევდის შემოყრა   გულისა არს ნაგინები;
Verse: d     და   მას გაძებულსა მეფესა   ესმოდა მათი ლხინები.


Strophe: 1790  



Verse: a        დღე ლხინსა ზმიდის, კვლა ღამე   უც მას ნადიმი წინარე,
Verse: b        იტყვის: "დავიპყრენ ერანი,   ვქენ მტერნი თვალთ უჩინარე;
Verse: g        ხაყანს აქვს შიში არვისი,   უცებრ არს, ღაფლად მძინარე,
Verse: d     და   დაუთმენია ოდითგან   მას ჭირნი მოსათმინარე.



Verse: n.g     
ზმიდის _ ზემდის B. უც _ თუმც B.
Verse: n.d     
ოდითგან B. მას _ მათ BD.



Next part



This text is part of the TITUS edition of Shvidi Mtiebi.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.