ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 46

Page of edition: 46  Line of edition: 1    რომელი ბრძანებს წმიდასა შინა სახარებასა: "არა რომელთა მე გამომირჩიონ, გარნა
Line of edition: 2    
რომელნი მე გამოვირჩივნე". და ვითარ იტყჳს დავით, რომელსა აწ სათნო ეყო
Line of edition: 3    
გამოჩინებად: "უმცირეს ვიყავ მე ძმათა ჩემთა და უმრწემეს სახლსა მამისა ჩემისასა, ხოლო
Line of edition: 4    
თავადმან უფალმან მოიღო და მცხო ზეთითა ცხებულისა მისისათა" და შემდგომი.

Line of edition: 5    
იყო სახლსა შინა დედოფლისა რუსუდანისსა მოყმე ეფრემის ძეთაგანი, რომელ
Line of edition: 6    
არიან ოვსნი, კაცნი მძლენი და ძლიერნი ბრძოლასა შინა ესე დედოფალსა რუსუდანს,
Line of edition: 7    ვინათგან თჳს ეყვოდა მამის დისა მისისა დავითის ასულისა ოვსეთს გათხოვილობისა
Line of edition: 8    
მიზეზითა მოიყვანა საზრდელად სახლსა შინა მისსა და იხილეს მუნ
Line of edition: 9    
მიმავალთა და წამომავალთა, რამეთუ მოყმე იყო ფერ-ნაკუთად კარგი, ბეჭ-ბრტყელი,
Line of edition: 10    
პირად ტურფა და ტანად ზომიერი, ორთავე კერძოთა გუართაგან საჴელმწიფო.

Line of edition: 11    
ჰკადრეს და მოაჴსენეს დედოფალსა რუსუდანს მკჳდრთა ამის სამეფოსათა, იგი
Line of edition: 12    
განაღამცა ნებისა დამრთავი, ვაზირთა და დიდებულთა თანაშემწე-ქმნითა მომჴსენებელ
Line of edition: 13    
და მოაჯე ექმნეს თამარს, მეტყუელნი ამისნი: უკუთუმცა არა იყო ზენა განგება მისსა
Line of edition: 14    
მოქმედებასა შინა, ჰხედავს შარავანდედობა თქუენი, თუ რაოდენნი რაოდენგზის მოყმენი,
Line of edition: 15    
შვილნი ჴელმწიფეთანი -- ბერძენთა და ჰრომთანი, სულტანთა და სკჳთთანი, სპარსთა
Line of edition: 16    და ოვსთანი, \ მცდელნი, სამართალთაებრ უკუნ-არღჳვნა არშემძლეობამან თჳნიერ
Line of edition: 17    
ბრძანებისა საუფლოსა".




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.