Strophe/Paragraph: 1 | ||
Verse/Line: a | არსებით ვიტყვი ცნობილსა, | სამებით ერთუფლებულად, |
Verse/Line: b | ბუნებით განუყოფელად, | ღვთაებით შეერთებულად, |
Verse/Line: c | განვსწვალავ გვამოვნებასა, | არ ვიტყვი მიახლებულად, |
Verse/Line: d და | იგი გვზრდის, გვფარავს ყოველთა | მის მიერ ქმნილთა კრებულად. |
Strophe/Paragraph: 2 | ||
Verse/Line: a | პირველ მას ვაქებ, რომელმან | თვით ჩვენ შეგვმოსა სრულებით, |
Verse/Line: b | ნათელმან უსხეულომან | ხორცნი ივასხნა ბუნებით, |
Verse/Line: c | თავისუფალ გვყვნა მონანი | მისითა შთამოსულებით, |
Verse/Line: d და | ხამს, თუ ზე გვაქვნდეს გონება | სარწმუნოებით, სრულებით. |
Strophe/Paragraph: 3 | ||
Verse/Line: a | უნდა მცირედი მცირედთა | სიტყვა წარმოვთქვა თხრობილი, |
Verse/Line: b | ვით ვეტრფიალე სიბრძნესა, | ამად არვისგან ხმობილი, |
Verse/Line: c | ძოწ-მარგალიტი, გიშერი | აწ ნახეთ ჩემგან მკობილი, |
Verse/Line: d და | ბოლოდ სცნათ ყოვლთა -- არა | ვარ მოშაირეთა ძმობილი. |
Strophe/Paragraph: 4 | ||
Verse/Line: a | მე თვით ვწერ, ვიტყვი, რომელსა | მეფედ მიხმობენ მონები, |
Verse/Line: b | სიტყვა შევმზადო შაირთა, | მართ ვითა ვარდის კონები, |
Verse/Line: c | ბრძენთაგან შესაწყნარები, | ცნობილთა მოსაწონები, |
Verse/Line: d და | მაგრა ექმნების მიჯნურთა | ლახვარი გასაწონები. |
Strophe/Paragraph: 5 | ||
Verse/Line: a | მრავალთა ხელყვეს სიბრძნესა, | მოგვესმა ამას წინასა, |
Verse/Line: b | ვიეთნი წერდეს ზენასა, | სულისა მოსასმინასა, |
Verse/Line: c | ზოგთა თქვეს, აქეს, შეაწყვეს | ბროლ-ვარდ-გიშერი მინასა, |
Verse/Line: d და | ჩემთა სიტყვათა ყვავილნი | მათმან წერილმან მინასა. |
Strophe/Paragraph: 6 | ||
Verse/Line: a | გუბი ზე-მთისა წყაროსა, | უშმაგომ ვითა აროსა, |
Verse/Line: b | მაგრამ მივბაძო აჩრდილად, | არა ვიდუმნო აროსა? |
Verse/Line: c | სულთა ბახჩასა სურვილსა | ვზრდიდე, მართ ვითა საროსა, |
Verse/Line: d და | ვინ ხელჰყოს ძნელსა საქმესა, | ხამს თავი გაიმწაროსა. |
Strophe/Paragraph: 7 | ||
Verse/Line: a | ხამდა მეხმივნა სიტყვანი, | უხრწნელად დანამყარები, |
Verse/Line: b | სწავლა საღმთოთა წერილთა | სულისა გამამყარები, |
Verse/Line: c | მათ სულიერთა კრებულთა | არ დარჩათ დანამცდარები, |
Verse/Line: d და | მივრიდე, ვეღარ ვიპოვე | ცუდ-მაშვრალთანა მარები. |
Strophe/Paragraph: 8 | ||
Verse/Line: a | მუნ ვერა ვპოვე სათქმელი | -- აწ მომიძულა ზენამა, |
Verse/Line: b | გული მიუძღვენ კეკლუცთა, | ვინებე ვარდი მენამა, |
Verse/Line: c | ფერი შემატეს ბაგეთა | ჩემთა სისხლთაგან სმენამა, |
Verse/Line: d და | აწ ყურნი უნდა აწვივნეს | ტკბილმოუბარმან ენამა. |
Strophe/Paragraph: 9 | ||
Verse/Line: a | ვიწყო პირველთა მიჯნურთა | ამბავნი მოსასმენისად, |
Verse/Line: b | ან ვით შეერთეს მხეცთანა, | ან ვისთვის რბოდეს ხელი სად, |
Verse/Line: c | ზოგნი ქვე დაშვრეს ხორცთათვის, | ზოგთა სრბა იწყეს ზენისად, |
Verse/Line: d და | ზოგთა სდიოდა თვალთაგან | ცრემლნი რუდ მონადენისად. |
Strophe/Paragraph: 10 | ||
Verse/Line: a | ტარიელს იცნობთ ყოველნი, | სარიდანის ძეს მხნესა-და, |
