ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 52

Page of edition: 52  Line of edition: 1    და შეიქმნა ომი და სროლა. მას დღესა სიღამემან და წყლის შუა-ყოფამან
Line of edition: 2    
გაჰყარნა. ვითარ შეღამდა, შეიარნეს და ზრახვა-\ყვეს, ვითარმედ: "ვხედავთ მჴეცთქმნილობასა

Line of edition: 3    
ამათ ლაშქართასა, და ვინათგან არა გუაქუს ძალი და ღონე შებმისა, აწ
Line of edition: 4    
მივრიდოთ სიმაგრისაკენ და მუნიდაღმა ღონითა ვეცადნეთ ღალატსა და ძლევასა".

Line of edition: 5    
სიქველისა მომნიჭებელმან თამარის კერძთა ლაშქართა ამცნო გულ-უყოვნელ
Line of edition: 6    
ქმნა შებმისა და დევნა-ყოფისა. და გამვლელთა ჴიდისათა მიმართეს მთასა ტორნაძიად
Line of edition: 7    სახელდებულსა, ღონედ სიმაგრისა საძებნელად და, ვეღარა მუნ დამდგმელთა, გარიდეს
Line of edition: 8    
და მიიწივნეს ველსა ნიალისასა და წყალსა ხინგრისასა; თმოგუსა და ერუშეთს შუა
Line of edition: 9    
შეიქმნა ომი, ვითა ხუდებოდა რჩეულებსა იმერთა და ამერთა მოყმეთასა, რომელი კმა
Line of edition: 10    
იყო ძუელთაცა გოლიათთა და ჭაბუკთა ომად, რომელთა ზედა მოვიდოდეს ქუეითთა
Line of edition: 11    
სიმწუავენი და მოკუეთილებანი ისრისანი, მფეთებანი ჴრმალთანი და მხეთქელობანი
Line of edition: 12    
ჰოროლთანი. და განგრძობასა შინა ჰომთასა მიეცა ძლევა ბუმბერაზთა და მოყმეთა
Line of edition: 13    
თამარისთა, და გაქცეულნი რომელნიმე დაიპყრნეს, დაჴოცეს და ტყუე-ყვეს. ამათ
Line of edition: 14    
არა ევნო არცა სიკუდილითა, არცა დაკოდითა, თჳნიერ რომელ ივანე სარგისის ძე
Line of edition: 15    
დაკოდეს.

Line of edition: 16    
შემოქცეულთა მხიარულითა პირითა და განათლებულითა გულითა თავისუფალ
Line of edition: 17    
და უდევნელ ყვნეს იგინი ქენებისა და პატრონისავე არა დაკლებისათჳს. და მოვიდეს.

Line of edition: 18    
წინაშე ღმრთივ-გჳრგჳნოსნისა მეფისა და მეფეთ-მეფისა. მიმცემელმან ღმრთისა
Line of edition: 19    
მიმართ ჯეროვნისა მადლობისამან ნახნა მოყმენი მისნი პირითა ბრწყინვალითა,



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.