Verse/Line: b | მას უებრობა მოყმესა, ტანად | ალვისა ხესა-და, |
Verse/Line: c | ვით ეტრფიალა ინდოეთს | ნესტან-დარეჯანს მზესა-და, |
Verse/Line: d და | დაკარგა გულსა სახმილი, | კვლავ უფრო დაეკვესა-და! |
Strophe/Paragraph: 11 | ||
Verse/Line: a | ძებნა, ვერ პოვა, გაიჭრა | ხელი ნადირთა ერევა, |
Verse/Line: b | ვეფხსა ემსგავსის სიტურფე, | დაბნდის და ცნობა ერევა, |
Verse/Line: c | ქვაბნი მისტაცნა სამყოფლად, | დევნი მოსწყვიდნა, ერევა, |
Verse/Line: d და | ათ წელ მუნ იყო სელქმნილი, | გულსა ლახვარი ერევა. |
Strophe/Paragraph: 12 | ||
Verse/Line: a | ავთანდილ, პირმზე არაბი, | მასთანვე თანა ქებულა, |
Verse/Line: b | მეფისა როსტევანისგან | გაზრდილა, ძედ წოდებულა, |
Verse/Line: c | თინათინისთვის ხელქმნილა, | მისგან მზე დაწუნებულა, |
Verse/Line: d და | წყლული მოქენე წამლისა, | სხვათა კურნებად რებულა. |
Strophe/Paragraph: 13 | ||
Verse/Line: a | დღე-ერთ ჯდა მოყმე საწოლსა, | მონა შემოდგა ლაღისა: |
Verse/Line: b | -- "გიხმოო მზემან მზეთამან, | შუქთა ხლებასა გაღირსა". |
Verse/Line: c | ნახა, უბრძანა: -- "შენგან მწადს | ძებნა მის გულ-სადაღისა, |
Verse/Line: d და | პოვო, მოხვიდე, მე მოგცე | ფლობა სამოთხის ბაღისა". |
Strophe/Paragraph: 14 | ||
Verse/Line: a | რა ესმა მისგან ავთანდილს | სიტყვანი იმედებული, |
Verse/Line: b | ღმერთსა შესწირა მადლობა | -- მზემან თქვა გულსა დებული! |
Verse/Line: c | წავიდა ფიცხლავ საძებრად, | ქვაბს პოვა ასმათ დებული, |
Verse/Line: d და | მან უთხრა წვრილად, რაც სჭირდა | ტარიას ცეცხლი დებული. |
Strophe/Paragraph: 15 | ||
Verse/Line: a | წავა ავთანდილ საძებრად | მუნ, სადა პირმზე ტყვე სითა, |
Verse/Line: b | ფატმან უამბო: -- ქაჯეთს ზის იგი | მზე სულთქმა-კვნესითა, |
Verse/Line: c | მთვარე მოსტაცეს ვეშაპსა | მკლავითა მით უმხნესითა", |
Verse/Line: d და | მზე არ ამხედრდა ეტლზედა, | ვირემ არ მიხვდა წესითა. |
Strophe/Paragraph: 16 | ||
Verse/Line: a | ძებნა, უპოვა მზე ლომსა, | თვით მიხვდა ვეფხი მთვარესა, |
Verse/Line: b | ვარდნი ნამთევნი გაიფრჩქვნეს, | რა დაენერგნეს ბარესა, |
Verse/Line: c | ბოლოდვე გავლეს საწუთრო, | სოფლის საქმენი არესა, |
Verse/Line: d და | იგ უსახონი ქალ-ყმანი | მიწასა მიაბარესა. |
Strophe/Paragraph: 17 | ||
Verse/Line: a | ესენი შოთამ რუსთველმან | შეამკო არსთა მკობითა, |
Verse/Line: b | თვით მინდობილმან სიბრძნესა, | მერე თამარის ხმობითა, |
Verse/Line: c | იტყვის: -- "ვპოვეო ამბავი | პირველ სპარსთაგან მბობითა". |
Verse/Line: d და | შეათხზნა ბროლსა გიშერი, | ძოწსა სადაფი წყობითა. |
Strophe/Paragraph: 18 | ||
Verse/Line: a | გამოაცხადებს ნათქვამი | მის, რუსთველისა, ქებასა, |
Verse/Line: b | დასაბამითგან შაირთა | მთქმელნი თვით სად ვინ ებასა! |
Verse/Line: c | რად ხამს დუმილი მუსიკთა, | ენა რიტორად ებასა, |
Verse/Line: d და | თუმცა ხელობდა მის გამო, | ხელჰყოფდა მათსა ქებასა! |
Strophe/Paragraph: 19 | ||
Verse/Line: a | სწვევდა სახმილი უშრეტი | პირმზისა თამარ მეფისა, |
Verse/Line: b | ვითა ფოლადი მაღნიტსა, | თვალნი საჭვრეტლად ეფისა, |
Verse/Line: c | მაგრამ მან მზემან ნათელი | მიჯნურთ არ უიეფისა, |
Verse/Line: d და | არად შესწონდა ზახილი | ვარდსა ბულბულთა ყეფისა. |
Strophe/Paragraph: 20 | ||
Verse/Line: a | მეფეს ენება სპარსული | თქმათ ქართულისა ენითა, |
Verse/Line: b | "ლექსად თქმა მწადას"-ო უბრძანა | ლაღმან ბრძნად შუქთა ფენითა. |
Verse/Line: c | ნიჭი აღუთქვა უზომო, | მოაჯე ვარ მოქენითა, |
Verse/Line: d და | მიჯნური მიჯნურთ საქებრად | დაჯდა, გლახ, ცრემლთა დენითა. |
Strophe/Paragraph: 21 | ||
Verse/Line: a | სურვილისაგან ტყვექმნილი | შეიპყრა ვისმა რამინა. |
Verse/Line: b | დაშრტის სახმილი ორთავე, | რა ვარდმა ნახის, რა მინა, |
Verse/Line: c | მე თუ ძალმედვას, მათ მზეთა | თვით ქების მეტი რა მინა? |
Verse/Line: d და | ცრემლი მდის მათთვის სისხლისა, | ფერად მართ ვითა რამ ინა. |
Strophe/Paragraph: 22 | ||
Verse/Line: a | მარავს ჯდა შაჰი მოაბად, | სიდიდით შეუდარები, |
Verse/Line: b | ვისის დედ-მამა ამიანს | იყვნეს ჯიმშედის გვარები, |
Verse/Line: c | მიუხდა, მამა მოუკლა, | ქნა საქმე შეუგვარები, |
Verse/Line: d და | ტყვედ წაიყვანეს უნებლივ, | მზეს არ შვენოდა დარები. |
Strophe/Paragraph: 23 | ||
Verse/Line: a | კუბოსა ჩასვეს, დაფარეს, | ვით ღრუბლით მზისა დარია, |
Verse/Line: b | კუბოსა თავი მოხადა | -- განგებით ადგა ქარია, |
Verse/Line: c | შაჰი მოაბადს ძმა ჰყვანდა, | მას ვერა სჯობდა ტარია, |
Verse/Line: d და | ანაზდად ნახა ნათელი, | დაბნდა, სურვილმა დარია. |
Strophe/Paragraph: 24 | ||
Verse/Line: a | აწ გითხრა ცუდი ხელობა | შაჰან-შა მოაბადისა, |
Verse/Line: b | არა ისმინა ნათქვამი | მეეტლეთ მოაბადისა, |
Verse/Line: c | ძალად შეიპყრა, მოჰყვანდა, | ვით თევზი, მოაბადისა, |
Verse/Line: d და | ვისმან სანაცვლოდ შეიპყრის | სურვილი მოაბადისა. |
Strophe/Paragraph: 25 | ||
Verse/Line: a | მთვარე შეიპყრა ვეშაპმა | -- ეგონა მომხვდა შვებაო, |
Verse/Line: b | ვისამ დაუსწრა სანაცვლოდ, | შეკრა -- ძიძა ჰყვა გრძნებაო, |
Verse/Line: c | ვერ ჭამა მისგან ნაყოფი, | ბედმან სხვას მიანებაო. |
Verse/Line: d და | იგი უებრო რამინს ჰხვდა, | შაჰან-შას -- ცეცხლთა დებაო, |
Strophe/Paragraph: 26 | ||
Verse/Line: a | მოვლო ყოველი ქვეყანა | ამა ამბავმან მზისამან, |
Verse/Line: b | ბრძანა აბუნასრ ვეზირმან, | ხალიფამ ბაღდადისამან, |
Verse/Line: c | იტყვის; -- "დამივსო სახმილი | ამბავმან ვის- რამისამან, |
Verse/Line: d და | აწ განმიმარტოს ენამან | ფაფხურ ბრძნად მოუბრისამან". |
Strophe/Paragraph: 27 | ||
Verse/Line: a | ფაფხურ გამოჩნდა ბასრელი | მაქებრად რამინ- ვისისად, |
Verse/Line: b | ამბვად აღწერა შეწყობით, | ტკბილად, ართურე მქისისად, |
Verse/Line: c | ყურნი დავალდენ მსმენელთა, | გულნი განათლდეს დღისისად, |
Verse/Line: d და | ბაღდადს ნათქვამი ამბავი, | ნახეთ, გასმიათ ვისი სად! |
Strophe/Paragraph: 28 | ||
Verse/Line: a | ხალიფას შესძღვნა ვეზირმან | თვით არმაღანად სეფენი, |
Verse/Line: b | მასმცა შეუწმდა სიტყვანი | ხმა-ტკბილად დანამყეფენი, |
Verse/Line: c | ყოვლგნით შემოკრბეს მიჯნურნი | ცრემლთა სისხლისა მჩქეფენი, |
Verse/Line: d და | უქეს ყოველთა უკლებლად | სიტყვათა სიიეფენი. |